Home რუბრიკები საზოგადოება კახა კუპრეიშვილი: დათა ახალაიამ გამყიდა!

კახა კუპრეიშვილი: დათა ახალაიამ გამყიდა!

1304

სამართლიანობის აღდგენის მოლოდინში ძალიან ბევრი ადამიანია, მაგრამ მათმა უმრავლესობამ წართმეულის დაბრუნების იმედი დაკარგა, თუმცა საკითხავია: რა არის წართმეული? _ ზოგს ქონება წაართვეს, ზოგს _ ღირსება და ზოგსაც _ საარსებო წყარო, ანუ სამსახური, მხოლოდ იმიტომ, რომ უკანონობაზე თვალი არ დახუჭეს. 

საქართველო და მსოფლიოსსტუმარია კახა კუპრეიშვილი _ ქვემო ქართლის ფინანსური პოლიციის ინსპექტორი დანაციონალებისყოფილი მეგობარი, რომელიც იმიტომ გაწირეს, რომ დავით კეზერაშვილისთვის ხელი დაეფარებინათ. ვის არ მიმართა სამი წლის განმავლობაში აფხაზეთის ომის ვეტერანმა, ახალგაზრდა კაცმა, მაგრამ ამაოდ. მისი ყველა განცხადება დღემდე პასუხგაუცემელია და, როგორც თვითონ ამბობს, ეს იმიტომ ხდება, რომ ფინანსურ პოლიციაში თანამდებობებზე ისევ ძველი კადრები არიან და არც ამ ხელისუფლებას სჭირდება სიმართლის მთქმელი თანამშრომელი.

_ რატომ და ვის გამო დატოვეთ დაკავებული თანამდებობა 2006 წელს? ჩვენთვის ცნობილია, რომ ფინანსურ პოლიციაში მაღალი თანამდებობა გეკავათ იმ პერიოდში, როდესაც ამ უწყებას დავით კეზერაშვილი ხელმძღვანელობდა.

_ ქვემო ქართლის ფინანსულ პოლიციაში რიგითი თანამშრომელი ვიყავი, მაღალი თანამდებობა არ მეკავა. იმხანად წითელი ხიდიდან რაღაც გაურკვეველი ტვირთი შემოდიოდა და ჩვენი ხელმძღვანელი გვავალებდა, ეს ტვირთი ტერმინალ “ოპიზამდე” გაგვეცილებინა. დატვირთული მანქანების რაოდენობა კი საკმაოდ დიდი იყო. ტვირთის ლეგალურობაში იმიტომ შევიტანე ეჭვი, რომ მანქანებს არავინ ამოწმებდა. ღამით შემოსული მანქანები დილით შეუმოწმებლად გადიოდნენ.

ქვემო ქართლში ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი ზაზა მეთაფლიშვილი იყო, რომელსაც ჩემი ეჭვების შესახებ ვუთხარი. ეს ამბავი მეთაფლიშვილს, ბუნებრივია, არ ესიამოვნა, ზუსტად ორ დღეში დამიბარა და მითხრა, სამსახურიდან უნდა წახვიდე, განცხადება დაწერეო. მისი ეს ბრძანება გავაპროტესტე, ვუთხარი, სამსახურში შენ არ მიგიღივარ და ვინც მიმიღო, მასთან გავივლი კონსულტაციას-მეთქი, მაგრამ დრო არ დამიტოვეს _ შეთხზეს რაღაც ისტორიები და სამსახურიდან გამათავისუფლეს.

გასაჩივრების ვადა ათი დღე იყო და მეც ამ ათ დღეში გავასაჩივრე ჩემი გათავისუფლების გადაწყვეტილება. სარჩელი სასამართლოში შევიტანე, კარგი ადვოკატი მყავდა. მართალია, პროცესი სამ თვეს გაგრძელდა, მაგრამ სამსახურში აღმადგინეს. გეგმაში მქონდა, თუ თავს აღვიდგენდი, ჩემივე განცხადების საფუძველზე გავთავისუფლდებოდი, საბუთების გაფუჭება არ მსურდა.

ცოტა ხანში მითხრეს, კეზერაშვილის მოადგილე მერაბ გელოვანი გიბარებსო. ის იყო კაცი, რომლის ბრძანების საფუძველზეც გამათავისუფლეს სამსახურიდან და სასამართლომ სწორედ გელოვანის ბრძანება გააუქმა, რამაც ის ძალიან გააღიზიანა. მათ შეცდომა დაუშვეს, მაშინ გამათავისუფლეს, როდესაც ბიულეტენზე ვიყავი, სწორედ ამ ფაქტით იხელმძღვანელა სასამართლომ.

