Home რუბრიკები პოლიტიკა გაეროს შეფასებით, ლტოლვილთა რაოდენობამ, შესაძლოა, 60 მილიონს გადააჭარბოს

გაეროს შეფასებით, ლტოლვილთა რაოდენობამ, შესაძლოა, 60 მილიონს გადააჭარბოს

503

გაეროს შეფასებით, წელს მსოფლიოს მასშტაბით ლტოლვილთა რაოდენობამ, შესაძლოა, 60 მილიონს გადააჭარბოს, რაც ნიშნავს, რომ პლანეტის ყოველი 122- მცხოვრები ლტოლვილი, თავშესაფრის მაძიებელი ან დევნილი იქნება.  

გაეროში მიგრაციული სიტუაციის გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სირიის ომს ასახელებენ. გაეროს შეფასებები 2015 წლის პირველი 6 თვის მონაცემებს ეყრდნობა. ამ პერიოდის განმავლობაში, პირველად 1992 წლის შემდეგ, ლტოლვილთა რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა. გაეროს მონაცემებით, კიდევ 34 მილიონი ადამიანი დევნილია.

თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კი 78%-ით გაიზარდა და 993 600 ადამიანი შეადგინა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here