Home რუბრიკები პოლიტიკა ნავთობის გაიაფებით მიღებულ მოგებას ევროკავშირი მიგრანტებზე ხარჯავს

ნავთობის გაიაფებით მიღებულ მოგებას ევროკავშირი მიგრანტებზე ხარჯავს

528

ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის! _ უთქვამს ბრძენს. და აი, დადგა დრო, ევროპაც დარწმუნდეს ამ სიტყვების სიმართლეში. გერმანული გაზეთი Frankfurter Pundschau წერს, რომ ევროკავშირში მიგრანტთა დიდი ნაკადის შედინება ნავთობზე ფასის შემცირებით არის გამოწვეული: 

 “დასავლეთის ქვეყნები, ისეთები, როგორიც არის გერმანია, მიეჩვივნენ ნავთობის გაიაფებით  მოგების მიღებას, მაგრამ ახლა იწყებენ გათვითცნობიერებას, რომ გლობალური ეკონომიკური დესტაბილიზაცია მათზეც უარყოფითად იმოქმედებს.

სირიაში სამოქალაქო ომი, უკვე რამდენიმე წელიწადია, მძვინვარებს, ახლო აღმოსავლეთი კი, აშშ-ის ხელშეწყობით, კარგა ხანია, ციებ-ცხელებიანივით კანკალებს. მაშ, რატომ მაინცდამაინც ახლა შეესივნენ მიგრანტები ევროპას, რატომ დაემთხვა ეს პროცესი ნავთობზე ფასების დაცემას?

ლოგიკური იქნება, თუ ვივარაუდებთ, რომ ლტოლვილების უზარმაზარი ნაკადი _ ეს არის ნავთობის გაიაფების გაჭიანურებული პროცესისა და იმ ქვეყნების მოსახლეობის კეთილდღეობის მკვეთრად გაუარესების შედეგი, რომლებიც ერთდროულად არიან ლტოლვილებისა და ნავთობის მიმწოდებლები ევროპისთვის. ამ ქვეყნების ეკონომიკა ძირითადად ნავთობის ექსპორტზე იყო დამოკიდებული და მოსახლეობას, ასე თუ ისე, თავი გაჰქონდა ძვირად ღირებული ნავთობის გაყიდვით. ახლა კი, როცა ნავთობი გაუფასურდა, ადამიანებს ფული აღარ აქვთ და თავის გადასარჩენად ევროპის ქვეყნებს მიაშურეს.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: ევროპა მაღალ საფასურს იხდის ნავთობის ფასის დაცემის გამო _ იძულებულია, ნავთობის გაიაფებით გადანახული ფული (და უფრო მეტიც) დახარჯოს მიგრანტებზე იმ ქვეყნებიდან, რომელთა ეკონომიკის გაპარტახება სწორედ “შავი ოქროს” გაიაფებამ გამოიწვია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here