Home რუბრიკები სამართალი იტალიაში 10 ქართველი დააკავეს

იტალიაში 10 ქართველი დააკავეს

1464

იტალიის ქალაქ ფლორენციაში პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად 12 პირი დააკავეს, მათგან 10 ქართველია. 

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები დამლაგებლებად და მომვლელებად მუშაობდნენ. კრიმინალური დაჯგუფების წევრები სახლის მეპატრონეების გასაღებებს იყენებდნენ და ძვირფასეულობას იპარავდნენ. ოპერაცია შარშან დეკემბერში დაიწყო. კრიმინალებთან დაკავშირებული ორი ადამიანი აქამდე იძებნება. იტალიის პოლიცია დაკავებულების გვარებს ასახელებს. ესენი არიან: ალექსანდრე ბადუაშვილი, ვალერი დულარიძე, შაქრო ელიაშვილი, დემურ გობეჯიშვილი, უშანგი გორგოძე, ილია კოჩევი, ბესიკ მამალაძე, თამაზ მდივანი, ინა ნემსაძე, მიხალ პოლიაკი, დავით შუბითიძე და თეონა სილაგაძე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here