Home რუბრიკები საზოგადოება ნაპოლეონ ქარქაშაძე: გონიერი მმართველი რუსეთის ბაზარს არ დაკარგავს

ნაპოლეონ ქარქაშაძე: გონიერი მმართველი რუსეთის ბაზარს არ დაკარგავს

1017

საახალწლოდ ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურეკონომიკურ პროცესებზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ნაპოლეონ ქარქაშაძე გვესაუბრება:

_ ახალი წლის დადგომის წინ პირველი იყო გაოცება, გაოცება პრემიერმინისტრის გადადგომის გამო. ახალი წლის წინ აკადემიაში მოგვივიდა მოლოცვა მისი ხელმოწერით(!). ამიტომ გაგვიკვირდა ყველას, რადგან ჩვენს საზოგადოებრივ სივრცეში არ არსებობდა რაიმე იმის მიმანიშნებელი, რომ მას თანამდებობა უნდა დაეტოვებინა, თანაცსაკუთარი სურვილით”.

პირიქით _ იმ ანგარიშის მიხედვით, რომლითაც იგი საზოგადოებრიობის წინაშე წარდგა, პრემიერი მადლობის ღირსი უნდა ყოფილიყო.

მე რომ მკითხოთ, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა შემოიტანა საქართველოს მთავრობაში მმართველობის ვაჟკაცური სტილი. სააკაშვილი თავხედი იყო _ გაბედული თავხედი. ღარიბაშვილის გაბედულება კი მართალი საქმიდან მომდინარეობდა, ამბობდა იმას, რაც სიმართლედ მიაჩნდა და არავისი ეშინოდა.

ამ ახალგაზრდა კაცს თავის დროზე ხელმძღვანელად ყოფნის გარკვეული საფეხურები რომ გაევლო, გამოცდილება რომ დაეგროვებინა 3-4 წლის განმავლობაში, მისთვისაც და საქვეყნო საქმისთვისაც უკეთესი იქნებოდა.

სამწუხაროა, რომ ვერც გამოცდილება დააგროვა, ვერც პროფესიონალ მოღვაწეთა გუნდი შემოიკრიბა. მთავარი ნიშანი მავანთა პარტიული კუთვნილება, ნაცნობობა და არჩევნების პერიოდში აქტიურობის გამოვლენა იყო.

სახელმწიფო ასე არ იმართება, მოგეხსენებათ. ხელმძღვანელს ადამიანის შეცნობის უნარი უნდა ჰქონდეს, ურთიერთობის ფსიქოლოგიას უნდა ფლობდეს, საფუძვლიანად უნდა იყოს გარკვეული ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში და ა.შ.

დიპლომატიც უნდა იყოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებთან საქმიანი კონტაქტების დროს. ხომ ფაქტია, რომ ჩვენთვის და უცხოეთის ქვეყნების ელიტისთვის აშკარად თვალშისაცემი იყო პრემიერისა და პრეზიდენტის დაპირისპირება, ეს ორივე მხარეს უხერხულად წარმოაჩენდა, ძალიან ცუდად ჩანდა.

_ გამოუცდელი ახალგაზრდებისთვის ხელისუფლების ჩაბარება, როგორ ფიქრობთ, რისი ბრალია?

_ მიზეზი ბევრია. მე მხოლოდ ერთს დაგისახელებთ. მთავარი მიზეზი არცთუ შორეულ წარსულში უნდა ვეძებოთ, კადრების მომზადების იმდროინდელი სისტემის სრულ უგულებელყოფაში. ჩვენსრევოლუციურდროშას წავაწერეთ დევიზი _ რაც საბჭოურია, დასაგმობია!

უგულებელყოფის ასეთი აჩემებით ზოგჯერ საქმე სრულ აბსურდამდე მიდის. ამ დღეებში ერთ-ერთ ტელეარხზე მუსიკის ხელოვნებაზე მოსაუბრე ორი წამყვანი ისე გაერთო საბჭოთა მუსიკალური ხელოვნების კრიტიკით, რომ განაცხადეს (ერთმა თქვა, მეორემ დაუდასტურა): კომუნისტების დროს ფორტეპიანოზე დაკვრა თითების ვარჯიში იყო და სხვა არაფერიო!

