Home რუბრიკები პოლიტიკა ვნახე ყაზანი და… შემეცოდა საქართველო

ვნახე ყაზანი და… შემეცოდა საქართველო

3890

თათრეთის დედაქალაქ ყაზანში პირველად ზუსტად 40 წლის წინათ მოვხვდი ჩემი ნების საწინააღმდეგოდ _ საბჭოთა არმიის რიგებში გამიწვიეს 18 წლის ბიჭი და, აბა, რა უნდა მექნა?!

იმხანად ჭირის დღესავით მძულდა ყველაფერი საბჭოთა და, შესაბამისად, ყოველივე ამერიკულს ვეთაყვანებოდი დასავლური “რადიოხმების” პროპაგანდით გონებადაბნელებული ყმაწვილი და რა ჯანდაბა წამიყვანდა ჩემი სურვილით ყაზანში, რომლის შესახებაც მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ჩემი საძულველი სსრკ-ის დამაარსებელ ლენინს ყაზანის უნივერსიტეტი დაუმთავრებია ოდესღაც. მოგვიანებით ისიც შევიტყვე, რომ სტალინის ვაჟი ვასილი ყაზანში გადაუსახლებია ნაძირალა ნიკიტა ხრუშჩოვს, სადაც აღსრულებულა კიდეც უბედური ვასია.

თუმცა ყაზანი ვნახეო, _ ვერ ვიტყვი, რადგან ჩემი იქ ყოფნის ერთი თვის განმავლობაში, რუხი ფერის ყაზარმების გარდა, არაფერი შემორჩენია ჩემს მეხსიერებას…

 ჰოდა, თვითმფრინავში ასულს შოთას სიტყვები ამეკვიატა:

“სად წაიყვან სადაურსა, სად აღუღფხვრი სადით ძირსა…” ნამდვილად აღარ მეგონა, თუ ოდესმე კიდევ მომიწევდა ყაზანში ჩასვლა…

მართლაც, თუ წლების წინათ წითელ არმიაში ძალით გამიწვიეს, ახლა სრულიად მოულოდნელად საერთაშორისო ფორუმზეთათრეთის მეგობრები და პარტნიორებიმიმიწვიეს.

ამიტომ წასვლის წინ, ჩემი ცოდნის შემოწმების მიზნით, ყაზანზე ენციკლოპედიური ცნობები მოვიძიე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თათრეთის დედაქალაქი, ლენინ-სტალინის გარდა, სხვა რამითაც ყოფილა ცნობილი და საინტერესო.

მონღოლთა ურდოებმა XIII საუკუნის დასაწყისში ლამის მთელ ევრაზიას გადაუარეს (მათ შორის, საქართველოსაც) და ე.წ. ოქროს ურდოს სახელწოდებით მონღოლურ-თურქული სახელმწიფო დააარსეს, რომლის შემადგენლობაში რუსეთის მნიშვნელოვანი ნაწილიც მოექცა.

XV საუკუნეში, ოქროს ურდოს დაშლის შემდეგ, სამი დამოუკიდებელი სახანო ჩამოყალიბდა _ ასტრახანის, ყაზანისა და ყირიმის. მათგან პირველი ორი _ ასტრახანი და ყაზანი _ ივანე მრისხანემ აიღო, ხოლო ყირიმის სახანო ეკატერინე დიდმა XVIII საუკუნის ბოლოს შეუერთა რუსეთის იმპერიას.

ასე რომ, ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ხელმეორედ შემოერთებით ისტორიული სტატუს-კვო, გნებავთ, სამართლიანობა აღადგინა.

ეს ისე, როგორც იტყვიან, მცირე ისტორიულ-ლირიკული გადახვევა.

