Home რუბრიკები საზოგადოება იოვანეს ალგორითმი

იოვანეს ალგორითმი

719

აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე არჩევნების გაყალბების სისტემის ავტორს _ ივანე კიღურაძეს ამხელს

ინდექსმა ხომ არ გავნო, ვანო?”

რა ენა წახდეს _ ერიც დაეცეს

დღეს ამ მანქურთთაგან უნდა გამოვყო და რამდენიმე სიტყვა გითხრათ მათ თავკაცზე, ბატონ ვანო კიღურაძეზე, რომელიც ამ სისტემის დამკვიდრების ერთერთი პიონერია და ყირაზე დამდგარი იცავს მას. საერთოდ, ერის, ბერის და, გნებავთ, ადამიანის ანატომია სამ განზომილებაში _ წარსულში, აწმყოსა და მყობადში განიხილება. მოკლედ, უნდა გავიაზროთ, როგორი იყო, როგორი არის და როგორი იქნება.

წარსულში ბატონი ვანო წარმოდგება, როგორც საშუალო დონის მათემატიკოსი, რომელიც თავისი ნიჭიერებით ვერ ბრწყინავდა, ყოველ შემთხვევაში, ნიკო მუსხელიშვილის, ილია ვეკუას, გიორგი ჭოღოშვილის, ანდრია ბიწაძის მეცნიერულ დონემდე, როგორ არ ეცადა, მაინც ვერ ამაღლდა. მაგრამ თავი დიდ, ნიუტონის დარ მეცნიერად წარმოედგინა და ვეება ჩანთამხარდამშვენებული აკადემიის ტალანებში განუწყვეტლივ ბზუოდა. რატომ ბზუითო, რომ ჰკითხავდნენ, პასუხობდა: როცა ჩუმად ვარ, ჩემი მადლიერი ვერავინ ვნახეო. ბევრს კი ბზუოდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა, რომ ფუტკართან ტყუოდაძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ისიც მითხრეს, რომ იგი ხშირად უჩიოდა ერთ თვისებას _ ყოყმანს, რასაც ხსნიდა შემდეგი მიზეზით: ჩემი ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო არც ისე იშვიათად არ ეთანხმება მარცხენა ნახევარსფეროს, ამიტომაც ყოყმანი და ჭოჭმანი მიპყრობსო. ამის შესახებ, აბა, მე რა მოგახსენოთ?! ამ ვითარების ახსნა უეჭველად მოითხოვს გამოცდილი ფსიქიატრის დიაგნოზს! მაგრამ გავკადნიერდები, ამის თაობაზე ჩემ თვალთახედვას მოგახსენებთ: ბატონი ვანო თავს იკატუნებს, როცა რაიმე პრინციპული საკითხის გადაჭრა არ სურს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ ავხსნათ მისი ჯორივით გაჯიუტება და შეუვალობა იმპაქტ ფაქტორის გამო?!

