Home რუბრიკები საზოგადოება ბერას ახალი რეპი მომავალ პრეზიდენტს მიეძღვნება

ბერას ახალი რეპი მომავალ პრეზიდენტს მიეძღვნება

1723

ვინც მიცნობს, ჩემზე ამბობს, _ მაგარი კაცია!

სულ მაქვს ახალი ინფორმაცია.

არ მინდა რაცია,

მაქვს პირდაპირი კომუნიკაცია.

გეტყვით, რომ დღეს ვნახე სტუდია ბერასი,

სხვა, გამოგადგებით, მითხარით, მე რაში?

თუ ვერ შევუჩნდები რესპონდენტს ბუზივით

და არ გაგაოცებთ ცინცხალ ექსკლუზივით

ასე დაიწყო ჩვენმა არც ისე სპეციალურმა კორესპონდენტმა ჩვენთან სატელეფონო საუბარი და, ვიდრე არ შევაწყვეტინეთ, ვერც ვერაფერი გავარკვიეთ, რა სურდა მას. საბოლოოდ, როგორც იქნა, შევიტყვეთ, რომ მას უნდოდა ჩვენთვის ექსკლუზიური ინფორმაციის მოწოდება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ვაჟზე, რეპერ ბერა ივანიშვილზე. ამ მიზნით, იგი შეიპარა ბერას სტუდიაში და იქ გატარებული გარკვეული დროის შემდეგ, ისე დაშტერდა, რომ ყველაფრის გარითმულად, რეპის “რეჩიტატივივით” საუბარი დასჩემდა. ბოლოს, როგორც იქნა, გამოვიყვანეთ ამ მდგომარეობიდან და ვაიძულეთ, ჩვეულებრივად, ადამიანურად მოეყოლა, რა ნახა და რა მოისმინა ბერას სტუდიაში.

როგორც ირკვევა, მილიარდერის შვილს გულით სურს, ახალი რეპის ჩაწერა, მაგრამ ვერაფრით ახერხებს. ამის მიზეზი არის მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. კერძოდ, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბიძინა ივანიშვილს უგანა და მის ბრძანებებს აღარ ემორჩილება, ბერას აღარ შეუძლია სხვა თემაზე ფიქრი და ყველარეჩიტატივიმხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის თემაზე მოსდის თავში.

ჩვენმა არც ისე სპეციალურმა კორესპონდენტმა უკვე მოჰკრა თვალი სტუდიის კედლებზე გუშინწინ, გუშინ და დღეს ჩაწერილი ახლი რეპების “რეჩიტატივების” ტექსტებს. გაირკვა, რომ ბერას ავადმყოფობა ძალიან გართულებული აქვს და ბოლო დღეებში ჩაწერილი ყველა რეპის ტექსტში, მისდა უნებურად, აუცილებლად ფიგურიურებს გიორგი მარგველაშვილის სახელი. იგი ყველა ამრეჩიტატივშისხვადასხვა ბრუნვაში მოიხსენიებს მარგველაშვილს და მერე, როცა უკვე აცნობიერებს, რომ მორიგი ტექსტიც მარგველაშვილს მიუძღვნა, ნერვული შეტევა ეწყება.

როგორც ირკვევა, ჩვენი არც ისე სპეციალური კორესპონდენტის იქ ყოფნის დროსაც ბერამ, როდესაც თავიდან ვერაფრით ამოიგდო მარგველაშვილი, მამას დაურეკა და ჭირვეული ტონით მოსთხოვა, დაესახელებინა, ვის შეტენიდა იგი ქართველ ხალხს 2017 წლიდან პრეზიდენტად.

“აუ, დავიღალე რა სულ მარგველაშვილზე რეპვით! მითხარი რა, მამა, ვის დაგვინიშნავ მომავალში პრეზიდენტად და ბარემ პირდაპირ მასზე წინასწარ ჩავწერ რეპს!” _ ეხვეწებოდა თურმე ბერა ბიძინას.

