Home რუბრიკები პოლიტიკა “რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”

“რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”

3434

აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადირა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ? უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ ან ნანვითა ვთქვათ: “ჰოი, წამო სიხარულისავ, ესე სწრაფად სად წახვედი!” წინ ვიყურებით და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა, რომ გული გულის ადგილსავე დაგვრჩეს, ან ნატვრით ვთქვათ: “მოვიდინ, დღეო სიხარულისაო!” რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”

ეს არის პირველი აბზაცი დიდი ილიას მიერ 1887 წლის 31 დეკემბრს შექმნილი ბრწყინვალე პუბლიცისტური წერილიდან “რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”, რომელიც ამ საახალწლოდ კიდევ ერთხელ გადავიკითხე და თითქოს დღევანდელობაზე ლაპარაკობსო ქართველთა ფიქრთამპყრობელი _ მას შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა და დღესაც “ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა, რომ გული გულის ადგილსავე დაგვრჩეს”…

თუმცა ასე არ ფიქრობენ ნაცებ-ქოცების ხელისუფლებაში (დიახ, ნაც-ქოცების ხელისუფლებაში და არა, პოზიცია-ოპოზიციაში, რადგან დიდი ხანია, ყველა მეტ-ნაკლებად მოაზროვნე ქართველისთვის, ერთიმეორის ჩალხანა-ალხანები არიან) და ნატოს სანაცვლოდ, ახლა ე. წ. ვიზალიბერალიზაციის ქიმერის დევნას გვთავაზობენ…

გასულ ბარბარობას რუსეთის პრეზიდენტის წინასაახალწლო გრანდიოზული პრესკონფერენცია გაიმართა, რომელმაც ყველა წინა რეკორდი მოხსნა _ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან 1500-მდე ჟურნალისტი, პოლიტოლოგი თუ ექსპერტი დაესწრო ამ ბრიფინგს, რომლის მიმდინარეობისას სამ საათ-ნახევრის განმავლობაში 45 კითხვას უპასუხა ვლადიმერ პუტინმა…

ასეთ ღონისძიებებზე შემთხვევით არაფერი ხდება, ყოველი წვრილმან-მსხვილმანი მესიჯებს შეიცავს მავანი სახელმწიფოების მიმართ.

მავანებმა თავის თავს მიხედონ და ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ…

ჩვენდამი კეთილგანწყობის წვრილმან დეტალად აღიქვა ყველამ, ვისაც საქართველოში თვალი და ყური აქვს, ის, რომ დამსწრეთა გასამასპინძლებელი .. ალაფურშეტი იმერულმეგრული ხაჭაპურებით იყო გაწყობილი.

ხოლო იმას, რომ მილეთის მედიაწარმომადგენლებიდან ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტსაც ერგო პატივი კითხვის დასმისა, პუტინის “მსხვილმანი” პასუხი იქით იყოს, წვრილმანს ნამდვილად ვერ უწოდებ!

პასუხი კი მოკლედ და, “კოტ ლეოპოლდის” ენით თუ ვიტყვით, უკვე მერამდენედ იყო: “რებიატა, დავაიტე ჟიტ დრუჟნო!”, ხოლო უფრო ვრცლად, რუსეთის პრეზიდენტმა _ “უვიზო რეჟიმის აღსადგენად მზად ვართ, ხოლო ტერიტორიული მთლიანობის შესახებ აფხაზებსა და ოსებს თვითონ დაელაპარაკეთ, მათთან იმუშავეთ, რუსეთისთვის ამ მოლაპარაკებების ნებისმიერი შედეგი მისაღები იქნებაო…

ერთ რამეში არ ვეთანხმები პუტინს _ ოდესის გუბერნატორად სააკაშვილის დანიშვნა არა მხოლოდ უკრაინელებისთვის იყოპლევოკ ლიცო”, არამედ, ამ და სისხლის სამართლის დამნაშავე სხვა ქართველების მაღალ პოსტებზე დანიშვნით უკრაინამ (წაიკითხე _ აშშ), პირველ რიგში, ქართველებს ჩაგვაფურთხა სულში.

