Home რუბრიკები პოლიტიკა ბაიდენის ხარჭა, კორუფცია და მოპარული ნახატები

ბაიდენის ხარჭა, კორუფცია და მოპარული ნახატები

595

7-8 დეკემბერს უკრაინის დედაქალაქ კიევში აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ ჯოზეფ(ჯო) ბაიდენის ვიზიტმა კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა ამერიკელთა დამოკიდებულება თავიანთი ვასალების მიმართ და პირიქით _ ვასალების დამოკიდებულება სიუზერენის მიმართ, როგორ შესციცინებენ ვასალები თავიანთ სიუზერენს თვალებში იმედით, რომ იქნებ გამოხრული ძვალი გადაუგდოს… 

ეს შეიძლება ითქვას არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოზეც, სადაც ყველაფერს აშშის ელჩი აკონტროლებს, სადაც თავდაცვის მინისტრი ამერიკის ელჩის თითის აქნევით (პირველ მოქალაქე ივანიშვილთან ყავის სმის დროს) ინიშნება, სადაც სისხლისმსმელ ჯალათსა და ცოცხით გამაუპატიურებელს, ამერიკელთა ძალისხმევით, “დემოკრატიის შუქურასუწოდებენ, სადაც საშიშ ამერიკულ ბიოლოგიურ ლაბორატორიას ისე ამუშავებენ, რომ მოსახლეობას არაფერს ეკითხებიან, სადაც ამერიკელთა ფულით ნაკვებ .. არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოს პატრიარქსა და ყოველივე ქართულზე იერიში იერიშზე მიაქვთ და სადაც დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული ამერიკელები ცდილობენ ქართველების, როგორც ერის, განადგურებას მართლმადიდებლური ღირებულებების მოშლითა და .. ლგბტ ღირებულებების დაკანონებით

ხარჭასა და შვილს შორის

რამდენიმე დღის წინათ უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩასულმა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოლაპარაკებები გამართა უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოსა და პრემიერ არსენი იაცენიუკთან, შემდეგ კი უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოსთან უფრო ხშირად ურთიერთობს, ვიდრე თავის ცოლთან, და რომ უკრაინა კვლავაც რჩება აშშ-ის ხელმძღვანელობის მკაცრი მეთვალყურეობის ზონაში(?!). მე და პოროშენკომ, ალბათ, ათას საათზე მეტი დრო გავატარეთ სატელეფონო საუბრებში”, _ განაცხადა ბაიდენმა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რაზე საუბრობდა პოროშენკოსთან _ სასიყვარულო თემაზე, სამხედროზე თუ ფინანსურ დახმარებაზე.

ისე, ათასი საათი დაახლოებით 41 დღეა და ამდენ ხანს, ალბათ, ხარჭასაც არავინ ესაუბრება, თანაც _ ტელეფონით

თუმცა, ჯო ბაიდენის ეს ფრაზა, ალბათ, იმაზე მიანიშნებდა, რომ აშშ ყელში ამოუვიდა უკრაინა და მისი პრობლემები. ნიშანდობლივია, რომ პარიზში გამართულ საერთაშორისო შეხვედრაზე, რომელიც კლიმატის პრობლემებს მიეძღვნა, ფოტოების გადაღების ცერემონიის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა ობამამ ყველა სახელმწიფოს ლიდერს ჩამოართვა ხელი, მაგრამ პოროშენკოსკენ არც გაუხედავს. ეს კი უკრაინის მიმართ აშშ-ის პოზიციის ცვლილებაზე მიანიშნებს…

შემდეგ სააკაშვილის მეგობარმა (ასე ამბობს თვითონ სააკაშვილი) ჯო ბაიდენმა უკრაინელებს მოუწოდა “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებისკენ”, რადგან “კორუფცია ძალიან ამუხრუჭებს პროგრესს უკრაინაში”.

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს, ეტყობა, “დაავიწყდა”, რომ ამერიკული გამოცემები (არა მხოლოდ) თვითონ მას ადანაშაულებენ კორუფციაში. მაგალითად, THE NEW YORK TIMES-ი წერს: იმ დროს, როცა აშშის ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის ხელისუფლებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებდა, მისი შვილის _ ჰანტერ ბაიდენის კავშირი ბუნებრივი აირის მწარმოებელი უკრაინის უდიდეს კომპანია BURISMA  HOLDINGთან, მამის განზრახვის (კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის _ ..) გულწრფელობის მიმართ ეჭვს აჩენს”.

