Home რუბრიკები ბლოგი “სირიაში მოსკოვის ახალმა ნაბიჯებმა შეაშფოთა ამერიკელები და თურქები”- Wall Street Journal

“სირიაში მოსკოვის ახალმა ნაბიჯებმა შეაშფოთა ამერიკელები და თურქები”- Wall Street Journal

586

ვაშინგტონი და ანკარა აშკარა შეშფოთებით აკვირდებიან რუსეთის შეიარაღებული ძალების ახალ აქტიურობას სირიის ჩრდილოაღმოსავლეთში, გვამცნობს გამოცემა Wall Street Journal. 

ამერიკისა და თურქეთის ხელისუფლებების აზრით, რუსი სამხედროების გამოჩენა რეგიონში იმის ნიშანია, რომ  რუსეთს გადაწყვეტილი აქვს განამტკიცოს კავშირები ქურთების სახალხო ლაშქართან, რადგანაც ამ უკანასკნელმა ყველაზე უკეთესად გამოიჩინა თავი ისლამისტებთან ბრძოლაში.

მოსკოვის ახალმა ნაბიჯებმა სირიაში შეაშფოთა ამერიკელები და თურქები: რუსეთმა ახალი ძალები გააგზავნა ბაშარ ასადის არმიის კონტროლქვეშ არსებულ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში,- გვამცნობს- გამოცემა. ამასობაში კი ამერიკელმა სამხედროებმაც გაზარდეს ერთობლივი ოპერაციების რაოდენობა ქურთების სახალხო ლაშქართან. გამოცემა აღნიშნავს, რომ  პარალელური ნაბიჯების მცირე მაშტაბის მიუხედავად, მათ შესაძლოა გამოიწვიონ ახალი უთანხმოებანი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის, რომლებიც ცდილობენ მაქსიმალურად დაიცვან საკუთარი ინტერესები და   გაუწიონ ერთმანეთს კონკურენცია  რეგიონში.

რუსი სამხედროების რაოდენობა აეროდრომზე, აშშ-ის ხელისუფლებამ შეაფასა როგორც მცირე და ვერ აღმოაჩინა იმის ნიშნები, რომ რუსები აპირებდნენ იქ თავისი ბომბდამშენების განთავსებას. მიუხედავად ამისა, პენტაგონის მაღალჩინოსნის აღიარებით, რუსეთის მიზნები ამერიკელებისთვის მაინც “გამოცანად” რჩება.

 ანკარამ, ისევე როგორც ვაშინგტონმა,  გამოთქვა შეშფოთება რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების ყოფნით სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში. ერთ-ერთმა თურქულმა გამოცემამ, გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც თურქი სამხედრო მოსამსახურეები თხრიან ტრანშეებს და განალაგებენ ტანკებს სირიულ ქალაქ ელ-კამიშლის სიახლოვეს, სადაც განლაგებული არიან რუსი სამხედროები.

აშშ-ის და თურქეთის ხელისუფლებებს მიაჩნიათ, რომ რუსული ჯარების გამოჩენა რეგიონში მეტყველებს იმაზე, რომ მოსკოვი ცდილობს გააძლიეროს კავშირები ქურთების სახალხო ლაშქართან, რომელმაც “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში ყველაზე ეფექტურ ძალად გამოიჩინა თავი.

 აშშ-ის ხელისუფლები და ე.წ. სირიელი მეამბოხეების მტკიცებით, ქურთები ცდილობენ სათავისოდ გამოიყენონ რუსეთის ჩარევა, რომლის მიზანიცაა “ვაშინგტონის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. ამბოხებულების და არა ისლამისტების განადგურება.” ყოველ შემთხვევაში, ქურთებმა  ერთხელ უკვე მიაწოდეს რუს სამხედროებს პროამერიკელი ბოევიკების განლაგების კოორდინატები.

 აშშ-ის ყოფილი ელჩი სირიაში, რობერტ ფორდი, თვლის, რომ სამხედრო კონტინგენტის ზრდა ხელს შეუწყობს კრემლის ინტერესების უფრო აქტიურად წინწაწევას რეგიონში.

” ამ ნაბიჯით, რუსები ერთდროულად 3 მიზანს აღწევენ: აძლიერებენ სირიის ხელისუფლებისა და ქურთი მოკავშირეების პოზიციებს სირიის აღმოსავლეთში, უქმნიან პრობლემებს ამერიკელებს და ამასთან ერთად, იცავენ ახალ თავის პოზიციას, ახლადშეძენილი მოწინააღმდეგის- თურქეთის, უკანა კართან,”- თვლის ექსპერტი.

მასალა თარგმნა და მოამზადა კონსტანტინე ჩიკვილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here