Home რუბრიკები საზოგადოება “ანტიმართლმადიდებლების მთავარი მიზანია, ერი დაიშალოს პატარ-პატარა ჯგუფებად და გახდეს იოლად სამართავი”

“ანტიმართლმადიდებლების მთავარი მიზანია, ერი დაიშალოს პატარ-პატარა ჯგუფებად და გახდეს იოლად სამართავი”

801

ათეიზმის მორიგი ეპიდემია ახალგაზრდებში

ქართველი ახალგაზრდები (და არა მხოლოდ) ურწმუნოების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ათეიზმი, რომელიც, უკვე საუკუნეებია, მკვიდრდება, დღეს განსაკუთრებული გააფთრებით ებრძვის ქრისტიანობას. 

ათეისტებს სჯერათ, რომ ადამიანი ღვთის ნებით არ არის მოვლენილი დედამიწაზე და თვლიან, რომ ქრისტიანობა ძალადობისკენ უბიძგებს ადამიანებს _ ეს თვალსაზრისი მკვიდრდება ქართველ ახალგაზრდებში. არადა, “ტაბურეტკამომარჯვებული მღვდელიარ ნიშნავს, რომ ქრისტინობა ძალადობას ქადაგებს, ქრისტიანობა არ არის სკამების სროლა და არც ერთმანეთის ლანძღვა, მისი არსი სიყვარულშია. ჩვენ, მართმადიდებელი ქრისტიანები ვითხოვთ პატივისცემას ჩვენი ტრადიციებისა და ფასეულობებისა, რომელთა შეცვლასაც ანტიმართლმადიდებლური პროპაგანდის ზეგავლენით ცდილობს დასავლეთის ფულს დახარბებული ზოგიერთი ათეისტი.

_ არსებობს ღმერთი? _ ეს კითხვა უნივერსიტეტის პროფესორმა სტუდენტებს დაუსვა, _ ღმერთმა შექმნა ყველაფერი?

_ დიახ! _ უპასუხეს სტუდენტებმა.

_ თუკი ღმერთმა შექმნა ყველაფერი, მაშინ ბოროტებაც მან შექმნა, რადგან ბოროტება არსებობს, აქედან გამომდინარე, ღმერთიც ბოროტია.

სტუდენტები გაჩუმდნენ. შემდეგ ერთ-ერთი მათგანი ადგა და ჰკითხა:

_ პროფესორო, სიცივე არსებობს?

_ ეს რა კითხვაა? ცხადია, არსებობს. განა არასდროს შეგციებია?

_ არა, სერ. სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონების მიხედვით, ის, რასაც სიცივედ ვთვლით, სითბოს ნაკლებობაა. აბსოლუტური ნული კი სითბოს აბსოლუტური ნაკლებობაა. სიცივე არ არსებობს, ეს სიტყვა იმისთვის გამოვიგონეთ, რომ აღგვეწერა მდგომარეობა, რომელსაც სითბოს ნაკლებობა იწვევს. პროფესორო, არსებობს სიბნელე?

_ ცხადია, კი.

_ კიდევ ერთხელ ცდებით, სერ. სიბნელე სინათლის ნაკლებობაა. ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ სინათლე, მაგრამ არა _ სიბნელე. თქვენ ვერ გაზომავთ სიბნელეს. სიბნელე ის ცნებაა, რომელიც სინათლის გარეშე ყოფნას აღნიშნავს. სერ, არსებობს ბოროტება?

_ რა თქმა უნდა, ეს უკვე ვთქვი. ჩვენ მას ყოველდღე ვხედავთ. დანაშაული და ძალადობაა გამეფებული მსოფლიოში.

_ ბოროტება არ არსებობს, სერ. ბოროტება _ ეს არის ღმერთისგან დაშორება. ის სიბნელისა და სიცივის მსგავსია. ღმერთს არ შეუქმნია ბოროტება, ბოროტება მდგომარეობაა, რომელიც ჩნდება მაშინ, როცა ადამიანი კარგავს ღვთის სიყვარულს.

ამ სტუდენტის სახელი იყო ალბერტ აინშტაინი.