რაც შეეხება დღევანდელ თათრეთსა და მის დედაქალაქ ყაზანს, დაახლოებით 4 მილიონი კაცი ცხოვრობს თათრეთის მრავალეროვან რესპუბლიკაში, რომელიც რუსეთის ევროპული ნაწილის აღმოსავლეთში მდებარეობს. მისი ფართობი 68 000 კვადრატული კილომეტრია და ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულ რესპუბლიკად ითვლება რუსეთის ფედერაციაში შემავალ რესპუბლიკებს შორის. თათრეთს რუსეთში წამყვანი როლი უკავია გაზისა და ნავთობის წარმოებაში. აქ აწარმოებენ თვითმფრინავებსა და ავტომობილებს (ლეგენდარული კამაზები). არის რამდენიმე აეროპორტი.

ყაზანი მდინარე ყაზანკაზე გაშენებული თანამედროვე ქალაქია, რომლის მოსახლეობაც ერთ მილიონს შეადგენს. ის ერთ-ერთია რუსეთის იმ ქალაქებიდან, რომლებსაც მეტროპოლიტენის ლამაზი სადგურები ამშვენებს. ყველა სადგურს თავისი დამახასიათებელი სტილი აქვს. ზოგში თანამედროვე დიზაინი სჭარბობს, ზოგში აზიური კულტურისა თუ შუასაუკუნეების შტრიხები შეიმჩნევა.

ყაზანის მეტროპოლიტენის ერთ სადგურს ამშვენებს 22 მოზაიკური ფრესკა, რომლებშიც თათრული ტრადიციული ზღაპრების სცენებია ასახული.

 1804 წელს რუსეთის მეფემ ალექსანდრე I დააარსა ყაზანის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სწორედ იქ არის ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკა რუსეთში.

ყაზანი ითვლება გავლენიან საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრად, რომელმაც დასაბამი მისცა სხვა უნივერსიტეტების არსებობას თათრეთში. ბიბლიოთეკაში მოიპოვება 5 000 000 წიგნი და ნაშრომი, რომელთა შორის 30 000 ძველი ხელნაწერია; ზოგიერთი მათგანი მე-9 საუკუნითაა დათარიღებული.

 ერთი სიამოვნებაა ბაუმანის სახელობის ცენტრალურ ქუჩაზე გასეირნება. იქაურობა სავსეა თვალისმომჭრელი მაღაზიებითა და კაფეებით.

ყაზანის ღირსშესანიშნაობებში შედის კრემლისმხცოვანიციხესიმაგრე თავისი შენობანაგებობებით, რომლებიც მე-16 საუკუნით თარიღდება. რუსეთის ტერიტორიაზე ეს დღემდე შემორჩენილი ერთადერთი თათრული ციხესიმაგრეა.

ქვის გალავნიანი ყაზანის კრემლის შიგნით განთავსებულია სიუიუმბიკეს კოშკი, რომელიც პიზის კოშკივით გადახრილია, აგრეთვე, თათრეთის სამთავრობო შენობები, მეჩეთი და მართლმადიდებლური ეკლესია.

 2000 წელს ყაზანის კრემლი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს. კრემლის არქიტექტურა განსაკუთრებით ღამით ატყვევებს მნახველთ, როცა მისგან გამოტყორცნილი შუქი თვალისმომჭრელად ლივლივებს მდინარეზე.

 ამას დავუმატოთ ისიც, რომ 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობის პატივი ყაზანსაც ერგო.

ცალკე აღნიშვნის ღირსია თათრული ენა, რომელიც რუსულთან ერთად სახელმწიფო ენის სტატუსს ატარებს. ზემოხსენებულ ფორუმზე, რომელზეც გახლდით მიწვეული, ძირითადად თათრულ ენაზე მიდიოდა საუბარი და თქვენს მონამორჩილს ყურსასმენებით მიწევდა სინქრონული თარგმანის მოსმენა _ აბა, ჩვენს მაღალჩინოსნებს კი არ ჰგვანან, რომლებიც, იციან თუ არა, შინ თუ გარეთ, სამარცხვინო ინგლისურით ჟღურტულში რომ ეჯიბრებიან ერთმანეთს?!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ერთ რიტორიკულ კითხვას დავსვამ: ვინ უფრო დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტია _ რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ავტონომიური რესპუბლიკა თუ “თავისუფალი საქართველო”?

