Home რუბრიკები საზოგადოება სად იზრდებით? ანუ “ღამურას” მენტალიტეტი “ილიაჭავჭავაძიზმის” ნიღბით

სად იზრდებით? ანუ “ღამურას” მენტალიტეტი “ილიაჭავჭავაძიზმის” ნიღბით

1240

სწორედ ეს შეკითხვა მინდა დავუსვა იმ ადამიანებს, რომლებიც ძალიან აყოლილნი არიან ბოლო პერიოდში საშიშად გავრცელებულმოდას” _ ყოველთვის და ყველგან ლანძღონ, აგინონ, გაათახსირონ და მსოფლიოში ყველაზე საზიზღარ არსებებად დახატონ ქართველები. თუმცა, საკუთარი ერის ლანძღვისხელოვნებაუკვე იმ დონეზეა დახვეწილი ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ფენაში, რომ მას თავისიქვემამიმართულებებიცკი აქვს.

ყველაზე დიდი “დინება” არის, საზოგადოდ, ქართველების, ქართველი ერის, ყოველივე ქართულის ლანძღვა. ამაზე ცოტა მოიგვიანებით შევჩერდეთ.

მოდი, ჯერ დავიწყოთ ყველაზე უფრო აქტიური მიმართულებით, როგორიცაა საოცარი და საშინელი გათახსირება, გაბანძება, გალანძღვა და გათათხვა ქართველი მამაკაცებისა. დიახ! აი, ასე გამოკვეთლად და ცალკე _ ქართველი მამაკაცებისა.

ჩემი დაკვირვებით, ეს სენი, ძირითადად, 20-25 წლის დაკომპლექსებულ, უმეტესად უმამოდ გაზრდილ გოგონებს სჭირთ, რომლებზეც ძალიან იოლად ახდენენ გავლენას .. პრადვინუტი ლიბერალები და მათ გარკვეულ სტერეოტიპულკლიშეებსუნერგავენ თავში.

ამგვარად ვიღებთ “სტერეოტიპის მნგრეველთა” სტეროტიპს, ანუ ისეთ ადამიანებს, რომლებიც “სტერეოტიპის ნგრევის” ურყვები რწმენით სწორედაც რომ აყალიბებს ახალ, გაცილებით საშიშ და უსაფუძვლო სტერეოტიპს.

მაგალითისთვის გამოდგება ერთ-ერთი, “ჟურნალისტად” წოდებული გოგონას მიერ დაწერილი და სოციალურ ქსელებში ატაცებული ბლოგ-ტექტსი სახელწოდებით გთხოვთ, წამართვათ ქართველობა!”.

დავიწყოთ იმით, რომ ხსენებულ ტექსტს, საზოგადად, ჟურნალისტიკასთან ძალიან ნაკლები შეხება აქვს, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ სავსეა “ჟურნალისტის” ფანტაზიით. კერძოდ, მონათხრობით იმაზე, როგორ დასაჯა ქართველმა მამამ თავისი 15 წლის ქალიშვილი მხოლოდ იმის გამო, რომ მან ქორწინებამდე დაკარგა ქალწულობა.

აქ მოთხრობილიასხეულზე სიგარეტების მიწვის”, “ყურის ახევის”, “გლანდების ამოგლეჯისადა ისეთი წარმოუდგენელი რაღაცების შესახებ, რომ, წესით, როდესაც ჟურნალისტი მსგავს კრიმინალურ სადისტობაზე წერს, მოვალეა, შესაბამისი მტკიცებულებებიც გამოაქვეყნოს, რადგან ესპოლიტიკურ კულუარებში მიმდინარე ჭორაობაკი არა, მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულია.

თუმცა, დღეს ხომ გასავალი აქვს ფრაზას: “წყაროს არ დავასახელებ” და მოდი, თუნდაც დავუჯეროთ ხსენებულ ავტორს, რომ ეს ამბავი მართლაც მოხდა.

მაინტერსებს, საიდან ასკვნის ესქართველობაზე გამწყრალიპატივცემულიჟურნალისტკა”, რომ მამა, რომელიც შვილს ასეთი სასტიკი მეთოდებით სჯიდა, ნადვილად არისმართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი”, “იცავს მარხვას”, “სუფრაზე ფეხზე ადგომით სვამს მანდილოსნების სადღედგრძელოს”, “სამშობლოს ხსენებისას გულზე მჯიღს იბრახუნებს”? საიდან აქვს სხვა ისეთი დაწვრილებითი ცნობები მისი ცხოვრების შესახებ, რომ გეგონება, ერთი წელიწადი მაინც ყოველდღიურად უთვალთავლებდა და გამოწვლილვით შეისწავლა მისი ცხოვრების წესი?!

