Home რუბრიკები ეკონომიკა ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

2001 წლიდან ამერიკული იპოთეკის ბაზარზე უცნაური კარუსელი დატრიალდა. უკვე 2002 წელს არასტანდარტულმა კრედიტებმა მთელი გაცემული კრედიტების 6% შეადგინა, ხოლო 2006 წელს – 20%. 20% მოდიოდა .. ალტერნატიულ კრედიტებზე Alt-A. ეს კი ნიშნავს, რომ მოვალეს კარგი საკრედიტო ისტორია აქვსიგი ყოველთვის უბრუნებდა ბანკს ნასესხებ ფულს, მაგრამ ამჟამად თავისი შემოსავლის დამტკიცება არ შეუძლია. შედეგი გასაოცარია: 40%-, ანუ გაცემული კრედიტების თითქმის ნახევარს, გადახდის უუნარობისსუნი უდიოდა”.

დანარჩენები? ისინი უკეთესები არ ყოფილან. რას არ იგონებდნენ ამერიკული ბანკები, რათა რაც შეიძლება მეტი ფული დაერიგებინათ… კაცმა არ იცის, ვისთვის! ზოგი ბანკი სთავაზობდა კრედიტს მცურავი საპროცენტო განაკვეთებით, რომელთა კორექტირებაც სამი წლის შემდეგ ყოველწლიურად იყო შესაძლებელი. თავდაპირველად განაკვეთი, რა თქმა უნდა, სასაცილოდ დაბალი იყო. სხვები რეკლამას უკეთებდნენ კრედიტებს, რომლებითაც ახალი საცხოვრებლის პირველი გადახდები მომავალში გადადიოდა. არ იყო საჭირო პირველადი შენატანი, არ იყო საჭირო რამის ჩადება. შეთავაზებული იყო ისეთი პირობები, რომ იმ ამერიკელებმაც კი, რომლებიც არც კი ფიქრობდნენ საცხოვრებლის შეძენას, რადგან თვლიდნენ, რომ ვერ გასწვდებოდნენ, თავიანთი პოზიციის გადახედვა დაიწყეს. კრედიტების აღება დაიწყო ყველამ, ცდილობდნენ, ერთიანად გაეუმჯობესებინათ ცხოვრების პირობები. შედეგად, 2001-2005 წლებში დაიწყო ფასების სწრაფი ზრდა უძრავ ქონებაზე. ამავე პერიოდში ორჯერ გაიზარდა(1990-1995 წლებთან შედარებით) სახლების მშენებლობის მოცულობა. გაიზარდა მოთხოვნა სამშენებლო მასალებზე, ავეჯზე და ყველაფერზე, რაც სახლის მოსაწყობად არის საჭირო.

ფხიან ამერიკელებს გაუჩნდათ ახალი შესაძლებლობა, არაფრისგან ეკეთებინათ ფული. სქემა საკმაოდ მარტივი იყო: აიღებდნენ კრედიტს სახლის საყიდლად, რომელიც 100 ათასი დოლარი ღირდა და შეეძლოთ, მშვიდად ეცადათ ორი წელიწადი, არაფერი გადაეხადათ კრედიტში, შემდეგ კი აეღოთ მეორე. უძრავი ქონების ფასების უსაზღვრო გაძვირების გამო ახალი სახლი უკვე 200 ათასი დოლარი ღირდა. ამგვარად, ძველი კრედიტისა და მცირე პროცენტების გადახდის შემდეგ წმინდა მოგება დაახლოებით 100 ათას დოლარს აღწევდა. დამეთანხმებით, ცოტა არაა. ბევრმა კრედიტების აღება სპეკულაციის მიზნით დაიწყო, რამაც კიდევ უფრო გააძვირა უძრავი ქონება. ბინის ბაზარმა არანორმალური ტემპით დაიწყო ზრდა (რამდენიმე ათეული პროცენტი წელიწადში).

ამგვარი ბუმის შედეგად არასტანდარტული დაკრედიტება სულ უფრო ფართოდ გამოიყენებოდა ასევე “საინვესტიციო მიზნებისთვის”. ანუ, ბანკებმა და იპოთეკურმა კომპანიებმა გაცემული კრედიტების, მოვალეებთან შეთანხმების, მომავალი პროცენტების ინვესტორებისთვის მიყიდვა დაიწყეს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ – ერთმანეთისთვის. აბსურდის თეატრი სრული სვლით იფურჩქნებოდა.

