Home რუბრიკები ბლოგი რადიკალ ისლამისტური ორგანიზაციები

რადიკალ ისლამისტური ორგანიზაციები

721

 ნაწილი 3        

ჯიბჰათ ან ნუსრა

სირია -ერაყის ტერიტორიაზე არსებულ ჯიხადისტური ბანაკის ერთ ერთი მთავარი მოთამაშის  „ჯიბჰათ ან ნუსრის“  ანუ „გამარჯვების ფრონტის „ მხარდაჭერამ შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს ორი ყველაზე ძლიერი ჯიხადისტური მოძრაობის „ალ ქაიდასა“ და „ისლამისტური სახელმწიფოს“ დაპირისპირებაში. 

მოძრაობა დაარსდა 2011 წელის ბოლოს, მასში გაერთიანდნენ  „ისლამისტურ სახელმწიფო ერაყში“ შემავალი სირიელები,    რომლებმაც  გადაწყვიტეს სირიაში დაბრუნება სადაც ახალი დაწყებული იყო ფერადი რევილუციის ერთ ერთი სერია  და  ასევე სადამ ხუსეინის არმიის ყოფილინ  ოფიცრები .ბოევიკების მიზანს წარმოადგენდა სახალხო პროტესტების ისლამიზაცია ,  სირიის რადიკალურად განწყობილი ელემენტების კონსოლიდაცია და სირიის ტერიტორიაზე ისლამური ხალიფატის შექმნა .

დაჯგუფების ფორმირების ისტორია

ფაქტობრივად „ისლამურმა სახელმწიფომ ერაყში“ -ს ხემძღვანელობამ  სირიაში შექმნა თავისი ფილიალი რომლიმაც ელვისებურად მოიპოვა იქ გავლენა . ამას ხელი შეუწყო შეიარაღებულ ოპოზიციაში მზარდმა ექსტრემისტულმა განწყობამ და იმანაც როდესაც  შიდა კონფლიქტი სირიაში  ეს ესაა იქოქებოდა, ხოლო ამ კონფლიქტის   მთავარი სპონსორები და იდეოლოგები  სახელმწიფო დეპარტამენტიდან  უარს ამბობდნენ სამხედრო მოქმედებებში  პირდაპირი მონაწილეობა მიეღოთ. ერთი წლის შემდეგ  “ჯიბჰათ ან ნუსრას“  მხარეს რომლის სათავეშიც აბუ მუჰამედ ალ- ჯულანი ჩაუდგა   უკვე იბრძოდნენ რამდენიმე ათასი ბოევიკი,  მათ შორის სხვადასხვა  არაბული ქვეყნიდან, ხოლო  ტერიტორიულად მოიცვა მთელი აღმოსავლეთ სირიის პროვინციები.  „ან ნუსრის“სტრატეგია ადგილობრივ  საზოგადოებაში ინტეგრაცია და მისი კეტილგანწყობის მოპოვება იყო რომელიც  აიმან აზ ზახარის 2014 წლის ივლისის დერექტივას პასუხობდა, რომელიც ორგანიზაციას ადგილობრივ მოსახლეობასთან და ასადის წინააღმდეგ მებრძოლი სამხედრო დაჯგგუფებებთან  ურთიერთობების გაუმჯობესებას ითვალისწინებდა .

 სოციალური ბაზა

ის   გამოცდილება რაც მიიღეს ერაყში , „ჯიბჰათ ან ნუსრას“ ხემძღვანელობამ ააშენა ახალი წევრების  და ფინანსების მოზიდვის ურთულესი  სისტემა.   კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოიღეს შარიათი და  დაიწყეს გადასახადების ამოღება.   მაგრამ ასევე შექმნეს სპეციალური ორგანო, რომელიც სურსათის განაწილებას , ელექტრო ენერგიის მიწოდებას და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასებს ალეგურილებდა . „ჯიბჰათ ალ ნუსრას“ მიერ სოციალური კუთხით გაკეთებულმა ნაბიჯებმა მოუპოვეს პოპულარობა არა მარტო მოსახლეობაში არამედ  ბ. ასადის ოპოზიციის სხვადასხვა შეიარაღებულ  ჯგუფებში.  ეტაპობრივად მოხდა ორგანიზაციის „სირიიზაცია“  და დღევანდელ დღეს ის მთლიანად სირიულ-ლევანტური გახდა. ხოლო მისი ხემძღვანელი ძირითადად სალაფიტური ჯიხადიზმის მოწინავე თეორიტიკოსის- აბუ მუსაბა ას-სურის  შრომებს ეყრდნობა რომელს სამი  ფუნდამენტალური  პოსტულატი აქვს :

მუსულმანური სისხლის სიწმინდე , გინდაც ის ცოდვილი იყოს და  გინდაც დანაშაული ქონდეს ჩადენილი.( „კუფრის“: ურწმუნოების , ჯადოქრობის , მრავალღმერთიანობის, თვითმკვლელობის   შემთხვევის გარდა )

სასჯელის აღსრულება  შარიატის დამყარების შემდეგ. (აქტიალურია მესამე პუნქტის აღსრულების შემდეგ)

მუსულმანური მიწებიდან ყველა არამუსულმანის და მოწინააღმდეგის განდევნა.

