Home რუბრიკები საზოგადოება იოვანეს ალგორითმი

იოვანეს ალგორითმი

652

აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე არჩევნების გაყალბების სისტემის ავტორს _ ივანე კიღურაძეს ამხელს

ინდექსმა ხომ არ გავნო, ვანო?”

რა ენა წახდეს _ ერიც დაეცეს

ილია მართლის აზრით, ქართველი ერის თვითმყოფადობისუტყუარი შემნახველი, ჩვენი სიკეთე და სიმდიდრე მიწა და გუთანიიყო და ერს, რომელსაც ეს ორი საგანი ხელთ შერჩენია, “შეუძლია თავმოწონებით თქვას: “მე ერი ვარ და მკვიდრი ბინა მაქვს სადღეისოდ და სამემრისოდაც”-. მაგრამ ჩვენს დიდ წინაპარს არ ავიწყდებოდა ისიც, რომ განსაკუთრებული მზრუნველობით უნდა მოვკიდებოდით სამ ღვთაებრივ საუნჯეს: მამულს, ენას და სარწმუნოებას. რადგან ეს სამი ცნება ასაზრდოებდა ქართველთა მოდგმას, ჯიშს, ტრადიციებს, კულტურას და, რაც მთავარია, სულიერ უდრეკობას. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ქართველი ერის სამი ჰიპოსტასი, რომელთაგან ერთერთის უგულებელყოფა უკვე თავისთავად ნიშნავდა ერის ვინაობისა და თავისთავადობის მოშლასა და წარეცხვას.

ჩვენი მტრები არა მხოლოდ ცეცხლითა და მახვილით იპყრობდნენ და ანადგურებდნენ საქართველოს, არამედ რელიგიისა და კულტურის ექსპანსიით ცდილობდნენ ჩვენი მენტალიტეტის, ზნეობის, ტრადიციების შერყვნასა და მოსპობას. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის მაღალ კულტურათა დინების თუ მიმოქცევის გასაყარზე, უფრო სწორად, შუაგულში მდებარეობდა. შესაბამისად, ქართველი ერი, როგორც ცივილიზებული წარმონაქმნი, ითვისებდა, გნებავთ, აღმოსავლეთისა და, გნებავთ, დასავლეთის კულტურის ელემენტებს, მაგრამ, რაც ერთობ საგულისხმოა, მათ თავის კულტურისა თუ სულიერ ქურაში ადნობდა, ამუშავებდა და არსებული ტრადიციებისა და ჩვენი მდიდარი კულტურის შესაბამის ორიგინალურ უჯრედად და იდენტურ შრედ აქცევდა. ამგვარად იქცევა ყველა მაღალი კულტურისა და ღირსების ხალხი და ერი. ასე იქცეოდნენ ჩვენი უტეხი სულისა და ჯიშის წინაპრებიც.

დღეს კი რა ხდება?! დაუნდობელი გლობალიზაციის ვეშაპმა დადემოკრატიის ურჩხულმაქართველ კაცსა და ერს ღირსება დააკარგვინა, დაავიწყა თავისი მდიდარი, საამაყო ისტორიული წარსული და კულტურაწაგვრილი ევროპა, რომელიც აჩრდილიც კი აღარ არის ერთ დროს არსებული მაღალი ნიჭიერებით შექმნილი ხელოვნებისა, უქცია სალოცავ ხატად და მისაბაძ ნიმუშად. ხოლო ამერიკა, თავისი კულტურული წარსულით რომ ვერ დაიკვეხნის, გაგვიხადა თავისუფლების სიმბოლოდ მაშინ, როცა სწორედ ამერიკაა სულის თავისუფლების მესაფლავე, უსამართლობის დამყაყებული ჭაობი, რომელიც მსოფლიოზე ბატონობის პრეტენზიით არის აქოთებულაყროლებული.