რადგანაც ამ კითხვის პასუხიც ერთმნიშვნელოვანია, ამიტომაც შემეცოდა საქართველო, რომელმაც 25 წლის განმავლობაში ნატო-ევროკავშირის ქიმერის დევნაში ყველაფერი დაკარგა, რითაც დღეს ამაყობს რუსეთის მიერ “დამონებული” ყაზანი. აღარც მრეწველობა, აღარც სოფლის მეურნეობა, მეცნიერება, ხელოვნება, მწერლობა და ა.შ. სხვა მრავალი რამ, რის გამოც შეიძლება ამა თუ იმ ქვეყანას დამოუკიდებელი უწოდო…

.. დასავლური ღირებულებების დევნის პროცესში საქართველო გადაიქცა თურქეთის აღებმიცემობის ბაზრად და, თუ ქართველებმა თავს არ შემოვუძახეთ, 2021 წელს, როდესაც ყარსის ხელშეკრულება ძალას დაკარგავს, თურქეთის ეკონომიკური ექსპანსია, პირდაპირი სამხედრო აგრესიით შეიცვლება და ჩვენი ამომგდები თურქეთი აჭარაგურიის, ანუ თურქეთის გურჯისტანის ვილაიეთის ტერიტორიებს დაიკავებს.

მით უმეტეს, რომ ამის მსგავსი მაგალითი ცნობილია თურქეთის მიერ კვიპროსის ოკუპაციის სახით

აი, ამ გზით აღსრულდება ნატოში შესვლის ქართული ოცნება _ ნატოში თუ არ გვიღებენ ქართველებს, თურქეთის სახით ნატო შემოვა საქართველოში

ეს რომ არ მოხდეს, როგორც ზემოთ ვთქვი, საქართველომ დროულად უნდა “შემოუძახოს თავს”, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლებაში მოვიყვანოთ ის პოლიტიკური ძალა, რომლის სტრატეგიული მოკავშირე არა ამერიკა, ევროპა თუ ნატო, არამედ, პირველ რიგში, ქართველი ხალხი იქნება; ქართველი ხალხი, რომელმაც იცის, რომ საქართველოს დღეს, პირველ რიგში, სტრატეგიული მოკავშირე კი არა, სტრატეგიული მფარველი სჭირდება და ასეთად, როგორც 2 საუკუნის წინათ _ მეფე ერეკლეს, ქართველ ხალხსაც მხოლოდ ერთმორწმუნე რუსეთი ეგულება.

აქ არ იგულისხმება საქართველოს შეერთება რუსეთთან და მეტსაც ვიტყვი, რომც მოვისურვოთ მსგავსი რამ, ამას თვით რუსეთი არ იზამს _ აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს არ იერთებს ამ “დამოუკიდებელი სახელმწიფოების” დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, დონბას-ლუგანსკის მიერთებაც არ განიხილება რუსეთის პოლიტელიტაში და საქართველოს მიერთებით რატომ აიტკივებს თავს ჩვენი დიდი მეზობელი?!

ერთადერთი, რასაც რუსეთი ითხოვს ჩვენგან, ეს არის მისი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინება სამხრეთ კავკასიაში და, ვფიქრობ, სრულიად სამართლიანი მოთხოვნაა.

მოკლედ, მფარველობას დამსახურება უნდა და არა ჩვენი ტუტუცი თავდაცვის მინისტრი ქალბატონის მიერ რუსი ხალხის შეურაცხყოფა, _ ლენინგრადის ბლოკადის პერიოდში ვირთხებსა და კატებს ჭამდნენო…

ვინც ბრმა არ არის, ხედავს, რომ დღეს რუსეთი მარტოდმარტო ებრძვის ლამის მთელ მსოფლიოს, რომელიც, აშშ-ის თამადობით, უილაჯოდ შეჰყურებს ხმელეთიდან, ზეციდან, წყლიდან თუ წყალქვეშეთიდან წამოსულ რუსულ ფრთოსან რაკეტებს.