უფულო ხალხი იღებდა კრედიტებს, რომლებსაც იძლეოდნენ უფულო ორგანიზაციები!

სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომელთა მასები აქტიურად ინაწილებდნენ ჯერ კიდევ ცოცხალი დათვის ტყავს და დიდად არც იწუხებდნენ თავს იმაზე ფიქრით, რომ ეს დათვი ბუნებაში არ არსებობდა. ერთი ვალი ქმნიდა მეორეს. შორიდან კი ისინი საკმაოდ რესპექტაბელურ ფასიან ქაღალდებად აღიქმებოდა. საქმე ისაა, რომ ვალებით ვაჭრობა სამრეწველო დონეზე იქნა აყვანილი. იპოთეკური ობლიგაციებისა და ვალების გაყიდვა ხორციელდებოდა შემდეგი სქემით: კრედიტის დაუბრუნებლობის რისკის დონე ფასდებოდა რეიტინგული სააგენტოების მიერ, აქედან გამომდინარე, ფასიან ქაღალდებს ენიჭებოდა სხვდასხვა ხარისხი. ყველაზე მაღალი _ პირველი ხარისხისა იყიდებოდა უფრო ძვირად და სწრაფად პოულობდა მყიდველს. თუმცა მეორე ხარისხიც, “მეორე ხარისხის ზუთხი”, ასევე, არ ჩერდებოდა დიდხანს. ამგვარი სარისკო იპოთეკური ხელშეკრულებების “პაკეტის” ფასი დაბალი იყო და არ აკლდა მყიდველი. შედეგად, ყველა კმაყოფილი იყო. ბანკმა მოიშორა ყველა ხელშეკრულება კერძო პირებთან, მიიღო ამაში ინვესტორებისგან ფული და შეეძლო, თავიდან დაეწყო თავისი რუტინული საქმიანობა. ინვესტორებმა ჩადეს ფული და ელოდებოდნენ მოგებას, ხოლო საეჭვო კლიენტებს კვლავ შეეძლოთ მისვლა კრედიტის ასაღებად. ინვესტორები, მარტივად რომ ვთქვათ, სპეკულანტები, ყიდულობდნენ იაფად “მეორეხარისხოვან” იპოთეკურ ვალდებულებებს და რეიტინგული სააგენტოების დახმარებით, კვლავ ყოფდნენ მათ ხარისხებად. მაგრამ “უმაღლესი ხარისხის” ქვეშ (საიმედოობის რეიტინგი) იგულისხმებოდნენ არა საუკეთესონი საუკეთესოთა შორის, არამედ საუკეთესონი ყველაზე უარესებს შორის.

და ასე გრძელდებოდა 6-7 წლის განმავლობაში! აშშის ეკონომიკა, მშპ იზრდებოდა, ყველა კმაყოფილი იყო. ხალხის უზარმაზარი მასა არა მხოლოდ საქმეში იყო, არამედ გამოიმუშავებდა დიდ ფულს და, ამასთანავე, არ აწარმოებდა არაფერს. მთელი ეს ვალის პირამიდა აგრძელებდა არსებობას მხოლოდ უძრავ ქონებაზე მუდმივი ფასის ზრდის ხარჯზე, რაც იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ახალი ფინანსური რესურსების მქონე ახალი მოთამაშეები მიეზიდათ იპოთეკის ბაზარზე.

