Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს პატრიარქი: მშობლებმა უნდა დალოცონ შვილები, რადგან მშობლის დალოცვა არის ღვთის დალოცვა

საქართველოს პატრიარქი: მშობლებმა უნდა დალოცონ შვილები, რადგან მშობლის დალოცვა არის ღვთის დალოცვა

601

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმიდა სამების ტაძარში ბავშვებისთვის პარაკლისი გადაიხადა. პარაკლისის დროს ტაძარში გამობრძანებული იყო მადლის ქვა და წმინდა გიორგის წმინდა ნაწილი. ტაძარში უამრავი მშობელი და ბავშვი იყო შეკრებილი, მათგან ზოგიერთი _ მძიმე ავადმყოფი. 

უწმინდესმა პარაკლისის დაწყებამდე ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართა, ქრისტეშობა და ახალი წელი მიულოცა. “მადლი ღვთისა, მადლი ახალშობილისა ძისა ღვთისასა იესო ქრისტესი იყოს თქვენ და თქვენი ბავშვებისა ზედა. დღეს დავლოცავთ ჩვენს ახალგაზრდებს, ბავშვებს, ჩემს ნათლულებს და მთელ საქართველოს. საოცარი დამთხვევაა, დღეს არის დღესასწაული 14 000 ბავშვისა, რომელიც მოსპო ჰეროდე მეფემ. 14 000 მოწამე ბავშვის მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს”, _ განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას. უწმინდესის თქმით, დღეს პარაკლისით ითხოვენ მადლს პატარებისთვის. პატრიარქმა აღნიშნა, რომ მშობლებმა უნდა დალოცონ მათი შვილები, რადგან მშობლის დალოცვა არის ღვთის დალოცვა.

სამებაში ბავშვებს მომავალ ორშაბათსაც დალოცავენ. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here