სირიაში ტერორიზმთან ბრძოლის კამუფლაჟით, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს, გოგსა და მაგოგს, გნებავთ, მართლმადიდებელ სამყაროსა და მის გასანადგურებლად შემართულ .. ლიბერალურ დემოკრატიას შორის, ანუ, ერთი მხრივ, კონსერვატიული, ტრადიციული, ეროვნული ღირებულებები დევს სასწორზე და, მეორე მხრივ, ნეოლიბერალური გარყვნილება ერთნაირსქესიანთა ქორწინებებისა და გეიაღლუმების თანხლებით _ პირველის ბაირახტარი მართლმადიდებელი რუსეთია, ხოლო მეორესი _ ხლისტების აშშ.

რუსეთია ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც საკანონმდებლო დონეზე აკრძალა გეიპროპაგანდა; ქვეყნიდან გააძევა სოროსის ფონდი; უკიდურესად შეზღუდა ე.წ. მესამე სექტორი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდებიან და ა.შ. სხვა მრავალი…

აქედან გამომდინარე, რუსეთის მარცხი გამოუცხადებელ მესამე მსოფლიო ომში, ცივილიზაციის, კულტურული მსოფლიოს აღგვას ნიშნავს პირისაგან მიწისა, რაც, არა მგონია, არსთა გამრიგემ დაუშვას.

რუსეთის გამარჯვების საწინდარი მის სამხედრო ძლიერებასთან ერთად ისიც არის, რომ რუსეთის ხელისუფლება და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ერთსულ და ერთხორც არიან.

ტუტუც თინა ხიდაშელს ჰგონია, რომ ლენინგრადის ბლოკადის დროს კატებისა და ვირთხების ჭამის შეხსენებით რუსები შეურაცხყო. არადა, პირიქით _ ამით თინა მამიდამ რუსეთის უძლეველობა აღიარა.

 სანქციების შედეგად რუსების ქუჩაში გამოსვლისა და ხელისუფლების დამხობის ამერიკულმა პროექტმა, რბილად რომ ვთქვათ, მარცხი განიცადა _ ეკონომიკურმა სანქციებმა პუტინის გარშემო შეკრა და დარაზმა რუსეთის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა და დიახაც, დოლარებისთვის მებრძოლი, პედერასტებით გავსებული ნატოს (წაიკითხე _ აშშ) ჯარები ვერაფერს დააკლებენ იდეისთვის მებრძოლი რუსი მუჟიკების არმიას.

ჰოდა, მკითხველმა განსაჯოს, რა ურჩევნია საქართველოს ამ ომში _ ჩვენიისტორიული მტრისრუსეთის მხარეს ყოფნა, რომელსაც დროებით აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 22% თუ ყოფნა ჩვენიისტორიული მეგობარითურქეთის მხარეს, რომელსაც სამუდამოდ აქვს მიტაცებული საქართველოს 33 %?

რუსეთის ორბიტაზე ყოფნა და თათრეთის ყაზანის მსგავსი კულტურული ავტონომია და ერთმორწმუნოებრივი მფარველობა თუ აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირეობა და, აქედან გამომდინარე, “თავისუფლება”?

დღეს რუსეთ-საქართველოს ერთმორწმუნეობა არანაკლებ, შეიძლება უფრო მეტადაც კი, აქტუალურია, ვიდრე 2 საუკუნის წინათ იყო, რადგან მართლმადიდებლობაშია ქართველთა ზნეობრივ-მენტალური გადარჩენა, მართლმადიდებლობის გადარჩენის მისია კი უფალმა რუსეთს დააკისრა.

დავით მხეიძე

22 COMMENTS

  1. batono davt, srul jesmaritebas brzanebt. uzenaesma ruseti moavlina saqartvelos da msoflio civilizaciis gadasarcenat.

    meti damajerebeli informasia miawodet xalxs,rata Tetri da savi kargat dainaxon!

    Droa iluziebidan gamovides mosaxleoba!

  2. ბაონო დავით,ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ვიფიქრე,ალბათ ნატოში მართლაც იმიტომ არ გვიღებენ,რომ 6-7 წლისმერე თავისთავად შევალთ ნატოში,როგორც თურქეთის შემადგენელი ნაწილი.

