Home რუბრიკები პოლიტიკა ავსტრია შენგენის შეთანხმების მოქმედებას დროებით აჩერებს

ავსტრია შენგენის შეთანხმების მოქმედებას დროებით აჩერებს

622

ავსტრიის კანცლერმა ვერნერ ფაიმანმა გაზეთ Sterreich-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. რომ  ავსტრია შენგენის შეთანხმების მოქმედებას დროებით აჩერებს.

ფაიმანმა აღნიშნა, რომ, თუ ევროკავშირს არ ძალუძს თავისი საზღვრების დაცვა, შენგენის შეთანხმება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და ყველა სახელმწიფომ დამოუკიდებლად უნდა განახორციელოს საკუთარი საზღვრების კონტროლი. მისივე თქმით, ავსტრიაში შესული ყველა მოქალაქე სათანადო შემოწმებას გაივლის. მათ, ვისაც თავშესაფრის მოთხოვნის უფლება არ აქვს ან არ აპირებს, საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მიეცემათ.

ავსტრიის კანცლერმა იმედი გამოთქვა, რომ მიგრაციის კრიზისი ევროპის მასშტაბით მოგვარდება, წინააღმდეგ შემთხვევაში,  ევროკავშირის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here