თუმცა ობიექტურობა მოითხოვს, ისიც აღვნიშნოთ, რომ იგი არ უნდა ყოფილიყო თავისი დარგის ურიგო სპეციალისტი _ წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ აირჩევდნენ 1979 წელს წევრ-კორად, ხოლო 1993 წელს _ ნამდვილ წევრად!.. მაგრამ აქვე მინდა, მკითხველს შევახსენო, როცა ბატონი ივანე აკადემიკოსის მანტიით შემოსეს, დაუნდობლად იდევნებოდნენ, აპატიმრებდნენ და ქვეყნიდან დევნიდნენ სამშობლოსათვის თავდადებულ ჭეშმარიტ მამულიშვილებს, ხოლო ქვეყნის მოძულე ანტიეროვნულ ძალებს ფიანდაზად ეგებოდნენამიტომაც არ გამკვირვებია ის მოარული ხმა, რომელიც გვამცნობდა, ბატონ ივანეს გააკადემიკოსებაში შევარდნაძეს მიუძღვის წვლილიო. ეს მითქმა-მოთქმა რამდენად შეიცავდა ჭეშმარიტების მარცვალს, გადაჭრით ვერაფერს გეტყვით. მაგრამ ფაქტია და ამას ვერსად ვერ გავექცევით: როცა წევრკორი ვანო კიღურაძე აკადემიკოსად აკურთხეს, მაშინ წევრკორი ელიზბარ ჯაველიძე შევარდნაძის უშუალო მითითებით სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გააძევეს იმ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ მან ღია მამხილებელი წერილი მისწერა .. შევოს. ამ გაძევებას როდი დასჯერდნენ, დასაჭერად დასდევდნენ და იძულებული გახადეს, სამალავი ეძებნა. აი, მაშინ, როცა ამ უბრალო ადამიანის დაჭერას ლამობდნენ, ბატონი ვანო კიღურაძე ნებიერად იყო მოკალათებული აკადემიკოსის სავარძელში, ნეტარად იღიმებოდა, კრიალოსანს მარცვლავდა და უსაქმურობისაგან ერთ სარცხვინელ ადგილს იფხანდა. ვანოს მფარველი და მეგობარი ე. შევარდნაძე ამით როდი დაკმაყოფილდა და ჩემი აკადემიიდან გაძევებაც მოინდომა, მაგრამ ბატონ თამაზ გამყრელიძის მედგარი წინააღმდეგობის გამო ამ მოთხოვნაზე ხელი აიღო…. რა გაეწყობა?! ასეთი იყო საერთოდ შევარდნაძის ჟამიანობის ჟამს სიმართლისათვის მებრძოლი და ვერაგი, ფარისეველი მოღვაწის ბედი!..

ახლა იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ სწორედ ამ პერიოდში შევარდნაძემ ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგ შეუდრეკელი მებრძოლი და მისი უერთგულესი ყმა _ აკადემიკოსი ივანე კიღურაძე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ წამოასკუპა და იმასაც არ დავივიწყებთ, რომ ეს უბანი იმ ხანად ფრონტის ყველაზე ცეცხლოვან წერტილად მიიჩნეოდა, და მას პრეზიდენტად ხმობილი ედუარდი მხოლოდ ბრმად მორჩილ ადამიანებს ანდობდა, მაშინ ადვილი წარმოსადგენია, თუ რა ძალით იყვნენ ისინი ურთიერთში გადაბმულ-ჩაგვირისტებულნი.

აკადემიკოს ივანე კიღურაძეს ერთგულებამ, კავკასიური ნაგაზის თავისი პატრონის სიყვარულს რომ აღემატებოდა, მალე იჩინა თავი, კერძოდ, 1995 წლის არჩევნებში, რომელშიც, საუბედუროდ, მეც ვმონაწილეობდიკონსტანტინე გამსახურდიას, XXI საუკუნისსაზოგადოების სიით. სინამდვილეში ჩვენ ამ არჩევნებში გავიმარჯვეთ _ 14% ხმებისა ავიღეთ და საარჩევნო კომისიის წევრები კიდევაც გვირეკავდნენ და გვილოცავდნენ. მაგრამ ისრაელიდან დაბრუნებულმა შევარდნაძემ ეს რომ შეიტყო, პირკატა ეცა, იხმო თავისი მორჩილი ყმა და უბრძანა, გამოესწორებინა ეს მიუტევებელიცოდვა”! აკად. ვანოც რის მეცნიერი იქნებოდა, რომ არ გამოეყენებინა თავისიგანტოლებათა მთხზველობადა არჩევნებისთამასაარ გაემრუდებინა. სწორედ მაღალი “მათემატიკური ნიჭის” წყალობით აღმოვჩნდით ჩვენი საზოგადოება და კიდევ სხვა პარტიები პარლამენტის მიღმა. ასე და ამგვარად, წმინდანად შერაცხილმაიოანემ დაუდო სათავე არჩევნების გაყალბების მოძღვრებას და უნდა ვაღიაროთ, რომ ის პირმშვენიერ და ლერწამივით მონარნარე ხათუნა გოგორიშვილთან (უკაცრავად, ბაღდასაროვასთან) ერთად გვევლინება გაყალბების სისტემის პიონერად, ჩვენ სახელმწიფოს და ქვეყანას რომ ანგრევდა და ანგრევს დღესაც. ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი გახლავთ, რომლის შესახებ წერდნენ და დღესაც წერენ (იხ. მაგ. პროფესორების _ დ. ბახტაძის და ბ. ბერულავას წერილები: “ასავალ-დასავალი”, 2015, #45, 46 და სხვ.). მაგრამ მთავარი ის არის, ამ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისა გამო პატიოსანივანო სინდისის ქენჯნას არ შეუწუხებია. შეუწუხებია კი არა, აკადემიის ტალანებში თავაწეული დადიოდა და სიამაყით უბნობდა: “ისღა მაკლდა, პარლამენტში ზვიადისტები შემეყვანაო”, რითაც აცხადებდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის და ეროვნულობის უსაზღვრო სიძულვილს. ამასთანავე, მისთვის ჩვეული ფარისევლობითა და ვირეშმაკობით ამართლებდა, ვიტყოდი, ავაზაკურ ნაბიჯს, სისხლის სამართლის დანაშაული რომ იყო და არის.