ისე კი, საქართველოსთვის ამაზე მეტად იმედის მომცემი რა უნდა ეთქვა ვლადიმერ პუტინს? მაგრამ არა, პასუხად იმავე დღეს აღნავლდნენ სულგაყიდული ქართველი პოლიტიკოსები თუ ამერიკიდან ფინანსირებული ასოები (არასამთავრობოები) _ ხვალ ევროპა ვიზალიბერაციას მიანიჭებს საქართველოს, ზეგ ევროკავშირში მიგვიღებენ და ამით შეშინებული პუტინი ამიტომ ალაპარაკდა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზეო(?!).

ამაზე მეტი უგუნურება გაგონილა?

თუმცა არა, ეს უგუნურება კი არა, გონიერი მტრობაა საქართველოსი.

ვის ვისი ეშინია, კარგად ვხედავთ _ რადგან რუსეთში ვერაფრით მოახერხეს ფერადი რევოლუციის მოწყობა, რადგან პუტინის ხელისუფლებამ დროულად მოთოკა მეხუთე კოლონა საკუთარიასოებისსახით, ქვეყნიდან უბოდიშოდ გააძევა ამასოთადამფინანსებელი სოროსის ფონდი, შარშან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების იმედად, არიქა, რუსები ქუჩაში გამოვლენ და თავად დაამხობენ პუტინისდიქტატურასო”, აშშმა საკუთარი სატელიტი ევროპის ლიდერებს პუტინისთვის ხელის ჩამორთმევაც კი აუკრძალა, მაგრამ დღეს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ამერიკის დაუკითხავად დაიწყო სირიაში ტერორიზმთან რეალური ბრძოლა ხმელეთიდან, წყლიდან, წყალქვეშიდან თუ ჰაერიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტებით, დასავლეთის დაზაფრული ლიდერები ერთმანეთს ასწრებენ კრემლში მისვლას.

თვით აშშ-ის სახმდივანმა ჯონ კერიმ ისე შეიკუნტრუშა, ადგილზე ისე შემობზრიალდა, მგონი, პუტინი შემოვიდაო, რომ მსგავსი სისხარტე სუხიშვილების ანსამბლის “ტრიუკაჩებსაც” კი შეშურდებოდათ.

 როდესაც პუტინი მართლაც შემოვიდა, მოლაპარაკებების შემდეგ, ჯონ კერი ბავშვივით იყო გახარებული, პუტინს რომ შევჩივლე, თქვენი ავიაცია ასადის ოპოზიციასაც ბომბავსო, ეს “საჩივარი” რუსეთის პრეზიდენტმა უბის წიგნაკში ჩაიწერაო.

მეორე დღეს ხომ საერთოდ _ არიქა, ევროპამ გვითხრა, საქართველო იმსახურებს უვიზო მიმოსვლასო და ერთი ვაი-ვიში ატყდა ქოც-ნაცების ხელისუფლებაში:

პრემიერმა ღარიბაშვილმა, სააკაშვილის საუკეთესო ტრადიციების დაცვით (ერთი პატარა სხვაობით, სააკაშვილი “რუსთავი 2”-ს “უმიზნებდა”), ზუსტად 5 საათზე, ტელეიმედის “ქრონიკის” დაწყების დროს დანიშნულ ბრიფინგზე განაცხადა, _ ასრულდა წინაპართა ოცნებაო (ჰო, რა, ჩვენს მამა-პაპებს ვიზალიბერალიზაციის ჯავრი ჩაჰყვათ საფლავში), და მას შემდეგ გრძელდება ეს უგვანი მილოცვები…

არადა, რას გვილოცავენ ჩვენ, რიგით ქართველებს?

