Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილმა უკრაინელი სამხედროების განლაგების საიდუმლო ინფორმაცია ინტერნეტში გამოაქვეყნა

სააკაშვილმა უკრაინელი სამხედროების განლაგების საიდუმლო ინფორმაცია ინტერნეტში გამოაქვეყნა

558

ოდესის ოლქის გუბერნატორი კიდევ ერთი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა, როდესაც ინტერნეტში გამოაქვეყნა საიდუმლო ინფორმაცია დონბასის ოლქში მარიუპოლთან დისლოცირებული უკრაინელი ძალოვნების პოზიციების შესახებ.

მიხეილ სააკაშვილი გაემგზავრა ანტიტერორისტული ოპერაციის (ასე უწოდებს ოფიციალური კიევი სამხედრო მოქმედებებს დონბასის დამოუკიდებლობის მომხრეთა წინააღმდეგ) ზონაში. იქ მან მარიუპოლთან განლაგებული უკრაინული ბატალიონის _ “შტურმის” მებრძოლები მოინახულა, პარალელურად უკრაინელთა პოზიციებს ვიდეო გადაუღო და რუკასთან ერთად ინტერნეტში გამოაქვეყნა.

“სააკაშვილის მიერ ინტერნეტში ატვირთულ ვიდეოზე ასახულია ყველაფერი _ ადგილმდებარეობა, საიდუმლო ბლოკპოსტები და ოპერატიული  რუკაც კი მეთაურის განმარტებებით. მებრძოლებს სახეები დაფარული არ აქვთ, _ ნათქვამია უკრაინელი ძალოვანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამხედრო მოსამსახურეები აღშფოთებას ვერ მალავენ სააკაშვილის საქციელის გამო.

“ჩვენი ყველა ბლოკპოსტისა და მებრძოლების ვიდეოზე აღბეჭდვა და ინტერნეტში განთავსება, უბრალოდ, უმაღლესი დონის “პროფესიონალიზმია”. ამის შემდეგ ჩვენს ბიჭებს სეპარატისტები დაემუქრნენ”, _ განაცხადა კამერის წინ უკრაინული ბატალიონის ერთ-ერთმა მებრძოლმა, როდესაც სახე დაფარული ჰქონდა.

უკრაინის გენშტაბმა სააკაშვილის საქციელის ოფიციალურად კომენტირებისგან თავი შეიკავა, მაგრამ განაცხადა, რომ ამ საქმეში კონტრდაზვერვა უნდა ჩაერთოს. ამით მიანიშნა, რომ ეს “არის პოლიტიკური პიარი, რომელიც დივერსიად შეიძლება კვალიფიცირდეს”.

1 COMMENT

  1. მოსიარულე შარი და უმეცრება. \\\”ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროთ გარბოდა\\\”. ვითომ ქართველი \\\”მიუნჰაუზერი\\\”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here