Home რუბრიკები ბლოგი ირანი -საუდის არაბეთი, დაპირისპირება რომელიც რეგიონისთვის კატასტროფის ტოლფასია

ირანი -საუდის არაბეთი, დაპირისპირება რომელიც რეგიონისთვის კატასტროფის ტოლფასია

3893

ის რაც საუდის არაბეთში რამდენიმე დღის წინ მოხდა, კერძოდ  საუდის არაბეთის ხელისუფლების მიერ  ცნობილი შიიტი  მოღვაწის ნიმრა ალ-ნიმრას, ასევე   46 ადამიანის  სიკვდილით დასჯას შეეხება და ის  რეაქციები  რომელიც ამ ვანდალურ  აქტს   აუცილებლად მოყვება, შეიძლება  საბოლოოდ გადაააქციოს მთელი ახლო აღმოსავლეთი ერთიან საბრძოლო პოლიგონად,  სადაც რეგიონის  აბსოლუტურად ყველა ქვეყანა იქნება ჩათრეული.

ყველაზე საინტერესო და ამავდროულად საგანგაშო  ის არის რომ მომხდარ ფაქტს აშკარად წინასწარ დაგეგმილი ელფერი ადის . ის რომ ამ ფაქტზე ირანის ისლამური რესპუბლიკის ,რომელიც ითვლება შიიტური სამყაროს ლიდერად, იქნებოდა მწვავე და კატეგორიული ამას დიდი გამოცნობა არ ჭირდებოდა.  ხოლო  ამ რეაქციაზე თანმზდევი „ისლამისტურ სამხედრო კოალიცია“-ში შემავალი ქვეყნების დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის კასკადი (დიპლომატიური ურთიერთობები უკვე გაწყვიტა საუდის არაბეთმა, ემირატებმა,ყატარმა  სუდანმა და კუვეიტმა)აშკარად კარგად მოფიქრებულ , წინასარ შეთანხმებულ მანევრის შთაბეჭდილებას ტოვებს.

  თავისი არსით ომი „ შიიტებსა“ და „სუნიტებს“ შორის უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს  – ძირითადად სირიის, იემენის, და ერაყის ტერიტორიაზე .მაგრამ  ეხლა  გაჩნდა იმიდ დიდი ალბათობა, რომ საქმეში ჩაერთვებიან ამ დიდი დაპირისპირების ძირითადი მონაწილეები ირანი და საუდის არაბეთი, რომლებიც აქამდე მხოლოდ კულუარულად მოქმედებდნენ. აქედან გამომდინარე მე მინდა შევაფასო ამ ორი ახალი (ძველი) მოთამაშის სამხედრო შესაძლებლობები, შეიარაღება  და გავაანალიზოთ შესაძლო შედეგები რაც მათ შორის ომს მოყვება.

  საუდის არაბეთი.

საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალები  ძირითადად  ულტრა თანამედროვე სამხედრო ტექნიკით არის შეიარარებული .მისი  სამხედრო ბიუჯეტი კოლოსალურია, ქვეყნის მაშტაბებთან შედარებით.  ის რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბიუჯეტს უახლოვდება და დაახლოებით 60 მილიარდ დოლარს შეადგენს . საერთო ჯამში მისი შეიარაღენ ბული ძალები 233 ათას სამხედრო მოსამსახურეს მოიცავს . სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში  450 -მდე ამერიკული ტანკი M1A2 Abrams-ია , დაახლოებით 400  მჩატე ტანკი  M2 Bradley, 2000 ერთეული ბრონიმანქანა , უამრავი რაოდენობით რეაქტიულ -სასროლი დანადგარი, მათ შორის 50 ამერიკული ზალპური ცეცხლის დანადგარი  M270, ასევე საუდის არაბეთის  საჰაერო ძალებს აქვთჩინური წარმოების  60  ბალისტიკური  რაკეტა “dunfen-3” რომლებიც არ გამოირჩევიან დიდი სიზუსტით მაგრამ 2500 კმ-ის მანძილზე შეუძლიათ ნებისმიერი საომარი მასალის გადატანა. ასევე არსებობს ინფორმაცია რომ  ასევე შეძენილია რამდენიმე ათეული, უფრო თანამედროვე მოდიფიკაციის “dunfen-21”-ის მოდელი .

