Home რუბრიკები სამართალი “დამნაშავეები დღესაც ხელისუფლებაში არიან”

“დამნაშავეები დღესაც ხელისუფლებაში არიან”

633

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის 9 დეკემბერს, ღამით, ქალაქ დედოფლისწყაროშიერთიანი ნაციონალური მოძრაობისოფისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვიები დაუშინეს. სროლის შედეგად ჩამსხვრეულია ოფისის ფანჯრების მინები, დაზიანებულია კედლები და საოფისე ავეჯი. აღსანიშნავია, რომ ოფისის გამქირავებელი იმავე შენობის მეორე სართულზე ცხოვრობს. მისი განცხადებით, მომხდარის თაობაზე პოლიციას 10 დეკემბერს შეატყობინა. აღსანიშნავია, რომ ამავე შენობაშია საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის _ ზაზა კედელაშვილის ოფისიც.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისოფისებზე თავდასხმა მიმდინარე წლის ოქტომბერშიც მოხდა, როდესაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დააზიანეს პარტიის ოფისები. რიგ შემთხვევაში აჭედეს შენობის კარი და შეღებეს ოფისის ფასადები.

ძალადობრივი ქმედებები ხელს უშლის პოლიტიკური პროცესების მშვიდ და სტაბილურ გარემოში წარმართვას და რისკის ქვეშ აყენებს არამხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალებისთვის ნორმალურ სამუშაო გარემოს, არამედ ოპოზიციაში მყოფი პირების უსაფრთხოებასაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ქვეყანაში სტაბილური და მშვიდი წინასაარჩევნო გარემოს შენარჩუნება. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მოახდინონ ამ და სხვა ძალადობრივი ინციდენტების სწრაფი, ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება”, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველო, ხოლონაციონალური მოძრაობისერთერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ, მაჟორიტარ ზაზა კედელაშვილის ოფისის დაცხრილვისთვის, პარლამენტს სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა. მან პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ დედოფლისწყაროშინაციონალური მოძრაობისწევრის ოფისის დაცხრილვა იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც პარტიის წინააღმდეგაა მიმართული.

ეს უკვე აღარ არის წიწილიანი კვერცხის სროლა, არც საღებავის სროლა სხვადასხვა ოფისზე. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ნორმალური ადამიანისთვის, მათ შორის, აქ მსხდომებისთვის, ეს საგანგაშო არ იყოს. ამიტომ მოგმართავთ ყველას, განურჩევლად პარტიულობისა, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მავანმა ქვეყანაში მდგომარეობა იარაღის სროლის და სისხლისღვრისკენ არ წაიყვანოს. ჩვენ ამას ვუკავშირებთ იმ არასწორ პოლიტიკას, იმ რიტორიკას, რომელიცნაციონალური მოძრაობისწინააღმდეგ იყო მომართული. ვინც ეს გააკეთა, ცხადია, ითვალისწინებს, რომნაციონალურ მოძრაობაზეთავდასხმა დაუსჯელი რჩება”, _ აღნიშნა სხდომაზე ბარამიძემ.

პარლამენტარ გიორგი ბარამიძის ამ განცხადებას სწრაფად გამოეხმაურა ქვეყნის სპიკერი, რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი: “სამართალდამცავებს მივმართავ, რომ გამოძიება მოხდეს. სხვანაირადაც მივიღებთ ზომებს, რომ პარლამენტს ინფორმაცია ჰქონდეს. თოფის სროლა პარტიული ოფისიის წინააღმდეგ იქნება თუ სხვა პირის მიმართ, მძიმეა და ამას რეაგირება სჭირდება”, _ აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

როდესაცქართული ოცნებახელისუფლებაში მოვიდა, მისი უმთავრესი დაპირება სამართლიანობის აღდგენა იყო, მაგრამ აქამდე სათანადოდ არავინ დასჯილა.

