Home რუბრიკები საზოგადოება სკანდალი _ ეკას და მანანას საიდუმლო ვიზიტი ალეკოსთან

სკანდალი _ ეკას და მანანას საიდუმლო ვიზიტი ალეკოსთან

713

სკანდალი გრძელდება. გასულ კვირაში ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ტელეფონში აგრესიული ტონის მესიჯები ჰქონდა შენახული, მაგრამ საგამოძიებო უწყებამ თქვა, რომ მსგავსი შეტყობინებები დეპუტატის ტელეფონში არ აღმოჩნდა. 

ჩვენმა ტრადიციულად არცთუ ისე სანდო წყარომ ელისაშვილის მესიჯები იმ დროს აღმოაჩინა, როდესაც ისინი სერვერის გადაკვეთას ცდილობდნენ. მაშ ასე, მოამზადეთ თვალები, გონება და შეშფოთების დონე აწიეთ უმაღლეს ნიშნულზე. მიმოწერაში ფიგურირებენ: “თეთრჩექმებიანი ეკადაპრიჩოსკიანი მანანა”. მიმოწერის ადრესატი, როგორც მას პოეტმა რეზო ამაშუკელმა შეარქვა, “თრიალეთის კოდალა”, იგივე ალეკო ელისაშვილია.

დილა, 10 საათი, ალეკო იღვიძებს, ისხამს ცხელ ყავას, ქოშებში ყოფს ფეხებს და ამ მომენტში _ ტელეფონზე შეტყობინების ხმა, გამომგზავნი _ “თეთრჩექმებიანი ეკა”.

ეკა: _ “დილა მშვიდობის, ალეკო, ხომ არ გაგაღვიძე?

ალეკო: _ დილა მშვიდობის, არა, ეკა, ახლახან ვეზიარე დილის მადლს.

ეკა: _ დილის მადლი შეგეწიოს, რა ხდება, აბა, იმ საქმეზე?

ალეკო: _ რომელს გულისმხმობ?

ეკა: _ წუხელ რომ ვისაუბრეთ, იმაზე.

ალეკო: _ აა, არაფერი… რა ვიცი…

ეკა: _ რას ჰქვია, არაფერი, ალეკო, არ გადამრიო!

ალეკო: _ რატომ უნდა გადაგრიო, მაგ საქმიდან არაფერი გამოვა.

ეკა: _ ალბათ, მეხუმრები.

ალეკო: _ მე ვიყო ქინძი, თუ გეხუმრებოდე.

ეკა: _ ოკ.

ობიექტებს შორის გაურკვეველი პერსპექტივის ურთიერთობა ჩამოწვა, ალეკო აბაზანაში შედის და მოწესრიგებას იწყებს. ის-ის არის, კბილის ჯაგრისი მარცხენა ყბაში უნდა გამოისვას, რომ ტელეფონზე კვლავ შეტყობინება მიიღო.

ალეკო უმალ ხსნის ტელეფონს, ამჯერად გამომგზავნია “პრიჩოსკიანი მანანა”.

მანანა: _ პრივეტ!

ალეკო: _ გაუმარჯოს!

მანანა: _ როგორ მიდის საქმე?

ალეკო: _ რა ვიცი, ნარმალნა, ბესელკა მწერდა ეხლა და უთხარი მოისვენოს, რაღაც ტონი არ მომეწონა მაგისი.

მანანა: _ რაო, რა ხდება? რას აწვალებ?

ალეკო: _ რას ვაწვალებ, მანო, შენ ხომ მაინც იცი, რომ ასე არ გამოვა ეგ საქმე.

მანანა: _ მომისმინე, მგონი, ზედმეტები მოგდის და სჯობს, გააკეთო ისე, როგორც გეტყვიან.

ალეკო: _ ბატონო?

მანანა: _ ბატონო არ უნდა მაგას, რკინის ქალამნებს ნუ ჩაგვაცმევინებ!

ალეკო: _ ზომებში არ შეცდეთ, კარგად შეარჩიეთ.

მანანა: _ კაი კაი.

“პრიჩოსკიანი მანანაც” საეჭვოდ ასრულებს “ეს-ემ-ეს” დიალოგს ალეკოსთან.

ალეკო ისევ აბაზანაშია და მოწესრიგების პროცედურებს განაგრძობს.