45 წლის ჰანტერ ბაიდენი ზემოაღნიშნული კომპანიის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში 2014 წლის აპრილში შევიდა. სწორედ მაშინ გაყინეს ლონდონში 23 მლნ დოლარის საბანკო ანგარიშები, რომლებიც თითქოს ამ კომპანიის მფლობელს, ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდში ეკოლოგიის მინისტრს, მილიონერ ნიკოლაი ზლოჩევსკის ეკუთვნოდა, მაგრამ უკრაინელმა პროკურორებმა უარი თქვეს ბრიტანელი გამომძიებლებისთვის სათანადო დოკუმენტების მიწოდებაზე და ლონდონის სასამართლო იძულებული შეიქნა, ყადაღა მოეხსნა ანგარიშებისთვის.

როდესაც ჰანტერ ბაიდენი უკრაინის უდიდესი ენერგეტიკული კომპანია BURISMA დირექტორთა საბჭოში შეიყვანეს, ამ თემაზე ბევრს წერდნენ აშშში, მაგრამ არავინ ახსენებდა კორუფციულ სქემებს, ახლა კი, როგორც ჩანს, სიტუაცია შეიცვალა _ ამერიკის წამყვანი გამოცემა ასეთავხედურადწერს კორუფციულ სქემებზე, რომლებშიც აშშის ვიცეპრეზიდენტის შვილი, ჰანტერ ბაიდენი, მონაწილეობს.

საერთოდ კი, ჯო ბაიდენი უკრაინაში აშშის პოლიტიკის რეალიზაციის საქმეში მთავარი ფიგურაა. აშშის ვიცეპრეზიდენტი არც მალავს, რომ სწორედ ის წყვეტს საკადრო საკითხებს უკრაინის მთავრობაში. მისმა შვილმა კი საკვანძო თანამდებობა დაიკავა უკრაინის უდიდეს ენერგეტიკულ კომპანიაში. და ეს არის წმინდა წყლის კორუფცია _ ჯო ბაიდენი თავისი ოჯახის გასამდიდრებლად პოლიტიკურ ძალაუფლებას იყენებს.

გადაგდება _ დახმარება ამერიკულად

კიევში მეხუთედ ჩასულმა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა უკრაინელებს 190 მილიონი დოლარით დახმარების დაპირებაც ჩაუტანა (ამით აშშ-ის დახმარება უკრაინისადმი 760 მლნ დოლარს მიაღწევს), მაგრამ ყველა მიხვდა, რომ ეს დოლარები დარჩება იქ, სადაც არის და უკრაინის საბიუჯეტო სისტემაში არ მოხვდება _ ამ “მიზნობრივ” ფულს ვერც უკრაინის პრემიერი იაცენიუკი იხილავს და ვერც პრეზიდენტი პოროშენკო, უკრაინელ ხალხზე ხომ ლაპარაკი, საერთოდ, არ არის.

სხვათა შორის, პოროშენკო აშშისგან მილიარდ დოლარს ითხოვდა.

ბაიდენის დაპირება არის პაწაწინა ტკბილი აბი, იმისათვის გაცემული, რომ შეამციროს სიმწარე უკრაინელებისა, რომლებიც ხედავენ დასავლეთის მიერ პოროშენკოს რეჟიმის დაფინანსებაზე ოცნების კრახს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით, უკრაინას 2015-2018 წლებში სხვადასხვა წყაროდან 40 მლრდ დოლარის დახმარება უნდა მიეღო. ამას გარდა, გათვალისწინებული იყო სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაცია (15,3 მლრდ), ევროკავშირის კრედიტები (2,5 მლრდ), აშშ-ის კრედიტები (2 მლრდ), დახმარების თანხები წლების მიხედვითაა გაწერილი. კერძოდ, 2015 წელს ევროკავშირს უკრაინისთვის 1,8 მლრდ დოლარის ოდენობით კრედიტი უნდა მიეცა, აშშ _ 2 მლრდ დოლარის, მაგრამ წლის ბოლომდე 2 კვირა რჩება და ამ კრედიტებზე არაფერი ისმის. არაფერი ისმის საერთაშორისო სავალუტო ფონდისგანაც, რომელიც ვალდებულია გააკონტროლოს, როგორ სრულდება უკრაინის დაფინანსების პროგრამა. მოკლედ, ის, რაც დამართა დასავლეთმა უკრაინას, შეიძლება ერთი სიტყვით გამოიხატოს: გადააგდეს! ასეთია არსებობისთვის ბრძოლის მეთოდი, რომლითაც დასავლურმა ცივილიზაციამ აქამდე მოაღწია, თუმცა ეს უკრაინელებისთვის შვების მომგვრელი არ არის. და ეკონომიკაგაპარტახებულმა და ტერიტორიებშემოძარცულმა უკრაინამ მოპარული ფერწერული ტილოებით ვაჭრობა დაიწყო ჰოლანდიასთან, ამან კი ჰოლანდიელთა განრისხება გამოიწვია.

