Home რუბრიკები საზოგადოება როგორ გადარჩა სტალინგრადი დაცემას

როგორ გადარჩა სტალინგრადი დაცემას

880

2 თებერვალს სტალინგრადისთვის ბრძოლის დასრულებიდან 73 წელი გავიდა

პარტიის სტალინგრადის საოლქო კომიტეტის მდივანი ალექსეი ჩუიანოვი რაიონებიდან გამოგზავნილ მასალებს ეცნობოდა სოფლებში მოსავლის აღების მიმდინარეობის შესახებ _ ატყობინებდნენ, მოსავლის აღების პერიოდში ჰიტლერელთა ბომბდამშენებმა ბევრი ნათესი გაანადგურეს და სისტემატურად იხოცება სოფლის მეურნეობის მუშაკები მარცვლეულის აღებისასო.

ამ ცნობამ საოლქო კომიტეტის მდივანს ხასიათი გაუფუჭა _ ნუთუ დაიღუპება ამდენი ნაშრომ-ნაამაგარი ფაშისტთა ბრბოების შემოსევის შედეგად? მიუხედავად ასეთი სიძნელეებისა, სტალინგრადელები გაასკეცებული ენერგიით მუშაობენ, მათი დევიზია: ყველაფერი ფრონტისათვის, ყველაფერი სამშობლოს დასაცავად! ჩუიანოვმა მთელი დღე-ღამის განმავლობაში ვერ მოიცალა მიღებული წერილების გადასათვალიერებლად. როცა, დიდი დაღლილობისა და ნერვიულობის მიუხედავად, მაგიდას მიუჯდა და ქაღალდების გადათვალიერება დაიწყო, მასთან თანაშემწე შევიდა და უთხრა, მისაღებში სამხედრო ოლქის სარდალი გელოდებათო. საოლქო კომიტეტის მდივანმა მაშინვე გადადო საბუთები, _ სთხოვეთ, შემოვიდეს. კაბინეტში შესული სარდალი ჩუიანოვს მიესალმა და საქაღალდე გაუწოდა. ჩუიანოვმა საქაღალდე გახსნა და წაიკითხა უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილის დეპეშა, რომელშიც ეწერა: “დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ სამხედრო ოლქის შტაბი ასტრახანში!”. მდივანს თითქოს მეხი დაეცაო, ვეღარაფერი თქვა.

გაიფიქრა, რა მოჰყვებოდა საოლქო სამხედრო შტაბის ასტრახანში გადატანას. აღელვებულმა კაბინეტში გაიარ-გამოიარა. ნუთუ ასეთი გამოუვალი მდგომარეობაა? როგორ შეხედავს ჩვენი მოსახლეობა და სამხედრო შენაერთები შტაბის ევაკუაციას. იფიქრებენ, რომ თითქოს გადაწყვეტილია გერმანელებისთვის ჩვენი ქალაქის ჩაბარება. სარდალმა ხელები გაშალა, ამით მან გამოხატა: გამოუვალი მდგომარეობაა, მაგრამ ჩვენ სამხედროები ვართ, ბრძანება უნდა შევასრულოთო. სარდალი დაემშვიდობა ჩუიანოვს და კაბინეტიდან გავიდა.

უკვე თენდებოდა. ამდენი არასასიამოვნო ამბის შეტყობით მდივანს თავი საშინლად დაუმძიმდა. თვალები ეხუჭებოდა. ფიქრობდა, ერთი საათით მაინც რომ დამაძინა, ცოტას დავისვენებ და შემდეგ იქნებ რაიმე გამოსავალი მოვძებნოო. მაგრამ ეს ფიქრები მთავრობის ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა. ყურმილში უმაღლესი მთავარსარდლის მდივნის _ პოსკრებიშევის ხმა გაისმა:

_ თქვენ ამხანაგი სტალინი დაგელაპარაკებათ.

ჩუიანოვს დაღლილობა უცებ გაუქრა, გამოფხიზლდა, მაგრამ ნერვიულობისგან შეაჟრჟოლა. ყურმილში გაისმა მთავარსარდლის მშვიდად, მაგრამ მკაცრად ნათქვამი:

_ რას ჰგავს ეს? რა, გადაწყვიტეთ მტერს ჩააბაროთ ქალაქი? ვინ მოგცათ სამხედრო ოლქის შტაბის ასტრახანში გადაყვანის უფლება?

ჩუიანოვს ხელი აუკანკალდა.

_ მიპასუხე, რას გაჩუმებულხარ?

_ ამხანაგო სტალინ, ამის შესახებ მიღებულია მთავარსარდლის მოადგილის დეპეშა, _ როგორც იქნა, მოახერხა პასუხის გაცემა ჩუიანოვმა.

 ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა.

 _ მაგ საქმეს აქ გავარკვევ და დამნაშავეს სასტიკად დავსჯი. თქვენ კი, ამხანაგო ჩუიანოვ, გავალებთ, დაუყოვნებლივ მონახოთ ოლქის სარდალი და გადასცეთ, რომ, თუ ხვალ შტაბი არ დაბრუნდება სტალინგრადში, სასტიკად დავსჯი, _ თქვა სტალინმა.

_ დიახ, ახლავე მოვძებნი ტელეფონით სარდალს და გადავცემ თქვენს ბრძანებას.

