Home რუბრიკები ბლოგი ჯულიან ასანჟი: ამერიკამ შექმნა თავის დროზე „ალ-ქაედა“, ახლა- ”ისლამური სახელმწიფოც”

ჯულიან ასანჟი: ამერიკამ შექმნა თავის დროზე „ალ-ქაედა“, ახლა- \”ისლამური სახელმწიფოც\”

884

ჯულიან ასანჟი ამერიკას ამხელს: პროექტ Wikileaks-ის დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა განაცხადა, რომ მას გააჩნია დოკუმენტები რომლებიც ადასტურებს აშშ პირდაპირ მონაწილეობას ახლო აღმოსავლეთის კრიზისში და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში.

 არგენტინულ გამოცემა Pagina/12-ტთან ინტერვიუში ასანჟმა განაცხადა, რომ “ცივილიზაციის განადგურება ერაყსა და სირიაში უაზრობად მიაჩნია”, ხოლო თეთრი სახლის პოლიტიკა ამ მიმართულებით „უგუნურ ავანტიურად“ მონათლა.

 მის ხელთ არსებული დიპლომატიური დოკუმენტებიდან ნათლად ჩანს, რომ ახლო აღმოსავლეთში ამჟამად მიმდინარე კონფლიქტების იდეა, სახელმწიფო დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს და ცსს-ს (ЦРУ) სტრატეგების ტვინებში ჩაისახა და მათ მიერ იქნა დაგეგმილი.

 Wikileaks-ის დამფუძნებლის თქმით, ურჯუკიისლამური სახელმწიფოაშშ პირდაპირი ჩარევით შეიქმნა.

 თეთრი სახლი აქტიურად უჭერდა მხარს ფუნდამენტალისტურ სექტებს, ბაშარ ასადის კანონიერ ხელისუფლებასთან ბრძოლაში. ამერიკელები, “დამასკოს რეჟიმის“ დასამხობად, აგრეთვე ასპონსორებდნენ და მხარს უჭერდნენ ქვეყნის ე.წ. „დემოკრატიული ოპოზიციის“ დაჯგუფებებს.

 ასანჟმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს მიზანი იყო კონტროლი ნავთობსაძიებო ადგილებზე და ერაყის ალყაში მოქცევა, საკუთარი გეოპოლიტიკური ბატონობის გასამყარებლად.

 დოკუმენტების თანახმად, ამერიკელებმაისლამური სახელმწიფოშექმნეს როგორც ახალიტერორისტული მონსტრი“, ისევე, როგორც უწინ შექმნესალქაედა“- დაჯგუფებები, ავღანეთში საბჭოთა კავშირის ჯარების დასამარცხებლად. ეს ახალი „მონსტრი“ თეთრ სახლს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნების მთავრობების დასამორჩილებლად სჭირდებოდა.

ამასთანავე, ასანჟმა აღნიშნა, რომ ყატარის, საუდის არაბეთისა და თურქეთის ხელისუფლებები მეტწილად გამოვიდნენ თეთრი სახლის გავლენიდან, რამაც ბოლო წლებში მათი პოლიტიკური პოზიციები დააუსტა.

აშშ-ის სტრატეგიაზე საუბრისას, ჯულიან ასანჟმა გვამცნო, რომ სულ ახლახან, შტატები, ისრაელთან ერთად, უწევდნენ დახმარებას “ХАМАС”-ს, “პალესტინის წინააღმდეგობის” გაკონტროლების, დაშლისა და თამაშიდან გაყვანის მიზნით.

ჯულიან ასანჟმა, ამერიკელი დიპლომატების მიმოწერაზე დაყრდნობით აღნიშნა აგრეთვე, რომ აშშმა დიდი ძალისხმევა არ დაიშურეს უკრაინის თავისი გავლენის სფეროში მოსაქცევად, რაც მათ სჭირდებოდა რუსეთის მიმდებარე ტერიტორიებისგასაწმენდათ“.

სამხედრო ფაქტორი გადამწყვეტი იყო: აშშ ეცადა დაესუსტებინა რუსეთის პოზიციები ჯერ კიდევ უკრაინულ ყირიმში, სადაც განლაგებული იყო მათი სამხედრო ბაზები და ფლოტი. თუმცა, ყირიმის შესვლამ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ამას ხელი შეუშალა .

საკმაოდ სახალისოა იმის ხილვა, თუ როგორ უშედეგოდ დაიხარჯა მილიარდობით დოლარი, რომლითაც აშშ უკრაინის არასამთავრობო სექტორი დააფინანსა“,- ასკვნის wikileaks-ის დამფუძნებელი.

უკვე სამ წელიწადზე მეტია, რაც ჯულიან ასანჟი შინა პატიმრობაში იმყოფება ეკვადორის საელჩოში ლონდონში.

ერთი კვირის წინ, მან, პოლიტიკური თავშესაფრის მიღების თხოვნით, მიმართა საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს.

ღია წერილში, რომელიც გაზეთ Le Monde-ში დაიბეჭდა, ასანჟმა განაცხადა, რომ ის არის „ჟურნალისტი, რომელსაც პროფესიული საქმიანობის გამო დევნის და სიკვდილით ემუქრება აშშ-ს ხელისუფლება.

ასანჟს, საფრანგეთის ხელისუფლებამ  პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებაზე უარი განუცხადა.

მასალა თარგმ და მოამზადა კონსტანტინე ჩიკვილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here