სხვათა შორის, იმ სისხლის წვიმების დროს, ქვეყანა თავზე რომ გვენგრეოდა, ხანდახან ფიქრი გამკრავდა, თუ რატომ შეარჩია შევარდნაძემ ივანე კიღურაძე? შევარდნაძის ხასიათისა გამო ამისათვის გურულობა და ერთგულება არ კმაროდა. მერე ერთმა მეცნიერმა ადამიანმა შემახსენა, მას ვანიჩკა, .. აკად. ვანო ყურებით ჰყავს დაჭერილიო, როცა ვკითხე,_ ეს როგორმეთქი, ღიმილით მიპასუხა: განა არ გსმენია, რომ ჩვენ წმიდა ივანეს საზღვარზე ფული გადაჰქონდა და მესაზღვრეებმა ნიფხავიდან ამოაძრესო. ეს კი მაშინ დიდ დანაშაულად და თავისმომჭრელ სირცხვილად ითვლებოდა. ეს ჭორი მეც მსმენოდა და მეგობრის არგუმენტაცია გავიზიარე კიდეც.

ყოველივე ზემორე თქმული იმიტომ გავიხსენე, რომ ამას მოჰყვა ჩემი ცხოვრების გაუკუღმართება: ჯერ იყო და ჟურნალისტებთან გამართულ კონფერენციაზე ჩემი გამოსვლა ხელისუფლების დამხობად მონათლა მაშინაც და დღესაც უმეცარმა ჟურნალისტმა ელისო ჩაფიძემ, მერე ამ შეფასებას გამოეხმაურა თავად .. პრეზიდენტი, რასაც მოჰყვა ჩემი დაპატიმრებაცოტა მოგვიანებით კი მაიძულეს, საქართველო დამეტოვებინა და ემიგრაციაში წავსულიყავი.