მივედი გელოვანთან, გაცეცხლებული დამხვდა. მითხრა, შენც დაგიჭერ და იმ შენს ექიმსაცო. ვუპასუხე, ოფიცრები ასე არ საუბრობენ, თანაც მე შენი არ მეშინია, ვინ ვის დაიჭერს, მაგას გაჩვენებ-მეთქი.

გადავწყვიტე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში მივსულიყავი, გერონტი ალანიასთან ახლო ურთიერთობა მქონდა. მას კი კუდში მაღალი თანამდებობა ეკავა. ალანიას ყველაფერი ვუამბე ჩემი პრობლემების შესახებ, ვუთხარი, მემუქრებიან, არადა, მართლაც შემოდის საეჭვი ტვირთი, რომელიც, შესაძლოა, ქვეყანას საფრთხესაც უქმნის-მეთქი. ჯიბეებამოკერილი დავდიოდი, მეშინოდა, რამე არ ჩაეგდოთ და სამარცხვინოდ არ დავეკავებინე.

ალანია საქმით დაინტერესდა. ყველა ადამიანის სახელი და გვარი ჩაიწერა, მათ შორის, ჩვენი ხელმძღვანელის _ ზაზა მეთაფლიშვილის, რომელიც, სიმართლე გითხრათ, არაფერ შუაში იყო. ამბობდა, კეზერაშვილის ბრძანებას ვასრულებო, თუმცა ადამიანს, რომელიც ასეთ თანამდებობაზეა, უფლება აქვს, უკანონო ბრძანება არ შეასრულოს და ზემდგომი ჩააყენოს საქმის კურსში, რომ უკანონო ბრძანებას ასრულებინებენ, რაც მე გავაკეთე.

გერონტი ალანია მაშინვე შევიდა კუდის იმჟამინდელ ხელმძღვანელ დათა ახალაიასთან და, როგორც ჩანს, ყველაფერი უამბო. დახმარებასაც დამპირდა, მაგრამ მითხრა, რომ შედეგზე პასუხს ვერ აგებდა, რადგან დაახლოებით ასეთივე საქმე უკვე იყო და ვერაფერი გააკეთეს.

საბაჟოზე, როდესაც კეზერაშვილის მანქანები შემოდიოდა, დარღვევა ბევრი იყო. გარდა იმისა, რომ მანქანებს არ ამოწმებდნენ, ტვირთის შემომტანებს თანხის ნახევარსაც არ ახდევინებდნენ. მაგალითად, თუ გადასახდელი იყო 10 000 ლარი, ისინი 2 000-ს იხდიდნენ. ძიებაც სწორედ ამ დარღვევებით დავიწყეთ.

ჯერ კიდევ კუდის შენობაში ვიყავი, როცა ფინანსური პოლიციის კადრებიდან დამირეკეს და მითხრეს, _ კეზერაშვილი გიჟს ჰგავს, შენი ნახვა უნდა, ბრდღვნის ყველაფერს, შენზე იწევსო. როცა მასთან შეხვედრა მოვითხოვე, უარი მითხრეს, _ ხელით შეგეხებაო. მაინც მივედი, მაგრამ ჩემი ნახვა არ ისურვა…

მივხვდი, დათა ახალაიამგამყიდა”, მაგრამ უკან დახევას არ ვაპირებდი, მებრძოლი კაცი ვარ, 30 ადამიანმა გაგრა ავიღეთ და კეზერაშვილს რამეს შევარჩენდი? ფინანსურ პოლიციაში 1994 წლიდან ვმუშაობდი, იმ დღიდან, როდესაც ეს უწყება დაარსდა. სისტემა ზეპირად ვიცოდი და ჩემი მოტყუება იოლი არ იყო.

