Home რუბრიკები საზოგადოება კახა ცხადაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

კახა ცხადაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

877

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. კახა ცხადაძის გათავისუფლების წინადადებით ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომს სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიმართა. 

კახა ცხადაძის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობიდან გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც კობიაშვილსა და ცხადაძეს შორის ახალ სახელფასო სისტემაზე გადასვლის გამო დაპირისპირება დაიწყო. კერძოდ, სფფ კახა ცხადაძეს ხელფასის საგრძნობლად შემცირებას და საბონუსე სისტემას სთავაზობდა. ცხადაძემ ეს შეთავაზება არ მიიღო და ფედერაციას თავისი პირობა წაუყენა – ხელფასის 25%-ით შემცირება, მიზნის მიღწევის შემთხვევაში კი _ აღნიშნული 25%-ის უკან დაბრუნება. ამის შემდეგ ლევან კობიაშვილმა კახა ცხადაძის ხელფასის ოდენობა და სფფ-ს მიმართ მისი ვალი გამოააშკარავა, რომლის შემდეგაც განაცხადა, რომ კახა ცხადაძე თანამდებობიდან გათავისუფლდებოდა.

კახა ცხადაძე ეროვნულ ნაკრებს 2015 წლის მარტიდან, თემურ ქეცბაიას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, წვრთნიდა. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here