უნდა გენახათ, როგორი თავდაჯერებულები და თვითკმაყოფილები იყვნენ ეს ახალგაზრდა “აქსაკალები”.

თემას თუ დავუბრუნდებით, გავიხსენებ, რომ ჩვენ დროს საპასუხისმგებლო თანამდებობებისთვის გათვალისწინებულ ახალგაზრდა კადრებს საგანგებოდ ამზადებდნენ სხვადასხვა დონის უმაღლეს კურსებზე და, წარმოიდგინეთ, აკადემიებშიც კი. გვასწავლიდნენ (ჩემი გამოცდილებით გიდასტურებთ) ისეთ საგნებს, როგორიც იყო, მაგალითად, მართვის ფილოსოფია, მართვის ფსიქოლოგიური ასპექტები, ადამიანების შეცნობის უნარი, კოლექტივთან ხელმძღვანელის ურთიერთობის საფუძვლები და ა.შ.

საბჭოთა კავშირის 134 უმაღლესი სასოფლო სამეურნეო სასწავლებლის ყველა რექტორს პერიოდულად გვიწვევდნენ მმართველობის საკითხების ათვისების სპეციალურ კურსებზე.

თქვენ გსმენიათ, რომ დღევანდელ საქართველოში მინისტრებისთვის, მათი მოადგილეებისთვის, რექტორებისთვის და სხვა უწყებათა ხელმძღვანელებისთვის არსებობს ამგვარი კურსები?

_ არა, არ მსმენია. სამაგიეროდ მახსენდება გასული საუკუნის ოქტომბრის რევოლუციის შემდგომ პერიოდში გავრცელებული მოსაზრება, რომ სახელმწიფოს მართვა შეუძლია ნებისმიერკუხარკას”. იგივე მიდგომა დაამკვიდრავარდების რევოლუციამსაქართველოში. უვიცების ხელისუფლება დაგვასვეს თავზე, რომელსაც ამერიკელისპეცებითავიანთხოშზემართავდნენძველი თბილისური სიტყვისთვის ბოდიშს ვიხდი

_ მე მგონი, საქართველოში დღეს ცოტას თუ სჯერა, რომ სააკაშვილის თავაწყვეტილობის ხანაში ჩვენი ქვეყანა მართლა იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო. გსმენიათ როდესმე იმდროინდელი ლიდერებისგან არგუმენტირებული დასაბუთება რომელიმე სახელმწიფო აქტის? ყველაფერი დემაგოგიაზე იყო აგებული, რომელსაც ძალოვანი სტრუტურების ძალადობრივი სისტემა ამყარებდა.

შიშიანობა იყო, ლეკიანობაზე უარესი და საძაგელი რამ, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს თრგუნავდა, უწინარეს ყოვლისა, სულიერად, ძალას აცლიდა, ადვილად სამართავს ხდიდა.

აშშ-ის ინტერესებზე რომ ვიყავით ყველა დარგში აქცენტირებული, ფაქტია. მე, როგორც ჩემი დარგის ერთ-ერთ წარმომადგენელს, რომელსაც არაერთი მონოგრაფია მაქვს დაწერილი მსოფლიოს სოფლის მეურნეობის პრობლემებზე, მითქვამს და ვიმეორებ, რომ ერთერთი ქვეყანა, რომლის ბაზარიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ათვისებული, არის რუსეთი. ყოფილი ხელისუფლების პირობებში ამ ბაზრისკენ გახედვაც კი აკრძალული გვქონდა, არადა, ეს აუცილებელი და მომგებიანი იყო ჩვენთან წარმოებული პროდუქციის გასაყიდად. ევროპის ბაზარში შესვლა და დამკვიდრება კი ჩვენს პროდუქციას ძალიან უჭირს. შედეგად საქართველოს ბაზრიდან თანდათან განიდევნა ქართული ნაწარმი და უმთავრესად თურქულით ჩაენაცვლა.