ას-სური ასევე შემოიღო „ინდივიდუალური ჯიბჰათ“-ის მეთოდი . ეს მეთოდი ითვალისწინებს როგორც “მარტოხელა მგლების„(ინდივიდუალური ჯიხადის ), ადამიანები რომლებიც მოქმედებენ დამოუკიდებლად  კონცეფციას, ასევე „სარაია“ (ინდივიდუალური ბრიგადები,ჯგუფები). „სარაია“ – ეს არის  ქმედებათა სისტემა, რომელიც მოიცავს იდეოლოგიურად იდენტური, დამოუკიდებელი, მობილური ჯგუფები, რომლებიც   პერმანენტული ზეწოლას ახორციელებენ მოწინააღმდეგეზე .
 ას -სურის  სწავლებით ის ხალხი რომლებიც ასე თუ ისე დაკავშირებულია ისლამურ სამყაროსთან,  მაგრამ რაღაც დონით დაცილდნენ ჭეშმარიტ ისლამს უნდა დაიმოძღვრნონ და შემობრუნდნენ  სწორ გზაზე  და არ განადგურდნენ.

დაფინანსების წყაროები

„ ჯიბჰათ ან ნუსრას “ დაფინანსება ხორციელდება რამდენიმე მიმართულებიდან, მაგრამ ძირითადი დაფინანსება   შემოდის საზღვარგარეთიდან  კერძოდ კატარიდან  და აშშ-დან რომელსაც  ე.წ.  ბ. ასადის  მოწინააღმდეგე ზომიერი ოპოზიციის დახმარების ხაზით აგზავნის სირიაში. პატარ პატარა დოზით   ისინი ასევე ჩართული არიან  თურქეთის პრეზიდენტის შვილის  სარაია ერდოგანის  ორგანიზებულ  სირია ერაყის ტერიტორიიდან   ნავთობის კონტრაბანდის, ასევე ბამბის და ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის ბიზნესში.

რეგიონში არსებულ სხვა შეიარაღებულ ძალებთან ურთიერთობები

სირიის  დანაყოფის წარმატების  შერმდეგ 2013 წლის 4 აპრილს აბუ ბაქარ ალ-ბაგდადიმ გამოაცხადა მისი დახურვა და მათი გაერთიანება „ ისე“-ში(ისლამური სახელმწიფო ერაყში) რამაც საფუძველი დაუდო  ახალი ცენტრის შექმნას -„ ისლამური სახელმწიფო ერაყსა და ლევანტეში“, რომელიც აკონტროლებდა სირია ერაყის საზღვარს და მასთან ერთად მთელ იარაღის, კონტრაბანდის და ბოევიკების ნაკადს .  ამ და სხვა საკითხებზე უთანხმოებების გამო, უარი თქვა რა დაქვემდებარებოდა  ალ -ბაგდადის  ბრძანებას, ალ-ჯულანიმ,   ა.ზავახარის(ბენ ლადენის შემცვლელი)  მისცა ერთგულების ფიცი, რომელიც  იმ დროს ალ -ბაგდადის მოკავშირედ ითვლებოდა რეგიონში. თავის მხრივ  აზ ზავახარი  შეეცადა  „ჯიბჰათ  ან ნუსრა“-ს და „ ისელ-ს „  შორის გაჩენილი წინააღმდეგობების გრადუსი დაეწია, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა . ამას საბოლო ჯამში 2014 წლის ივლისში, მოჰყვა   სირიული რადიკალური დაჯგუფების  პრაქტიკულად  მთლიანად   შევიწროება თავიანთი პოზიციებიდან რამაც იძულებული გახადა „ან ნუსრას“ ხემძღვანელობა სირიის მხოლოდ დასავლეთ და სამხრეთ ნაწილებისკენ გადაბარგებულიყო.

ამ სტრატეგიულმა ქმედებამ მას საშუალება მისცა შეენარჩუნებინა ორგანიზაციული სტრუქტურა, ასევე მნიშვნელოვანი სამხედრო პოტენციალი, რაც ბ. ასადის სამთავრობო ჯარეთან და მისი ,მოკავშირე ლივანური შეიარაღებული ორგანიზაციის „ჰეზბოლა“ -ს წინააღმდეგ  ბრძოლის საშუალება მისცა . ამავდროულად  „ან ნუსრას“ ბოევიკები ერიდებიან „ისლამურ სახელმწიფოს“ მებრძოლებთან    პირდაპირ შეჯახებას  რომლებიც მოქმედებენ როგორც სირია- თურქეთის საზღვარზე ასევე დამასკოს მისადგომებთან. ის კი არა ბოლო ხანებში ალ- ჯულანის მხრიდან  აბუ ბაქარ ალ ბაგდადის  მისამართით კონფრონტაციის შეწყვეტის  მცდელობა შეიმჩნევა რაც“ ჯიბჰათ ან ნუსრის „  ემირების  სალეჰ ჰამის და აბუ მარია ალ-კაჰტანის  გადაყენებაში გამოიხატა, რომლებიც ცნობილი იყვნენ თავის მტრული დამოკიდებულებით „ისლამურ სახელმწიფოს“ მიმართ. ასევე 2015 წლის აგვისტოში „ან ნუსრას „მებრძოლებმა დატოვეს  პოზიციები ალეპოს ჩრდილო- აღმოსავლეთით , რომელიც მდებარეობდა უშუალოდ „ისლამური სახელმწიფოს „ სამხედრო ფორმირებების მოქმედების ზონის სიახლოვეს .  ასეთი ქმედებები გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს რომ გავლენისთვის ბრძოლა „ჯიბჰათ  ან ნუსრას“ და „ისალამურ სახელმწიფოს“ შორის სავარაუდოდ  „ისელ“-ის  სასარგებლოდ გადაწყდება.

ვიქტორ ცაავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here