ბანკები, სერიოზული სოლიდური ორგანიზაციები მრავალწლიანი, ზოგიერთი კი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, ამავე აზარტულ თამაშში ჩაერთნენ, რომელსაც ეწოდება “მიეცი, ვისაც გსურს, რაც შეიძლება მეტი საკუთარი ფული”. ამერიკელთა საფოსტო ყუთები გაივსო არა ახლოს მდებარე სუპერმარკეტების სარეკლამო პროსპექტებით, არამედ საბანკო ორგანიზაციებთან შეთანხმებების სქელი კონვერტებით. ყოველ კონვერტში იდო საკრედიტო ბარათი. მისი გააქტიურებისთვის საჭირო იყო, დაგეწყოთ ამ ბარათით გადახდა _ მეტი არაფერი. ხელშეკრულება ბანკთან გაფორმებულად ჩაითვლებოდა. სინამდვილეში, ფოსტით გზავნიდნენ ნამდვილ ფულს, გზავნიდნენ უაზროდ, მასობრივი ტირაჟით, ყველასთან. სად გინახავთ მსგავსი რამ კაცობრიობის ისტორიაში?! ჩემი ნაცნობი, რომელიც ცხოვრობს აშშ-ში, მიამბობდა, რომ მას გაუჩნდა ახალი, მანამდე უცნობი პრობლემა: ფოსტით მიღებული საკრედიტო ბარათების მაკრატლით დაჭრა, რათა ღმერთმა არ ქნას და, ოჯახის რომელიმე წევრმა არ მოინდომოს მათი გამოყენება. აბსურდის ამ სამეფომ რუსეთამდეც მოაღწია: ერთ-ერთმა ყველაზე “წინ წასულმა” ბანკმა ასევე დაიწყო საკრედიტო ბარათების ფოსტით დაგზავნა. თუმცა რუსეთის მასშტაბები ამერიკისას, მადლობა ღმერთს, ვერ შეედრება.

ამგვარი საფოსტო აქტიურობის შედეგი კანონზომიერია: საკრედიტო ბარათების ვალების მასობრივი გადაუხდელობა. აშშის ფედერალური სარეზერვო სისტემის მონაცემების მიხედვით, ამერიკელთაპლასტიკურმა ვალმამთლიანობაში 2008 წლის ნოემბრის დასაწყისისთვის 950 მილიარდი დოლარი შეადგინა. თანხა უზარმაზარია, მაგრამ იგი კიდევ გაიზრდება _ გადაუხდელობის მოცულობის ზრდის გათვალისწინებით იზრდება ოვედრაფტის პროცენტიც, ანუ ანგარიშზე სახსრების ზედმეტი ხარჯვის, რაც, საბოლოო ჯამში, კვლავ წარმოშობს გადაუხდელობის ზრდას. სააგენტომუდისის” (Moodys) მონაცემებით, უიმედო საბარათე კრედიტების წილი, 2007 წლის აგვისტოდან 2008 წლის აგვისტომდე პერიოდში გაიზარდა 4,61%-დან 6,82%-მდე, ანუ მისმა ზრდამ შეადგინა 48%. უმუშევრობის ზრდის შემთხვევაში საკრედიტო ბარათების ჩამოწერამ, შესაძლოა, “ჭეშმარიტად ისტორიული მასშტაბიმიიღოს.

არც ერთ ანალიტიკოსს არ დაურისხებია განგაშის ზარი, არც ერთ ეკონომისტს არ აუხსნია ბანკირებისთვის მათი ქმედების დამღუპველობა. ნუთუ ყველა მათგანი იდიოტია და ვერ გააცნობიერა ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის აშკარა ჭეშმარიტება, რომ ეს ყველაფერი ცუდად დასრულდებოდა?! ნუთუ ამერიკელი ბანკირები ვერ იგებდნენ იმას, რაც ჩვენთვის აშკარა იყო?! ყველაფერი კარგად ესმოდათ. მაგრამ მათ მხოლოდ ერთი აზრი, ერთი შესაძლებლობა ამშვიდებდა. რამე ცუდი თუ მოხდებოდა, _ ყოველთვის იქნებოდა შესაძლებელი გადაკრედიტება.

დავიმახსოვროთ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი აზრი: იპოთეკური და საბარათე ბაკქანალიის მთავარი პირობა იყო კრედიტების სიიაფე და ხელმისაწვდომობა. ამასთანავე, არა იმდენად ფიზიკური პირებისთვის, არამედ იპოთეკური და საკრედიტო ორგანიზაციებისათვის.

