Home რუბრიკები პოლიტიკა არც ერთია უკრაინელი და არც _ მეორე, ორივე აშშ-ის “ძაღლისშვილია”

არც ერთია უკრაინელი და არც _ მეორე, ორივე აშშ-ის “ძაღლისშვილია”

672

პატიოსან”, მაგრამგასტროლიორსააკაშვილს სახეში წყალი შეასხეს

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტმა უკრაინაში პოლიტიკური ვითარება დაძაბა. ორიოდე დღის წინათ უკრაინის რადაში გამართული უკრაინის რეფორმების საბჭოს სხდომა, რომელსაც პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო და პრემიერი არსენი იაცენიუკი ესწრებოდნენ, სკანდალით დასრულდა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაქოვმა ოდესის ოლქის გუბერნატორს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჯერ ქურდი უწოდა, შემდეგ კი ყვირილით “გაეთრიე ჩემი ქვეყნიდან!”-ო სახეში წყალი შეასხა.

“ბატონმა სააკაშვილმა ჩემს კითხვაზე _ რატომ მიმართა ოდესის პორტთან არსებული ქარხნის შესახებ რუს ოლიგარქს “ურალხიმიდან” და როგორ არის ეს დაკავშირებული ამ ქარხნის პრივატიზაციასთან _ საკუთარი თავის კონტროლი დაკარგა. ოდესის გუბერნატორს ისტერიკა დაემართა და ამიყვირდა: “არავის აქვს უფლება, მიხეილ სააკაშვილს ასე ელაპარაკოს… შენ კორუფცირებული მინისტრი ხარ, მე კი _ პატიოსანი ადამიანი” და პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადმოვიდა. თავი შევიკავე, მისთვის ხელი რომ არ დამერტყა და სახეში წყალი შევასხი. დიდი ხანია, არ მინახავს ასეთი გაშიზოიდებული პოპულისტი… არაფრის თქმის საშუალებას არ იძლეოდა, სიტყვას ყველას აწყვეტინებდა, მათ შორის, პრეზიდენტსაც.

სააკაშვილი არის ყბედი, რომელიც პასუხს არაფერზე აგებსსაკმარისია არტისტები და ცირკის კლოუნები. საჭიროა მუხლჩაუხრელი მუშაობა და არა _ ბაქიბუქი. უხერხული კითხვები ისტერიკას იწვევს? _ ყელში ამოვიდა… არ ვაპირებ, ავიტანო აგრესიული არამზადის უზრდელობა, რომელიც ხმაურიან საბაბს ეძებს პოსტის დასატოვებლად, რადგან თავის უშუალო ადგილზე საქმე ჩააფლავა. არ ვაპირებ, ავიტანო ხეპრე, რომელიც ჩემს ქვეყანას ატყუებს ლამაზი პოზით _ ის სუფთაა, სხვა ყველა კი ნეხვშია ამოსვრილი… კორუფცირებულებზე თვეობით კი არ უნდა ილაპარაკო ფაქტების წარმდგენის გარეშე, არამედ ისინი ციხეში უნდა ჩასვა. ან რა, ოდესის პორტთან არსებული ქარხნით საყვარელიძე არ არის დაკავებული? ოღონდ რა შუაშია აქ სააკაშვილის საუბრები რუსულ “ურალხიმთან”? ოდესის პორტთან არსებული ქარხანა საჯაროდ უნდა გაიყიდოს დასავლურ სახელოვან კომპანიაზე და არა ოფშორზე რუსი ოლიგარქისა, რომელთანაც ჩუმჩუმად ლაპარაკობენ მაღალფარდოვან ფრაზებს ამოფარებული მაღალჩინოსნები.

უბრალოდ, საჭირო იყო სააკაშვილისთვის პასუხის გაცემა… მან კი აიწყვიტა… უწყინარმა კითხვამ ისტერიკა და შეურაცხყოფა გამოიწვია… ქურდს ქუდი ეწვის?!” _ დაწერა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენი ავაქოვმა სოციალურ ქსელში.

რეფორმების სხდომაზე მომხდარ კონფლიქტში უკრაინის პრემიერმინისტრი არსენი იაცენიუკიც ჩაერია. მან სააკაშვილსგასტროლიორიუწოდა და ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

ოდესის პორტთან არსებული ქარხანა, რომელიც განხეთქილების ვაშლად იქცა სააკაშვილსა და იაცენიუკს შორის, უკრაინაში ქიმიური დარგის უდიდესი სახელმწიფო საწარმოა. იქ აწარმოებენ ამიაკს, კარბამიდს, თხევად აზოტსა და ჟანგბადს, გოგირდმჟავა ნატრიუმს და სხვ. მედიასაშუალებები ოდესის ოლქის მთავარ პროკურორ დავით საყვარელიძის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ უკრაინის პროკურატურა იძიებს კორუფციულ სქემას, რომელიც დაკავშირებულია ოდესის პორტთან არსებული ქარხნისა და ავსტრიული კომპანია Antra-ს შორის გარიგებასთან და რომელშიც თითქოს იაცენიუკიც მონაწილეობდა, ლაპარაკია 90 მლნ დოლარის მითვისებაზე.