რა, ბნელა თუ რამ აგვიმღვრია გონება?! თურაშაულის პატრონები ტყეში პანტას რატომ დავეძებთ?! პროვინციალიზმის საშიშმა სენმა ხომ არ იჩინა თავი? ინგლისური ენის საყველპურო ცოდნით თავს ვიწონებთ და ჩვენს მადლიან ქართულ ენას, ბურჯს ერის ვინაობისას, ამრეზით ვუყურებთ და აბუჩად ვიგდებთ! განა ყოველმა ჩვენგანმა არ ვიცით, რომ მიწაწყლის გასხვისება და მშობლიური ენის დაკნინება ერის სიკვდილის ტოლფასია?! მავანმა შეიძლება ისიც არ იცის, რომ ერის სიკვდილი ყველა ჩვენგანის, ყველა ერისშვილის სიკვდილს ნიშნავს!.. სხვათა შორის, ეს ჩვენ თუ არა _ კარგად უწყოდნენ ჩვენმა “მეგობრებმაც” და მათ მიერ ხელდასხმულმა ხელისუფლებამ, მიშიკოს თავკაცობით. ამიტომაც ტყავიდან ძვრებოდნენ, რომ ქართული მიწები გაესხვისებინათ და სახელმწიფო ენა _ ქართული _ დაემცროთ, არად ჩაეგდოთ:

ჯერ იყო, უწიგნურმა, “კანალიზაციისშეუდარებელმა ოსტატმა .. განათლების მინისტრმა კახა ლომაიამ გვაუწყა, რომ ინგლისური მეორე სახელმწიფო ენად უნდა გვეღიარებინა, მერე _ ჩიტისტვინა ჩიტირეკიამ, ქართველთმოძულემ და მტერმა, .. მიშუტკა პრეზიდენტმა ბრძანა, რომ უმაღლესის დამთავრების დიპლომს არ მისცემდა იმ ახალგაზრდას, რომელსაც ინგლისური არ ეცოდინებოდა.

მხოლოდ ამ განცხადების გამო უნდა დაგვეყვერა ეგ ნაძირალა ქართველებს, მაგრამ ერთ ყურში შევუშვით და მეორიდან გამოვუშვით. სწორედ ამ გულარხეინობამ განაპირობა ის, რომ ჩვენმა პარლამენტმა დიდი ჯახირის შემდეგ ძლივს მიიღო კანონი სახელმწიფო ენის შესახებ. მეტიც, მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის მკრეხელური ფიქრით: პარლამენტში უნდა ავირჩიოთ ის პირი, რომელიც ინგლისურ ენას ფლობს და ინგლისურად ჭყლოპინებს. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ ჩვენი რჩეულის ცხოვრების წესს, ზნეობას, სამშობლოსა და ხალხისადმი სიყვარულს, გონიერებას, პრინციპულობას, მშობლიური, ანუ სახელმწიფო ენის ცოდნას და .., არამედ იმას, როგორ ეხერხება მას ინგლისურად “ბჟუტური”… აი, ამიტომაც ტრიალებს ასე უკუღმა ჩვენი ქვეყნის ბედი. მართლაცდა, ავაჰმე, ჩემო მამულო, ვის ხელთაა ბედი შენი?!

სამწუხაროდ, ამგვარი ტენდენცია შეიმჩნევა მეცნიერთა წრეებში, მშობლიური ენის უპირველესი დამცველები რომ უნდა იყვნენ. ამ მკრეხელობამ თავი იჩინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც იყო ეროვნული სულიერების ტაძარი, რომელშიც ქართული ცნობიერება იბადებოდა და იჭედებოდა, ამ, ვიტყოდი, ჯერაც აღუქმელი ჭირის სათავე კი იმალება იმ მინიმალურ სამეცნიერო მოთხოვნებში, რომლებსაც უნივერსიტეტი უყენებს თავის აკადემიურ პერსონალს და, რაც დაფუძნებულია ციტირების საერთაშორისო სისტემაზე, ამერიკაში რომ წარმოიქმნა და, როგორც მოსალოდნელი იყო, საყოველთაო აღიარება ჰპოვა. მარტივად, მეცნიერების ღვაწლს აღიარებენ მხოლოდ ინდექსირებულ ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების ციტირების რაოდენობის მიხედვით. ამასთანავე, ხდება ამ ჟურნალების ხარისხობრივი კლასიფიკაცია და საფეხურებრივი რიგის შესაბამისად შრომების შეფასება. მაგალითად, ყველაზე ფასეულია ტომსონ როიტერის (I) ან SCOPUSის (II) მიერ ინდექსირებულ ანდა სხვა ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიები, რომლებიც აღიარებულია ERIH-ის მიერ (III). უფრო ნაკლებ ფასეულია ის სამეცნიერო სტატიები, რომლებიც დაბეჭდილია Poez-reviewd-ის მქონე რეცენზირებულ საერთაშორისო ჟურნალებში(IV). საქართველოში და ასევე, უცხოეთში გამომავალ ჟურნალებში გამოქვეყნებული შრომები, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღება მხედველობაში, თუ ამ ჟურნალებს ISSN კოდი აქვთ და ჰყავთ საერთაშორისო სარედაქციო საბჭო, ვრცელდება საერთაშორისო მასშტაბით და არის ღია საერთაშორისო კონტრიბუციისთვის (V). რაც შეეხება ადგილობრივ, ქართულ პერიოდიკას, მხოლოდ ორ ადგილობრივ ჟურნალში, ენათმეცნიერებისა და ლიტერატურის ინსტიტუტებს რომ ეკუთვნის, გამოქვეყნებული სტატიები შეიძლება ასე თუ ისე სათვალავში მიიღონ.

