Home რუბრიკები საზოგადოება დოდო მილორავა: როდესაც ვხედავ, რა განცხრომით ცხოვრობენ მთავრობის წევრები, რამდენ ათას ლარს...

დოდო მილორავა: როდესაც ვხედავ, რა განცხრომით ცხოვრობენ მთავრობის წევრები, რამდენ ათას ლარს იღებენ ხელფასს თუ პრემიას, მიჩნდება კითხვა – უნდათ კი, რომ ემიგრანტები სამშობლოში დავბრუნდეთ?

780

მიგრაცია 21-ე საუკუნის გლობალურ პრობლემად იქცა. მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 3 პროცენტი, 175 მილიონი ადამიანი, დღეს არ ცხოვრობს იმ ქვეყანაში, რომელშიც დაიბადა. ამის მიზეზი უმეტეს შემთხვევაში ქვეყნის გეოპოლიტიკური ვითარებაა. ქართველებიც დუხჭირი სოციალური მდგომარეობის გამო ლუკმაპურის საშოვნელად სამშობლოდან უცხოეთში გარბიან, სადაც უკიდურესად რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება. ბოლო წლებში საქართველოდან წასული ემიგრანტთა რაოდენობა გაიზარდა, რომელიც ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემებითაა გამოწვეული _ არ არის პირობები, ადამიანებმა შვილების სათანადოდ გამოკვება და აღზრდა რომ შეძლონ. რას აკეთებენ ამ დროს ხელისუფლების წარმომადგენლები? _ იზრდიან ხელფასებს, ინიშნავენ პრემიებს, ქართველი ხალხის დიდ ნაწილს კი თვიდან თვემდე ძლივს გააქვს თავი…

დოდო მილორავამ, ამჟამად 67 წლის ქართველმა ქალმა, თავის დროზე იძულებით დატოვა საქართველო და ახლა ნიუ იორკში უწევს ცხოვრება

_ ქალბატონო დოდო, რამ გაიძულათ სამშობლოდან წასვლა?

_ გაუსაძლისმა ეკონომიურმა მდგომარეობამ. ვმუშაობდი საქართველოს ვაჭრობის სამინისტროს უცხოეთის ქვეყნებთან ურთიერთობის სამმართველოში მთავარ სპეციალისტად. ერთ მშვენიერ დღეს ჯერ კუპონები შემოვიდა რუბლის ნაცვლად, _ ფული ბევრი გვქონდა, მაგრამ ელემენტარულ მოთხოვნებსაც ვერ ვიკმაყოფილებდით, რომ, უბრალოდ, გვეარსება; შემდეგ ლარი გამოუშვეს და 45 ლარით სამი სულის შენახვა წამოუდგენლი შეიქნა. ყველაფერი გავყიდე, დედისთვის წამლები რომ მეყიდა და მოზარდი შვილისთვის _ საკვები, ტანსაცმელზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი… და ასეთ პირობებში მყოფი, სამინისტროში 20 წლის მუშაობის მიუხედავად, შემამცირეს. ვეძებდი გამოსავალს… ვიბრძოდი შელახული უფლებების აღსადგენად, ისიც ვიცოდი, რომ საშველი მაინც არ იქნებოდა მწირი ხელფასის გამო და სხვა გზა უნდა მომეძებნა… მეოცე საუკუნის ბოლო წელი იყო და ბევრი მიდიოდა საზღვარგარეთ ოჯახის გადასარჩენად, მეც ვცადე ამერიკის საელჩოში ბედი. მეორე ჯერზე მომცეს ვიზა… მახსოვს, სიხარული არ განმიცდია ვიზის აღების გამო, მე ხომ 18 წლის შვილი და მოხუცი დედა ბედის ანაბარა უნდა დამეტოვებინა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა… ვაჭიანურებდი დროს, მიჭირდა ოჯახიდან წასვლა… 2000 წლის 13 იანვარს გასდიოდა ვადა ვიზას და 5 იანვარს გავემგზავრე. დედაჩემის თვალებსა და სახეს ვერ ვივიწყებ. კარს ვერ ვშორდებოდი _ რამდენჯერმე მივბრუნდი და ჩავეხუტე ჩემებს. წამოვედი იმედით, რომ 6 თვეში, დიდიდიდი, ერთ წელიწადში დავბრუნდებოდი

_ ამჟამად როგორ პირობებში გიწევთ მუშაობა?