_ ტელეფონი საჭირო არ არის, პირადად მოძებნეთ, _ უბრძანა სტალინმა, შემდეგ კი ჰკითხა:

_ თქვენთან რა ხდება, მითხრეს, ქალაქში პანიკა სუფევს, საოლქო კომიტეტი კი ზომებს არ იღებსო. რა დაგემართათ, სიძნელეების წინაშე რატომ დაიბენით ყველანი?

_ ამხანაგო სტალინ, საოლქო კომიტეტი ყველაფერს აკეთებს ყოველდღე მოსახლეობის საევაკუაციოდ, მაგრამ არ გვყოფნის ვოლგაზე ადამიანების გადასაყვანი საშუალებები. სამხედო პროდუქციის გამოშვების გეგმა კი გადაჭარბებითაა შესრულებული. სატრაქტორო და “კრასნი ოქტიაბრის” ქარხნებში დავამთავრეთ სატანკო ბრიგადების ფორმირება…

 _ ეგ კარგია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოთ. გავალებთ, არავის აპატიოთ მოდუნება. განსაკუთრებით თქვენ მოგკითხავთ, თუ რამე მოხდა. სტალინგრადი მტერს არ უნდა ჩავაბაროთ, ასე გადაეცით ყველას.

ტელეფონის ყურმილი კი დადო ჩუიანოვმა, მაგრამ დიდხანს მოჯადოებულივით იჯდა _ არ სჯეროდა, რომ მისთვის ასე კარგად დასრულდა საუბარი. დიახ, ასე გადარჩა სტალინგრადი დაცემას”. ეს არის ამონარიდი წიგნიდან “მრისხანე დღეები”, რომელშიც მოთხრობილია სტალინგრადისა და კურსკის მეომრებზე.

დიახ, სტალინგრადი კი არა, დაეცა ჰიტლერის ფიქრი გამარჯვებაზე.

1943 წლის 2 თებერვალი სტალინგრადის განთავისუფლების დღეა. 2016 წლის 2 თებერვალს 73 წლისთავის აღსანიშნავად ვიზეიმებთ. მინდა, ეს დღე მიულოცო ყველა სტალინგრადელს!

 მე, როგორც თბილისის ნაძალადევის რაიონის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე, ამ თარიღს, პირველ რიგში, ვულოცავ ჩემი რაიონის ვეტერანებს, შემდეგ _ სტალინგრადის ყველა დამცველსა და, საერთოდ, დიდი სამამულო ომის ყველა მონაწილეს, ვუსურვებ მათ დამშვიდებულ და იმედიან ცხოვრებას, ტკბილ სიბერეს!

სტალინგრადისთვის ბრძოლაში გამარჯვება, რომელსაც ფელდმარშალ პაულიუსთან ერთად 300 ათასი გერმანელი ჯარისკაცის დატყვევება მოჰყვა, განაპირობა 62-ე არმიის შეუპოვარმა და თავგანწირულმა ბრძოლამ. ამ არმიის სარდალი კი ორი გზის საბჭოთა კავშირის გმირი ვასილ ჩუიკოვი გახლდათ.

ვამაყობ, რომ 1942 წლის ბოლოსა და 1943 წლის დასაწყისში სტალინგრადს ჩემი სნაიპერული შაშხანით ვიცავდი _ სწორედ სატრაქტორო დაკრასნი ოქტიაბრისქარხნების ტერიტორიაზე! ვამაყობ, რომ 62- არმიის ერთერთი ჯარისკაცი ვიყავი სტალინგრადიდან ბერლინამდე. ვამაყობ, რომ პირველად სტალინგრადში დამჭრეს 1943 წლის 14 იანვარს, ამის შემდეგ კიდევ ორჯერ ვიმკურნალე საველე ჰოსპიტლებში, მაგრამ არ დავეცი და დღეს ცოცხალი ვარ.

დიდება და არდავიწყება მათ, ვინც ჩვენ გვერდით იბრძოდა და დღეს ცოცხალი აღარ არის!

ჩვენ დიდი ბელადის _ სტალინის მეთაურობით გავიმარჯვეთ ფაშისტებზე, მისსავე ბუნაგში დავამარცხეთ კაცობრიობის დაუძინებელი მტერი!

დიდება დიდ სამამულო ომში მონაწილე ყველა საბჭოთა მეომარს!

ტარას იჩქიტიძე,

დიდი სამამულო ომის ვეტერანი, 94 წლის

1 COMMENT

  1. რეს გერმანელ ფასისტებზე უარესი მტრის ამერიკის წინააღმდეგ არის ბრძოლა საჭირო. მაშინ გერმანელების ხელით ინგლის ამერიკა იბრძოდა და მათი წაქეზებით დაიწყო გერმანიამ ომი და დღესაც ამერიკა გამოდის მსოფლიოს წინააღმდეგ მაშინ დიდი კრიზისის დასაძლევად დაიწყო ამერიკამ მსოფლიო ომი და დღესაც კრიზისის თავიდან აცილების მიძნით შეიძლება თურქეთს დააწყებინოს მსოფლიო ომი ამიტომაა საჭირო ამერიკის საბოლოო დამარცხეა აუცლებელი

  2. კიდევ მრავალჯერ გეზეიმოთ გამარჯვების სიხარული ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here