ღმერთმა დამიფაროს, ბატონი ვანო იმაში დავადანაშაულო, რომ ერთ სამშობლოს მოყვარულ ადამიანს ცხოვრების გზა აურია, ეს პიროვნული წყენის და შურისძიების იერს შეიძენდა! არა, ბატონო ვანო, თქვენი დანაშაული დიდზე დიდია და არის ის, რომ თქვენ ამ გაყალბებით საქართველოს უკუსვლასა და დაქცევას შეუწყვეთ ხელი. ეს ყოველივე კი მოიმოქმედეთ პირადი კეთილდღეობის გამო და სულ არ გაწუხებდათ, ამას რა უკუშედეგი მოჰყვებოდა ერის, ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხისათვის. ამას მაფიქრებინებს ისიც, რომ დღესაც ისევ ამ ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ გზას ადგახართ და გველაძუობას არ იშლით. ეტყობა, ეს თქვენი თანდაყოლილი ბუნება-ხასიათია. სწორედ ამგვარი ხასიათის ადამიანზე უთქვამთ ჩვენ წინაპრებს, რომ ძაღლი ძაღლობას და გველი გველობას არ მოიშლისო. შესაბამისად, დღეს უკვე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის სავარძელში წამოსკუპებული, ნაცვლად იმისა, რომ ამ დარგების განვითარებას ემსახურებოდეთ, პირად ხუშტურს აყოლილნი, ათასგვარი ხრიკებით ებრძვით ეროვნულ აკადემიას და, საერთოდ, განათლების სისტემას: ჯერ იყო, გსურდათ, შეგექმნათ აკადემიის საპირისპიროდ მეცნიერების წარმმართველი ახალი ცენტრი, არ გამოგივიდათ! მერე იყო, წევრ-კორესპონდენტების მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დამარხვა მოინდომეთ და მის სანაცვლოდ ასოცირებული წევრობის შემოღება გწადდათ, რაც საბოლოოდ მეცნიერებათა აკადემიას დაასამარებდა. ამგვარად, ჩირთიფირთობთ, აგერ უკვე მეოთხე წელია, ვერ მიიღეთ ერთი ნორმალური კანონი, რომლის მეშვეობითაც უმაღლესი სასწავლებლები და უნივერსიტეტები გაიწმინდებოდა სააკაშვილის მიერ წარმოქმნილი ჭაობისა და მოდებული ხავსისგან, რასაც მოჰყვებოდა სამართლიანობის აღდგენა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დღევანდელ სავალალო ვითარებაზე რომ არაფერი ვთქვათ, რა ხდება ე.წ. ილიაუნის (sic!) უმაღლეს სასწავლებელში?! მამალი “ნაცებისგან” შემდგარი ხუთკაციანი საბჭო თავის ხუშტურზე განაგებს მას და რაც მოეპრიანება, იმას იქმს. ეს .. სასწავლოსამეცნიერო კერა იქცა თავისუფლების ინსტიტუტის ნაშიერთა სამშობიარო სახლად და თავშესაფრად. მიხუინებმა მათ უკანონოდ მიაკუთვნეს მრავალი შენობანაგებობა, უზომოდ გაუზარდეს დაფინანსება და ესენიც, ერის და რწმენის მოძულენი, ისე გაზულუქდნენ, რომმერსედესებსაღარ სჯერდებიან, ცხენების რემა შეიძინეს და ბედაურებით დაჯირითობენ ჩვენი წინაპრების სისხლით გაპოხილ მიწაზე, ხოლო ზღვაზე ნავს აღარ კადრულობენ, _ ნიავმა არ დაგვიბეროსო და საკუთარი გემებით დაგრიალებენ!..

ახლა რა ხდება კარიერისტი ნაცისტების და დაუნდობელი ზონდერების საკრებულოდ ქცეულ პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში? აქაც თვითნებობის ბაკქანალია სუფევს! ერთობ საეჭვო პრინციპით შეკოწიწებული აკადემიური საბჭო და მათი მართული “ზონდერჯგუფები”, უმაღლეს სასწავლებელში დიდი ხანია, რომ ბოგინობენ და წარმატებით განაგრძობენ დათა ახალაიასა და მეგის ქარდავას მიერ დამკვიდრებულ ტრადიციებს, სჩადიან ყოველგვარ უსამართლობას მართვისა თუ ფინანსურ სფეროში. ავიღოთ თუნდაც კარს მომდგარი რექტორის არჩევნები. ესენი უმაღლესი განათლების კანონის დებულების გაუგონარი მანიპულირებით, რაღაც გამოგონილი სამართლებრივი კაზუისტიკის მოშველიებით ყოველნაირად ცდილობენ, რომ დღევანდელმა ხელმძღვანელობამ, განსაკუთრებით კი მათმა მამამარჩენალმა რექტორმა ფრანგიშვილმა შეინარჩუნოს სავარძელი და ისე მიამიტურად იქცევიან, თითქოს არ არსებობდეს და არც სმენიათ ორი ვადით არჩევის ნორმების შესახებ. ამგვარი მიზანმიმართული ქმედებით ისინი არღვევენ სახელმწიფო კანონს, ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა _ ქალაქმნად, რადგანაც დღემდე არაერთი ცოდვა და დანაშაული შერჩათ!..