ისინი, ვინც გვილოცავდნენ, აქამდეც მშვენივრად დასეირნობდნენ ევროპა-ამერიკაში, უბრალო ქართველები კი უცხოეთში ვიზით თუ უვიზოდ ევროპელი თუ ამერიკელი, უკაცრავად და, მარაზმში ჩავარდნილი ბებრების უკანალების საწმენდად თუ წავლენ.

ეგეც არ იყოს, ევროპაში უვიზო მიმოსვლამდე კიდევ ბევრისაშინაო დავალებააშესასრულებელიო და ვეჭვობ, რომ ეს დავალება გეიპარადების ჩატარება და ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონება იქნება

თუმცა, ამას თუ ავცდით, ნატოს ზღაპრისა არ იყოს, ახლა უვიზო რეჟიმზე დაიწყება _ დღეს არა, ხვალ, ხვალ არა _ ზეგ, ანუ, როგორც ნატოში მიგვიღებენ როდინობის კვირის შვიდშაბათს, ასევე იქნება ვიზალიბერალიზაციის საქმეც. რაც შეეხება ევროკავშირს, ამაზე ლაპარაკიც კი უნამუსობაა!

რომელ ევროკავშირში გაწევრებით გვაბოლებენ, რომელიც, პრაქტიკულად, დაშლის პირასაა მისული? სხვა რა ჰქვია იმას, რომ შენგენის სივრცეშიც კი, არათუ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, თვით შენგენის ქვეყნების მოქალაქეთათვისაც შეზღუდულია გადაადგილება?!

 თუმცა, ეგეც რომ არ იყოს, ტერორიზმის შიშით აკანკალებული ევროპა პანკისის პატრონი საქართველოთი აიტკივებს ისედაც შაკიკიან თავს?

რუსეთი კი უახლოეს პერიოდში პუტინის კალმის ერთი მოსმით გააუქმებს საქართველოსთან სავიზო რეჟიმს და დავუშვათ, რომ ჩემი სკეფსისი არ გამართლდა და ევროპამაც რუსეთის პარალელურად მოგვცა უვიზო რეჟიმი, სად უფრო მეტი ქართველი წავა _ რუსეთში თუ ევროპაში?

ამ კითხვის პასუხად ქვემოთ ვრცელ ისტორიულ ექსკურსს შემოგთავაზებთ, რომელსაც ასე დავაქვესათაურებ:

“ჟამი არს, მტერი მამულის მივცეთ ლახვარსა ლესულსა!”

ზუსტად ასეა ნათქვამი გივი ამილახვრის აღსარებაში, რომელიც გრიგოლ ორბელიანმა ჟურნალში “სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებანი” დასაბეჭდად დაწერა და რომელიც შეთქმულების აჯანყებაში გადაზრდის შემთხვევაში აჯანყებულთა დევიზი, გნებავთ, მთავარი ლოზუნგი გახდებოდა.

ჟურნალი, რომელიც 1832 წლის შეთქმულების მონაწილეთა ბეჭდვითი ორგანო იყო, შეთქმულებთან ერთად “დააპატიმრეს”. რედაქციის არქივში, რომელიც დაპატიმრებისას სოლომონ დოდაშვილს ჩამოართვეს, ერთი ანონიმური ლექსიც აღმოჩნდა, რომელსაც მკვლევარნი იოანე ბატონიშვილს მიაწერენ. ამ ლექსში იმდროინდელი საქართველოს ვითარება ასეა დახატული:

სკვით წაგვართვეს მთლად ქვეყანა, არც კი მოგვცეს კაცი ერთი; ქართლკახეთსა არ დაჰჯერდნენ, ზედ დაიდვეს იმერეთი. მწირობაში დავგლახავდით, შემწე არ გვყავს არცა ერთი, შევთხოვთ ზენას სამართალსა, ვნახოთ, ვითა განსჯის ღმერთი”.