რწმენის ნაკლებობა _ ეს ხომ არ არის მიზეზი იმისა, რაც ხდება დღეს საქართველოში? ანტიმართლმადიდებლური და ანტიქართული პროპაგანდის გავლენით, საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა უარყოფს ქრისტიანობას და მას მოძალადის იარლიყს აწებებსრამდენიმე დღის წინათ ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებადამცველმა, “სამოქალაქო მონიტორინგის ასოციაციისთავჯდომარემ გიორგი ტატიშვილმა (ტრანსგენდერი მაცაცო) საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვს სასამართლომ ძალადაკარგულად ცნოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა, რომლითაც განმარტებულია, რომქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა”. მას მხარი აუბა მწერლმა ლაშა ბუღაძემ: თუ გვინდა, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გავხდეთ, ერთნაირსქესიანთა ქორწინება უნდა დავაკანონოთ და სექსუალურ უმცირესობებს უნდა ჰქონდეთ ბავშვის აყვანის ისეთივე უფლებები, როგორიც ყველა დანარჩენსო. პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ, როგორც ჩანს, უკვე დაიწყო ბრძოლა საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დასაკანონებლად, მაგრამ სად მიგვიყვანს დასავლეთის, კერძოდ, აშშის მოთხოვნებზე უსიტყვოდ თავის კანტური?

საინტერესოა, რას ფიქრობენ ახალგაზრდები თანატოლებში ათეიზმის მომძლავრებაზე

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/ani-kevanishvili.jpg

ანი ქევანიშვილი, თსუ სტუდენტი, 18 წლის:

_ თუ მე-19 საუკუნეში ილია მოგვიწოდებდა, რომ ჩვენთვის მთავარი ფასეულობებია: “ენა, მამული, სარწმუნოება”, დღეს, ეს სამი ცნება ნაკლებად აქტუალურია. დღეს მოდურ ტენდენციად იქცა ათეისტობა, მაგრამ უამრავ ადამიანს, რომლებიც საკუთარ თავს ათეისტს უწოდებენ, საერთოდ არ ესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა. ისინი, უბრალოდ, ექცევიან დასავლეთის მიერ წამოწყებული ანტიმართლმადიდებლური პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ, ამის შემდეგ საკუთარი სარწმუნოების დაცვა და პატივისცემა სათაკილოა. მყავს ათეისტი მეგობრები, რომლებთანაც რელიგიაზე არ ვსაუბრობ, ჩვენთვის ეს თემა ტაბუდადებულია, რადგან განსხვავებული თვალსაზრისი გვაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, ერთმანეთის შეხედულებებს პატივს ვცემთ.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/nuca-chelidze.jpg

ნუცა ჭელიძე, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი,19 წლის:

_ ქართულ ტრადიციულ ოჯახში ვარ აღზრდილი და არ მომწონს, როდესაც ჩემს თანატოლებს უაზრო პროპაგანდით გონებას ურევენ. თუ არ გავუფრთხილდით იმ ღირებულებებს, რომლებისთვისაც საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, ჩვენი და მომავალი თაობა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ვხედავ, ბევრი მცდელობაა ათეიზმისკენ გადაბირების, თუმცა იმედი მაქვს, რომ ქართველი ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი გაუფრთხილდება ქრისტიანულ ფასეულობებს. როგორც ინგლისელი ფილოსოფოსი ფრენსის ბეკონი იტყოდა: “ათეიზმი არის თხელი ყინული, რომელზეც მხოლოდ ერთი ადამიანი გაივლის, დანარჩენი კი ჩაიძირება”.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/veriko-gojiashvili.jpg

ვერიკო გოჯიაშვილი, ფსიქოლოგი:

_ დღეს ახალგაზრდებში ჩქარი ტემპით იკიდებს ფეხს ათეიზმი. “თეოს” ბერძნული სიტყვაა და ღმერთს ნიშნავს. ათეიზმი კი ღმერთის უარყოფაა. ნებისმიერი რამის უარყოფა და მტკიცება, რომ ის არ არსებობს, გარკვეული დოზით აგრესიის შემცველია. გზავნილი _ “ღმერთი არ არსებობს” და მისი ქადაგება იგივეა, რაც “მე ღმერთი არ მინდა და შენც არ უნდა გინდოდეს”, რაც თავისთავად აგრესიაა. ეს არის სიყვარულისა და სათნოების უარყოფა, რაც საშიში ტენდენციაა.

_ რა არის ამის გამომწვევი მიზეზი და რა როლს ასრულებს ოჯახი ბავშვის რელიგიური შეხედულებების ჩამოყალიბებაში?

