Home რუბრიკები პოლიტიკა “თუ საზღვრებს ღია დავტოვებთ, ევროპა დაიჩოქებს”

“თუ საზღვრებს ღია დავტოვებთ, ევროპა დაიჩოქებს”

474

გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა ალექსანდრე დობრინდტმა გამოცემა Müncher Merkur -ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანია საზღვრების დასახურავად უნდა მოემზადოს. მან ასევე მოუწოდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, შეცვალოს მიგრაციული პოლიტიკა. 

 “უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ საზღვრების დახურვა მოგვიწევს”, _ განაცხადა მინისტრმა, რომელიც არ დაეთანხმა ანგელა მერკელის მოსაზრებას, რომ საზღვრების დახურვა ევროპისთვის სახიფათოა. “იმის მტკიცება, რომ საზღვრების დახურვა ევროკავშირის კრახს გამოიწვევს, არასწორია. პირიქით, თუ საზღვრებს ღიას დავტოვებთ და ასე გავაგრძელებთ, ევროპა დაიჩოქებს”, _ განაცხადა ალექსანდრე დობრინდტმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here