Home რუბრიკები პოლიტიკა ჯონ კერი დაჩოქილმა და მტირალმა ამერიკელმა ჯარისკაცებმა გააღიზიანეს

ჯონ კერი დაჩოქილმა და მტირალმა ამერიკელმა ჯარისკაცებმა გააღიზიანეს

503

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ “გაუგონარი” უწოდა მოპყრობას ამერიკელი ჯარისკაცებისადმი, რომლებიც შეცდომით მოხვდნენ ირანის ტერიტორიულ წყლებში და ამის გამო ადგილობრივი უშიშროების ძალებმა დააკავეს.

აშშ-ის დიპლომატიური კორპუსის მეთაურმა ტელეარხ CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა განცდებზე, რომლებიც ამერიკელი ჯარისკაცების დაკავების კადრების ნახვის შემდეგ აღეძრა. ამ კადრებზე  ამერიკელი ჯარისკაცები დაჩოქილი არიან და ტირიან.

“ძალიან გავნაწყენდი, გავღიზიანდი. ეს წარმოუდგენელი რამ იყო. მე ნათლად, ძალიან ნათლად მივანიშნე ირანელებს, რომ ეს ადამიანები (ამერიკელი მეზღვაურები _ რედ.) აუცილებლად უნდა დაგვიბრუნდნენ ჩვენ, თანაც _ დაუყოვნებლივ”, _ განაცხადა კერიმ.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ სიტუაცია სწრაფად განიმუხტა, რადგან საქმეში ირანის უმაღლესი ხელისუფლება ჩაერია. არადა, ეს ინციდენტი სამი წლის წინათ რომ მომხდარიყო, ვითარება მძევლების აყვანითა და დიპლომატიური კრიზისით დასრულდებოდა.

აშშ-ის ორი სამხედრო კატერის ეკიპაჟები 12 იანვარს დააკავა ირანულმა საზღვაო პატრულმა სპარსეთის ყურეში, კუნძულ ფარსის ნაპირებთან. როგორც ამერიკელები ამბობენ, ისინი ირანის სანაპიროსთან მიახლოებას არ აპირებდნენ, მაგრამ სანავიგაციო მოწყობილობებმა უმტყუნა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here