Home რუბრიკები პოლიტიკა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: აღმოსავლური პარტნიორობა ფიასკოთი დასრულდა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: აღმოსავლური პარტნიორობა ფიასკოთი დასრულდა

475

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშიკოვსკიმ განაცხადა, რომ პროექტიაღმოსავლური პარტნიორობაფიასკოს განიცდის და არ იმსახურებს მაღალ შეფასებას, რადგან პროგრამამ მასში ჩართულ ქვეყნებს _ უკრაინას, ბელარუსს, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს _ ევროკავშირში შესვლის შანსი ვერ მისცა. ხსენებულ ქვეყნებს კი რუსეთსა და ევროკავშირს შორის ბუფერული ზონის ფუნქცია აკისრიათ.

“ამ ქვეყნებისთვის აღმოსავლური პარტნიორობა ქმნიდა ილუზიას, მაგრამ არ ქმნიდა ევროკავშირის წევრობის პერსპექტივას. წინა მთავრობების წარმოებული პოლიტიკა კატასტროფით დასრულდა, რადგან ევრომაიდანმა ის ეჭვქვეშ დააყენა”, _ განაცხადა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ვიტოლდ ვაშიკოვსკიმ ხაზი გაუსვა, რომ 2013 წელს კიევში მაიდანზე ადამიანები ევროკავშირთან გაერთიანების სურვილით გამოვიდნენ და არა მეორეხარისხოვანი როლის შესასრულებლად. “ამიტომ არ შეიძლება, ვუწოდოთ პროგრამას წარმატებული. მათ (უკრაინელებმა) ეჭვი შეიტანეს პარტნიორობაში და წევრობა მოისურვეს”, _ დასძინა ვიტოლდ ვაშიკოსკიმ.

“აღმოსავლური პარტნიორობა” _ ეს არის 2009 წელს პოლონეთისა და შვედეთის მიერ შექმნილი პროგრამა, რომელიც მიმართულია ევროკავშირსა და ექვს ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებისკენ, მათ შორის არის საქართველოც.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here