Home რუბრიკები საზოგადოება ამერიკელი კოსმონავტების “მთვარეზე დაჯდომა” სტენლი კუბრიკმა გადაიღო

ამერიკელი კოსმონავტების “მთვარეზე დაჯდომა” სტენლი კუბრიკმა გადაიღო

1898

დიდი რეჟისორის _ სტენლი კუბრიკის გარდაცვალებიდან 15 წლის შემდეგ აშშში გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომელშიც რეჟისორი აღიარებს: “ამერიკელების დასხდომა მთვარეზე ფალსიფიკაციაა, მე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც ეს გადაიღო”.

უკვე დიდი ხანია, საუბრობენ, რომ მთვარეზე არავითარი დაჯდომა არ ყოფილა. გასულ კვირას კი ამერიკული კოსმონავტიკის ისტორიაში სამარცხვინო მოვლენის დამადასტურებელი კიდევ ერთი მტკიცებულება გაჩნდა. ბრიტანელ-ამერიკელი რეჟისორი სტენლი კუბრიკი (“მკვლელის კოცნა”, “სპარტაკი”, “ლოლიტა”, “კოსმოსური ოდისეა”, “მექანიკური ფორთოხალი”, “ფართოდ დახუჭული თვალებით” და სხვ.) თავის ბოლო ინტერვიუში დაწვრილებით ყვება, თავის მონაწილეობაზე დადგმაში.

რეჟისორმა პატრიკ მიურეიმ სტენლი კუბრიკის მონათხრობი ჩაიწერა 1999 წლის მარტში _ დიდი რეჟისორის უცნაური და აუხსნელი სიკვდილიდან 3 დღით ადრე. თუმცა პატრიკ მიურეი იძულებული შეიქნა, ხელი მოეწერა 88-გვერდიან ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც კუბრიკის მონათხრობი 15 წლის განმავლობაში არ უნდა გაესაჯაროებინა.

“მთვარეზე დაჯდომის პოლიტიკური შოუს” დადგმის შემდეგ კუბრიკი მიხვდა, რომ აშშ-დან უნდა წასულიყო: “კოსმოსური” გადაღებების მონაწილეებს სიკვდილი სდევნიდა. 1971 წელს სტენლი კუბრიკი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა და მხოლოდ იქ იღებდა ფილმებს. გაზეთი The Sun -ი წერდა კუბრიკის შიშზე, რომ “ამერიკული სპეცსამსახურები მას ისევე მოკლავდნენ, როგორც აშშ-ის მიერ დადგმული მთვარის აფერის სხვა მონაწილეები გამოასალმეს სიცოცხლეს”.

1999 წელს კუბრიკი ასრულებდა  ფილმს “ფართოდ დახუჭული თვალებით”, რომლის სიუჟეტი ნიუ იორკში ვითარდება, მაგრამ რეჟისორს იქ წასვლა არაფრის დიდებით არ სურდა. ნიკოლ კიდმანი, ამ ფილმის ერთ-ერთი გმირი, 2002 წლის ივლისში ამერიკულ გაზეთ National Enquirer -ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ კუბრიკის სიკვდილი ძალადობრივი იყო. რეჟისორმა მას ოფიციალურად გამოცხადებულ სიკვდილის დრომდე 2 საათით ადრე დაურეკა და განუცხადა, რომ ჰარტფორდშირში არ ჩასულიყო, რადგან “ყველას ისე სწრაფად მოგვწამლავენ, დაცემინებასაც ვერ მოვასწრებთ”-ო. რეჟისორის შიში საფუძვლიანი იყო. ის ხვდებოდა, რომ უთვალთვალებდნენ. სპეცსამსახურის თანამშრომლები კი, რომლებიც სტენლი კუბრიკს “მწყემსავდნენ”, მიხვდნენ, რომ რეჟისორი სინდისმა შეაწუხა “მთვარის კადრების” გამო და ნებისმიერ მომენტში შეეძლო გაემხილა სიმართლე ამერიკული კოსმონავტიკის “გამარჯვებაზე”.

პირველი, ვინც მთვარეზე ამერიკელი კოსმონავტების გადასხდომაში ეჭვი შეიტანა, იყო მათემატიკოსი ჯეიმს კრაინი, რომელმაც 1970 წელს გამოსცა წიგნი “დაეშვნენ თუ არა ადამიანები მთვარეზე?”. ანალოგიური ეჭვი ღრღნიდა რაკეტების შემქმნელ ინჟინერ ბილ კეიზინგსაც, რომელიც იმ ორგანიზაციაში მუშაობდა, რომელიც პროგრამა Apollo-სთვის ძრავებს ამზადებდა. ბილ კეიზინგმა 1974 წელს გამოსცა წიგნი “ჩვენ არასოდეს გავფრენილვართ მთვარეზე. 30-მილიარდიანი ამერიკული ტყუილი”.

 კეიზინგი თავის ნაშრომში წერს, რომ მთვარეზე გაფრენის ამერიკელი ექსპედიციები ფალსიფიცირებული იყო, ხოლო კადრები, რომლებიც თითქოს მთვარეზე დაჯდომას ასახავს, სინამდვილეში ნევადის უდაბნოში მდებარე სამხედრო პოლიგონზე გადაიღეს.

სპეციალისტები კი სვამენ კითხვებს:

*როგორ მოახერხეს ამერიკელებმა ასეთი რთული ექსპედიციების განხორციელება კოსმოსში, როდესაც ქვეყანა ამისთვის ტექნოლოგიურად მზად არ იყო?

*რატომ არ ჩანს ფოტოებზე ვარსკვლავები?

* როგორ ფრიალებს ამერიკული დროშა ფოტოებზე, როცა მთვარეზე ჰაერი არ არის და ქარის წარმოქმნა შეუძლებელია?

სხვათა შორის, 2009 წელს “ნასას” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მთვარეზე პირველი დაჯდომის ჩანაწერები დაიკარგა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here