Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველო ირანთან სავიზო რეჟიმს აუქმებს

საქართველო ირანთან სავიზო რეჟიმს აუქმებს

491

საქართველოს პრემიერმინისტრსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

გიორგი კვირიკაშვილმა და ჰასან რუჰანიმ ქართველი და ირანელი ხალხის კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, გამოითქვა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ქართული მხარე გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯს, რომელიც ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაში გამოიხატება”. კვირიკაშვილმა და რუჰანიმ, აგრეთვე, ისაუბრეს საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და იმ პოტენციალზე, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს.

P.S. 15 თებერვლიდან ორდინარული პასპორტების მქონე ირანის მოქალაქეებს საქართველოში 45 დღე უვიზოდ ყოფნა შეეძლებათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here