საბოლოოდ, მილიარდერმა მაინც ვერ შეუსრულა შვილს სურვილი, რადგან ჯერ კიდევ არ ჰქონია გადაწყვეტილი, ვისი ვაზელინიანი თავი უფრო მეტად სიამოვნებს ერთ ადგილზე. ამის გამო ბერა იძულებული შეიქნა, მომავალი პრეზიდენტის შესახებ საზოგადოდ ჩაეწერა რეპი. ჩვენი არც ისე სპეციალური კორესპონდენტის ცნობით, ამ რეპის “რეჩიტატივის” ტექსტი ასეთია:

მამაჩემი რომ პრეზიდენტად დაგსვამს მომავალში,

შენ გეუბნები, ჰო! იო!

არაფერი შეგიძლია,

შარში ხარ მაგარში!

მე ნუ გამომყვები კამათში,

ვგორაობ ჰამაკში! ჰო! იო!

მე ბოსის შვილი ვარ,

შენ ვინ ხარ?

ის ქსოვდა,

შენ კი წადი,

გამოაცხვე ლავაში!

ჰო! იო!

მაინც ჩმორი ხარ მამასი!

შენ გეუბნები, ჰო!

ვისაც მამაჩემი პრეზიდენტად დაგნიშავს მომავალში!”

ამ რეპს ბერა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ჩაწერს და გამოაქვეყნებს. გაირკვა ისიც, რომ ჩვენს არც ისე სპეციალურ კორესპონდენტს მაგრად გაუსწორდა ბერას სტუდიაში პონტი და არ აპირებდა იქიდან წამოსვლას, მაგრამ სულ კინწისკვრით გამოაგდეს.

საქმე ისაა, რომ, როდესაც ბერა წუწუნებდა, სულ მარგველაზე აღარ მინდა რეპების წერა, მიშველეთ რამეო, ჩვენი ეშხში შესული კორესპონდენტი გათამამებულა და ბერასთვის შეუთავაზებია თავისი დაწერილი “რეჩიტატივი” ახალი რეპისთვის, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

ქვეყანა ქაქშია! _

ის, სოლოლაკშია!

ამბობს, რომ არავის

არც სცივა, არც შია,

ფულები სადაა?

სესხები ბანკშია,

ევროპა გზაშია,

ზვიგენი ზღვაშია

ზღვაში კი, მაგრამ თან სოლოლაკშია.

მერე რა?

პინგვინი ანტარქტიდაშია,

ზებრა და კენგურუ ავსტრალიაშია,

რას ამბობ? რა გინდა?

თქვი, საქმე რაშია?

თან აფრიკაშია,

თან ევროპაშია,

ხან სამი ერთშია,

ხან ერთი სამშია,

უნდა აირჩიოთ,

ვინც კარგი კაცია,

მაგრამ დამანახე,

რომელ სიაშია?

ვინც კარგი კაცია,

სწორედ იმას შია,

პრობლემა რაშია?

ლარი რომ ტრაკშია?

ტრაკი კი სახლშია!

ჰო! სწორედ ასეა,

თბილ და დიდ სახლშია,

არც ცივა, არც შია,

ტრაკი თუ სახლშია,

ქვეყანა ტრაკშია!

ის სოლოლაკშია

ვისი ვისაშია?

ოცოცდაათშია,

ნახნახევარშია,

ქალები ჯაზშია,

თინიკო ჯარშია

აქეთ _ იაგანი,

იქით _ დუშაშია!

ვინც ხმა ამოიღო,

დღეს მაგარ შარშია!

ქათამი მთაშია,

არწივი ბარშია,

ყველა დომხალშია

ზოგი ხელფასშია

ან პრემიაშია,

ან დანამატშია

ქვეყანა შარშია,

ქვეყანა ტრაკშია,

ქვეყანა ქაქშია!

და პოლიქრონიონ!

ის სოლოლაკშია!

ის სოლოლაკშია!

ის სოლოლაკშია!

ის სოლოლაკშია!”

აი, ეს ტექსტი შესთავაზა ჩასაწერად ბერას ჩვენმა ეშხში შესულმა კორესპონდენტმა, რის შემდეგაც სასწრაფოდ დააგორეს სოლოლაკის დაღმართიდან…

სამწუხაროდ, მან ვერ მოასწრო იმის გაგება, აპირებს თუ არა ბერა ივანიშვილი ამ რეჩიტატივის რეპად ჩაწერას და ახალ ალბომში შეტანას…

დიდუ აგირაია

1 COMMENT

  1. სპეციალურმა კორესპონდენტმა სანთლები უნდა დაანთოს რომ ცოცხლია!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here