2012 წელს წინაასარჩევნოდ ქუჩაში მიტინგებზე გამოსულიოცნებისმხარდამჭერები ამბობდნენ, თუ უსწრაფესად არ დაიწყო ყველა დანაშაულის გახსნა და დამნაშავეების დასჯა, ხალხი თვითონ აიღებს იარაღს დამწამებლებსგაუსწორდება სადარბაზოებში, ქუჩებში, მანქანებშიოთავდაპირველად ასეთი ფაქტები მართლაც მოხდა. “ნაცებსსცემეს ქუჩაშიც, კაფეშიც, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ კოაბიტაცია გამოაცხადა და ყველას უთხრა, რომ მსგავსი საქციელისთვის დაისჯებიან, თუმცა ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ.

წლები გავიდა, “ოცნებასაარჩევნო ვადას მალე დაასრულებს, მაგრამ 300 ათასზე მეტ ქართველს სამართლიანობის აღდგენის იმედი ვერ გაუჩინა.

მოსახლეობა ბოლო ხანს მომხდარ ფაქტზე პარლამენტარის, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, “აფრასიძეებისცნობილი საქმისგმირის” _ გიორგი ბარამიძის გამოსვლამ ძალიან გააღიზიანა. სოციალურ ქსელში იმასაც წერდნენ, თუ დაპირებული სამართლიანობა არ აღდგა, ხალხს უკეთესი მომავლის, ხელისუფლებაში უკეთესი პოლიტიკოსების ხილვის იმედი გადაეწურებაო.

ბარამიძე სუფთა ჰაერს არ უნდა სუნთქავდეს, ციხეში უნდა იჯდეს

გვესაუბრებააფრასიძეების საქმისადვოკატი ირმა ჭკადუა:

_ ქალბატონო ირმა, გიორგი ბარამიძე დედოფლისწყაროშინაცმოძრაობისოფისზე თავდასხმის საქმის გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვს

_ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ! ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, არსად, არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა. დამნაშავეები ხელისუფლებაში არიან.

“ნაცებს” იმდენი ადამიანი ჰყავთ გამწარებული, იმდენი ოჯახი ჰყავთ გაუბედურებული, რომ… თვითონ ბარამიძემ ჩაიხედოს თავის გულში, რა აქვს ჩადენილი და მერე ილაპარაკოს.

რამდენიმე დღის წინათ ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი, რომ დიდი ხანია, სამართლიანობის პროცესის აღდგენას ხალხი ელოდება და უკვე იმედიც გადაეწურა, ამიტომ სისხლისღვრა არავის უნდა გაუკვირდეს. არ გამოვრიცხავ, რომ დედოფლისწყაროში გამწარებულმა ადამიანმა ისროლა, რადგან წვდომა არც სააკაშვილზე აქვთ, არც ადეიშვილზე და არც ბარამიძეზე. ხალხმა ამ მეთოდებით გადაწყვიტა შურისძიება, ცუდია, თუ ეს პროცესი უფრო შორს წავა.

რაც შეეხება ბარამიძეს, ის სუფთა ჰაერს არ უნდა სუნთქავდეს, ციხეში უნდა იჯდეს.

იმედი მაქვს, რომ ვენდეტაზე არ გადავალთ, რაც, ალბათ, ყველაზე სამწუხარო და შემაშფოთებელი იქნება, თუმცა, უკვე ჩანს, რომ სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოსული ხელისუფლება, არ აპირებს დაპირების შესრულებას. დღემდე ციხეში სხედან ადამიანები, რომლებიც უკანონოდ იხდიან სასჯელს, ხოლო გარეთ თავისუფლად დადიან ადამიანები, რომლებსაც სასტიკი დანაშაულები აქვთ ჩადენილი. არ მომხდარა და არც მოხდება წართმეული ქონების უკან დაბრუნება, რადგან ამბობენ, ყველა გამამართლებელი განაჩენი ეკონომიკას ურტყამსო. აქედან გამომდინარე, შეურაცხყოფილი, გაუპატიურებული, განადგურებული, ქონებაჩამორთმეული ადამიანები, როდესაც საბოლოოდ დარწმუნდებიან, რომ მათ დაცვას არავინ აპირებს, თვითონ დაიწყებენ შურისძიებას. ამის რამდენიმე, ასე ვთქვათ, მსუბუქი მაგალითი უკვე გვაქვს. ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას თავისი მოქალაქეები არა მხოლოდ ნამდვილი კრიმინალებისგან, არამედ იმ დამნაშავეებისგანაც, რომლებიც ხელისუფლებაში სხედან.

