Home რუბრიკები პოლიტიკა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “სა-ქართუ-ველო”

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “სა-ქართუ-ველო”

1567

“არ ვიცი, რა არის “ივანიშვილის პროგრამა” და ვფიქრობ, ეს საქართველოში არავინ იცის თვით ივანიშვილის ჩათვლით. მეორე _ ივანიშვილი სერიოზულ შეცდომას უშვებს, თუკი სახელმწიფოს განიხილავს, როგორც კომერციულ ფირმას, კერძო კომპანიას, რომელშიც მას აქციათა თითქმის 100-პროცენტიანი პაკეტი აქვს და სადაც მინისტრები, დეპუტატები მისი თანაშემწეები, კლერკები, მისი ნება-სურვილის შემსრულებლები არიან. ივანიშვილის განცხადებები იმის თაობაზე, რომ დატოვებს “საინტერესო” პრეზიდენტს და “საინტერესო” პრემიერს, ხოლო თვითონ გარედან გააკონტროლებს სიტუაციას, არის ბიზნესმენის ტიპური მიდგომა ბიზნესსტრუქტურისადმი: შევქმნი კომპანიას, დავნიშნავ ჩემს ხალხს და გავაკონტროლებო, მაგრამ სახელმწიფო კერძო კომპანია არ არის. 

სახელმწიფოს მართვაში სხვა პრინციპები მოქმედებს, რომლებიც, როგორც ჩანს, ივანიშვილს არ ესმის. საერთოდ, ბიზნესი და პოლიტიკა მოღვაწეობის სრულიად განსხვავებული სფეროებია. სიტყვამ მოიტანა და, ვერ ვიხსენებ ისტორიაში შემთხვევას, როდესაც ბიზნესმენი წარმატებული სახელმწიფო მოღვაწე გახდა; უფრო მეტიც _ კერძო ბიზნესი და ქვეყნის ეკონომიკის მართვაც კი ასევე ძალიან განსხვავებული სფეროებია”, _ ეს პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პრემიერის თანამდებობიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლამდე, განაცხადა. მას შემდეგ, აქტუალურობის გამო, ამ ტექსტის შეხსენება მოსახლეობისთვის ბევრჯერ მოგვიწია, თუმცა ბატონი ალექსანდრეს თვალსაზრისი დღეს უფრო აქტუალურია

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება დაქართულ ოცნებას” 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირებებიდან თითქმის არაფერი შეუსრულებია, უფრო მეტიც _ ეკონომიკური მაჩვენებლები გაუარესდა _ ლარის კურსი, როგორც ექსპერტები ამბობენ, “ისტორიულ მინიმუმამდედაეცა. ხელისუფლება კი სახელისუფლო სტრუქტურებში ჩანერგილინაცმოძრაობისწარმომადგენელთა მხრიდან საბოტაჟზე საუბრობს, მიუხედავად იმისა, რომქართუ ბანკისკიდევ ერთმა, უკვე მესამე (თუ ბიძინა ივანიშვილსაც ჩავთვლით) ყოფილმა თანამშრომელმა დაიკავა პრემიერმინისტრის პოსტი.

საქართველო და მსოფლიომშეძლებისდაგვარად მოიძია ინფორმაცია, სად და რა პოზიციებს იკავებენ ბიძინა ივანიშვილის ფირმებში ნამუშევარი ადამიანები. აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებაში საკვანძო თანამდებობებზე მხოლოდ ისინი სხედან, ანუმთელი საქართველო საქართუველოა”.

ტენდენცია, რომელიც 2012 წლიდან დაიწყო, დღემდე გრძელდება _ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში ბიძინა ივანიშვილთან და მის ბიზნესთან დაკავშირებული ადამიანები ინიშნებიან.

თბილისის საკრებულომ, 36 ხმით ოთხის წინააღმდეგ, მერის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

2016 წლის 12 იანვარს თბილისის მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. მის ნაცვლად თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოადგილის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ჯგუფის” დირექტორი გიორგი ლილუაშვილი წარადგინა.