გამოდის, ჯდება ტელევიზორთან და 12-საათიან კურიერს რთავს, პაატა იაკობაშვილის მისალმება და კარზე ზარის ხმა ერთი იყო.

ალეკო მიდის კართან, აღებს. მანანა და ეკა ამჯერად შინ ესტუმრნენ.

ეკა: _ ხო არ შეგეშინდა, გენაცალე? _ გაუღიმა ეკამ და თავზე გადაუსვა ხელი.

ეკას თეთრი ჩექმები, თეთრი კატის ბეწვის “შუბა” და ბუმბულიანი ქუდი ეხურა.

_ ყავა გაქვს? _ იკითხა მანანამ და სამზარეულსკენ გაიწია.

ალეკო: _ რა ხდება?

ეკა: _ როგორც ჩანს, ჩემი გამოცდა გადაგიწყვეტია, ცუნცულ!

ალეკო: _ მორჩი, საქმეზე გადადი.

ეკამ იქვე მდგარი სერვანტიდან არყის ჭიქა გამოიღო, ცოტა კონიაკი ჩამოასხა, გადაუშვა და ალეკოს მოუტრიალდა.

ეკა: _ რა გინდა, პირდაპირ თქვი.

ამ დროს მანანამ თმა შეისწორა.

ალეკო: _ ვერ გავიგე?

ეკა: _ იმ ბარკლების საქმე უნდა მოგვარდეს, სხვანაირად არ გამოვა, ნუ ცდილობ ჩემში მიძინებული კატის გაღვიძებას, თქვი პირდაპირ, რა გინდა, ოღონდ რეალური.

მანანა: _ პატარა ბავშვები არ ვართ, კარგად იცი, არ გვინდა რებუსებით ლაპარაკი. რომ მოვდიოდით, მაღაზიის გამყიდველმა გიკითხა, ბევრი გაქვს ვალი?

ალეკო: _ არც ისე.

ეკა: _კაროჩე, მომისმინე, ალეკო, კაი ხანია, ვიცნობთ ერთმანეთს, არ მინდა, ცუდად დაგვიმთავრდეს ურთიერთობა. დამთავრდეს საქმე, როგორც გვინდა და არც შენ დარჩები უკმაყოფილო, გარანტიას გაძლევ, მაღაზიის გამყიდველი აღარ მოგთხოვს ბარკლების ვალს! მეტი რა ვუთხრა, მანო?

 ეკამ მანანას გადახედა, რომელმაც მხრები აიჩეჩა და მზერით თქვა სათქმელი.

ალეკო: _ რა გარანტია მაქვს, რომ მაღაზიის ვალს გამისტუმრებთ?

მანანა: _ კაი ეხლა, ალეკო, არ გინდა ეგეთები, სერიოზული ბიჭი მგონიხარ.

ეკა: _ მოაწერე ხელი, გენაცალე, მოაწერე.

ალეკომ გადახედა ორივეს, კალამი ხელში მოიმარჯვა და მოაწერა ხელი

ეკა: _ კარგი, ჩამოწერე ნისიები, რაც გაქვს და სადაც გაქვს და მაილით გადმომიგზავნე.

ეს ვიზიტი ასე დამთავრებულა, მაგრამ საქმეს “ჰეფი ენდი” მაინც არ ეწერა.

როგორც არცთუ სანდო წყარო გვიყვება, მართალია, ეკა შეჰპირდა ალეკოს, რომ ვალებს გაუსტუმრებდა, მაგრამ, როცა ბიძინასთან მისულა, მას ხელ-ფეხი გაუსავსავებია, ელისაშვილის ვალების გადამხდელი არ ვარო და, ნებსით თუ უნებლიეთ, ეკას დაპირება ტყუილად ქცეულა.

ამაზე გადარეულ ალეკოს უთქვამს, ვინც ეგ გაპატიოსო და ისევ ფეხით, ოღონდ სულ ფურთხებით წასულა საკრებულოს სხდომაზე.

ელიკო სილაძე

1 COMMENT

  1. არ მომეწონა \\\”ალეკო\\\” შენი ტიტინი \\\”ცრუთავ 2-ში, რა გინდა მაგ სააკაშვილის ბუდეში? დიდი ჭკუა არ გქონია ასე მგონია, \\\”ნაცყაჩაღებს\\\” იცავ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here