Home რუბრიკები საზოგადოება ხელისუფლებამ “მწვანე შუქი” აგვინთო

ხელისუფლებამ “მწვანე შუქი” აგვინთო

610

თქვენი გაზეთის ერთგული მკითხველი ვარ. განსაკუთრებით მომწონს პუბლიკაციები, რომელთა ავტორები არიან: ვალერი კვარაცხელია, სოსო ცინცაძე, ალექსანდრე ჭაჭია, გრიშა ონიანი, დავით მხეიძე, თამარ კიკნაძე და სხვა პატრიოტი ადამიანები.

“მთას დავუბრუნოთ მთიელი” _ ამ ძველი ლოზუნგის აღდგენამ ძალიან გამახარა: მეც ხომ იქაური ვარ, გუდამაყრელი. დიდხანს ვიყავი გორის უნივერსიტეტის ლექტორი, დაწერილი მაქვს მეცნიერული ნაშრომები ეკონომიკის საკითხებზე.

საქართველოს გადარჩენისა და ეკონომიკური წარმატების გზები, მე, როგორც მკითხველს, ასე მესახება:

* მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან _ ნეიტრალიტეტი;

* რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა;

* მოლაპარაკება უმაღლეს დონეზე;

* . სტალინის უმართებულო კრიტიკის აღკვეთა, მისი ძეგლის დადგმა გორის სახლმუზეუმთან;

* ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაუშვებლობა;

* ქართული მიწების უცხოელებისთვის მიყიდვის აკრძალვა;

* ანტიკორუფციული სამსახურის აღდგენა;

* მოძმე მეზობელ სახელმწიფოებთან ვაჭრობის აღდგენა ძველიცეკავშირისმსგავსად;

* ელექტროსადგურების მშენებლობა სახელმწიფო სახსრებით (სხვანაირად დენი არ გაიაფდება);

* საქართველოს მთიანეთის აღორძინება არის უბრწყინვალესი გეგმა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამოიყვანს ეკონომიკური კრიზისიდან;

* ამასთანავე, უნდა გააქტიურდეს საქართველოს ფუნქცია, როგორც ისტორიულიაბრეშუმის გზისსაკვანძო ქვეყნის. უფრო მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ ტურიზმს ზამთარზაფხულის განმავლობაში, მისი შემოსავლები საგრძნობლად შეავსებს ბიუჯეტს;

* ბოლოს და ბოლოს, უნდა შევქმნათ სუფთა წყლის ინდუსტრია, წყლისა, რომლის ფასი მსოფლიოში თანდათან იმატებს, როგორც დეფიციტური საქონლის.

წყლის რესურსების ეფექტიანად ათვისება და რეალიზაცია საქართველოსთვის დიდი შემოსავლის წყარო გახდება.

ორიოდე სიტყვა მთიანეთის ათვისების შესახებ:

მთაში დაბრუნების მსურველთათვის საჭიროა, ადგილობრივ ხელმძღვანელობებში სასწრაფოდ შეიქმნას ე.წ. მიმღები ჯგუფები, რომლებიც აღრიცხავენ მოსულებს და დაეხმარებიან ნორმალურად დაბინავებაში, კერძოდ: კრედიტით მისცემენ სანაშენოდ საქონელს, ფუტკარს და ა.შ. უნდა მისცენ სამკურნალო წყლის ჩამოსხმის უფლება. მთის წყაროები აურაცხელია გუდამაყრის, ხანდო-ჭართლის, მთიულეთის, ფშავ-ხევსურეთის, ხევის, თუშეთის, სვანეთის მიტოვებულ სოფლებში. ბიზნესმენებმა, რომელთა ხელშიცაა, მაგალითად, ბორჯომ-ბაკურიანის ხეობის მინერალური წყლების დამუშავება, უნდა დაიოკონ მადა, მთაში დაბრუნებას კი შეუქმნან პირობები მცირე ბიზნესის გასავითარებლად. ამ საქმის განსახორციელებლად ასათვისებელია რუსული ბაზარი, რადგან, ჯერ ერთი, იგი ჩვენთან ტერიტორიულად ყველაზე ახლოა, მეორე _ იქაურებს ჯერ არ დავიწყებიათ ჩვენი პროდუქტების გემო და სისუფთავე; მიჩვეულნი არიან ქართული ღვინის, ხილის, ციტრუსების მოხმარებას. ჩემს თანამემამულეებს მოვუწოდებ, დაბრუნდნენ მიტოვებულ სახლებში. ხომ ხედავთ, ხელისუფლებამ “მწვანე შუქი” აგვინთო!

ტრისტან ბედუკაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here