ოდესის პორტთან არსებული ქარხნის პრესსამსახურმა კი გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორმა ქარხნის წინააღმდეგ წამოიწყო პიარკამპანია, რომელმაც საწარმო მილიონობით დოლარით დააზარალა. სააკაშვილის ბრალდებები კი მიმართულია იქით, რომ პრივატიზების წინ შემცირდეს ქარხნის რეალური საფასური და ის დასავლელმა მეწარმეებმა ხელში იაფად ჩაიგდონ.

მოკლედ, სააკაშვილმა თავისი ტყუილებითა და თვალში ნაცრის შეყრის პიარაქციებით თავი ოდესაშიც გამოიჩინა და გასაკვირი არ იქნება, თუ მას ოდესიდან სამარცხვინოდ გამოაძევებენ. რასაკვირველია, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ აშშ თავისძაღლისშვილსკვლავ ხელს არ დააფარებს.

ავაქოვისა და სააკაშვილის კონფლიქტში საინტერესო არის ის, რომ ამერიკელების ხელდასხმული ამ ორი პირისგან, რომლებიც თავს იმავე ამერიკელების მეცადინეობით გაპარტახებული და ტერიტორიებდაკარგული უკრაინისთვის დამაშვრალ ადამიანებად წარმოაჩენენ, არც ერთია უკრაინელი და არც მეორე _ ორივე ამერიკელთაძაღლისშვილია”.

კორუფციასთან “მებრძოლი” ეკა ზღულაძე უკრაინიდან 4 მლნ დოლარის გატანას ცდილობდა

კორუფციასთანმებრძოლიეკა ზღულაძე უკრაინიდან 4 მლნ დოლარის გატანას ცდილობდა

ვიდრე უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაქოვი მიხეილ სააკაშვილს წყალს ასხამდა, მისი მოადგილე ეკა ზღულაძე უკრაინიდან დიდი ოდენობით თანხის გატანისას გამოიჭირეს.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ჯეფრი პაიეტმა სწორედ ზღულაძეს ანდო უკრაინის ახალი სამართალდამცველი სისტემის მშენებლობა, “კატრუსია” (ასე ეძახიან ეკა ზღულაძეს უკრაინაში) არც ისე დიდი ენთუზიაზმით ცდილობდა შსს-ს გარდაქმნას, მან ყველაფერი თავის კოლეგას, სააკაშვილის რეჟიმისდროინდელ განათლების მინისტრს _ ხატია (ხატიკო _ უკრაინელთათვის) დეკანოიძეს გადააბარა, კადრების წმენდას კი თავი აარიდა. და აი, ზღულაძის პასიურობის მიზეზებს ფარდა აჰხადა უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვიტალი ზახარჩენკომ:

“ორი კვირის წინათ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე თავის მეუღლესთან (რაფაელ გლუკსმანი _ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი _ ნ. კ.) მიემგზავრებოდა საფრანგეთში, რადგან ფეხმძიმედაა და ორი თვის შემდეგ უნდა იმშობიაროს. ის ბორისპოლის (კიევის აეროპორტი _ ნ. კ.) საბაჟოზე დააკავეს ჩემოდნით, რომელშიც იყო, არც მეტი, არც ნაკლები, 4 მლნ აშშ დოლარი. შესაბამისი ორგანოების შეკითხვაზე მადამ ზღულაძემ ისე, რომ თვალი არ დაუხამხამებია, ღიმილით განმარტა, რომ ეს მისი პირადი ნივთებია. ფული კი პარიზში მშობიარობისთვის სჭირდებოდა.

ზღულაძე ბორისპოლის აეროპორტში 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, ურეკავდა შს მინისტრ ავაქოვს, რომელმაც მთელი თავისი გავლენა გამოიყენა, ეკა ლაჟვარდოვან სანაპიროზე რომ გაეშვა. ამისათვის კი დაუკავშირდა სასაზღვრო სამსახურის უფროსს, რომელსაც, ბუნებრივია, უკრაინის უშიშროების სამსახურები უსმენს. შემდეგ მოვლენები ისე წარიმართა, როგორც მოსალოდნელი იყო _ უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიცაკმა განკარგულება გასცა, დაედგინათ ზემოაღნიშნული თანხის წარმომავლობა, რომლის შემდეგაც მას მოახსენეს, რომ აშშ-მა უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირებისთვის თანხა 10 მლნ (სხვა ინფორმაციით _ 14 მლნ) დოლარის ოდენობით გადასცა ქალბატონ ზღულაძესა და ავაკოვს, რომლებმაც ეს ფული, იმის ნაცვლად, რომ დანიშნულებისამებრ გამოეყენებინათ, მიითვისეს”.