ამ ამბებიდან ძალიან მალე გერონტი ალანია დააპატიმრეს, არაფერი ვიცოდი იმის შესახებ, რაც სანდრო გირგვლიანს დაატყდა თავს, ამიტომ ვიფიქრე, რომ ალანია ჩემ გამო დაიჭირეს. გადავწყვიტე, ამბავი, რომელიც თავს გადამხდა, გამეხმაურებინა _ პრესისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია. პრესამდე რაღაც გზებით უნდა მივსულიყავი. ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს მივაკითხე, ჩემი ამბავი ვუამბე და დახმარება ვთხოვე. კინაღამ გაგიჟდა, რაც შეიძლება სწრაფად მოშორდი მაგათ, მკვლელები არიან, როგორღაც ჩამოშორდი ამ საქმესო. მივხვდი, კომახიძესაც ეშინოდა. ბევრი ვიფიქრე და რესპუბლიკური პარტიის ოფისში მივედი, ყველაფერი მოვუყევი, მითხრეს, კობა დავითაშვილს შეგახვედრებთო. მართლაც, პარლამენტში შევხვდი კობა დავითაშვილს, რომელმაც მითხრა, რომ ყველაფერი, რასაც ვყვებოდი, ძალიან კარგად იციან, მაგრამ ხმის ამოღება არ შეუძლიათ. პარლამენტიდან გამოსულს ქუჩაში ლეიბორისტული პარტიის მიტინგი დამხვდა. მიტინგზე სიტყვით გამოსვლა მოვითხოვე, ყველაფერი მოვყევი და ჩემი სამსახურიდან გადაგდომის განცხადებაც იქ გავაკეთე. შალვა ნათელაშვილმა კარგად დამაკვალიანა, ყველა გზა მასწავლა, რომლებითაც პრესამდე მივიდოდი და დავით აქუბარდიასთანაც დამსვა გადაცემაში. მართალია, აქუბარდია ძალიან შეშინებული იყო, მაგრამ სათქმელი მაინც ვთქვი.

_ მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, არ გიცდიათ სამსახურში აღდგენა? ან ახლა მაინც არ შეხვდით რესპუბლიკური პარტიის წევრებს?

_ როგორ უნდა აღვიდგინო თავი? ჩემი ყოფილი უფროსი ზაზა მეთაფლიშვილი ახლა უკვე “მეოცნებეა”, ქუთაისში იღვწის, მერაბ გელოვანიც აქ არის, არ გაქცეულა და არც არავინ ერჩის.

ეს მთავრობა რომ მოვიდა, ვიფიქრე, განცხადებას პროკურატურაში შევიტან, იქნებ დაზარალებულად მცნონმეთქი, მაგრამ ადვოკატმა მითხრა, აზრი არ აქვსო.

სამი წლის განმავლობაში, რაც “ოცნება” ხელისუფლების სათავეში მოვიდა, ბევრი განცხადება დავწერე. ფინანსთა მინისტრს რამდენიმეჯერ მივმართე, პარლამენტარ ვიქტორ დოლიძის ხელმოწერილი წერილიც გავაგზავნეთ სამინისტროში, მაგრამ არაფერი გამოვიდა, რადგან ფინანსურ პოლიციას ნაცებისდროინდელი თანამშრომელი ლერი ბარნაბიშვილი მართავს. ბარნაბიშვილმა ჩემი ამბები იცოდა და დამცინოდა, _ გეგონა, რამეს იზამდიო? ლერი ბარნაბიშვილისგან ყველაფერია მოსალოდნელი…

კეზერაშვილის საეჭვო ტვირთები მაინც დაიჭირეს. ფირმას, რომელსაც ეს ტვირთები შემოჰქონდა, “კარგოერქვა. “კარგოშიმომუშავე მთელი პერსონალი მოგვიანებითსაქართველოს ფოსტაშიგადავიდა და დღესაც იქ არიან.

_ “საქართველოს ფოსტასრაგბის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ბიძინა გეგიძე ხელმძღვანელობს

_ “შირმად”, ვისაც გინდა, იმას დააყენებენ, თქვენ ის თქვით, ვის ხელშია “ფოსტა”. ვინმეს ჰგონია, რომ კეზერაშვილსა და მის ბანდას საქართველოში ბიზნესი აღარ აქვთ? დღემდე არაფერი დაუთმიათ, ალბათ, არც არავინ სთხოვს დათმობას და წართმეულის დაბრუნებას.

აღარაფრის იმედი არ მაქვს. არადა, “ოცნებასწინასაარჩევნოდ სულ გვერდით ვედექი, გვარბევდნენ, გვებრძოდნენ, მაგრამ უკან არ ვიხევდით. პოლიციელები, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში მემუქრებოდნენ, ახლახან ერთერთ განყოფილებაში შემხვდნენ _ იმავე თანამდებობებზე მუშაობენ. დასახელება არ მინდა არც რაიონის და არც გვარსახელების. 2007 წლის 7 ნოემბერს ათი პოლიციელი მცემდა, ყველა თანამდებობაზეა, მოხსნილი არავინ არის.

არავის სჭირდება სამსახურში ადამიანი, რომელიც უსამართლობაზე, კორუფციაზე თვალს არ დახუჭავს. ეს ხელისუფლება წინა ხელისუფლებებისგან არაფრით განსხვავდება!

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here