ბატონო ვანო, გეკითხებით, ვითარცა პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეს: ჩვენ სახელმწიფო გვაქვს თუ, თქვენი თანამოაზრის გიორგი მარგველაშვილის არ იყოს, სახელმწიფობანას ვთამაშობთ? პირადად თქვენ რატომ არ იმაღლებთ ხმას და მხოლოდ ბზუით. როგორ გგონიათ, ბზუილი გვიშველის ახლა ჩვენ?! თქვენ არც იმაზე შეწუხებულხართ, სკოლებში არსებული ცოდნის დაბალი დონე როგორმე აგემაღლებინათ. თავი მხოლოდ იმით გამოიჩინეთ, რომ ხელებდაკაპიწებული ებრძვით ეროვნულ აკადემიას, მეცნიერების უკანასკნელ სავანეს, ყოველგვარი ამორალური, უპრეცედენტო მეთოდებით. თქვენი სიშლეგე იქამდე მიდის, რომ ანტისახელმწიფოებრივ გამოხდომებსაც არ ერიდებით და იმ ქვეყნის, რომლის 400 მილიონზე მეტი ვალი აქვს ისედაც ვალებში ჩამხრჩვალ ჩვენ ქვეყანას, პრეზიდენტის აკადემიის საპატიო წევრად არჩევას აპროტესტებთ და ვაიუშველებელს ტეხთ, ეს რა ქნეს, არჩევის წესი დაარღვიეს, ყველა უნდა დაისაჯოს, უპირველესად კი, მისი პრეზიდენტიო

ბატონო ვანო თუ ვანიჩკა, ვიცით, რა მუცლის გვრემა გჭირთ, ძალზე ნუ გაიჭინთებით, ემანდ რამე არ გაგეპაროთ!.. გასაოცარია თქვენი თავხედობა, ბატონო ჩემო, უფრო სწორად, კადნიერება _ ტანიდან ძვრებით, რომ ეროვნული აკადემია როგორმე დაიმორჩილოთ და საკუთარ დაკრულზე აცეკვოთ. თურმე ამგვარი ქმედება ბუნებრივია და კანონიერიც, ხოლო უცხო ქვეყნის პრეზიდენტის საპატიო წევრად არჩევისას უმნიშვნელო დარღვევას გამოუსწორებელ დანაშაულად მიიჩნევთ. მართლაც ვაი ამისთანა სამართალს!..

ახლა ყური დამიგდეთ, უსამართლობის ჭაობიდან ამოზრდილო ქმნილებავ, დიახ, თქვენ, თქვენ მოგმართავთ, დოღრიალა ბატონო ვანო, და კარგად მისმინეთ: ირკვევა, სინდის-ნამუსი დაგიჩლუნგდათ, კადრულობთ უკადრებელს! რამ აგიმღვრიათ ისედაც მწიკვლი და ცოდვილი სული, რატომ არ ისვენებთ, ჯერ იყო, ლამის პერანგი შემოიხიეთ, როცა აკადემიის კრებამ თქვენი ნების წინააღმდეგ ვიცე-პრეზიდენტად აირჩია ქართველი ერის ისტორიის მკვლევარი, გამორჩეული ორგანიზატორი, უმძიმეს წლებში რომ უნივერსიტეტის სიმძიმე საკუთარი მხრებით ზიდა და სულიერება შეუნარჩუნა _ როინ მეტრეველი. სწორედ ამის გამო გადაეკიდეთ აკადემიის პრეზიდენტს გიორგი კვესიტაძეს, რომელიც გამოირჩევა მაღალი ნიჭიერებით, პატრიოტობით, წესიერებით, პრინციპულობით და თქვენს დაკრულზე არ ცეკვავს.