ამის გამკეთებელი გონიერი მმართველი რომ არ იქნებოდა, ცხადია. ჩვენი ყოფილი ხელისუფლება კი სხვისი ინტერესების დასაცავად ყველაფერზე წამსვლელი რომ იყო, უდავო ფაქტია, სხვათა შორის, არცთუ უანგაროდ.

საცოდავი მარიონეტები!

როგორც კი ღარიბაშვილის მთავრობამ რუსეთში ქართული პროდუქციის გატანას დაუფარავად დაუჭირა მხარი, ვაიუშველებელი ატეხეს “ნაციონალებმა”.

ისინი რუსული “გაზპრომის” წინააღმდეგაც გამოვიდნენ, არადა საყოველთაოდ აღიარებულია, ენერგოშემცვლელთა ერთადერთ წყაროზე ქვეყნის “ჩამოკიდების” დამღუპველობა, მაგრამ ეს “ნაციონალ-პატრიოტების” ფინანსურ ინტერესებს შეეხო, ანუ “სოკარს”, რომელიც მათი დამპურებელი და “მამა-მარჩენალია” დღემდე.

ამათ მიერ ინსპირირებულ არეულობას კი ისეთი არალოგიკური შედეგი მოჰყვა, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილის “საკუთარი ნებით” გადადგომა იყო.

უპერსპექტივო ვითარებაში აღმოვჩნდით: ევროკავშირში ბოლოს და ბოლოს, ალბათ, შევალთ, მაგრამ ჩვენს პროდუქციას ვერ შევიტანთ ან, თუ შევიტანთ, ვერ გავყიდით. ევროკავშირის მიერ დაწუნებულ საქონელს კი ჩვენ დაგვაყრიან თავზე ისე, როგორც ბოლო დროს _ თურქულ სასოფლოსამეურნეო პროდუქტებს, რომლებიც რუსეთთან კონფლიქტის გამო მის ბაზარზე ვეღარ შეაქვთ.

გონიერი მმართველი რუსეთის ბაზარს, რასაკვირველია, არ დაკარგავს.

ეს მხოლოდ საბაზრო (პირდაპირი გაგებით) ურთიერთობის პრობლემა არ არის. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ეკონომიკა განსაზღვრავს პოლიტიკას. საზოგადოებამ, ხალხმა სარგებელი უნდა ნახოს. ამ სარგებლის მიმცემი ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკაა, ამიტომ სახელმწიფომ სწორედ ამ პრინციპზე აგებული პოლიტიკა უნდა განახორციელოს.

კვლავ ხელაღებით რომ დავიწყოთ რუსეთის ლანძღვა, ისევ ისეთ წამგებიან სიტუაციაში აღმოვჩნდებით, როგორშიც სააკაშვილის მმართველობის დროს ვიყავით.

აფხაზეთის, სადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი, მათ შორის, კონფლიქტის ურთულეს პერიოდში, დაბრუნების უმტკივნეულეს საკითხზე ჩემი თვალსაზრისი არაერთხელ გამომითქვამს, მაგრამ არც ყოფილი ხელისუფლების დროს, არც ივანიშვილისა და ღარიბაშვილის პერიოდში არავინ დაინტერესებულა იმ პრაქტიკული საკითხებით, რომლებსაც ვაყენებდი ჩვენი და აფხაზების ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, და აქედან, საბოლოო, საერთო მიზნის მისაღწევად.

რაც უფრო პატარაა ქვეყანა, მით უფრო მეტად სჭირდება ჭკვიანი ხელისუფლება; რაც უფრო სუსტია მსოფლიო გიგანტებთან შედარებით, მით უფრო ყველასთან დაბალანსებული ურთიერთობის განხორციელებაა მისთვის აუცილებელი.

_ თქვენი ეს სურვილები აშკარად მთავრობის ახალი ხელმძღვანელისკენაა მიმართული.