  რაც შეედხება სამხედრო-საჰაერო ძალებს მათ განკარგულებაში არის 152 ამერიკული F-15 სხვადასხვა მოდიფიკაციის  , 80 ევროპული Tornado  და 32 ასევე ევროპული Eurofighter Typhoon მოდიფიკაციის თვითფრინავები.

    საჰაერო თავდაცვა შედგება 16 ბატალიონი საზენიტო- სარაკეტო კომპლექსი „ PatriotPAC-2“, მრავალრიცხოვანი საზენიტო კომპლექსები „Hawkи Crotale“ და ასეულობით  გადასაადგილებელი საზენიტო- სარაკეტო კომპლექსი ”Stinger“.

 სამხედრო- საზღვაო ძალები გაყოფილი არიან ორ ნაწილად დასავლეთ წითელ ზღვაში და აღმოსავლეთ სპარსეთის ყურეში ფლოტებათ.სპარსეთის ყურეში განლაგებულია AlRiyadh კლასის  3 ფრეგატი, 72 კმ სიშორის  მქონე  გემსაწინააღმდეგო რაკეტებით. წითელი ზღვის ფლოტი შედგება   Al Madinah -ის კლასის 4 ფრეგატით რომელზეზეც არსებული სარაკეტო კომპლექსი 180 კილომეტრის მანძილზე მოქმედების შესაძლებლობა აქვს . ასევე იქ მდებარეობს Badr -ის კლასის  4 ამერიკული კორვეტი . რაც შხება სადესანტო გემებს მათი რაოდენობა 8-ს შეადგენს და თანაბრად არიან განაწილებული ორივე ფლოტზე.

  როგორც ვხედავთ საუდის არაბეთის  საჰაერო ძალები უმაღლესი კლასის ტექნიკით არის აღჭურვილი , მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა რომელიც იემენში აჯანყებული ხუსიდების წინააღმდეგ  მიმდინარე ბრძოლებმა დაგვანახა. ეს საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების დაბალეფექტურობაა და დაბალბრძოლისუნარიანობაა, რომლებიც მოძველებული იარაღით მეომარ აჯანყებულებს ეიემნში  უკვე 10 თვეა  ვერ უმკლავდებიან .   

ირანი

  ირანის შეიარაღებული ძალები თავისი რაოდენობით უდიდესია რეგიონში და მის შემადგენლობაში 550  ათასი სამხედრო მოსამსახურეა. მისი სამხედრო ბიუჯეთი ცოტათი თუ ცდება 10 მილიარდ დოლარს რაც ამ რაოდენობის არმიისთვის ძალიან ცოტაა . შეიარაღებაში აქვს 1600 ტანკი . რომელთა შორისაც 480 შედარებით თანამედროვე  T-72  და 150 საკუთარი წარმოების Zulfiqar. მრავლად აქვს საბჭოთა წარმოების ბრონირებული მანქანების და საარტილერიო დანადგარები .

 საჰაერო ძალები სხვადასხვა კლასის თვითფრინავებისგან შედგება  F-14, ძველი მოდიფიკაციის გამანადგურებელი   F-4  Phantom и F-5Tiger, ფრანგული  Mirage-F1. საბჭოთა წარმოების თვითფრინავებიდან ყავს გამანადგურებელი  МиГ-29, ასევე Су-24 და   Су-25. საერთო ჯამში დაახლოებით 300 ერთეული.

   რაც შეეხება ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს აქ მიმდინარეობს დიდი ცვლილებები. რამდენიმე წლის წინ ირანმა რუსეთისგან შეიძინა ახლო მანძილზე სამოქმედო  საზენიტო სარაკეტო კომპლექსი  Тор-М1, ასევე ამთავრებს შორ მანძილზე მოქმედი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების  Тор- С-300ПМУ-2.М1დაკომპლექტებას და ელოდება С 300 კომპლექსის რამდენიმე ბატალიონის მიღებას . გააჩნია ასევე  ასეულობით საკუთარი წარმოების ბალისტიკური რაკეტებიც. აქედან გამომდინარე  ამ კატეგორიაში ირანი საუდის არაბეთს მნიშვნელოვნად უსწრებს კიდევაც.