ამერიკული იპოთეკის თანამშრომლების ბავშვური მიმდობლობის მიზეზის მიხვედრისთანავე, მარტივად მივხვდებით ამერიკულ ბირჟებზე მოთამაშეთა ასეთივე უცნაურ ინფანტილურობას. იმიტომ, რომ მიზეზი ერთი და იგივეა. მაგრამ, მოდი, გავარკვიოთ, რა არის აქცია. ეს არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც მოწმობს, რომ სააქციო საზოგაოების ან საწარმოს განვითარებისთვის შეტანილი სახსრების გარკვეული რაოდენობა და მის მფლობელს სააქციო საზოგადოების (საწარმოს) მოგების წილის დივიდენდების სახით მიღების უფლებას აძლევს. ასეთი განსაზღვრება შეგვიძლია ამოვიკითხოთ სახელმძღვანელოებში. აქცია ასეთი იყო კაპიტალიზმის ჩამოყალიბების პერიოდში. ლოგიკა ძალიან მარტივია: ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო იყო სახსრები, რომლებსაც იძლეოდა ინვესტორი, მისივე ხდებოდა წილი საწარმოდან, რომელიც განისაზღვრებოდა აქციათა რაოდენობით. ამასთან, ფულის ჩადების მთავარი მოტივი იყო აქციებიდან შემოსავალი, რომელიც მფლობელს მისდიოდა დივიდენდების სახით. რეალურად, ვინმე ჭკვიანმა და საზრიანმა, რომელმაც მოიფიქრა აქციები და სააქციო კაპიტალი, იპოვა საბანკო ანაბარის შემცვლელი. დებ ფულს _ ცხოვრობ დივიდენდებზე, რომლებიც XVII და XIX საუკუნეების ეკონომიკის მძლავრი განვითარებისას, შესაძლოა, გაცილებით მომგებიანი ყოფილიყო, ვიდრე ბანკში ჩადებული სახსრებიდან მიღებული პროცენტები. საწარმოსთვისაც ამგვარი სქემა ასევე კომფორტული იყო: აქციების გამოშვებითა და გაყიდვით ბიზნესის მფლობელი იზიდავდა გაფართოებისთვის აუცილებელ სახსრებს, მოვლენების განვითარების ცუდი სცენარის შემთხვევაში შესაძლებელი იყო დივიდენდების შემცირება, ან სულაც არგადახდა. საბანკო კრედიტის შემთხვევაში დათქმული პროცენტის გადახდა აუცილებელი იქნებოდა, ამიტომ აქციების გამოშვება სულ უფრო მეტ კომპანიას იზიდავდა.

პირველებმა ბირჟა მოიგონეს და გახსნეს სავაჭრო საქმეში “გაქექილმა” ჰოლანდიელებმა. პირველი მუდმივი ბირჟა 1406 წელს ბელგიის ქალაქ ბრიუგეში პატივცემულ ბატონ ვან დერ ბურსის სახლის მახლობლად გაჩნდა. სახლზე ეხატა გერბი სამი საფულის გამოსახულებით, რომლებსაც ლათინურ სიტყვა bursa-თი აღნიშნავდნენ. აქედან წარმოიშვა იმ ადგილის დასახელებაც, სადაც ხალხი თავის ფულს “ცვლიდა” სხვისი საწარმოს წილზე. რუსეთში პირველი პეტერბურგის ბირჟა ამოქმედდა პეტრე პირველის ხელდასმით 1703 წელს. რომელიც ენერგიულად იღებდა დასავლეთიდან არა მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის გემთმშენებლობასა და უახლეს სამხედრო ტექნოლოგიებს, არამედ ზოგ მავნე გამოგონებასაც, თამბაქოს წევის მსგავსად. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ბირჟები, დღევანდელი გაგებით, საფონდო არ იყო, ისინი უფრო საბითუმო იყო და იქ აბსტრაქტული ქაღალდებით კი არა, კონკრეტული სანელებლებით, კანაფითა და მაუდით ვაჭობდნენ, ოღონდ არა ნაღდ ფულზე, არამედ ბირჟის შუამავლების მეშვეობით დიდი საბითუმო პარტიებით. პირველ საფონდო ბირჟად კი 1608 წელს ორგანიზებული ამსტერდამის ბირჟა ითვლება.