ზენამ კი ისე განსაჯა, რომ შეთქმულება იესე ფალავანდიშვილის ღალატით გამოაშკარავდა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის იდეამ დროებით, მაგრამ კაი ხნით ადგილი დაუთმო რუსეთის იმპერიაში ქართველი ერის ფიზიკურად გამრავლების, განათლების, კულტურის აღორძინების, იმდროინდელი მოწინავე ტექნოლოგიების ათვისების და სხვა, ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ამოცანებს!

მართლაც, რუსულ ხიშტებზე შეწყდომაზე გონივრული უარის სანაცვლოდ, ქართველმა ერმა, ელემენტარულად, წერა-კითხვა ისწავლა, ხოლო მისი უკეთესი შვილები პეტერბურგ-მოსკოვ-კიევ-ოდესის გავლით ევროპის სხვა ქალაქების უნივერსიტეტებშიც ეზიარნენ უმაღლეს განათლებას.

მიხეილ ვორონცოვის რუდუნებით დაარსდა პირველი ქართული გაზეთები, თეატრი, ოპერა; სწორედ პეტერბურგიდან მობრუნებულმა .. თერგდალეულებმა, დიდი ილიას მეთაურობით, შექმნეს ახალი ქართული მწერლობა; განვითარდა ვაჭრობა, მრეწველობა, ტფილისი გახდა სრულიად კავკასიის უმთავრესი ქალაქი და, რაც მთავარია, ქართველი ერი ფიზიკური განადგურების საფრთხეს გადაურჩა _ XIX საუკუნის დამდეგს, ანუ, რუსეთთან შეერთებისას აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა, სულ რაღაც, 70 ათას (!) ოჯახს (დემოგრაფ ანზორ თოთაძის მონაცემებით) ითვლიდა, ხოლო XIX საუკუნის მიწურულს რუსეთის იმპერიაში ჩატარებული აღწერის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობამ 1.5 მილიონს გადააჭარბა.

“სწრაფად განვითარდა ხელოსნობა, გაჩნდნენ კაპიტალისტური ტიპის მანუფაქტურები: აბრეშუმის, შაქრის, მინის, ტყავის, საპნის, აგურის საწარმოები. 1852 წლისთვის მხოლოდ ტფილისის გუბერნიაში 154 საწარმო არსებობდა, ხოლო 10 წლის შემდეგ მათმა რაოდენობამ 400-ს(!) გადააჭარბა.

თბილისში წარმოიშვა კომერციული სახლები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაჩნდა ბაზრობები, ე.წ. იარმარკები; თბილისელი ვაჭრები მომრავლდნენ ნიჟნი ნოვგოროდის ბაზრობაზე, საიდანაც უპირატესად შემოჰქონდათ ბამბის, სელის, შალის, აბრეშუმის ქსოვილები, რკინისა და ფაიფურის ნაწარმი, შაქარი, პურის ფქვილი და სხვ. თბილისელ ვაჭრებს ნაირ-ნაირი საქონელი გაჰქონდათ რუსეთში და იმპერიის საზღვარგარეთ. ნოვგოროდის 1850 წლის იარმარკაზე თბილისელ ვაჭრებს 1.195019 მანეთის საქონელი ჩაუტანიათ. დასავლეთ საქართველოდან სიმინდის დიდი რაოდენობა გაჰქონდათ ინგლისში და ირლანდიაშიც კი”.