_ დიახ. ამ ადამიანს კარგი ბიოგრაფია აქვს. ეკონომიკასა და ფინანსებში გარკვეულ პროფესიონალს, მგონი, არ უნდა გაუჭირდეს მართვა. ღარიბაშვილის წასვლის გამო გული დამწყდა, მაგრამ ვთვლი, რომ კვირიკაშვილი უფრო მოერგება ამ თანამდებობას.

_ რას უსურვებთ?

_ კვირიკაშვილს ვურჩევ, დაეყრდნოს ინტელექტუალებს, ჭეშმარიტ პროფესიონალებს და არა ტელევიზიით გამომსვლელი .. ექსპერტების, ამ ერთი და იმავე სახეების თავდაჯერებულყოვლისმცოდნეობას”. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ნამდვილი მეცნიერი თავისი ნებით ეკრანზე არ გამოკეკლუცდება. აი, ასეთი ადამიანები უნდა მოძებნონ, შეამჩნიონ, მიიწვიონ და რჩევაც ჰკითხონ, მოუსმინონ, ბოლოს და ბოლოს.

ეს კი არა, რამდენი საქმიანი წერილი ღერბიან ქაღალდზე დაბეჭდილი გავაგზავნე ხელისუფლებაში, არა კერძო, არამედ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებზე და იცით, რა პასუხები გამომიგზავნეს? მივიღეთ, წავიკითხეთ და კარგად იყავითო. პრემიერის კანცელარიის თანამშრომელმა, თუ უკეთ იცის, როგორ უნდა მოევლოს სოფლის მეურნეობის პრობლემებს, ვიდრე ჩვენი აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, მაშინ ცუდად ყოფილა საქმე ან მთავრობაში, ან აკადემიაში (აკადემიკოს ნაპოლეონ ქარქაშაძეს ირონიულად ეღიმება).

ხომ ცნობილია, რომ ხელისუფლების მწვერვალის დაპყრობა გმირობის ტოლფასია, მაგრამ იქიდან უხიფათოდ დაშვება ბედნიერებაა. ამასაც ვუსურვებ ახალ ხელმძღვანელს.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

1 COMMENT

  1. ამას კომენტარი კი არა,შესმენა და შეთვისება სჭირდება,ასეთი ღრმა და გონივრული ანალიზი ქვეყნისათვის ამ მეტად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე ჩვენი ახალბედა ,,მეთაურებისაგან\\\”,მე ნამდვილად არ მსმენია.ბატონ ნაპოლეონის არგუმენტირებულ და გონივრულ ,,საქმიან წერილებს ღერბიან ქაღალდზე დაბეჭდილსა და გაგზავნილს ხელისუფლებაში სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებზე\\\”, იმიტომაც უგულებელყოფდნენ,რომ ეს ჩვენი გამოუცდელი და ,,ახლო მხედველი\\\” გაევროპელებული პოლიტიკოსები თუ ,,ლიდერები\\\”,ამ მეტად გამოცდილ და პროფესიონალს,თავისი საქმის რეალურად მოდნეს, დამსახურებულსა და საპატიო ბატონს,ალბად ,,რუსეთუმედ\\\”მიიჩნევდნენ და ,,ყველაფრის მცოდნეებს\\\”როგორ ეკადრებოდათ მისზე მოსმენაც კი.ასე რომ,რასაკვირველია უგუნურებაა რუსეთის ბაზრის დაკარგვა.გვჯერა,რომ ახალი პრემიერი,რომელმაც,ჩემი და არა მარტო ჩემი აზრით,საქმიანობა კარგად დაიწყო,რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების საქმეს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს…

  2. ბრძენი ადამიანი ბრძანდებით ბატონო ნაპოლეონ, დაგამოცდილებით სავსე, მაგრამ ამათ
    არ ვჭირდებით. აი, ჩვენი დასაგორებელი გოდორი კი დასჭირდებათ მომავალში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here