Home რუბრიკები პოლიტიკა Blumberg View -ი: აშშ-მა და ევროკავშირმა ჩააფლავეს პროექტი “უკრაინა”

Blumberg View -ი: აშშ-მა და ევროკავშირმა ჩააფლავეს პროექტი “უკრაინა”

517

 “უკრაინაში მიმდინარე პროცესებში ჩართულია ევროკავშირი და აშშ. ამერიკის საელჩო კიევში “ხელისუფლების ცენტრად” იქცა, უკრაინელი პოლიტიკოსები უკვე დაუფარავად საუბრობენ, რომ თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების საკითხები აშშ-ის ელჩ ჯეფრი ჰაიეტთან და ვიცეპრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან განიხილება”.

უკრაინის ხელისუფლებამ, ევროკავშირმა და აშშ-მა უკრაინაში დემოკრატიული პროცესები ჩააფლავეს, კიევსა და დასავლეთს შორის ურთიერთობაში ბზარები გაჩნდა, სახელმწიფო გადატრიალებები კი შეიძლება კვლავაც მოხდეს, _ წერს კომპანია “ბლუმბერგის” მიმომხილველი ლეონიდ ბერშიდსკი.

“ღირსების რევოლუციიდან ერთი წლის შემდეგ უკრაინა გამოიყურება, როგორც შეუმდგარი და კორუფციაში ჩაფლული პოსტსაბჭოთა რეჟიმი. გასაკვირი არ არის, რომ კიევისა და დასავლეთის ურთიერთობაში, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, გაჩნდა ბზარები. რეფორმა არ შეხებია უკრაინის ეკონომიკას, არც კორუფცირებულ სასამართლო სისტემას. იზრდება ჩრდილოვანი ეკონომიკის როლი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, უკრაინის ეკონომიკა 11%-ით დაეცემა.

პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოსა და პრემიერ არსენი იაცენიუკის უახლოესი გარემოცვის სახელებს ხშირად უკავშირებენ კორუფციულ სქემებს საბაჟოსა და ენერგეტიკულ კომპანიებში. პოროშენკო კი უკრაინის ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა, რომელმაც შარშან თავისი ქონება თითქმის გააორმაგა, დაპირება კი, ბიზნესს გავყიდიო, ეტყობა, დაავიწყდა.

უკრაინაში მიმდინარე პროცესებში ჩართულია ევროკავშირი და აშშ. ამერიკის საელჩო კიევში “ხელისუფლების ცენტრად” იქცა. უკრაინელი პოლიტიკოსები უკვე დაუფარავად საუბრობენ, რომ თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების საკითხები აშშ-ის ელჩ ჯეფრი ჰაიეტთან და ვიცეპრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან განიხილება (როგორც ჩანს, ამერიკელები ყველგან ერთნაირი ხელწერით მოქმედებენ _ საქართველოშიც, უკრაინაშიც და, ალბათ, სხვა ქვეყნებშიც). მაგრამ ევროკავშირისა და აშშ-ის ძალისხმევა ამაოა _ ოლიგარქებისა და კორუფცირებული ბიუროკრატიის ძალაუფლება იმაზე, რაც დარჩა უკრაინის ეკონომიკისგან, ძალიან დიდია”, _ წერს ლეონიდ ბერშიდსკი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here