გიორგი ლილუაშვილი “ქართუ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და გენერალური დირექტორის პოსტს 2015 წლიდან იკავებდა. მას, პარალელურად, ბიძინა ივანიშვილის სახელთან ასოცირებული კომპანია “ოლდ სითი დეველოპმენტში” დირექტორის თანამდებობაც ეკავა. შპს “ოლდ სითი დიველოპმენტი” 2014 წლის 11 მარტს არის რეგისტრირებული და დაფუძნების დღიდან მისი დირექტორი გიორგი ლილუაშვილია. კომპანიის მესაკუთრე თავდაპირველად შპს “ჯი სი ეფ პარტნიორები” იყო, რომელსაც ამჟამად თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი (50%) და სს “საპარტნიორო ფონდის” დირექტორის მოადგილე, ყოფილი პრემიერმინისტრის _ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი (50%) ფლობენ. 2014 წლის აპრილიდან შპს “ოლდ სითი დიველოპმენტის” მესაკუთრე არის FRANKSTON INTERNATIONAL S.A. აღსანიშნავია, რომ სწორედ “ოლდ სითი დეველოპმენტს” ეკუთვნის პროექტი “პანორამა თბილისი”, რომელიც სოლოლაკის ქედის, თავისუფლების მოედნისა და ერეკლეს მოედნის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას ითვალისწინებს.

თბილისის მერის მოადგილედ გიორგი ლილუაშვილის გამწესებით გაგრძელდა საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობებზე ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებში მომუშავე პირების ან მათი ოჯახის წევრების დანიშვნის ტენდენცია, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეინიშნება. ეს ტენდენცია ამყარებს ვარაუდს ხელისუფლებაზე ივანიშვილის არაფორმალური გავლენის შესახებ, უფრო მეტიც, ყოფილმა პრემიერმა თავისი სააქციო საზოგადოება გააფართოვა და ახლა მასსაქართუველოეწოდება.

თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონაცემთა ბაზის მიხედვით, სულ მცირე, 38 თანამდებობის პირი წარსულში მუშაობდა ბიძინა ივანიშვილის რომელიმე კომპანიაში. ამ 38 პირიდან 6 პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო. ბიძინა ივანიშვილის სახელთან ასოცირებულ კომპანიებში სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე პირები ხელისუფლების პრაქტიკულად ყველა შტოს წამყვან რგოლში დასაქმდნენ.

კიდევ ერთხელ გადავხედოთ სიას თანამდებობის იმ ყოფილი თუ ამჟამინდელ პირებისა, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში იყვნენ დასაქმებულნი.

* საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 2012 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” თავმჯდომარე, შპს “ქართული ოცნების” დირექტორი და სს “ბანკი ქართუს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო;

* ამჟამინდელი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სს “ბანკი ქართუს” გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა;

* ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საჩხერის სამედიცინო ცენტრს ხელმძღვანელობდა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა;

* სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურში მუშაობდა;

* რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი “ბანკი ქართუს” და “ქართუ ჯგუფის” გენერალური დირექტორი იყო;

* სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე შპს “აგრო ქართუს” გენერალური დირექტორი იყო;

* ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი “ბანკი ქართუს” დირექტორის პოზიციას იკავებდა;

ეს რაც შეეხება საჯარო სამსახურში მყოფ მაღალი თანამდებობის პირებს, მაგრამ რა ხდება სიღრმეებში _ რომელ სამინისტროში რა პოზიებზე არიან ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში ფეხადგმული ადამიანები?