   ირანის სამხედრო საზღვაო  ძალების ძალების უდიდესი ნაწილი კონცენტრირებულია სპარსეთის ყურეში (სადღაც 10 % კასპიის ზღვაში). მის შემადგენლობაში შედის რუსული  877 «Палтус» პროექტის 3 წყალქვეშა ნავი, ასევე ადგილობრივი წარმოების 26 პატარა წყალქვეშა ნავი მინებით და ტორპედოებით, ასევე 6 ფრეგატი , 5 კორვეტი და 60 სარაკეტო კატერი(ჩინეთის და გერმანიის გამოშვება)

  აქედან გამომდინარე ირანს აქვს უპირატესობა საზღვაო ძალებშიც. ამის გარდა ირანს გააჩნია საკუთარი სამხედრო წარმოება რომელიც უზრუნველყოფს თავის შეიარაღებულ ძალებს ძირითად მაკომპლექტელებით რაც დამოუკიდებელს ხდის გარე  ფაქტორების გავლე ნისგან. ასევე  დიდ წარმატებას მიაღწია სარაკეტო წარმოებაში და გააჩნია 400-ზე მეტი   ბალისტიკური რაკეტა ახლო და შორ მანძილზე სასროლად.  

 ყველაზე უფრო სავარაუდო სცენარი ირან- საუდის არაბეთს შორის კონფლიქტისა არის სირიასა, ერაყსა და იემენში კონვლიქტის უფრო მეტად გამწვავება , რადგან პირდაპირი სამხედრო შეტაკების ალბათობა ამ ეტაპზე გეოგრაფიული მდებარეობის გამო შეუძლებელია  (ერთმანეთს არ ესაზღვრებიან)ამიტომ მხარეები გააძლიერებენ თავიანთ მონაწილეობას სირია- ერაყ- იემენის ფრონტებზე.რაც არაფერ კარგს არ მოიტანს და  კიდევ უფრო გააგრძელებს იქ მიმდინარე  ჰიბრიდულ ომებს .  საუდის არაბეთის აქილევსის ქუსლად შეიძლება იქცეს იემენი სადაც გადასროლიი ყავს 150000-იანი კონტიგენტი თავისი 185 ერთეული საჰაერო ძალებით და ძლივს ართმევს თავს ერთი ციცქნა აჯანყებულებს . ამის მიზეზი რა თქმა უნდა როგორც ადრე ავღნიშნე საუდის არაბეთის არმიის დაბალი ბრძოლისუნარიანობაა  და  ასევე  აჯანყებულების კომპეტენტური ქმედებებია რომლებსაც ირანელი ინსტრუქტორები  ეხმარებიან. თუ ეს დახმარება უფრო ინტენსიური გახდა და საქმეში ასევე საუდის არაბეთში კომპაქტურად მცხოვრები შიიტები ჩაერიენ მაშინ ელ- რიადი კატასტროფის წინაშე დადგება. ყოველ შემთხვევაში  ასეთი სცენარი მინიმუმ ომი გამოფიტვამდე გაგრძელდება .

თუ მ,ართლა   გაჩაღდება ფართომაშტაბიანი ბატალიები, ძირითად  პოლიგონად სპარსეთის ყურე, ასევე  ერაყის , კუივეიტის,ყატარის  ტერიტორიები  იქნება.(ისინი ირანსა და საუდის არაბეთის შორის მდებარეობენ)  თან  დღევანდელ დღეს ერაყი ირანის მოკავშირედ მოიაზრება, ხოლო ყატარი ერთჯერადად საუდის არაბეთის მოკავშირეა.ერთი შეხედვით საუდის არაბეთის და მისი მოკავშირეების ერთად შეიარაღებითი უპირატესობა აშკარად ჩანს, მაგრამ ირანს აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი კოზირი -ის აკონტროლებს ორმუზის სრუტეს და მის უშუალო საზღვრებთან ომი არ მიმდინარეობს  (როგორც იემენი საუიდის არაბეთს) . ირანის საზღვაო ძალებს ადვილათ შეუძლიათ დაკეტონ სრუტე ისე რომ ვერცერთმა მოწინააღმდეგის გემმა იქ ვერ გაიაროს . რაც ეკონომიური კატასროფის ტოლფასი  იქნება სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის რომლებიც ძირითადად ამ ყურის სშუალებით ახერხებენ ნავთობის ექსპორტს . ხოლო თვითონ ირანს ეს ხელს არ შეუშლის გაიტანოს თავისი ნავთობი. იმის გარდა რომ საუდის არაბეთი და მისი მომხრეებს – ყატარს, ემირატებს, კუვეიტს შეუჩერდებათ ნავთობიდან შემოსავლები ისინი ასევე   დაკარგავენ  გასაღების ბაზარს , რომელსაც დიდი სიამოვნებით დაიკავებს თვით მისი ერთ ერთი მოკავშირე აშშ,ასევე რუსეთი, ეგვიპტე  და თვით ირანიც კი.      