ამ ბლოგ-ტექსტის შესახებ, მინდა, გაგაცნოთ ამონარიდი მართლა ჟურნალისტის _ გია იაკობაშვილის გამოხმაურებიდან. იაკობაშვილი, პირდაპირ ვიტყვი, ეკაიფება, დასცინის, სპობს, ათახსირებს “ჟურნალისტკას” გროტესკული სარკაზმით: აი, 15 წლის გოგოს ამბავს რომ ყვება ეს ავტორი, ეგ მართალია! მე თვითონ შევესწარი. მამამისმა მაგ გოგოს ყური მოაჭრა და თან ყვიროდა, რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართო! მერე წიხლებით შედგა და იმუქრებოდა, მარხვა რომ მორჩება, ჩემი ხელით მოგკლავო. ეს კაცი, ანუ მამამისი არის სტიქაროსანი და ჩოხოსანი. ზეპირად იცის ვაჟაფშაველა და ავთანდილის ანდერძივეფხისტყაოსნიდან”. მოკლედ, საზიზღარი ქართველია და, რაც ყველაზე საშინელია, ვერ იტანს ნაცებს. ჰო, დამავიწყდა, ყური რომ მოაჭრა, მერე ცალი ძუძუც მოაჭრა და საშვილოსნოს ამოჭრით დაემუქრა, თუ გაბედავ და პუტინზე, სტალინზე და ტოტლებენზე ცუდს იტყვიო! შემდეგ ყველაწმინდას სადღეგრძელო დალია, ცოლი ცემა, სიდედრი გააუპატიურა, სიმამრს დააკუკა, დაჯდა თავის კარგად შეკრულ ნოლშესტში, კიდევ ერთხელ დაიმუქრა, მარხვა რომ მორჩება და ვეზიარები, ყველას ამოგხოცავთო, დაქოქა მანქანა და წავიდა ღორის ქელეხში თავის ძმასთან, რომელსაც წინა დღით უკვე მოეკლა ცოლი. თვითონ მარხვაზე არ იყო და ცოლის მოკვლაზე კურთხევა ჰქონდა. აი, ღორის ქელეხის მერე გადაიხადა თუ არა ცოლის ქელეხი, ეგ მე ნამდვილად არ ვიცი, ავტორს ეცოდინება”.

დიახ, აი, ასეთმა “ავტორებმა” ყველაფერი იციან(?!).

იციან ისიც, რომ, თუკი სადმე ვინმე ერთი, ორი, თუნდაც ათი მანიაკი, დამნაშავე, კრიმინალი, უტვინო და უგვანო გამოერია, აუცილებლად უნდა განაზოგადონ, უწოდონ მას “ქართველობა” და შემდეგ “ძალიან ევროპული ხმით” შეიცხადონ: წამართვით ქართველობა, აღარ მინდა!”.

აი, სწორედ ამიტომ დავსვი სათაურში კითხვა: სად იზრდებით?

სად შეხვდით, სად გადაეყარეთ, სად ნახეთ ამდენი მანიაკი ქართველი მამაკაცი?! ვინ იყო ასეთი თქვენ გარშემო _ მამა? ბიძები? ძმა? ბიძაშვილები?..

ჩემ გარშემო ათასი ჩემი ახლობელი და ნაცნობი ქართველი მამაკაცი რომ გავიხსენო, “ცოლის მცემელი” და “შვილისთვის სხეულზე სიგარეტების მიმწველი” ერთიც შეიძლება გაჭირვებით აღმოვაჩინო.

და თქვენ სად იზრდებით? უკვე მესამედ გიმეორებთ ამ კითხვას. მართლა სად იზრდებით? რა წრეში ტრიალებთ?

თუკი ეს ყველაფერი თქვენი ფანტაზიის ნაყოფი არ არის და თქვენ გარშემო მართლა მასობრივად არიან ასეთი ქართველი მამაკაცები, ჯერ პოლიციას მიმართეთ და მერე ეცადეთ, წრე, გარემო და ოჯახი შეიცვალოთ.

რა იცით თქვენ, რომ ასეთი მანიაკები მაინცდამაინც “მართლმადიდებლები” არიან, “მარხვას იცავენ”, “ვაჟას ლექსებს კითხულობენ და გულზე მჯიღს იბრაგუნებენ” და, რაც ყველაზე კომიკურია, საერთოდ, რა შუაშია აქ “რუსეთუმეობა”, “სტალინი”, “პუტინი” და ივანე მრისხანე?!