შინაგან საქმეთა სამინისტრო

მინისტრის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ 5 თანამდებობის პირი ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში მუშაობდა. სახელმწიფო უსაფრთოხების სააგენტოს დირექტორი მირიან მჭედლიშვილი სს “ქართუ ჯგუფის” კონტროლის დეპარტამენტის უფროსი იყო; მისი მოადგილე გიორგი დვალაძე კი _ სს “ქართუ ჯგუფის” კონტროლის დეპარტამენტის ეკონომიკური უსაფრთხოების განყოფილების უფროსი. ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ თაბუნიძე ივანიშვილის “ბანკი ქართუსა” და შპს “ბურჯის” სპეცტექნიკის ინჟინერი გახლდათ. “ბანკი ქართუს” თანამშრომელი იყო მინისტრის აპარატის უფროსი მაია უსანეთაშვილი. საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს სამეურნეო უზრუნველყოფისა და მატერიალური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი სერგო ჯანელიძე კი ივანიშვილის კუთვნილ ასოციაცია “ატუში”, შპს “ბურჯსა” და შპს “ელიტა ბურჯში” მუშაობდა.

ივანიშვილის დაცვის უფროსი ანზორ ჩუბინიძე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად დაინიშნა.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის _ იური ნოზაძის მსგავსად, სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე ანა გულბანი და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლევან უჯმაჯურიძეც შპს “აგრო ქართუს” თანამშრომლები იყვნენ.

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი პატარიძე “ქართუ ჯგუფის” საფინანსო სამსახურს ხელმძღვანელობდა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ ხუნდაძე კი ბიძინა ივანიშვილის სახელთან ასოცირებულ “ატუსა” და შპს “ბურჯში” საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებისა და საბაჟო ფორმალობების განყოფილებას ედგა სათავეში.

ჯანდაცვის სამინისტრო

ნოე ქინქლაძე, 2013 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი იყო. იქამდე ის შპს “ბურჯის” დირექტორად მუშაობდა. იმავე წლის დეკლარაციის მიხედვით, მისი შვილი, დაჩი ქინქლაძე, ბანკი “ქართუს” იურისტი იყო და ფინანსთა სამინისტროში მრჩეველად დაინიშნა. 2014 წლის დეკლარაციის მიხედვით კი, დაჩი ქინქლაძე სსიპ შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა.

განათლების სამინისტრო

ბიძინა ივანიშვილის სახელთან ასოცირებული ასოციაცია “ატუს” საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი თამარ ქიტიაშვილი პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გახდა. ტელეკომპანია “მეცხრე არხის” გადაცემის წამყვანი ნატო ასათიანი კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

ტელეკომპანია “მეცხრე არხის” უცხოეთის ახალი ამბების სამსახურის უფროსი კარლო სიხარულიძე იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლია.

ადგილობრივი თვითმმართველობები

თბილისი: სამგორის რაიონის გამგეობის ტერიტორიული ერთეულის _ ლილოს უბნის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გოდერძი თოდაძე შპს “ელიტა ბურჯის” მარკეტინგის მენეჯერი იყო. იმავე კომპანიაში მუშაობდა მისი მეუღლეც.

აჭარის მთავრობა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ბანკი “ქართუს” ფილიალის დირექტორი იყო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უკვე ყოფილი მინისტრი ავთანდილ ძაგანია, 2013 წლის დეკლარაციის მიხედვით, “ელიტა ბურჯის” ბიზნეს განვითარების მენეჯერად მუშაობდა.

საჩხერე: საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძე ბანკ “ქართუსა” და ასოციაცია “ატუში” მოლარედ მუშაობდა. უკვე ყოფილი გამგებელი ივანე გოშაძე კი ასოციაცია “ატუს” ოსტატი იყო. ივანიშვილის სახელთან ასოცირებული შპს “ელიტა ბურჯის” საპროექტო სამსახურის ყოფილი არქიტექტორი ბენიამინ ფალავანდიშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსია.

სხვა მუნიციპალიტეტები: 2013 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი პაატა აბრამიშვილი შპს “ელიტა ბურჯის” მძღოლი იყო. “ბანკი ქართუს” ქუთაისის ფილიალის დირექტორი ტარიელ თუთარაშვილი 2013 წელს ზესტაფონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, 2014 წელს კი გამგებელი გახდა. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარე იოსებ ვანიშვილი ბანკი “ქართუს” სამეურნეო განყოფილების სპეციალისტი იყო. სამტრედიაში ფრაქცია “ქართული ოცნება” მაჟორიტარების თავმჯდომარე პაატა კოხრეიძე სს ივანიშვილის “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” სამტრედიის მუნიციპალიტეტის კოორდინატორად მუშაობდა.