ჟურნალების რანგირების მიხედვით, ჯამდება გამოქვეყნებული შრომების ფასეულობაც. პირველ (I) შემთხვევაში საკმარისია ორ წელიწადში ორი პუბლიკაცია, მეორე შემთხვევაში კი (II) (III) _ სამი და ასე შემდეგ. შეფასების წილიც შესაბამისად სხვადასხვაგვარია I, II და III შემთხვევებში ფასდება 70%. შეფასების ამ კრიტერიუმს განეკუთვნება ასევე უცხო ენაზე გამოცემული მონოგრაფია, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში (IV, V, VI) და საკონფერენციო მასალები და სტატიები, ინდექსირებულნი ზემორე ხსენებული გამომცემლობის მიერ ანდა რეცენზირებული მონოგრაფია ქართულ ენაზე _ 50%-იანი წილით და ა.შ.

ამ შეფასების ლაბირინთში ერთობ ძნელია არიადნეს ძაფის მოძებნა, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ამ მეთოდით სამეცნიერო ენად ცხადდება ინგლისური, ხოლო მშობლიურ ენას მხოლოდ ორღობის ენის ფუნქცია ეკისრება.

ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ყოველ 4 წელიწადში ერთხელ მოხსენების სტატუსით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა, რომლის მასალები ინდექსირებულია Coogle Scholar-ში, ფასდება 30%-ით, ხოლო ყოველ 2 წელიწადში ერთხელ გამოქვეყნებული პუბლიკაცია ქართულ ენაზე ქართულენოვან სამეცნიერო თუ სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნალებში _ 20%-ით.

ბუნებრივია, ამგვარი შეფასების სისტემამ, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, დაუნჯებულ მეცნიერთა უმრავლესობის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, რომელიც მოკლედ ამგვარად შეიძლება წარმოვადგინოთ: უპირველეს ყოვლისა, ციტირების ინდექსით არ ირკვევა მეცნიერის პიროვნული ღვაწლი, რადგან არ მიიღება მხედველობაში, ნაშრომი ათი თუ ერთი ავტორის მიერ არის შესრულებული; მეორეც, ყველაზე აღიარებული ტომსონ როიტერის ანდა Scopusსისტემის მიხედვით არ მიიღება მხედველობაში მეცნიერის მონოგრაფიული შრომების ციტირება; მაშინ, როცა ფასდება და ანგარიში ეწევა იმ სტატიებსაც, რომლებშიც მკაცრად გაკრიტიკებულია თავად ავტორი; მესამეც, ჯეროვნად არ ფასდება პიონერული ფუნდამენტური შრომები და მეორად, უმნიშვნელო შრომებს უფრორე ანგარიშს უწევენ; მეოთხეც, ხშირად ხდება ისეც, რომ ღრმა მეცნიერული თვალთახედვანი თუ აღმოჩენები ვერ აღიქმება დროების შესაბამისად და მრავალი ხნით გვიანდება მათი აღიარებაც; მეხუთეც, ციტირება ხშირად მეგობრულ, კოლეგიურ, პირად ურთიერთობაზეა დამოკიდებული და, ასე განსაჯეთ, ურთიერთდამოწმების შეთანხმებითაც წარიმართება; მეექვსე, ბოლო ხანს მან მიიღო კორუფციული ხასიათი და, გარდა იმისა, რომ მაღალრეიტინგულ ჟურნალებში დაბეჭდვა საჭიროებს გარკვეულ ოფიციალურ თანხას, მომრავლდნენ გაქნილი შუამავლები, რომლებიც გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ გპირდებიან ციტირების ინდექსის სიმრავლეს და სიტყვასაც არ ტეხენ; აბა, როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ ზოგიერთ ჩვენს თანამემამულეს, რომლის ნაღვაწი და სახელი საერთოდ უცნობია მეცნიერული წრისთვის, ამშვენებს ციტირების გასაოცარი სიმრავლე, კერძოდ, 3000, 5000, 24000 და .. მეშვიდე, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მონოგრაფიები, რომლებშიც წარმოჩენილ ავტორთა მრავალწლიანი შრომის მეცნიერული შედეგები საერთოდ უგულებელყოფილია ზემორე ხსენებული ციტირების ინდექსის სისტემით. ასევე, არად მიიჩნევენ გამოგონებებს, პატენტებს, სამაგიეროდ, რეიტინგულ უცხოურ ჟურნალში გამოქვეყნებული მიმოხილვითი წერილიც კი, არავითარი მეცნიერული ღირებულება რომ არ აქვს, დიდად ფასდება;