 თუ ომი გაიწელა დროში , მას ექნება აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი  შედეგი – ორივე მხარე შეეცდება მიაყენოს ერთმანეთსდარტყმები ბალისტიკური რაკეტებით(აქ ირანს შეუძლია უფრო მძლავრი დარტყმა მიაყენოს), ასევე შეუძლიათ ააბუნტონ ერთმანეთის პოლიტიკურ  ოპოზიციური და  რადიკალ ისლამისტური ძალებიც რომლებიც  სპარსეთის ყურის ქვეყანებში უამრავია   რასაც საბოლოოდ შეუძლია გაანადგუროს ის ახლო აღმოსავლეთი რომელსაც ჩვენ ვიცნობთ და რამდენიმე წელიწადში რეგიონის ახალი პოლიტიკური რუკა წარმოიქმნას.   

 ორი ყველაზე დიდი კითხვა რომელიც ისმება არის:  პირვლი რა პოზიციას დაიკავებენ  მსოფლიო პოლიტიკის  ყველაზე დიდ მოთამაშეები , აშშ და რუსეთი . მეორე ასევე  რა პოზიციაზე  იქნებიან    დიდი   სუნიტური ქვეყნები- პაკისტანი, თურქეთი და ეგვიპტე.  პირველ კითხვაზე პასუხი აშკარაა რომ აშშ-საც და რუსეთსაც როგორც წყალი ისე აწყობთ ამ კონფლიქტის ესკალაცია რათა ნავთობის ბაზარში შექმნილი  გამონთავისუფლებული ადგილები  შეავსონ   და  აქედან გამომდინარე ნავთობის ფასი აკონტროლონ . ამიტომ ამიტომ ორივე ქვეყანა  შეცდება კონფლიქტი რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და თავიანთ „მოკავშირეებს“(აშშ საუდის არაბეთს, რუსეთი ირანს ) ამაში ყოველნაირად დაეხმარებიან. რაც შეეხება  მერე კითხვას აქ პაკისტანის ომში ჩაბმა ნაკლებსავარაუდოა რადგან მას თავისი პრობლემები აქვს ინდოეთთან ქაშმირის პროვინციაზე და არ მგონია რომ გარისკოს ფართომაშტაბიან კონფლიქტში ჩაბმა. ეს მისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება. ეგვიპტეც არ მგონია ჩაებას ფართომაშტაბიან ომში ორი ფაქტორის გამო- ერთი სავარაუდო საბრძოლო მოქმედებები საკმაოდ შორს არის ეგვიპტიდან და მეორე ისიც ასევე დაელოდება თავის წილს ახალი ნავთობის გასაღების ბაზრიდან . რაც შეეხება თურქეთს ის აშკარად აგრესიული პოლიტიკით გამოირჩევა და შეუძლია ჩაერიოს კონფლიქტში და გააქტიუროს მოქმედებები ერაყსა და სირიაში. მაგრამ აქაც არის ქურთების  ისეთი ფაქტორი  რომელსაც შეუძლია თვით თურქეთს იქით შეუქმნას პრობლემები.

  რაც შეეხება  საქართველოს, საუდის არაბეთ-ირანის კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში მოსალოდნელია ჩვენთან  ირანელი მიგრანტების  რიცხვის საგრძნობლად გაზრდა და ასევე  სასწრაფოდ დადგება   თბილისი-  სოჭის  რკინიგზის  მონაკვეთის გახსნის აუცილებლობაც.  რაც  ჩემი აზრთ ჩვენი ქვეყნის ისლამური ფუნდასმენტალიზმის გავრცელებისგან   დაცვის გარანტიის მთავარი ფაქტორიც გახდება.

    ვიქტორ ცაავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here