ეს ყველაფერი აკაკი და პაატა სურგულაძეების ავტორობით გამოცემულ, 1783-1990 წლების “საქართველოს ისტორიიდან” ამოვიწერე და ევროპასთან ასოცირების და ახლა უკვე ე.წ. ვიზალიბერალიზაციის ცრუპერსპექტივებით გონდაბნელებულთა საყურადღებოდ რამდენიმე კითხვას დავსვამ:

იცით კი, რამდენი ევროს ეკვივალენტია დღეს მაშინდელიმილიონ სჩემტოოქროს რუსული რუბლი, რომლის ღირებულების საქონელიც საქართველოს რუსეთთანძალითშეერთებიდან, სულ რაღაც, 50 წლის შემდეგ შეუტანიათ თბილისელ ვაჭრებს ნოვგოროდის ბაზრობაზე და როდის, ევროპის ასოცირებასთანნებაყოფლობითმიერთებიდან რამდენი წლის შემდეგ გაიტანს საქართველო მილიარდობით ევროს ღირებულების საქონელს ევროკავშირის ქვეყნებში?!

ეს ისე, მცირე ლირიკულ-რიტორიკული გადახვევა…

ახლა მავანი დამამუნათებს, რუსეთმა გააუქმა ბაგრატოვანთა სამეფო ტახტი და ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, კირით შეგვითეთრეს ფრესკები, ქართველთა გარუსება მოინდომეს და ა.შ. სხვა მრავალი ვნება მოგვაყენეს ჯერ რომანოვებისა და შემდეგ სტალინის იმპერიაში 200 წლის განმავლობაშიო… და მერე რა?

ეს ყველაფერი ჩემს შესაძლო ოპონენტებზე კარგად იცოდნენ საქართველოს იმხანად მოღვაწე გამორჩეულმა შვილებმა, მაგრამ…

პირუთვნელმა ისტორიკოსებმა მე-19 საუკუნის დასაწყისი მაინც უმნიშვნელოვანეს მომენტად მიიჩნიეს ქართველი ხალხის ისტორიულ განვითარებაში, რადგან ამ დროიდან იწყება ახალი პერიოდი ქართველი ხალხის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ქართველი ხალხის ბედი მტკიცედ დაუკავშირდა რუსი ხალხის ბედს.

ქართველი ხალხის ფიქრთამპყრობელმა ილია ჭავჭავაძემ ბრწყინვალე პუბლიცისტურ წერილში ასის წლის წინათ”, რომელიც 1899 წლის 26 ნოემბერს დაწერა და საქართველოში რუსის ჯარის პირველად შემოსვლის 100 წლისთავს მიუძღვნა, რუსეთთან საქართველოს შეერთების ისტორიული მნიშვნელობა შემდეგი სიტყვებით გადმოსცა:

დამშვიდდა დიდი ხნის დაუმშვიდებელი, დაღალული ქვეყანა, დაწყნარდა აკლებისა და აოხრებისაგან, დასცხრა ომისა და ბრძოლისაგან. დადუმდა ჟღერა ხმლისა და მახვილისა, მტრის სახელით მოღერებულისა ჩვენ ზედა ჩვენს ცოლშვილებზე, გაჰქრა ცეცხლი, რომელიც სწვავდა და ჰბუგავდა ჩვენს მამაპაპათა ბინას, ჩვენს საცხოვრებელს, გათავდა რბევა და აკლება, მიეცა წარსულს და მარტო საშინელ და შემაძრწუნებელ სახსოვრადღადაგვრჩა. დაუდგა ახალი ხანა, ხანამოსვენებულის, უშიშარის ცხოვრებისა, სისხლდანთხეულ და ქრისტეს ჯვრისათვის ჯვარცმულ საქართველოს, რომელიც ღმერთმა სააქაო სამოთხედ გაუჩინა ადამიანს და კინაღამ ერთ დიდ სასაფლაოდ არ გადაექცა მის თავდადებულ შვილებს, რომელნიც უმწედ, უნუგეშ, ყველასაგან შორს, მარტოდმარტო იხოცებოდნენ ქრისტეს სარწმუნოების სადიდებლად და თავისის ვინაობის გადასარჩენად. დაიდვა საზღვარი მშვიდობისმყოფელ ცხოვრებისა. ის დღე და ეს დღე, ვეღარავინ გადმოლახა იგი საზღვარი ცეცხლითა და მახვილით ხელში და 26 ნოემბერს 1799 წელს, კვლავ სასოებაგაღვიძებული მეფე და ერი, გულწრფელად მიენდო თავის მომავალსა, დიდის რუსეთის მფარველობის იმედითა და ნუგეშინით ფრთაშესხმული”…