_ ხალხის მოთხოვნის იგნორირება ხელისუფლებას ცუდად არ მიუბრუნდება?

_ აფრასიძეების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმულია. ვნახოთ, რა მოხდება. არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, თუმცა ვიტყვი, რომ სამი წელი სამი თვე არ არის…

თუ ხელისუფლება თავის დაპირებების ნაწილს მაინც არ შეასრულებს, რა თქმა უნდა, უკან ძალიან ცუდად მოუბრუნდება. განაწყენებული ადამიანი, ყველაფერზე წავა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/lali_aftsiauri_15892.jpg

თუ ხალხმა მართლა დაიწყო სამართლიანობის აღდგენა, მერწმუნეთ, ეს უბრალო პროცესი არ იქნება

ადვოკატ ლალი აფციაურს დედოფლისწყაროს ინციდენტზე განსხვავებული მოსაზრება აქვს. ის თვლის, რომნაციონალებმათავიანთ ოფისს თავადვე ესროლეს.

_ გიორგი ბარამიძე ამორალურია, მაგრამ ის, რაც მოხდა დედოფლისწყაროში, რიგითი მოქალაქისთვის სასიამოვნო მოსასმენი და სანახავი ნამდვილად არ არის. ნორმალურ ქვეყნებში ასე არ ხდება.

დედოფლისწყაროში მომხდარზე განსხვავებული მოსაზრება მაქვს. ვფიქრობ, ნაციონალებმაეს თვითონვე მოაწყვეს, რადგან მათ ადამიანებად არავინ თვლის და არავის აინტერესებს, რას აკეთებენ. როდესაც ყურადღება მოაკლდებათ, ასეთ პროვოკაციას აწყობენ და ტანჯულის მანტიას ისხამენ. ხელწერა მათია.

_ ხელისუფლება საარჩევნო ვადას ასრულებს, მაგრამ დაპირება, რომ დამნაშავეები დაისჯებიან, ჯერ არ შეუსრულებიათიმედგადაწურულმა ხალხმა თვითონ ხომ არ დაიწყო სამართლიანობის აღდგენა?

_ თუ ხალხმა მართლა დაიწყო სამართლიანობის აღდგენა, მერწმუნეთ, ეს მარტივი და უბრალო პროცესი არ იქნება. მაინც მგონია, რომ “ნაცები” ცდილობენ ყურადღების ცენტრში ყოფნას, მათ ეს პროცესი მოსწონთ, ამიტომ ვფიქრობ, რომ თვითონვე ისროლეს.

ისე, ძალიან მიკვირს, ყოფილი ხელისუფლების წევრებს პირდაპირ ქუჩაში რომ არ უსწორდებიან.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა კარგად იცოდნენ, რა დანაშაულებიც ჰქონდათ ჩადენილი და, როდესაც არჩევნებში დამარცხდნენ, ყველა მტკიცებულება გაანადგურეს. ხელისუფლებაც უნიათო აღმოჩნდა და, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა, მტკიცებულების არარსებობის გამო, დასჯა ვერავისი შეძლო. იმედია, მაინც მოახერხებენ დამნაშავეთა დასჯას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებას უნიათობა ცუდად შემოუბრუნდება.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here