  3. ბრავო, დათო! კარგი ჩანახატი და ანალიზია. სრულად გეთანხმები. ეს ყოველივე ჩვენმა ხელისუფლებამ, რომელიც ნატო და ევროკავშირიო, გაიძახის, განა არ იცის?! განა ეს არ იციან ჩვენმა სულგაყიდულმა ლიბერალებმა?! იციან, მაგრამ მათ სული აქვთ გაყიდული, ზოგიერთს კიდევ დღევანდელი კეთილდღეობა და ამრიკასა და თუნდაც სატანასთან ლოიალური თანამშრომლობა ურჩევნია თავისი ქვეყნის, კულტურის, სულიერებისა და ძლიერების გადარჩენას. ასეთი მედროვე, პირად კეთილდღეობას აყოლილი მასხარები უნდა მოშორდნენ ხელისუფლებას. მაგრამ როგორ გინდა მოაშორო?! ფული ამათ აქვთ, ნაციონალებთან ერთად მონოპოლიზებული აქვთ ბიზნესისა და მრეწველობის ნებისმიერი სფერო. ხალხი კი, უმეტესად გაუნათლებელი, თუმც ზოგს ორი და სამი დიპლომი აქვს, ან გაბრიყვებული, ან კიდევ გაჭირვების გამო ჭეშმარიტ ცნობიერებასაა მოკლებული, ან იძულებულია შეეგუოს არსებულ სიტუაციას ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონიმიურ, თუ საზოგადოებრივ რეალობაში.

  4. კი ბატონო..თურქეთის ვითომ მეგობრობის და ჩუმი,შენიღბული პოლიტიკის უფრო მეშინია-ვიდრე რუსეთის აგრესიის..
    ფაქტია,რომ უცხო ძალის დახმარების გარეშე გაგვიჭირდება თვითმყოფადობის შენარჩუნება..ამიტომ,სწორი არჩევანის გაკეთებაზე დაფიქრება გვმართებს

  5. ამ ტექსტით გადმოცემული აზრი ჩემთვის არც ახალი ამბავია და არც ახალი ამერიკა. რამდენი ხანია მაგას ვდაობ, რომ თურქეთს ტრაპიზონამდე ქართული ნიწები აქვს მიტაცებული და მეგობარი საიდან არის და რუსეთი აგრესორი ოკუპანტი, რომელსაც ლანგარზე დადებული მიართვეს უნიჭო პოლიტიკოსებმა-მეთქი. ერთი რამ ცხადია: როცა საქართველო რუსეთის ე.წ. „დიდ ბაზარს“ ჩამოცილდა, თავის სარჩენი წყარო ხომ უნდა ეძებნა და ყველაზე ახლოსაც თურქეთი იყო და ამიტომ ვითომ არ გატყდა და თურქებს არა მარტო მიწები, მატერიალური ბაზები, არამედ ქართველი ქალებიც მიათხოვეს და შესანიშნავი მოყვრობა ააწყვეს. ვაი და ასჯერ ვაი, შენ ბედკრულო საქართველოვ, რომ ისტორიის ბორბალი უკან თავად დაატრიალე და რა დღეში გყავს საკუთარი ხალხი სამათხოვროდ თურქეთსა და უცხოეთში გადახვეწილი…

  6. ტექსტი რათქმაუნდა ავტორს ვეთანხმები. ბევრჯერ დამისვამს საზოგადოებისათვის კითხვა და პასუხის გაცემაზე ყველა თავს იკავებს. ამერიკანელებს ვეკითხები: დამისახელეთ ომი,( იმ 1500-ზე მეტ ომს შორის), რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის როდის მოხდა? დამისახელეთ ის \\\”მოყვარე\\\” სამხრეთელი მეზობლები, რომლებიც თუნდაც ერთი წელი ჩვენთან მეგობრობდნენ? მხედველობაში მაქვს რუსეთ-საქართველოს ერთიანობამდე. მერე განსაჯეთ ვინ არის ჩვენი მოყვარე და ვინ მტერი……..

