Home რუბრიკები სამართალი შსს ადასტურებს, რომ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავაა

შსს ადასტურებს, რომ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავაა

605

სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურის უფროსი პროკურორის _ ვახტანგ ქირიას მკვლელობის დეტალებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გააკეთა და მკვლელობის დეტალებზე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა. უწყება ადასტურებს, რომ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავაა.

,,საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბინა, რომელშიც ვახტან ქირიას ცხედარი აღმოჩნდა, ნაქირავები ჰქონდა 1962 წელს დაბადებულ ბიძინა კუჭავას და იქ არსებული ნივთებიც შეძენილი იყო მის მიერვე ელიავას ბაზრობაზე რამდენიმე დღით ადრე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძიებას შეექმნა რა ეჭვი, რომ დანაშაული ჩადენილი იყო ბიძინა კუჭავას მიერ, დანაშაულის კვალის მოსპობის თავიდან აცილებისა და სხვა მტკიცებულებების მოპოვების მიზნით დაიწყო აქტიური მოქმედებები ამ უკანასკნელის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.

მიღებულ იქნა შეტყობინება, რომ ბიძინა კუჭავა ორ პირთან ერთად მერსედესის მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა საბურთალოდან ორთაჭალის მიმართულებით, რამდენიმე წუთში ავტომანქანა შეაჩერა საპატრულო და კრინიმალური პოლიციის ეკიპაჟებმა, პოლიციელების დანახვისთანავე ბიძინა კუჭავამ ამოიღო მასზე რეგისტირირებული ცეცხლსასროლი იარაღი და თავის არეში განახორციელა ერთი გასროლა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მისი ტანისამოსის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ვახტანგ ქირიას კუთვნილი ავტომანქანის ტექნიკური პოასპორტი, ხელთათმანები და სამი მობილური, ასევე სხვა ნივთები.

გამოძიებით დგინდება, რომ კუჭავასა და ქირიას აკავშირებდათ ნათესაური და საკმაოდ ახლო კავშირი და ჩადენილი დანაშაული შეხებაში არ არის სამსახურეობრივ მდგომარეობასთან. ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად გრძელდება გამოძიება“, _ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here