Home რუბრიკები საზოგადოება მანქანის მართვისას ტელეფონზე საუბრის გამო მძღოლები 10 ლარის ნაცვლად 30 ლარით დაჯარიმდებიან

მანქანის მართვისას ტელეფონზე საუბრის გამო მძღოლები 10 ლარის ნაცვლად 30 ლარით დაჯარიმდებიან

494

საგზაო მოძრაობის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები რიგ დარღვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. საგზაო მოძრაობის შესახებ კანონთან ერთად, ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც შედის. 

პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთისა და საპირისპირო მიმართულებით მოძრაობაზე წესდება ახალი ადმინისტრაციული ჯარიმა _ 300 ლარის ოდენობით.

ადმინისტრაციული ჯარიმა 200-დან 300 ლარამდე იმ პირის მიმართ იზრდება, რომელიც საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საერთაშორისო რეისებით მგზავრების რეგულარული გადაყვანისას სიჩქარეს გადააჭარბებს. ასევე იზრდება ავტომობილის მართვისას მძღოლის მიერ მობილური საშუალებით სარგებლობისთვის დაწესებული ჯარიმა და შესაბამისი ადმინისტრაციული სანქცია, 10 ლარის ნაცვლად, 30 ლარი იქნება. ძალაში რჩება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლისთვის ავტომანქანის მართვის მოწმობის 6 თვით შეჩერება, თუმცა მართვის უფლების აკრძალვის ჯარიმით შეცვლის წესი იცვლება. კერძოდ, თუკი ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, მოქალაქეს შეუძლია, მართვის უფლების აკრძალვის მეორე დღიდანვე მისი ჯარიმით შეცვლა მოითხოვოს, პარლამენტში ინიცირებული პროექტით, პირს ასეთი უფლება მხოლოდ 3 თვის გასვლის შემდეგ ექნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here