ნიშანდობლივი და, ერთი შეხედვით, პარადოქსული ფაქტია, რომ მთიულეთის, კახეთის, იმერეთის აჯანყებების თუ იმავე 1832 წლის შეთქმულთა საბოლოო მიზანი იყო არაოკუპანტ რუსეთთან ყველანაირი კავშირის გაწყვეტა, არამედ გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე აღდგენა სამეფო ტახტისა და ზოგადად შიდაავტონომიური მმართველობისა, რადგანაც კარგად ხედავდნენ, რომ ლამის ალექსანდრე პირველის მანიფესტის გამოცხადებისთანავე საქართველოში აილაგმა ლეკიანობა და ისლამის ოკეანეში კვლავ აღმოჩენის პერსპექტივა არავის ხიბლავდა

XX საუკუნის დასაწყისში კი რუსეთის დუმის დეპუტატი, თავადი ილია ჭავჭავაძე რუსეთის იმპერიის შიგნით ითხოვდა საქართველოს კულტურულ ავტონომიას. ეგ იყო და ეგ, რადგანაც ილია მართალსაც კარგად ესმოდა, რომ საქართველოს ძლიერი შემწემფარველის გარეშე გაუჭირდებოდა დამოუკიდებლად არსებობა, საკუთარი ისტორიული მეს შენარჩუნება!

დიდი ილიას შიში უსაფუძვლო რომ არ იყო, დღეს გამოჩნდა _ ვითომ დამოუკიდებელი სახელმწიფო გვაქვს, მაგრამ სამშობლოს გვართმევენ.

რუსეთის იმპერიაში სახელმწიფო არ გვქონდა, მაგრამ გვქონდა სამშობლო

პარადოქსია ისიც, რომ ქვეყნის “მთავარი ოპოზიციური ძალა” _ ნაცბანდა ნიადაგ ამუნათებს მეოცნებე ხელისუფლებას, რომ ისინი პრორუსულები არიან, პუტინის თამაშს თამაშობენ და ა.შ. “ოცნების” წარმომადგენლები კი ხელებს ავსავებენ, ლამის ბარაკ ობამას დედის სულს იფიცებენ _ რის რუსეთი, რა პუტინი, პირდაპირ ევროკავშირ-ნატოსკენ გვიჭირავს გეზიო!

ჰოდა, ნაცებქოცების ამ შეხმატკბილებულ, კოჰაბიტაციიდან შობილ ვასვასში ქვეყანა თავზე გვექცევა _ აგერ თითქმის 3 წელიწადია, საქართველორუსეთისახალი ურთიერთობებიკარასინაბაშიძის ფორმატსა და რუსეთის ბაზარზეორიოდებოთლი ქართული ღვინობორჯომის შეტანას ვერ გასცილებია. ამიტომაც არის, რომ კონფლიქტის ზონაში რუსეთის მხრიდან ე.წ. მცოცავი ანექსია გრძელდება და, თუ ამჯერად ვიზალიბერალიზაციით დაბოლილები, უილაჯო არა-არას არ მოვიშლით, ცოცვა ხტუნვაში გადაიზრდება და მავთულხლართებს იქით _ ქუთაისთან, ხოლო აქეთ _ თბილისთან გადმოიტანენ!

ამ რეალობაში ქართველი ურაპატრიოტები “რკინისებური არგუმენტებით” გვიპირისპირდებიან პრაგმატულად მოაზროვნეებს _ თუ ერთმორწმუნეები არიან და ჩვენთან მეგობრობა უნდათ, დაგვიბრუნონ ჩვენი ტერიტორიების 22 % და ა.შ. სხვა მრავალი ლირიკული გადახვევა, რომლებსაც საერთო არაფერი აქვს მკაცრ პოლიტიკურ რეალობასთან.