ასეთი საქციელი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელთა მხრიდან გასაკვირი არ არის, ისინი ხომ ორმაგი სტანდარტებით ებრძოდნენ კორუფციას _ რაც უბრალო მოკვდავისთვის არ შეიძლებოდა, მათთვის დასაშვები იყო. ასეა, უკრაინას, რომელსაც თითქოს თავისი კორუფცირებული მოხელეები არ ჰყოფნიდა, ახლა “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებიც დაემატნენ.

შარიკოვებმა “ბაიდენის ტესტი” ვერ ჩააბარეს

შარიკოვებმა* “ბაიდენის ტესტივერ ჩააბარეს

უკრაინის რადაში (პარლამენტი) საანგარიშო მოხსენებით გამოსვლისას პრემიერმინისტრ არსენი იაცენიუკსტესტიკულებშიეცნენ.

იაცენიუკის სიტყვით გამოსვლისას ტრიბუნას მიუახლოვდა “პეტრე პოროშენკოს ბლოკის” დეპუტატი ოლეგ ბარნა, რომელმაც ჯერ სამგლოვიაროლენტიანი ვარდების თაიგული მიართვა მთავრობის მეთაურს, შემდეგ კი “კვერცხებში” ხელი სტაცა და ტრიბუნიდან გათრევა დაუპირა.

ამ არეულობის მიზეზი იყო იაცენიუკის პასუხი ბარნას კითხვაზე ქვეყნის ენერგეტიკის მდგომარეობის შესახებ. იაცენიუკმა დეპუტატს ურჩია, ეს კითხვა “თავისი მინისტრისთვის _ დემჩიშინისთვის (ვლადიმერ დემჩიშინი _ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი _ ნ. კ.) დაესვა. ამ პასუხმა გააცეცხლა დეპუტატი, რომელიც მივარდა იაცენიუკს და ტრიბუნიდან გაგდება დაუპირა.

ამის შემდეგ ინციდენტი ჩხუბში გადაიზარდა უკრაინის პრემიერის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.

უკრაინის ხელისუფლებამ მომხდარს ქვეყნის სიმბოლოს წინააღმდეგ ჩადენილი ბარბაროსობა და საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალში რეპუტაციის შელახვა უწოდა.

ეს ინციდენტი უკრაინის რადაში აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის _ ჯოზეფ ბაიდენის გამოსვლიდან მეორე დღეს მოხდა. ახლა უკრაინელები იმაზე წუხან, რომ ბაიდენის სიტყვების შემდეგ, _ მსოფლიო უკრაინას შეჰყურებსო, რადაში მყოფმა “შარიკოვებმა” “ბაიდენის ტესტი” ვერ ჩააბარეს და უკრაინას თავი საქვეყნოდ მოსჭრეს.

ნიკა კორინთელი

* ცნობისათვის: პოლიგრაფ პოლიგრაფოვიჩ შარიკოვი მიხეილ ბულგაკოვის მოთხრობის “ძაღლის გულის” პერსონაჟია. ის თავდაპირველად უჯიშო მაწანწალა ძაღლი იყო, ოპერაციის შედეგად კი ძაღლი, რომელსაც ადამიანის ჰიპოფიზი და მამაკაცის საკვერცხეები გადაუნერგეს, ადამიანად იქცა, ბოლოს კი ისევ ოპერაციით _ კვლავ ძაღლად. შარიკოვს უწოდებენ თავხედ, გაუნათლებელ და არაკომპეტენტურ ადამიანს, რომელიც მიზეზთა გამო სახელისუფლო სტრუქტურებში აღმოჩნდა.

1 COMMENT

  1. როგორ არცხვენენ დიად სომხეთს?!

    ვიდრე უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაქოვი მიშა სააკოვს წყალს ასხამდა, მისი მოადგილე ეკა ზღულაძე უკრაინიდან დიდი ოდენობით თანხის გატანისას გამოიჭირეს.

  2. statiis stili intonaciebi sainteresoa da momwons. Magram ,Bakur-chemo ,tu ukacravad ar viqnebi, tendeciurobas rverradaver gadaabije. Asetive expresiulobit rom xedavde,rogor agvaSenes da dagvamSvenes maRali sazogadoebis msuye wevrebma …..da

    u…maSin iqneboda miucerzoebeli jurnpalissssttttikkkaaa….

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here