Home რუბრიკები ბლოგი ჩრდილო კავკასიის აფხაზეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას პუტინი მხარს უჭერს

ჩრდილო კავკასიის აფხაზეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას პუტინი მხარს უჭერს

605

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მხარი დაუჭირა ავტომაგისტრალის მშენებლობას, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს შავ ზღვასთან დააკავშირებს. აღნიშნული განცხადება პუტინმა სტავროპოლში გამართულ ფორუმზე გააკეთა, აღნიშნავს ТАСС. 

ცნობილი გახდა, რომ გზას ჩინური და რუსული კომპანიები ააშენებენ.

„პროექტი ჩემთვის ცნობილია და ძალიან პერსპექტიული, განსაკუთრებით, თუ ეს გზა ერთმანეთთან არა მხოლოდ რუსეთის რამდენიმე რეგიონს, არამედ აფხაზეთსაც დააკავშირებს, ის სარგებლის მეტს არაფერს მოიტანს. ეს კარგი პროექტია. მთავრობა მზადაა მას მხარი დაუჭიროს”, – განაცხადა პუტინმა.

აღნიშნული პროექტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს საზოგადოებრივი მოძრაობა კავკასიის ხალხთა რუსული კონგრესის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ სულთან ტოგონიძემ აცნობა. მისი განცხადებით, პროექტის განხორციელების შესახებ მემორანდუმს ჩინელ პარტნიორებთან ერთად ხელი უკვე მოეწერა.

  „ელბრუსის განვითარების პროექტი ითვალისწინებს ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რომელიც ყაბარდო-ბალყარეთს, სტავროპოლის მხარეს, ყარაჩაი-ჩერქეზეთსა და ჩვენს მოძმე რესპუბლიკას – აფხაზეთს დააკავშირებს. პროექტით გათვალისწინებულია აეროპორტისა და თავად გზის მშენებლობა, რომელიც აფხაზეთთან, კერძოდ სოხუმთან დაგვაკავშირებს. ამ მარშრუტს მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები აქვს, აქ გადიოდა აბრეშუმის გზის ნაწილი, შემდეგ კი მას „სოხუმის სამხედრო გზა დაერქვა, დღეს ის არ გამოიყენება. მისი მშენებლობა ჩვენთვის  განვითარების ახალი ეტაპი იქნება- ის ჩვენ პორტს დაგვაკავშირებს”, – განაცხადა სულთან ტოგონიძემ.

პროექტის თანახმად, ჩქაროსნული ავტომაგისტალი ყარაჩაი-ჩერქეზეთს და ყაბარდო-ბალყარეთს აფხაზეთის შავი ზღვის სანაპიროსთან დააკავშირებს. გეგმის მიხედვით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნაწილი კოდორის ხეობას გაივლის. დაგეგმილია ქალაქ ბაქსანთან აეროპორტის, ხოლო ოჩამჩირესთან საზღვაო პორტის მშენებლობა.

ტოგონიძემ აღნიშნა, რომ პროექტის სარეალიზაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი საკმაოდ ამბიციურია, ის არ მოითხოვს საბიუჯეტო სახსრების დაბანდებას. პროექტის ავტორებს მხოლოდ პრეზიდენტის მოწონება და სახელმწიფო გარანტიების მიღება სჭირდებათ.

მასალა თარგმნა და მოამზადა კონსტანტინე ჩიკვილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here