რატომ მაინცდამაინც იქ? იმიტომ რომ ჰოლანდია, რომელიც გათავისუფლდა ესპანეთისგან, იმხანად ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო იმპერია გახდა. აქ მაშინ მსოფლიოს ძირითადი ფული ტრიალებდა. ძირითადი საფონდო ბაზრის ადგილმდებარეობის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ, ისტორიის ნებისმიერ მომენტში რომელი ძალა დომინირებდა მსოფლიო არენაზე. მთავრდება ინგლის-ჰოლანდიის ომების სერია და პირველობას ჰოლანდიელებს ინგლისელები ართმევენ. დღეს სად მდებარეობს მსოფლიოს ძირითადი ბირჟები? მდიდარ და მშვიდობიან შვეიცარიაში? ისრაელში, რომელმაც კონსპიროლოგთა აზრით მოატყუა და მოიცვა მთელი მსოფლიო? _ არა. ლონდონსა და ნიუ იორკში. და უცებ გახდება ნათელი, რომ მსოფლიო არენაზე დომინირებენ არა ალპების მცხოვრებნი და ებრაელები, არამედ ანგლოსაქსური ქვეყნების წარმომადგენლები.

ძველ დროში პარიზელი და ლონდონელი რანტიეები ცხოვრობდნენ არსებული აქციებიდან შემოსულ პროცენტ-დივიდენდებზე. გადასცემდნენ მემკვიდრეობით, უტოვებდნენ შვილებს. ძლიერი კომპანიის აქციების მფლობელობა ნიშნავდა მაძღარ არსებობას გარანტირებული შემოსავლით. მითხარით, დივიდენდზე მაცხოვრებელ რამდენ თანამედროვე რანტიეს იცნობთ? მე პირადად _ არც ერთს. ამასთანავე, ბირჟის მოთამაშენი ჩემი ნაცნობების რიცხვში შედიან. საქმე ის კი არაა, რომ კაპიტალი, რომლითაც ისინი ბირჟაზე მოვიდნენ მცირეა და მისი პროცენტით არსებობა შეუძლებელია. არამედ ის, რომ გასული ასწლეულის განმავლობაში კარდინალურად შეიცვალა აქციების არსი. უფრო სწორად, ჩაანაცვლეს.

რა იგულისხმება? ადამიანისთვის, რომლემაც იცის არითმეტიკა, გასაგებია, რომ ნებისმიერი ფორმის აქციათა საერთო რაოდენობა უნდა უტოლდებოდეს 100%-. ეს ნიშნავს, რომ კომპანიის სრული ღირებულება, ანუ ყველა მისი აქტივების (ქარხნების, ავეჯის, მასალისა და წარმოებული საქონლის) ფასი უნდა უტოლდებოდეს აქციების ღირებულებას. აქციონირების თავდაპირველი ლოგიკა ზუსტად ამგვარი იყო: ჩადებდა დოლარს კომპანიაში და ინვესტორი იღებდა უფლებას მისი ქონების წილზე, რომელიც უტოლდებოდა დოლარს. ცუდი მეურნის შემთხვევაში ფირმის ყველა აქტივის ფასი მცირდებოდა, აქედან გამომდინარე, ჩადებული დოლარი ხდებოდა 70 ცენტი. საქმის კარგად აწყობის შემთხვევაში, პირიქით, დოლარი ხდებოდა 1,5 დოლარი. მაგრამ ყოველთვის დაცული იყო უცვლელი წესი: აქციების ფასი პირდაპირ იყო დაკავშირებული რეალურ ეკონომიკასთან. უფრო სწორად, კონკრეტული ფირმის საქმეთა რეალურ მდგომარეობასთან. ვითარდებოდა კომპანია _ მისი აქტივების ფასი იზრდებოდა; იზრდებოდა აქციებზე გაცემული დივიდენდები, _ იზრდებოდა თავად აქციების ფასიც და პირიქით.