თქვენი უბედურების ერთი მიზეზიც ის არის, საკუთარ თვალთა შიგან დირესაც ვერ ამჩნევთ, სხვების თვალებში კი ბეწვს ეძიებთ. არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ იძულებულს მხდით, გაგახსენოთ, რომ თქვენი ვირეშმაკურობით გაახერხეთ და კონკურსი გამოაცხადებინეთ, მანამდე არგაგონილი ვიწრო განხრით _ ექსპერიმენტული ნეიროფსიქოლოგია, რათა თქვენი რჩეულისათვის, . ნანეიშვილისათვის კონკურენცია არავის გაეწია და აკადემიის ნამდვილ წევრად აარჩევინეთ ის ადამიანი, რომლის, როგორც მეცნიერის სახელი მანამდე არავის სმენოდა. მისი არჩევისას რატომღაც არ გაგხსენებიათ ციტირების ინდექსი, მეცნიერების დონის შეფასების უმთავრეს საზომად რომ მიგაჩნიათ და დღედაღამ პირზე გაკერიათ, სამწუხაროდ, თქვენ მოქმედებდით საყოველთაოდ ცნობილი პრინციპით: მართალია, “ძაღლისშვილია”, მაგრამ მაინც ჩემი ერთგულია. სწორედ ამ პრინციპით მოქმედებდით თქვენ, როცა თემურ ნანეიშვილი ვიცე-პრეზიდენტად გახადეთ! ისიც კარგად შეისწავლეთ, რომ მას აქვს მიდრეკილება და სწრაფვა პირველკაცობისაკენ. და მართლაც, მას შემდეგ, რაც მეხსიერების ნეიროფიზიოლოგიის შემსწავლელი ლაბორატორიის ხელმძღვანელობა იგდო ხელთ, ყოველგვარი ხერხით ცდილობდა ინსტიტუტის დირექტორების, ჩინებული მეცნიერების მ. ხახანაშვილისა და ვ. მოსიძის სახელთა დისკრედიტაციას და დიდი ჩალიჩის მერე სასურველ მიზანს მიაღწია _ დირექტორის სავარძელზე მოკალათდა და იმთავითვე, ისე, რომ წამიც არ დაუკარგავს, ძირითად საქმედ გაიხადა ინსტიტუტის პირველ სართულზე რესტორნის გახსნა, მაგრამ მიზეზთა გამო კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. უკვე აღვნიშნე, რომ თ. ნანეიშვილს მეცნიერის სული და სახელი არ ამშვენებს, რასაც მისი მეცნიერული ნაღვაწიც მოწმობს: მისი სტატიები ბატონ ვანოს მიერ გაფეტიშებულ ტომსონ როიტერის ინდექსირებულ ჟურნალში კი არა, ქართულ ჟურნალებშიც ძნელი საპოვნელია. ერთადერთი, მისი ასე თუ ისე ცნობილი ნაშრომია: “ქცევის ფსიქოფიზიოლოგია”, რომელიც არის სახელმძღვანელო და კომპილაციურ ხასიათს ატარებს. შეიძლება ითქვას, რომ თ. ნანეიშვილი ამ შრომის ავტორი კი არ გახლავთ, არამედ შემდგენელი. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ამგვარ წიგნს უნდა ამშვენებდეს გამოყენებული შრომების სია, რასაც წიგნის ავტორი თუ შემდგენელი არ ურთავს, ან შეგნებულად მალავს, რათა თავი ორიგინალური შრომის ავტორად წარმოაჩინოს. თუმცა ქვეყნად არაფერია დამალული, რაც არ გაცხადდება. და, თუკი თვალს შევავლებთ მსოფლიოში აღიარებულ . კარლსონის სახელმძღვანელოსქცევის ფიზიოლოგიას”, აღმოვაჩენთ, რომ . ნანეიშვილის I თავი _ კარლსონის V თავიდან, II თავი _ კარლსონის II და III თავებიდან, VI თავი _ კარლსონის IX თავიდან და .. არის შექმნილგადმომღერებული.

ერთი სიტყვით, როგორც ერთმა ფიზიოლოგიის დარგის საუკეთესო მცოდნემ მითხრა: . ნანეიშვილიროგორც პიროვნება, ჩამოყალიბებული ინტრიგანია, ხოლო როგორც მეცნიერი, საშუალო დონის ჩამოუყალიბებელი მეცნიერი”. რაოდენ სამწუხაროა, . ნანეიშვილი კაცადაც ვერ შედგა, დადის ახლა და გაუთხოვარი ქალივით ჭორებს ავრცელებს, და რას არ იქმს, რომ თავის მამამარჩენალს ივანეს ასიამოვნოს! განა არ გაგიგია, თეიმურაზ ბატონო, კაცის კაცი არაკაციაო!