  7. დღეს, 18 დეკემბერს ევროკავშირის მიერ ბოძებული ვიზა ლიბერალიზაციის სტანდარტებში საქართველოს თავსობადობის შესახებ გადაწყვეტილებაზე ლაქლაქით გამოგვიჭედეს ყურები. მომავალი ზაფხულისთვის ქართველებს ევროპაში უვიზოდ შეეძლებათ შესვლა და ჩვენი გადაშენებაც მაშინ დაიწყება, რამეთუ იქ წავა 20 – 40 წლის ქართველთა აღწარმოების საჯიშე გოგო-ბიჭები,რომეთაგან უკან დაბრუნება ძალიან ცოტა ვინმეს მოუნდება. ამასთან შეგახსენებთ გაეროს მონაცემებს იმის შესახებ, რომ 2014 წლისათვის საქართველოში ყოველწლიურად 85000 -ით მეტი ადამიანი გარდაიცვლება ვიდრე იბადება. ეს საშინელება ამ დონეზე(საუკეთესო ვარიანტია) რომ შენარჩუნდეს 2050 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა 2 700 000 მდე შემცირდება, რომელშიაც გადაბერებული ქართველობა მილიონის ფაგლებში თუ იქნება. აი ჩვენებური მანქურთი ჩინოვნიკების გაუაზრებელი ახირება დასავლეთში სწრაფვაზე.

  8. ,,კულტურული ავტონომია\\\”\\\’ რა სისულელე და სიბრიყვეა. გაერთიანებული საქართველო, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ჩვენი ისტირიული ტერიტორიების ჩათვლით კი ბსატონო, რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა კი ბატონო, თუ დაგვიბრუნებს მიტაცებულს იმ შემთხვევაში მხოლოდ. მაშინ მიმიფურთხებია ნატოსთვის და გადსაგვარებული დასავლეთელი ლიბერალებისათვის. ამას ხელისუფლების მხრიდან ჭკუა და შორსგახედვა სჭირდება. თქვენ ერთი შეგეშალად, რა სისულელეა კულტურული ავტონომია, ან რას გულისხმობთ ამაში. ეს პირწავარდნილ ლენინს და ადრინდელ ბოლშევიკებს ქონდათ გეგმაში. თავისუფალი სახელმწიფო ჩვენი ინტერესებიდან გაგომდინსარე, აიბ ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი.

  9. ჩემო კარგო დავით, მეც იმ პერიოდში ვმსახურობდი ყაზანში, სატანკო უმაღლესი სასწავლებლის დამხმარე ბატალიონში. იმის შემდეგ ყანაზანი აღარ მინახავს. რა კარგი იქნებოდა მეტი ფოტოები რომ დაგედო.

  10. ნეტა როდის უნდა განვდევნთ ჩვენი გონებიდან კოლონიური, მონური სულისკვეთება?

  11. МеРуууусееееетиииии миндаааааа самудамод шеуертдес Сакартвело имитом ром асети гамкидвелеби ро модиан сатавеши рогорц ахланлели да цина мтавробеби иквнен вер итамашебен халхис бедит

  12. მონური სულისკვეთება!! მაგარ არჩევანს გვაძლევთ, ბატონები ავიჩიოთ !!!
    “”” რუსეთის ორბიტაზე ყოფნა და თათრეთის ყაზანის მსგავსი კულტურული ავტონომია და ერთმორწმუნოებრივი მფარველობა თუ აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირეობა და, აქედან გამომდინარე, “თავისუფლება”? “””

  13. ramdenadac sawyeni ar iyos saqartvelos sxva gamosavali ar aqvs misive geopolitikuri mdebareobidan gamomdinare. ruseti arasodes daushvebs saqartvelos natoshi gawevrianebas erti gamonaklisis garda, ruseti rogerc saxelmwifo unda daishalos. es ki mxolod fantastikis sferoa.
    p.s. chatrevas chayola sjobiao.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here