_ ძალიან რთულია უცხო გარემოში ცხოვრება, ხელს გიშლის ენობრივი ბარიერი. დამამცირებელია, მოუარო ვიღაცის მოხუცს, 24 საათის განმავლობაში იყო მის განკარულებაში, შეასრულო მისი ყველა კაპრიზი და მაინც არ იყოს მადლიერი, შეურაცხგყოს სიტყვიერად და ზოგჯერ ხელითაც შეგეხოს. შენ კი პასუხსაც ვერ სცემ იმის შიშით, რომ დაკარგავ სამსახურს და შინ ვერაფერს გაგზავნი, მშიერს დატოვებ ოჯახს.

_ ალბათ, ძალიან მძიმეა ახლობლებისგან, ოჯახისგან მოშორებით ყოფნა

_ ჩემზეა ნათქვამი, _ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო… თურმე დედაჩემს სამუდამოდ ვემშვიდობებოდი. ისე გარდაიცვალა, ჩამოსვლაც ვერ შევძელი საბუთების გამო. მეგონა, ცოტა თანხას მოვუყრი თავს და დავბრუნდები-მეთქი, მაგრამ საქართველოში უკან-უკან მიდიოდა საქმე. არც მთავრობა ცდილობდა რამის შეცვლას, რომ დავბრუნებულიყავი და ასე მისდევდა წელი წელს. 7 წლის შემდეგ პირველად ჩამოვედი საქართველოში, მაშინ არ იყო კომუნიკაციის ასეთი საშუალებები, ახლა რომ არის და ზოგჯერ ოჯახს კვირაობით ვერ ვუკავშირდებოდით, დანახვა ხომ წარმოუდგენელი იყო. აეროპორტში ჩემი შვილი რომ დავინახე, მუხლები მომეკვეთა, _ ბიჭი დავტოვე და კაცი დამხვდა. საშინელი განცდააჩვენი დედაშვილობის დაკარგული წლები დავინახე, შიმშილს კი გადავარჩინე, მაგრამ დავკარგე დედაშვილობის წლებიახლა ამას რომ ვიხსენებ, ცრემლი მომდის, ჩვენ, ემიგრატებს, ვინ დაგვიბრუნებს დაკარგულ წლებს!

_ გაქვთ ნოსტალგია?

_ ნოსტალგია, ნოსტალგია… ეს პირველად ლენინგრადში განვიცადე და სულ მელანდებოდა ჩემი ბათუმი, ჩემი მეგობრები. 10 წლის შემდეგ, როგორც იქნა, დავბრუნდი საქართველოში და რას ვიფიქრებდი, თუ კიდევ მომიწევდა სამშობლოს დატოვება. 16 წელია, ამერიკაში ვარ. ვოცნებობ, რომ გაფანტული ქართველები უფალმა დაგვაბრუნოს სამშობლოში. საქართველო შორიდან თუ ახლოდან მუდამ სანატრელი და ძვირფასია, ამიტომ გამიჩნდა იდეა, რომ შექმნილიყო ფილმი საქართველოდან იძულებით გახიზნულ ქართველებზე. ჩემი იდეა და სურვილი აასრულა უფალმა და შემახვედრა სტუდია “გუთანს”. ისინი აქ, ამერიკაში, ჩამოვიყვანე და გადავიღეთ ყველაფერი, რაც შევძელით. ასე შვქმენით ფილმი “მიწის სჯული”.

_ რა პირობებს ვერ გიქმნით საქართველოს ხელისუფლება იმისთვის, რომ დაბრუნდეთ საქართველოში?