თუ რუსეთმა ჩვენი მიწის 22 % მიითვისა, რატომ არავინ ითვლის მიწის იმ პროცენტებს, რომლებიც მართლაც ჩვენმა მარადიულმა მტერმა თურქეთმა მიისაკუთრა?

რუსეთს, რომელსაც დროებით აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული, მხოლოდ მტრად განვიხილავთ, ხოლო მართლაც ისტორიულ მტერს, თურქეთს, რომელსაც სამუდამოდ აქვს მიტაცებული ჩვენი ტერიტორიები _ უპირველეს მეგობრად, ქვეყანას, რომლის ეკონომიკური ანექსია უკვე თბილისშიც და განსაკუთრებით აჭარაში თვალნათელია.

ეს არის სახელმწიფო, რომლის პრემიერმინისტრი დავიდოღლუ პირდაპირ აცხადებს, რომ თურქეთის საბოლოო მიზანი ე.წ. დიდი თურანის იმპერიის აღდგენაა სტამბოლიდან ბათუმ-სარაევომდე, რომლისთვისაც გლობალიზაციის პირობებში სულაც არ არის საჭირო ტანკები და ბომბები. ეკონომიკურ ექსპანსიაზე უკვე მოგახსენეთ და საქართველოს ტელევიზიებში საეჭვოდ მომრავლებული თურქული სერიალები ამ პროცესის პროპაგანდისტული შემადგენელია.

რა თქმა უნდა, რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, მაგრამ თურქების მიერ ანექსირებულისგან განსხვავებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულის დაბრუნების შანსი ჯერ კიდევ არსებობს და თუნდაც ამიტომ არ ვუწოდებ მას ოკუპანტს.

ეგეც არ იყოს, იქნებ ისიც დაგვეთვალა, რამდენი ტერიტორია დააბრუნა XIX საუკუნეში რუსულმა იარაღმა და ირან-ოსმალეთთან ომებში დაღვრილმა რუსულმა სისხლმა ფორმალურად რუსეთის იმპერიის ქუთაისისა და თბილისის გუბერნიებში, რეალურად კი ერთიან ქართულენოვან კულტურულ სივრცეში. დამოუკიდებლობისა და იმ ტერიტორიების დაკარგვა, რომლებიც XX საუკუნეში რომანოვების იმპერიის დამხობის შემდეგ უკვე ფორმალურადაც საქართველოს იურისდიქციაში მოექცა, სტალინ-ორჯონიკიძეზე მეტად უნიათო მენშევიკების ბრალი იყო.

იქნებ ისიც გაგვეხსენებინა, როგორ განუცხადა მოკავშირეებს სტალინმა 1945 წლის იალტის კონფერენციაზე, თურქეთმა საქართველოს წართმეული ტერიტორიები უნდა დაუბრუნოსო _ სიტყვას საქმეც მოაყოლა დიდმა ბელადმა და სარფიდან, ვიდრე ტრაპიზონამდე, უკვე რაიკომის მდივნობის კანდიდატებსაც კი განიხილავდნენ პოლიტბიუროში.

და რომ არა ჩვენი დღევანდელი “მეგობარი” აშშ, რომელმაც სტალინის მადის მოსათოკად, მის დასაშინებლად უკვე დამარცხებულ იაპონიას ატომური გენოციდი მოუწყო, დღეს ტრაპიზონში იქნებოდა საქართველოს საზღვარი…

მაშ, ვინ არის “მტერი მამულის” და ვინ უნდა “მივცეთ მახვილსა ლესულსა”?

სწორი, თანმიმდევრული და, რაც მთავარია, გულწრფელი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, მით უმეტეს, ერთმორწმუნის მოყვრად ქცევა ადვილია!