მერვე, რაც მთავარია, უარყოფილია არაინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული ნებისმიერი სტატია, რაგინდ დიდი მეცნიერული ღირებულების იყოს აი, ეს არის ამ ეშმაკის მოგონილი სისტემის, ამ აბრაკადაბრას თავი და ბოლო, რომელზეც ზემოთ უკვე მოგახსენეთ და ახლა გავიმეორებთ. მეცნიერების სისტემის ამ უკუღმართი შეფასების მეთოდის შეფარული ზრახვაა მეცნიერების ენად გამოცხადდეს მხოლოდ ინგლისური, სხვა ენები კი წყალსაც წაუღია.

თუ სადამდე მიდის ამ შეფასების კურიოზულობა, შემდეგი მაგალითები გვიჩვენებს: მაგალითად, მეცნიერმა ივანემ თავის კოლეგებთან ერთად დაწერა ათი სტატია, ყველა მათგანი ათჯერ იქნა ციტირებული; მეორე მეცნიერმა _ ნიკომ ინდივიდუალურად დაწერა 10 სტატია, რომელთაგან ყოველი ციტირებული იქნა 100-ჯერ და ასი სტატია, ყოველი მათგანი რომ 10-ჯერ არის ციტირებული. ამ სისტემის მიხედვით, ვანოსა და ნიკოს ციტირების ინდექსი ტოლია და უდრის 10-ს. მეორე მაგალითი: მეცნიერმა ილიამ დაწერა ხუთი წიგნი, ყველა მათგანი 200-ჯერ რომ არის ციტირებული, ჩვენმა მარჯვე ვანომ კი დაწერა ერთადერთი სტატია, რომელიც ციტირებულია ერთხელ. საბოლოოდ, ვიღებთ სასაცილო ვითარებას, სატირალი რომ არ იყოს: ილიას ციტირების ინდექსი ნულის ტოლია, რადგანაც წიგნი (მონოგრაფია) არ მიიღება სათვალავში, ივანე კი ციტირების სისტემით გამარჯვებულია, +1 აქვს და იჯგიმება კიდეც.