_ ხელისუფლებამ უნდა შექმნას იმის პირობები, რომ თითოეულ ოჯახში მყოფ ორ წევრს მაინც ჰქონდეს სამსახური. განა აქ ფუფუნებაზეა ლაპარაკი? არა _ ელემენტარულზე. როდესაც ვხედავ, რა განცხრომით ცხოვრობენ მთავრობის წევრები, რამდენ ათას ლარს იღებენ ხელფასს თუ პრემიას, უნებლიეთ, მიჩნდება კითხვა _ უნდათ კი, რომ ემიგრანტები სამშობლოში დავბრუნდეთ? მათთვის არ არსებობს ზღვარი, სხვისი ბედი არც კი აწუხებთ. რისთვის იღებენ ათასობით ლარს? პენსიონერს კი ეუბნებიან, _ ეს გადმოგდებული 150-160 ლარიც გეყოფა, მეტი არ გინდაო. ასეთ ალოგიკურ პირობებში ჩამოსვლისა გვეშინია ემიგრანტებს

_ რას ეტყვით საქართველოს, ქართველებს?

_ საქართველო იყო, არის და მუდამ იქნება ღვთის მადლით მოსილი ქვეყანა. ფუჭია მავანთა მცდელობა ქართველთა გადაშენებისა. ვიცი და მწამს, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით და აღარ მოგვიწევს გახიზვნა ოჯახების გადასარჩენად. იმედი გვაქვს, საქართველოში აღდგება სიყვარულის ხიდი ადამიანებს შორის და ვიზრუნებთ ერთმანეთზე. საქართველო ის ქვეყნაა, რომელიც ბევრ დადებითს გასცემს და ასწავლის სხვებს ერთმანეთის სიყვარულს, თანადგომას და კიდევ ბევრ რამეს. უნდა ვიამაყოთ, რომ ვართ ქართველები, მართლმადიდებლები და ღვთისმშობლის წილხვედრი მიწის შვილები. ეს სიმდიდრე ყველას არ რგებია წილად, ამიტომ გაუფრთხილდეთ მას!

ესაუბრა ქრისტინე ტოგონიძე

1 COMMENT

  1. რა ხმა მაღლა ნათქვამია: ჩვენ დავბრუნდებით! ჩვენ დავბრუნდებით ვინც 40-ს გადაცილებული წამოვიდა საქართველოდან მაგრამ დაბრუნდება კი ის თაობა რომელიც აქ გაიზრდება?????? ან თუ დაბრუნდება იქნება იმ სულისკვეთების როგორიც საქართველოში გაიზრდებოდა? უფალმა ინებოს ყველაფერი ისე იყოს როგორც ჩვენ გვინდა მაგრამ ღაღაც არა მგონია……………

  2. dodo miloravas interviu cemtvis zalian axlobrivia rogorz istoria da rogorz erti adamianis tavgadasavali absoluturi simartlea rasaw is mogaxsenebt cven zels pirvelad shevxvdit rtmanets 22 zlis shemdeg ra tqma unda yvela qartvels mxolod is unda rom dabrundes mez megona rom davbrundi magram 6 tvis shemdeg zamovsulijavi iq sadaz cemi zxovrebis 22 zeli gavatare me kidev gamimartla radgan 3 shvilishvili gavzarde qal> dodom ki miatova ogiaxi da namdvilad sulgamzarebuli dedis emoziebi urtulesia amit ra minda mogaxsenot mtavrobam pirvel rigshi xalxze unda ifiqros mat imodena xelfasebi aqvt rom tavze gadaudit cven vircevt da cvenve gadavircevt nebismier mtavrobas cven gvikvars cveni qvekana cven emigrantebma cveni saqmianobit uketesad gavazanit cveni qvekana evropas vidre mtavrobebi axerxebdnen amas shegvarget cveni samshoblo dadeqit erti zutit cvens adgilze cven imedi gvaqvs rom davbrundebit

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here