უმადურობა დიდი ცოდვაა, ხოლო ისტორიული უმადურობის ცოდვისთვის პასუხს მთელი ერი აგებს, ამიტომ, როდესაც რუსეთის მხრიდან ქართველებისთვის მიყენებულ ზიანზე ვლაპარაკობთ, არც რუსეთთან თანაცხოვრების სიკეთე უნდა დავივიწყოთ.

მთავარი მტრები მამულისა არიან თავისუფლების ინსტიტუტი და მის ბაზაზე დაჩეკილი გველის წიწილები, ოკეანის გაღმიდან თუ ევროპიდან უხვად დაფინანსებული ასოები და მათი სკოლაგამოვლილი ლიბერასტი პოლიტიკოსები, რომლებმაც რუსეთს ლამის საშვილიშვილოდ გადაგვკიდეს, რომლებიც ყოველგვარ ქართულს, მართლმადიდებლურსა და ტრადიციულს უკვე აშკარად ებრძვიან. სწორედ ისინი უნდა “მივცეთ მახვილსა ლესულსა” და არა რუსეთი და მისი პრეზიდენტი.

ამ ომში საქართველოს ბედიც წყდება, მაგრამ არა ნაცური, არამედ კაცური გაგებით. საბოლოო ჯამში, დღეს უღმერთობა ებრძვის ღმერთს, უზნეობა _ ზნეობას, პედერასტობა _ ვაჟკაცობას, ნორმალურობა _ არანორმალურობას და ყველა ნორმალური ადამიანის სიმპათია რუსეთის მხარეს იხრება.

ამერიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი მსოფლიოში ლგბტ-პედერასტების უფლებების დაცვააო, _ განაცხადეს ჰილარი კლინტონმა და ბარაკ ობამამ და ამაზე მეტი რაღა გინდათ ხელისუფლებაში თუ მის გარეთ მოვასვასე ამერიკის “შნირებო”?!

მიუხედავად ამისა, საქართველოში დღემდე არ არსებობს ძლიერი, ე.წ. რუსული ლობი და ეს, უწინარესად, რუსეთის ბრალია, რომელიც სერიოზულ კაპიტალს არ დებს ქართულ პოლიტიკაში და, რასაც დებს, ისეთ ოდიოზურ პიროვნებებზე გავლით, რომ პრორუსულობის იდეა თავშივე დისკრედიტებულია.

ამიტომაა, რომ ქართულ პოლიტიკაში შესასვლელი საშვი იმაზე გადის, როგორ გააღმერთებ ამერიკას და, შესაბამისად, როგორ აგინებ რუსეთს!

არადა, თუნდაც მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთთან ერთ სახლში 2 საუკუნე ვიცხოვრეთ, ნორმალურია, რომ საქართველოში არსებობდეს პრორუსული, უფრო სწორად, პროქართული პარტია, რომელიც საქართველოს მომავალს რუსეთს დაუკავშირებდა და ამის გამო მოღალატედ არ შერაცხავდნენ.

აი, ეს კი იმის ბრალია, რომ საქართველოში დღემდე არ აღმოჩნდა პოლიტიკოსი, რომელიც პირდაპირ, ყოველგვარი რევერანსის გარეშე დასავლეთის თუ ადგილობრივი ლიბერასტების მიმართ გაბედავდა და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევდა…

ჰოდა, მე ვბედავ: მხოლოდ რუსეთთან ერთად ვხედავ საქართველოს მომავალ განვითარებას, მხოლოდ რუსეთთან ერთად ვხედავ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მხოლოდ რუსეთთან ერთად ვხედავ მართლმადიდებლობის გამარჯვებას და, აქედან გამომდინარე, მხოლოდ რუსეთთან ერთად ვხედავ საკუთარი იდენტობის გადარჩენას _ სახელმწიფოც რომ მქონდეს და სამშობლოც!

დავით მხეიძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here