რა შეიცვალა?! _ ყველაფერი შეიცვალა! დღეს ბირჟის პრაქტიკულად არც ერთი მოთამაშე არ ყიდულობს აქციებს დივიდენდების მისაღებად. ბირჟაზე ყველა შესყიდვა ხორციელდება შემდეგი გადაყიდვისთვის და აქციების საკურსო ღირებულების ზრდიდან მიღებული შემოსავლისთვის. აქციების ფასი, რომელიც მათზეა აღნიშნული, არ არის ნომინალური ღირებულება და შეიძლება 10 რუბლი იყოს, მაგრამ მისი შესყიდვა 100 რუბლად მოგიწევთ. ამასთანავე, შესყიდვა იქნება მომგებიანი, თუ პროგნოზი იქნება, რომ საკურსო ღირებულება, ანუ ფასი, რომლითაც მისი გაყიდვა ხვალ იქნება შესაძლებელი, 110 რუბლს შეადგენს. ასე მუშაობს ბირჟა. პრინციპი ძალიან მარტივია: იაფად იყიდო, რათა ძვირად გაყიდო. და ასე მრავალჯერ. თვეში, წელიწადში და თუნდაც დღეში. ყოველი წარმატებული გაყიდვიდან რჩება მოგება, ჩავარდნილი ოპერაცია ქმნის დანაკარგს. ბირჟაზე ფული არ გამომუშავდება, იგი მხოლოდ მფლობელს იცვლის. ამ დაუსრულებელ ყიდვაგაყიდვაში დივიდენდების ლოდინს ადგილი არ აქვს. ეს უკვე არა პირველადი ფაქტორია, როგორც ადრე იყო, არამედ _ მეორადი. დივიდენდების გადახდის დრო მოდისაქციების კურსი უბრალოდ იზრდება მოსალოდნელი თანხით. გავიდა ვადაკურსი ისევ ვარდება.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ნებისმიერი კომპანიის მიერ გადახდილი დივიდენდი არ არის დამოკიდებული მისი აქციების კურსზე. დივიდენდებს იხდიან მოგებიდან, რომელიც ფირმის საქმიანობის შედეგად წარმოიშვება და არა მისი აქციების კვოტირების გაძვირებიდან. დღეს მთავარია აქციის ღირებულების მატება და დაცემა და არა მისგან მიღებული მოგება. რადგან დივიდენდები უკვე მთავარი არაა, შესაბამისად, მცირდება ერთი მფლობელის მიერ აქციების ფლობის საშუალო ვადაც: XIX საუკუნეში ათწლეულები იყო, XX საუკუნის შუა წლებში _ წლები, ბოლოს _ უკვე თვეები, ხოლო დღეს კვირები და დღეებიც კი. კიდევ ცოტაც და ანგარიში საათებსა და წუთებზე წავა.

მერე რა, იტყვის კრიტიკოსი. სისტემა ოდნავ შეიცვალა, მაგრამ პრინციპი იგივე დარჩა. წარმატებული საწარმოს აქციების კურსი იზრდება, უიღბლოსი _ ეცემა. არა, შეიცვალა არა მხოლოდ სისტემა, შეიცვალა აქციების ღირებულების დადგენის პრინციპიც. ახლა საბაზრო ეკონომიკის არც ერთი თავგადაკლული მომხრე არ იტყვის, რომ საწარმოს აქციების ფასის ჯამი მისი აქტივების ფასს უდრის. იმიტომ, რომ აქციების კურსი შესაძლოა ძლიერ მერყეობდეს და ისეთ გიგანტებისთვის, როგორიცაა “გაზპრომი”, რომელმაც ბევრი ფასიანი ქაღალდი გამოუშვა, პატარა რყევაც კი კომპანიის საბოლოო ღირებულების მილიონიან და მილიარდიან ცვლილებას იწვევს. არადა, თავად კომპანია სულაც არ შეცვლილა. გაზი მოიპოვება, ანძები დგას, მილები მუშაობს. ევროპა გაზის გარეშე გაიყინება, ანუ გასაღებაც გარანტირებულია, ხოლო “გაზპრომის” აქციების კურსი შესაძლოა დაეცეს და ეცემა კიდევაც ხშირად. შემდეგ იზრდება, შემდეგ ისევ ეცემა. და ამ ძვრების შემდეგ რეალურ ეკონომიკაში არაფერი ხდება. აქციებით თანამედროვე ვაჭრობის ვარიანტის აბსურდულობა ყველაზე ნათლად ჩანს სწორედ არასტაბილურ და კრიზისულ დღეებში. ასეთ დღეებში აქციების ფასი მერყეობს, გარბის, როგორც კურდღელი მწევრისგან, ეცემა ერთ დღეში და კვლავ იზრდება 10-15%-ით. გასაგებია, რომ ერთ დღე-ღამეში “სიმენსის” ან “ჯენერალ ელექტრიკის” საქმე ვერ წახდება, ან ვერ გაუმჯობესდება ამ დონემდე.