ამგვარმა აბსურდამდე დასულმა ინდექსომანიამ საქმეში ჩახედული მეცნიერი მიიყვანა, ჩემი აზრით, სამართლიან დასკვნამდე, რომ ის (ინდექსური შეფასების სისტემა) “პრაქტიკულად სრულად ანადგურებს ინფორმაციას იმ ციტირებული მნიშვნელოვანი შრომების შესახებ, რომლებითაც ჩვეულებრივ ამაყობენ მეცნიერნი. ამ ინდექსის გამოყენების უაზრო ლოგიკა გვაგონებს ვითარებას, როცა ექიმი ადამიანის ჯანმრთელობის ანალიზისას ითვალისწინებს მხოლოდ პაციენტის სიმაღლეს, წონას და თმის ფერს!” მეტიც: შეიძლება ითქვას, თუ ამ სისტემას მეცნიერთა ღვაწლის საზომად გავიხდით, მაშინ მსოფლიოს უდიდესი მეცნიერნი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ევარისტ გალუას ინდექსის მიხედვით სულ ორი ციტირება ჰქონდა, ხოლო ალბერტ აინშტაინს _ ჰაჰა 4-5 (1966 წლამდე), მიუხედავად იმისა, რომ 1905 წელს უმნიშვნელოვანესი სტატიები გამოაქვეყნა. რაღა შორს წავიდეთ და ჩვენი დროის მსოფლიო დონის მეცნიერთა: ივანე ჯავახიშვილის, ნიკო მუსხელიშვილის, ილია ვეკუას, გიორგი ჭოღოშვილის, ანდრია ბიწაძის, აკაკი შანიძის, არნოლდ ჩიქობავას, გიორგი წერეთლის, ივანე ბერიტაშვილის და სხვათა მეცნიერული ნაღვაწი ნულს გაუტოლდებოდა და .. “რეფორმატორების” “იმპაქტ ფაქტორისჯინჯილებით მკერდდამშვენებულ ვაიმეცნიერთა გაქირდვის ობიექტად იქცეოდა.

ახლა ამ ტვინგაყინულთ რომ ჰკითხოთ, გიპასუხებენ: არაფერია აქ გასაკვირი, რადგანაც ზემორე ჩამოთვლილ მეცნიერთა ნაღვაწი და შემოქმედება წარსულს ჩაბარდა, ესენი კი მეცნიერების მომავალს ქმნიან და ამიტომაც ჰპოვეს მსოფლიო აღიარება, რასაც, თურმე ნუ იტყვით და, ციტირების ინდექსის სიმრავლეც (მავანის 3000-ს 5000-ს და, არ გაგიკვირდეთ, 40000-საც აჭარბებს!) მოწმობს. ეს ყოველივე სატირალია, სასაცილო რომ არ იყოს. ვისთან გატოლებას ლამობენ ეს მართლაც “ციტირებული ინდექსები”, რომლებიც ჩვენი დიდი წინაპრების ნატერფალნიც არ არიან?! მაშ, რაღამ აახუნტრუცა ეს ცოდვის შვილები?! ხომ გაგიგიათ, უპატრონო ქვეყანას ეშმაკები დაეუფლნენო. უფრო მართებული იქნება, თუ ვიტყვით, მეცნიერების არენაზე, ბედაურების ნაცვლად, ვირები ტლინკაობენ და ამ ტლინკაობით თავი მოსწონთ კიდეც!

დღეს აკადემიურ სივრცეში ინდექსომანიით შეპყრობილ “მანქურთთა” ჯგუფი გამოჩნდა, რომელთაც თავკაცობს აკადემიკოსი ვანო კიღურაძე. ისინი ქართველ მეცნიერებს მოგვიწოდებენ, ინგლისურად ვწეროთ და მრავალმნიშვნელოვნად დასძენენ: ქართული ვიღას სჭირდება, რა თავში იხლითო, როცა ნამდვილი მეცნიერება ფასდება ინგლისურენოვან ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების ციტირებით და, თუკი რამ წიგნის ან მონოგრაფიის მსგავსი გაქვთ, ერთი ადგილისთვის გამოიყენეთო! არ მგონია, ისეთი ბრიყვები იყვნენ, არ უწყოდნენ, რას როშავენ. არა, ბატონებო, ესენი გლობალიზაციის მხედრები არიან, რომელთაც თავი მეცნიერების ცის თაღზე მოციალე ვარსკვლავებად მიაჩნიათ და იმ სიმაღლიდან საქართველოს ერთ მცირე კუთხე-კუნჭულად აღიქვამენ, რომლის ხალხს, ენას, ტრადიციებს, კულტურას, მეცნიერებასა და რწმენასაც დასცინიან და არად აგდებენ. ერთი სიტყვით, ესენი არიან სხვათა მიერ დაგეშილი კოლაბორაციონისტები, საქართველო და ქართველი ხალხი რომ სძაგთ და მზად არიან, თავიანთი “მეცნიერული ნაღვაწით” ბატონი ვანოს დარად გავნონ კიდეც…

ელიზბარ ჯაველიძე

(დასასრული შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here