რა თქმა უნდა, მთელი ესბალაგანიარის მხოლოდ და მხოლოდ იმ მახინჯი პროპაგანდის შედეგი, რომელმაც უკვე ასე ძალუმად მოიკიდა ფეხი ჩვენს ქვეყანაში _ “ქართველები ვართ ბნელები, ჩამორჩენილები, საშინლები, საზიზღრები და ევროპამ უნდა გამოგვასწოროს!”.

ყველაზე პარადოქსული კი არის ის, რომ ეს “ქართველებისგან განსხვავებული ქართველი თეთრი ყვავები” თავისი ამ ბინძური და მახინჯი პროპაგანდის “საფუძვლად” ქართველი ერის მართლაც საამაყო წინაპარს ასახელებენ _ ილია ჭავჭავაძეს!

ილია ჭავჭავაძის სახელით სპეკულირება ყველაზე მოდური გახდა.

გამოხტება ვინმე, გალანძღავს, გათათხავს მიწასთან გაასწორებს ქართველ ერს, ქართველ ხალხს, ყოველივე ქართულს გაათახსირებს და, თუ რამეს ეტყვი, პასუხი მზად აქვს: “ქართველებს ილია ჭავჭავაძეც ლანძღავდა და აკრიტიკებდაო”.

მოკლედ, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ლამის ნახევარი საქართველო “გამოილიაჭავჭავაძევდა”, მაგრამ აზრს კი ვერ ატანენ იმას, რომ ილია სწორედ ქართველების რეალურ ნაკლზე მიუთითებდა, ისიც გარკვეულ ფენებში, წრეებში და არასოდეს ლანძღავდა სრულიად ხალხს, მით უფრო _ საზოგადოების რიგით წევრებს.

ერთმა ოპონენტმა დაწერა: როდესაც ილია ჭავჭავაძემ “კაცია ადამიანი?!” გამოაქვეყნა, სწორედ ისე გადაუარა მას ქართველმა თავადაზნაურობამ, როგორც ახლა ამ ბლოგის ავტორს ლანძღავენ მავანნიო…

არადა, სწორედ თავისივე სიტყვებში იბლანდება ამარგუმენტისავტორი. სწორედაც თავადაზნაურობამ გადაუარა ილიას, რადგან იგი ზუსტად მაშინდელ ქართულელიტას” _ თავადაზნაურობას ურტყამდა და მათ მანკიერებებს ამხელდა, და არა ქართველ ხალხს.

დღეს კი პირიქით ხდება _ .. ელიტა გაფუფუნებულა, გამძღარა, გამომსკდარა და უბრალო ფენას ქართული საზოგადოებისაბნელს”, “ჩამორჩენილს”, “მუტრუკს”, “ღრუზინსუწოდებს.

დიახ, ასეა! ჯერ ერთი, ილია “ბედნიერ ერშიც” სწორედ ერის “არჩევანის” განმსაზღვრელ მაშინდელ “ელიტას”, თავადაზნაურობას, გულისხმობს და ამათრახებს (და არა საზოგადოების “დაბალ” ფენებს); და მეორეც _ იქნებ, როდესაც ილიაზე იწყებს ლაპარაკს მავანი, მისიოთარაანთ ქვრივიცგაიხსენოს, სადაც უბრალო გლეხობასთანჩატეხილი ხიდისპრობლემაზეა ყურადღება გამახვილებული; “მგზავრის წერილებსაცგადახედოს, სადაც ვიღაც ვიგინდარა რუსი ოფიცერი სწორედ ისევე ცდილობს ქართველებისველურებადგამოყვანას, როგორც ახლა ესევროპიელივაიქართველები.

გაიხსენონ, როგორ აღაშფოთებს უცხოელის ასეთი თავხედობა მგზავრს, ანუ ილიას, და როგორ იცავს საკუთარი ერის, ხალხის, სამშობლოს იმიჯს.

სიტყვამ მოიტანა და, ამ “ევროპიელმა” ვაიქართველებმა იქნებ, ილიას წამდაუწუმ ხსენების გარდა, რაფიელ ერისთავის “სამშობლო ხევსურისა” და აკაკი წერეთლის “ღამურაც” გადაიკითხონ.

ვინძლო მაშინ ნამდვილად გაიაზრონ და მიხვდნენ, რა არის სინამდვილეში “ქართველობა” და რას გულისხმობდა ამაში ილია ჭავჭავაძე, რადგან “ქართველობის წართმევა” მისი შემოტანილი ტერმინია, იმავე “მგზავრის წერილებში” მოხევის პირით ნათქვამი.