ასეთმა უცნაურმა სიტუაციამ რომ არ გაგვაოცოს, მოფიქრებულია ლამაზი სიტყვა _ კაპიტალიზაცია. იგი ნიშნავს კომპანიის ფასს მისი აქციების არითმეტიკული ჯამის ფორმით. ასეც ამბობენ: “გაზპრომისკაპიტალიზაცია გაიზარდა, “გაზპრომისკაპიტალიზაცია დაეცა.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კომპანიის მუშაობაში რაიმე გაუმჯობესდა ან გაუარესდა. არა, ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ აქციების ერთობლივი ფასი დაეცა ან გაიზარდა. საქმის რეალურ ვითარებასთან ამას კავშირი არ აქვს.

ხდება, რომ ერთ დღეს კომპანიის კაპიტალიზაცია ეცემა ან იზრდება 30%-ით, მაგრამ ქარხნები უცხოპლანეტელებს ხომ არ აუფეთქებიათ ან ხოჭოს ხომ არ შეუჭამია, ხოლო ოფისებსა და ფაბრიკების საამქროებშიმწვანე კაცუნებსუფასოდ მუშაობა არ დაუწყიათ. ამიტომ სერიოზული ბიძიები, როცა წყვეტენ რომელიმე ბიზნესის შესყიდვას, ამბობენ: კომპანია X-ის კაპიტალიზაცია უდრის გარკვეულ სიდიდეს, მაგრამ სინამდვილეში ღირს სხვა ფასი.

ამგვარი სიტუაცია შესაძლებელია მხოლოდ საწარმოს რეალური მუშაობიდან აქციების სრული გაუცხოებით. აქცია გახდა ნივთი თავის თავში და ძალიან მცირედ ასახავს რეალურ მდგომარეობას. სწორედ ამიტომ მოწმენი ვხდებით აბსურდული სურათის, როცა სკამების, კომპიუტერებისა და დივნების სახით არსებული ქონების მფლობელი ამერიკული საინვესტიციო ბანკების აქციები შესაძლოა გაიზარდოს, ხოლო “როსნეფტის” ან “ლუკოილის” აქციები, რომლებიც მოიპოვებენ იმას, რითაც კეთდება ყველაფერი, შესაძლოა დაეცეს.

დღევანდელი მდგომარეობა აქციებისა, რომლებიც ბირჟაზე სპეკულაციის საგანი გახდაამერიკული იპოთეკის უცნაური სიტუაციის სარკისებრი ანარეკლია. ეს არის ჩვენთვის კარგად ნაცნობი აბსურდის თეატრი, რომელსაც მსოფლიოსაბაზრო ეკონომიკასეძახის. რა არის საჭირო ბირჟისა და იპოთეკის წარმატებული არსებობისათვის? მხოლოდ ორი რამ: მოთამაშეები და ფული. ამასთან, პირველი ვერ იარსებებს მეორის გარეშე. ფული ყოველთის პირველადია. სწრაფვა მოგებისკენ, როგორცბურჟუაზიულიეკონომისტები ამბობენ, ან ფულის შოვნისკენ, როგორც მარქსისტები ამბობენ, _ კაპიტალიზმის განუყოფელი თვისებაა. ამ სისტემის ფილოსოფია დგას პრინციპზე: რაღაც უნდა გააკეთო, მოიგონო, ჩამოიტანო და გაყიდო უფრო ძვირად, ვიდრე დაგიჯდა. გამოდის მოგება. მაგრამ რაღაცის რეალურად გაკეთება ყოველთვის უფრო რთულია, ვიდრე არაფრის, ამიტომ მოიფიქრეს ბირჟა. არაა საჭირო, წავიდეთ შორეულ მოგზაურობაში ცხრა მთას იქით, შეგვიძლია, ადგილზევე გავზარდოთ ჩვენი კაპიტალი. აქციები _ ეს მხოლოდ დამატებითი ინსტრუმენტია სპეკულაციისთვის და მეტი არაფერი.

თუმცა ეს წიგნი კაპიტალიზმის “ველური ბუნების” გამოაშკარავებას არ ეძღვნება. იგი სრულიად სხვა რამეზეა _ კრიზისზე და მისი ორგანიზების საშუალებაზე. რათა დავხუროთ აქციების თემა, დავსვამ ერთ შეკითხვას: წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ნაცნობი მოვიდა ფულის სათხოვნელად, რათა გააფართოვოს თავისი მაღაზია, რას შეეკითხებით? როდის დაგიბრუნებს ფულს და, მთავარი, რას მიიღებთ აქედან თქვენ?