დილით _ ფული, საღამოს _ მოპარული ნახატები

“ველურობის ეპიზოდი, რომელიც დაკავშირებულია ძველი ჰოლანდიელი მხატვრების ფერწერული ტილოების პოვნასთან უკრაინაში და ამ ტილოების გაყიდვაზე მოლაპარაკებების გამართვასთან, ნათლად წარმოაჩენს, რა დიდი გზა უნდა გაიაროს უკრაინამ, რომ ევროპელ ერად იქცეს _ და ეს ამბავი ხსნის, რატომ შიშობენ ჰოლანდიელები ევროკავშირთან უკრაინის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას”, _ წერს Blumberg View-ი.

ლაპარაკია XVIII საუკუნის ე.წ. პატარა ჰოლანდიელების _ იან ვან გოიენის, იაკობ ვაბენის, მათიას ვიტჰოოსის, იან რეიტშოოფის, იან ლინსენისა და გერმან ჰენსტენბურგის 24 ნახატზე, რომლებიც 2005 წელს მოიპარეს ჰოლანდიის ქალაქ ჰორნის დასავლეთ ფრისლანდიის მუზეუმიდან. მუზეუმის წარმომადგენლები ზარალს 10 მლნ დოლარად აფასებენ. ეს ნახატები იპოვეს უკრაინაში, მუზეუმის თანამშრომლებმა კი ეს ამბავი შეიტყვეს კიევში, ჰოლანდიის საელჩოში მისული ორი უკრაინელისგან, რომლებიც საელჩოს თანამშრომლებს უკრაინელი მოხალისეების ბატალიონების წარმომადგენლებად წარუდგნენ. მათ განაცხადეს, რომ აქვთ ჰოლანდიური მუზეუმიდან მოპარული ყველა ნახატი. ეს ბატალიონი, რომელიც უკრაინელი ნაციონალისტებისგან შედგება, მჭიდროდ არის დაკავშირებული “მემარჯვენე სექტორთან”.

ჰოლანდიური მუზეუმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისაუბრეს ბორის გუმენიუკთან, რომელიც მათ ბატალიონის მეთაურად წარუდგა და ნახატების დაბრუნების საფასურად 50 მლნ ევრო მოითხოვა, ანუ 5-ჯერ მეტი, ვიდრე ტილოები ღირს. ამასთანავე, მუზეუმის თანამშრომელთა განცხადებით, გამოძალვის მცდელობაში გარეულია არა მხოლოდ გუმენიუკი, არამედ უკრაინის სპეცსამსახურების წარმომადგენლები და პოლიტიკოსებიც, კერძოდ, ნაციონალური პარტია “სვობოდას” ლიდერი ოლეგ ტიაგნიბოკი და უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ვალენტინ ნალივაიჩენკო. მოლაპარაკების შედეგებით იმედგაცრუებულმა დასავლეთ ფრისლანდიის მუზეუმის დირექტორმა ედ გირდინკმა, რომელიც ვარაუდობს, რომ ტილოები აღმოსავლეთ უკრაინაში, ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მოქმედი სახმელეთო რაზმების წარმომადგენელთა ხელშია, განაცხადა: მივმართავ იმ ადამიანებს, რომელთა ხელშიც აღმოჩნდა ჩვენთვის მოპარული ფასეულობები, აგრეთვე, მათ, ვინც იცის, სადაც ინახება ეს ფასეულობები. ისინი თქვენ არ გეკუთვნით და თქვენ არ შეგიძლიათ, ამ ფასეულობებით ივაჭროთ. ეს ის არ არის, რისი გაცვლაც შეიძლებააყროლებულფულზე. ეს ხელოვნების ნაწარმოებებია _ ნაწილი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისა, ჩვენი ისტორიისა და ის აქ უნდა იყოს”.

ეს ამბავი, რომელიც ჰოლანდიაში ფართოდ გაშუქდა, ნამდვილად ვერ შეაყვარებს უკრაინას ჰოლანდიელებს, რომლებმაც უკვე 427 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს ევროკავშირთან უკრაინის ასოცირების რატიფიკაციის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე და ამ საკითხს ჰოლანდიის პარლამენტი 2016 წლის აპრილში განიხილავს.

უკრაინის ხელისუფლებას კი ისღა დარჩენია, იფიქროს, რა მოუხერხოს ამ ნახატებს. უკრაინა იარაღით სავსე ქვეყანაა და ეს იარაღი (ისევე, როგორც ჰოლანდიელი ოსტატების ტილოები) ამჟამად აქვთ რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენლებს, რომლებიც ამჟამინდელი ხელისუფლებისადმი დიდი პატივისცემით არ გამოირჩევიან. მათ წინააღმდეგ კი მკაცრი ზომების გატარება საფრთხილოა: უკრაინელი მოხალისე ნაციონალისტები ხომ იანუკოვიჩის რეჟიმის დასამხობად გამოიყენეს და მათი პროვოცირება შეიძლება საბედნიერო აღმოჩნდეს პოროშენკოს რეჟიმისთვის.

ნიკა კორინთელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here