Home რუბრიკები პოლიტიკა სერგეი ლავროვი ქართველ კოლეგასთან შესახვედრად მზად არის

სერგეი ლავროვი ქართველ კოლეგასთან შესახვედრად მზად არის

577

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ქართველ კოლეგასთან შესახვედრად მზად არის. შესაბამისი განცხადება ლავროვმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

ამასთანავე, ლავროვმა შეახსენა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომლის თანახმადაც, ის მზად არის, საქართველოს პრეზიდენტს შეხვდეს.

“მზად ვარ, ჩემს ქართველ კოლეგასთან კონტაქტისთვის. დარწმუნებული ვარ, შესაძლებელია სხვა კონტაქტებიც. პრეზიდენტმა პუტინმა, როცა ამ საკითხზე დაუსვეს შეკითხვა, ასეთი შესაძლებლობა არ გამორიცხა”, _ განაცხადა ლავროვმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here