პასუხი უთუოდ ასეთი იქნება:

_ ერთორ წელიწადში დაგიბრუნებ ფულს. თქვენ გარეშე მოვიხმარ მას. არ ვარ დარწმუნებული, რომ ვადის ამოწურვისას დაგიბრუნებთ სრულად. რაც შეეხება გადასახდელ პროცენტს, ესეც არ ვიცი. წლის ბოლოს პარტნიორებთან ერთად სხდომას ჩავატარებთ და გადავწყვეტთ, რამდენს მიიღებთ, ძვირფასო ინვესტორო.

ასეთ მთხოვნელს ფულს ასესხებთ?

მაშ, რისთვის ყიდულობთ აქციებს? სიტუაცია ხომ აბსოლუტურად იდენტურია. თქვენ აძლევთ უცხო ადამიანს თქვენს ფულს, მათ იყენებს კომპანია, თქვენ დაუკითხავად. მოგება აქციაზე წყდება აქციონერთა კრებაზე ყოველი წლის ბოლოს. ამ კრებაზე თქვენ, მე-16 კი არა, 116-ე ხართ. ხოლო თუ მსოფლიო გიგანტის აქციები შეისყიდეთ, მაშინ, რა თქმა უნდა, თქვენ არანაირი გავლენა მის მოქმედებებზე არ გექნებათ. კრებაზეც კი არ მოხვდებით. იქ რას გადაწყვეტენ, რა დივიდენდებს დაარიცხავენ, მხოლოდ ღმერთმა უწყის. არ არის გარანტია, რომ ერთი-ორი წლის შემდეგ ფულს სრულად დაიბრუნებთ: აქციების კურსი, შესაძლოა, დაეცეს კიდეც.

ნუ მიწყენენ ბატონი ბირჟის მოთამაშენი, ბროკერები, ბირჟის ანალიტიკოსები და ვირტუალური ფულადი ფრონტის სხვა მებრძოლები. რა შეიძლება ვუწოდოთ ადამიანს, რომელიც ამგვარი პირობებით დებს ფულს აქციებში? _ ინვესტორი? არა _ სულელი. თუ თქვენთან ფულის სათხოვნელად მეზობელ სადარბაზოში მცხოვრები ვასო მოვა და გეტყვით ზემოთ აღნიშნულს, მისცემთ მას ფულს? არა, არასოდეს არავინ ჩაიდენს მსგავს სისულელეს. ხოლო ბირჟას ხალხი აწყდება. მასობრივად. და რადგან ბირჟა გამოგონილ იქნა ზარმაცებისთვის საკუთარ სახსრებთან განშორების გასაადვილებლად, შექმნილია საინვესტიციო ფონდები. ეს აბსურდია კვადრატში, ვირტუალობაა კუბში. როდესაც თქვენ ყიდულობთ “ლუკოილის” აქციას, დაახლოებით მაინც წარმოგიდგენიათ, რას საქმიანობს ეს კომპანია და როგორი პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს მას? ეკონომიკის ამგვარი მონსტრების სათავეში დგანან ქარიზმული ლიდერები (ნაწილობრივ) პროგნოზირებული სვლებით. ამ კომპანიებს აქვთ ქონება და ამიტომ არის იმედი, რომ ყველაზე ცუდი ვარიანტის შემთხვევისას ქაღალდის აქციებიდან რამის მიღება შეიძლება. თუ აძლევთ ფულს საინვესტიციო ფონდს, თქვენ უკვე ყიდულობთ ამ ფონდის აქციებს, რომელიც, თავის მხრივ, ყიდულობს გაურკვეველი კომპანიების აქციებს გაურკვეველი მეთოდიკით.

ფონდის დირექტორი, ბროკერი, ანალიტიკოსი _ ვინ არიან ისინი? ვინ იქნებიან ხვალ? რა პასუხისმგებლობა აქვთ მათ თქვენ წინაშე? _ არანაირი. გაშლიან ხელებს, გაიღიმებენ. თამაში თამაშია. ასეც მოხდა.

 (გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here