დღეს კი?

დღეს ლამის ყველა ქართველი, რომელიც უცხოეთიდან მეკონტაქტება, მწერს ერთსა და იმავე ტექსტს: “აქ ქართველებს, სადაც დავინახავ, ვემალები! ისეთი ნაგავი და ნაძირალა ხალხია ეს ქართველები”. აი, კიდევ ერთი, უკვეყოვლისმომცველიკლიშე, რომელიც ერთიანად გვაძულებს ყველა ქართველს _ მამაკაცსაც და ქალსაც! მინდა, ვიკითხო: სადაა ლოგიკა?

სათითაოდ, ცალ-ცალკე ყველანი ეგეთი “კარგები” ხართ და “სხვა ცუდ” ქართველებს ემალებით?

სირცხვილია! აი, ეს უკვე ნამდვილად სირცხვილია, რომ ასე იოლად გაჯერებენ ამ რეგვნულ კლიშეს: “ქართველები ისეთი სამარცხვინოები არიან, მათ არ უნდა ეკონტაქტო!”

ცუდი და კარგი ყველა ერშია და ადამიანი, რომელიც ცუდსა და კარგს ეროვნების მიხედვით არჩევს, თვითონ არის ნაგავი.

აი, ამ ლიბერასტებს კი, რომლებიც, რომ ჰკითხო, სხვა ყველაფერთან ერთად, “ქართველ მუტრუკებსქსენოფობიაშიც ადანაშულებენ და ტოლერანტობისკენ მოგვიწოდებენ, მინდა, შევახსენო: ქართველი ეროვნებაა და ქართველთმოძულეობა _ ქსენოფობია, ჩემოუგზოუკვლოდ ტოლერანტულოდებო და ძმებო!

რაც შეეხებაქართველობის წართმევას”… დამშვიდდით! ძალიან ნუ გაიჭაჭებით _ “არ მინდა ქართველობა, წამართვითო!”, რადგან, რაც არ გაქვთ, იმას ვერავინ წაგართმევთ! თქვენქართველობაარასდროს გქონიათ, შესაბამისად, ვერც ვერავინ წაგართმევთ!

ჩვენ კი, იმ ქართველებს, რომლებმაც ზუსტად ვიცით, რასაც ვგულისხმობთ “ქართველობაში”, რომლებმაც ზუსტად ვიცით, რომ ეს ცნება არც “მანიაკობას”, არც “ქალების ცემას”, არც “მარხვის დაცვას”, არც “რუსეთის მონობას” არ ნიშნავს და ნამდვილად გვსურს ჩვენი ქართველობის შენარჩუნება, თქვენებურად (“ტოლერანტულად”, “ლიბერალურად”, “არაქსენოფობიურად”) თავი დაგვანებეთ და დაგვიტოვეთ იმის უფლება, ვიყოთ ქართველები და ვამაყობდეთ ქართველობით!

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. ჩვენ კი, იმ ქართველებს, რომლებმაც ზუსტად ვიცით, რასაც ვგულისხმობთ “ქართველობაში”, რომლებმაც ზუსტად ვიცით, რომ ეს ცნება არც “მანიაკობას”, არც “ქალების ცემას”, არც “მარხვის დაცვას”, არც “რუსეთის მონობას” არ ნიშნავს და ნამდვილად გვსურს ჩვენი ქართველობის შენარჩუნება, თქვენებურად (“ტოლერანტულად”, “ლიბერალურად”, “არაქსენოფობიურად”) თავი დაგვანებეთ და დაგვიტოვეთ იმის უფლება, ვიყოთ ქართველები და ვამაყობდეთ ქართველობით!

    მადლობა სტატიისთვის

  2. შეაყარე კედელს ცერცვი,ან მგლის თავზე სახარება იკითხეო არ გაგიგიათ?ასეა ჩვენი საქმე სამწუხაროდ….

  3. უწიგნურობას, უვიცობას და სიხარბეს არ აქვს საზღვარი. აი, ეს არის ვითომ ლიბერალიზმის არსი.

  4. უღრმესი მადლობა სტატიისათვის! სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ მას წავიკითხავთ მხოლოდ ისინი, ვინც თქვენსავით ვფიქრობთ. ქართველობის უარმყოფელნი და მოკრიტიკენი კი არაფერს კითხულობენ, და რომც წაიკითხონ, მაინც ვერაფერს ხვდებიან!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here