_ ბავშვის აღზრდაში ყველაზე დიდი როლი ოჯახს უკავია. მშობლები ბავშვის მაორიენტირებელი მთავარი ძალაა! რა დატვირთვას ატარებს ტერმინი “სწორი რეაგირება”? _ მშობელი უნდა იყოს სიყვარულით, განათლებით, დამაჯერებლობით და სასურველი აზრის რბილად, არააგრესიულად მიწოდების უნარით შეიარაღებული. მაგრამ, თუ ღმერთის უარყოფა ოჯახის იდეოლოგიაა, ამ შემთხვევაში რთულად გვაქვს საქმე. აქ უკვე ფუნდამენტურ ათეისტურ აზროვნებას ვაწყდებით და ცვლილების ბერკეტები გაცილებით სუსტია. ხშირად მშობლები რელიგიურები არიან, რეგულარულად დადიან ეკლესიაში, ლოცულობენ და ყველა რიტუალს ზედმიწევნით ასრულებენ, ასეთ შემთხვევაში ბავშვიც რელიგიური და ეკლესიური გაიზრდება, მაგრამ ზოგჯერ საწინააღმდეგოს შედეგს ვაწყდებით. რა მოხდა? რამ გამოიწვია შვილების პროტესტი? პასუხი ასეთია: ზოგჯერ მშობლები აიძულებენ ბავშვს ეკლესიაში სიარულს, არ მიუტევებენ პატარა გადაცდომას _ დილის ან საღამოს ლოცვის გამოტოვებას, აიძულებენ აღსარების ჩაბარებას და ამით ბავშვში წინააღმდეგობის სურვილს აღვივებენ. ამიტომაა მნიშვნელოვანი მშობლის სწორი მიდგომა და რეაგირება.

_ როგორ უნდა ავაცილოთ საფრთხე ქრისტიან ახალგაზრდას,ათეიზმმა რომ არ შეარყიოს მისი ფასეულობები?

_ ადამიანის ტვინში რელიგიის უბნები არსებობს. განურჩევლად ეროვნებისა, ყველა ადამიანს აქვს მოთხოვნა რწმენისა. თუ მას არ სწამს, ეს უბნები ტვინში თავისუფალია და მათ აუცილებლად დაიკავებს სხვა რამ _ რწმენის მაგვარი. ხომ გსმენიათ, უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო. ისე როგორც ვაკუუმი მაშინვე შეივსება, როგორც კი პატარა სარკმელს შევაღებთ, რწმენასმოკლებული ტვინიც იწყებს კვებას, თუნდაც ანტირწმენით, ანუ ათეიზმით. ახალგაზრდებს არწმუნებენ მართლმადიდებლობისა და მისი მქადაგებლების აგრესიულობაში, უსარგებლობაში, ძველმოდურობასა და სამარცხვინოობაში. ვფიქრობ, აქ არის ბრძოლა გასაჩაღებელი, ტელევიზიები უნდა მიიმართოს ახალგაზრდობის განათლების, სწორი მიმართულებების ჩამოყალიბებისა და ჭეშმარიტი სიყვარულის გაღვივებისკენ.

რას ფიქრობს ეკლესია ამ საკითხზე? _ გვესაუბრება კოზმა და დამიანეს სახელობის ტაძრის დეკანოზი ლევანი:

_ საიდანაც მოდის ათეიზმის ფესვები, რთული გასაგები არ არის. ვისაც საქართველო, ოჯახი, ქართული ტრადიციები უყვარს, ნაკლებადაა მოსალოდნელი ქრისტიანობის უარყოფა. ანტიმართლმადიდებლობა, ათეიზმი ისეთი ადამიანებისგან მოდის, რომლებსაც სურთ, ახალი ქართველი შექმნან, ანუ ადვილად სამართავი ადამიანი _ ურწმუნო, უღმერთო. ქრისტიანობა მოითხოვს ოჯახისა და სამშობლოს სიყვარულს, საკუთარი მეს უკანა პლანზე გადაწევას და მოყვასისა და საერთო საქმის წინა პლანზე წამოწევას. რომაელებს ჰქონდათ ასეთი გამოთქმა _ “დაყავი და იბატონე”. როდესაც ერი ეკლესიის გარშემოა შეკრული, ძნელია, მას რაიმე დაუშავო. ანტიმართლმადიდებლების მთავარი მიზანია, საერთო აზრი გაქრეს, ერი დაიშალოს პატარპატარა ჯგუფებად და გახდეს იოლად სამართავი. ამ ქმედების მსხვერპლი ხდება ახალგაზრდობა, რომელსაც რწმენის გარეშე უზომოდ გაუჭირდება. უგუნურებაა, პატარა ბავშვს ქუჩაზე გადასვლა ავუკრძალოთ, რათა მანქანამ არ გაიტანოს და მან ჩხუბი დაიწყოს, თითქოს მის უფლებებს ვარღვევთ _ აი, დაახლოებით ამ დონემდე დაჰყავთ ყველაფერი. მინდა”- გამოა, ხალხი ყველაფერს რომ კადრულობს, პირველ რიგში, ჩვენი პოლიტიკოსები, ამიტომაა ფესვგადგმული კორუფცია. ამის მიზეზი სწორედ ისაა, რომ მათ თავიანთიმინდავერ მოთოკეს. პირველი, რასაც ეკლესია ებრძვის, სწორედ ეგოიზმია.

_ რამდენიმე დღის წინათ ტრანსგენდერმა პიროვნებამ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, სამოქალაქო კოდექსიდან ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის, ამოღების შესახებ და, როგორც ჩანს, ეს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისკენ გადადგმული ნაბიჯია. რა რისკის წინაშე დგას ქართველი ახალგაზრდობა, თუ ნებადართული გახდება ერთნაირსქესიანთა ქორწინება?

_ ეს ყველაფერი ურწმუნოების შედეგია. ეს არის ინფანტილიზმი. რომ ვთქვათ, ხელისფულება არაფერ შუაშიაო, აბა, ვინ არის შუაში? ერმა უნდა გამოიღვიძოს, თორემ უკვე უფსკრულის პირას ვდგავართ, ერთი ნაბიჯიც და ქართველი ერი აღარ იარსებებს. ისედაც ვერ ვმრავლდებით და ასეთი არანორმალური ოჯახების მომრავლება კატასტროფის ტოლფასი იქნება. არ მინდა, არც ასეთი დემოკრატია, არც ასეთი კარგად ცხოვრება, თავი დაგვანებონ! ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი _ კაცი. გაიძახიან, _ ევროსტანდარტებიო, მაგრამ ხალხს როცა უჭირს, მაშინ რატომ არ ახსენდებათ ევროსტანდარტები? ქართველი ერისთვის მამათმავლობა დამახასიათებელი არასდროს ყოფილა.

_ ხომ არ არის ეს დაკვეთა უცხოეთიდან?

_ ეს ყველაფერი, დაკვეთის კი არა, ხელების გადაგრეხვის ფორმას იღებს. დასავლური ღირებულებების გაუფასურებაც მოხდა. ანტიმართლმადიდებლების მიზანია, გაამრავლონ მათთვის ლოიალური ხალხი, რომელსაც დაეყრდნობიან, დანიშნავენ თანამდებობებზე და მიაღებინებენ ერის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს.

მოამზადა ქრისტინე ტოგონიძემ

1 COMMENT

  1. es aris mizanmimartuli ubralo adamianebis dasaglaxaveblad.mat uvdat tviton izxovron kargad da ubralo xalxi daglaxavdes.amitom erma unda gamoigvizos da agudges zin am sazisgrobas.magat ki vinz gmerts ebrzvis zozoxeti elodeba.nu ggoniat rom zozoxeti ar arsebobs.zas ar gamoekerebit roza ik zaxvalt mere mixvdebit.amitom gons mouxmet da moikezit adamianurat.adre tu gvian sikvdili kvelastan miva.bunebis kanonebs rom ubralo mokvdavebi seezinagmdegeba bumerangivit dagibrundebat ukan.

  2. ყველამ გაიგო უკვე და დაასკვნა რომ აინშტაინს ეგეთი არაფერი უთქვამს, ამ პოსტის ავტორს ჯობდა გადაემოწმა ეს ინფორმაცია. ძალიან გავრცელებულია ეს ვითომ ლექტორისა და აინშტაინის დიალოგი რომელიც დიდი აფსურდია და საერთოდ ჯობია სანამ რამეს დაიჯერებთ თავად გადაამოწმოთ. ამის საშუალება ყველას აქვს ვისთვისაც ინტერნეტი ხელმისაწვდომია…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here