Home რუბრიკები საზოგადოება ამიერიდან დამქირავებელს შეუძლია, წაიკითხოს თქვენი მიმოწერა სოციალურ ქსელში

ამიერიდან დამქირავებელს შეუძლია, წაიკითხოს თქვენი მიმოწერა სოციალურ ქსელში

524

დამქირავებელს შეეძლება, სამუშაოს პერიოდში გააკონტროლოს თანამშრომლის მიმოწერა სოციალურ ქსელში, ელექტრონული ფოსტა და სხვ. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულმა სასამართლომ.

ყველაფერი კი 2007 წელს დაიწყო. ინჟინერმა ბოგდან ბორბელესკუმ სასამართლოში საჩივარი შეიტანა თავის უფროსზე, რომელმაც სამსახურიდან დაითხოვა თითქოს და Yahoo Messenger -ის პირადი მიზნების გამო გამოყენებისთვის სამუშაო საათებში. ინჟინერი ამტკიცებდა, რომ დამქირავებელმა დაარღვია მისი პირადი მიმოწერის კონფედენციალური უფლებები. სასამართლო გაჭიანურდა და ახლა, როგორც იქნა, დასრულდა.

სასამართლომ მიიღო გადაწვეტილება, მაგრამ არა ბორბელესკუს სასარგებლოდ.

“ჩატში მიმოწერა სამუშაო საათებში ითვლება კორპორაციული კანონის დარღვევად. უფროსობას აქვს სრული უფლება, იცოდეს, რით არის დაკავებული მისი თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რისთვის უხდიან ფულს და ასევე უფლება აქვს, შეამოწმოს მისი საქმიანობის შედეგები”, _ ეს კანონი შეეხება ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე ხელი აქვს მოწერილი, მათ შორის საქართველოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here