Home რუბრიკები საზოგადოება მიგრანტებთან დაპირისპირების შემდეგ შვედმა პოლიციელებმა თავს გაქცევით უშველეს

მიგრანტებთან დაპირისპირების შემდეგ შვედმა პოლიციელებმა თავს გაქცევით უშველეს

522

შვედეთის პოლიციის თანამშრომლები იძულებული შეიქნენ, გაქცეულიყვნენ, როდესაც მათ ქვეყნის ცენტრში, ქალაქ ვესტეროსში მოწყობილი ლტოლვილების ბანაკ “სინგალისტენის” წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ, _ იუწყება ადგილობრივი გამოცემა VLT-ი.

პოლიცია თავდაპირველად შეეცადა, მიეჩქმალა ინციდენტის ფაქტი, რომელიც ამა წლის 20 იანვარს საღამოს მოხდა, ჟურნალისტებს მხოლოდ 25 იანვარს მისცეს პოლიციელთა მოხსენებითი ბარათის გაცნობის საშუალება.

გაირკვა, რომ პოლიციელები შვედეთის საემიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა გამოიძახეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მიგრანტებმა მათი ნაწილის გასახლების შესახებ საემიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილების გაპროტესტება დაიწყეს.

ბრბოს გააფთრებული შეტევის შედეგად პოლიციელები იძულებულნი შეიქნენ, თავშესაფრის შენობის უკანა კარიდან გაქცეულიყვნენ.

ამ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, შვედეთის ქალაქ მელნდალში არასრულწლოვანი ლტოლვილების თავშესაფრის თანამშრომელი ქალი ახალგაზრდა მიგრანტმა მოკლა. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here