რწმუნებულები და მათი მოადგილეები

შიდა ქართლის აჟამინდელი გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი “ბანკი ქართუს” გორის სერვისცენტრისა და ცენტრალური სერვისცენტრის მენეჯერი იყო. მისი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი “ბანკი ქართუს” იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი 2011-2013 წლებში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრის კუთვნილი ტელეკომპანია “მეცხრე არხის” გენერალური დირექტორის მრჩევლად მუშაობდა. ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანიშვილი წლების განმავლობაში “ბანკ ქართუსა” და “ქართუ ჯგუფში” მუშაობდა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია

2014 წელს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრის კუთვნილი ტელეკომპანია “მეცხრე არხის” ყოფილი დირექტორი კახა ბექაური დაინიშნა, მისი მეუღლე ეკა ბერიძეც იმავე მაუწყებელში წამყვანის პოზიციას იკავებდა.

მოგვიანებით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ახალ წევრად პარლამენტმა აირჩია გიორგი ფრუიძე, რომლის მეუღლე ნათია ლაზაშვილი “მეცხრე არხის” წამყვანი იყო და დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობს.

ჩვენ მიერ შედგენილი თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების სია მარტივი გადასამოწმებელია, უბრალოდ, ცოტა დრო და ნერვებია საჭირო. მართლია, რამდენიმე მათგანი უკვე ყოფილია, მაგრამ შორს არ წასულან, მხოლოდ პოზიციები შეიცვალეს.

ცნობისათვის:

* სსქართუ ჯგუფი _ სს “ბანკი ქართუს” 100%-იანი წილის მფლობელია, რომლის ბენეფიციარი მფლობელიც არის ბიძინა ივანიშვილის შვილი _ უტა ივანიშვილი;

* “ბანკი ქართუბანკის 100%-იან წილს უტა ივანიშვილი ფლობს;

* შპსელიტა ბურჯი ივანიშვილთან ასოცირებული სამშენებლო კომპანიაა, რომლის მფლობელიც ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული;

* შპსბურჯი ივანიშვილთან ასოცირებული კომპანიაა, რომლის მფლობელიც ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული. კომპანია რეგისტრირებულია იმავე მისამართზე, რომელზეც “ბანკი ქართუს” ცენტრალური ოფისი მდებარეობს;

* აიპ ასოციაციაატუ რეგისტრირებულია იმავე მისამართზე, რომელზეც “ბანკი ქართუს” ცენტრალური ოფისი;

* საქველმოქმედო ფონდიქართუ ბიძინა ივანიშვილის მიერაა დაფუძნებული; მდებარეობს იმავე მისამართზე, რომელზეც “ბანკი ქართუს” ცენტრალური ოფისი;

* შპსაგრო ქართუ რეგისტრირებულია იმავე მისამართზე, რომელზეც “ბანკი ქართუს” ცენტრალური ოფისი; მფლობელი ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული;

* “მეცხრე არხი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მფლობელობაში არსებული ტელეკომპანიაა;

* სსგლობალ კონტაქტ კონსალტინგი სატელიტური კომპანიაა, რომლის ერთ-ერთი მეწილე (1,23%) ბიძინა ივანიშვილის ძმა _ ალექსანდრე ივანიშვილია.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

1 COMMENT

  1. მოკლედ რაა აღარ არის ჩვენი საშველი ჩვენ რა ვქნათ ვინც არასდროს არ ვიყავით ნაციონალები და ვისაც არ გვიმუშავია ქართუში შიმშილით მოვკვდეთ? ეთქვა ამ ოჯახაშენებულს ქართუს სასტავი და რესპუბლიკელები მყავს საპატრონოო რას გვაბოლებდა, ხმებს ისედაც აიღებდა ჩვენს გარეშე თინა დაუთვლიდა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here