ახლა კვლავ ვანო კიღურაძეს მივუბრუნდეთ, ავხსნათ, რამ აუშალა ასე ძლიერ კუჭი?! ამის მიზეზიც არ არის ძნელი დასადგენი. ბატონი ვანოს ნებიერ ყოფას პარლამენტში ვადა ეწურება. მან ისიც კარგად უწყის, რომ ახალ პარლამენტში ცხვირს არავინ შეაყოფინებს. ამიტომაც შიშობს, პარლამენტის სავარძელში გამთბარი საჯდომი ჰაერში გამოკიდებული არ დარჩეს და არ გაეყინოს. მისი ეს წუხილი და შფოთი ბუნებრივია და არ არის გასაკვირი. მაგრამ როგორ აპირებს თავისი საჯდომის გადარჩენას, რა გზას ადგება, ესაა მთავარი! აი, ამ შემთხვევაში კი მის უზნეობას არა აქვს საზღვარი, იგი ყველაფერს კადრულობს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის სავარძელი ხელში ჩაიგდოს და ცილისწამების, ჭორების, სიცრუის გავრცელებას არ ერიდება. მისი ბუნებისა და ცხოვრების წესით მოარული კაცისგან არაფერი უნდა გაგიკვირდეს, მაგრამ მაინც გაოცებული ვრჩები და მინდა, ვკითხო მას:

ბატონო ვანო, იმ პატიოსან კაცს, სახელად ბიძინას რომ უხმობენ და რომელმაც ყურებით შეგათრიათ პარლამენტში, სახელს რატომ უტეხავთ?! რატომ დადიხართ და როშავთ, რომ ბიძინა ივანიშვილს რასაც ვეტყვი, იმას იქმსო; გიორგი კვესიტაძის თავი ვთხოვე და მალე ფერხთ გამიგორებსო… და აკადემიის წევრებს იმითი აშინებთ კიდეც, თუ ჩემ ნებას არ დაჰყვებით, შეწევნას და დანამატს შეგიწყვეტთო… მსგავს სისულელეებს ავრცელებინებთ თქვენ ყმადქცეულ დამქაშებსაც… ვინც ბიძინა ივანიშვილის ხასიათს იცნობს, თქვენ ლაყბობებზე ეცინებათ, მაგრამ ამ უბრალო ადამიანს ნაციონალების ცილისწამებები არ ეყოფა, თქვენც რომ მარილი არ მოაყაროთ?! ეს ქრისტეს ფეხის მკვნეტელები რას არ როშავენ და რაღას არ უგონებენ: მიწის ქვესკნელში და ზეციურ სამყაროში ყველაფერს ის განაგებსო; ყველას ის ნიშნავს, ყველას ის იჭერს და ათავისუფლებსო; სიმართლის აღდგენას ის ეწინააღმდეგებაო, ხალხს ის აშიმშილებსო. თურმე ნუ იტყვით, “ვერა რეჩკა” რომ ადიდდა და წალეკა თბილისი, მისი ბრალი ყოფილა; ზეცაში მზის აფეთქებებს და მიწისძვრებს ის წარმართავსო. გაბეზრდა ეს კაცი!.. ახლა თქვენც ამოიღეთ ხმა, ბატონო ვანო, თქვენი სისინი “ნაციონალების” ყიყინზე უფრორე მწარედ მოხვდება გულში და ეტკინება ამ კეთილშობილ, უდიდეს ქველმოქმედ ადამიანს. ამაზე არ გიფიქრია, თუ ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროები ისევ წაეკიდნენ ერთმანეთს და აზროვნების უნარი სავსებით წაგგვარეს?!

თავი მოითოკეთ, თუკი კიდევ შემოგრჩენიათ სინდისის ნატამალი, თქვე გურიისა და მთელი საქართველოს “ფშუკურა სოკოვ”!..

რაც შეეხება თქვენს მომავალს, ვერაფრით დაგაიმედებთ, ვარსკვლავნი აუგს გიწინასწარმეტყველებენ. ვარსკვლავთ მესაიდუმლე არ ვარ, მაგრამ მწამს გაცხადებული სიბრძნისა: “ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!”

ვიცი, ბატონო ვანო, არ დამიჯერებთ, მაგრამ მაინც გირჩევთ, დარჩენილი წლები სიმშვიდეში გაატაროთ და ენის სარსალს შეეშვათ! ერეკლე მეფის ავი მუსაიფივით ნუ იქნევთ ენის წამახულ მახათს, დაუკრეფავში ნუ გადადიხართ, თორემ შეიძლება რაღაცა შეგეშალოთ, უადგილო ადგილას შეირჭოთ და თავად დაზიანდეთ!

ღმერთმანი, ასე აჯობებს თქვენთვისაც და ქვეყნისთვისაც.

ელიზბარ ჯაველიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here