Home რუბრიკები ისტორია ატომური პილოტი

ატომური პილოტი

694

ფრედი აშკარადწითელია”.

ის ჩემი მეგობარია.

აბა, ერთი სცადე და გაერკვიე ამ საქმეში!

_ აგიტაციას არ გიწევთ, _ წყნარად ამბობს ფრედი, _ ღმერთმა დამიფაროს, არ იფიქროთ, ჩემი სიტყვებით თავს მოგახვიოთ საკუთარი შეხედულება. მე მხოლოდ ის ვთქვი, რომუორქერისგარდა არავინ დაიცავს თქვენს კონოლის, როცა არსებობს სენსაცია იმის შესახებ, რომ მერილინ მონროს ხელოვნური ბიუსტი ჰქონია. “ნიუიორკ პოსტიმხოლოდ მასზე წერს; ხან ამტკიცებს, რომ ეს ასეა, ხან კი უარყოფს.

_ ყველა ბიუსტით როდია დაკავებული. დაუკავშირდით ჟურნალებს.

_ ათას ორას ოცდაათი ჟურნალიდან ათას ასი პორნოგრაფიაზე წერს, დანარჩენი _ ბომბზე.

სამწუხაროდ, ასეა. ეს ციფრები მე ადრეც შემხვედრია კონგრესის ოფიციალურ მოხსენებებში. ამერიკა ისე შთანთქა ორმა პრობლემამ _ სექსმა და ომმა, რომ დრო აღარ რჩება უსამართლობის გამო აღშფოთებისთვის.

_ ნუ იდარდებთ, _ მეუბნება ფრედი, _ შევეცდები, აქაური წესებით დავაინტერესო სამოქალაქო თავისუფლებათა დაცვის კავშირი. მან რაღაც იცის პირადად თქვენ შესახებ და შეუძლია დაგეხმაროთ.

დარბაზში გამეფებული გუგუნი დაარღვია ზარის მკვეთრმა ხმამ. ნახვის დრო ამოიწურა: ფრედი აჩქარებით და მოუხერხებლად მართმევს ხელს. ქურთუკის ჯიბეში აირინის წერილს მჩრის. როგორი ღორობაა? მის შესახებ ვერაფრის გამოკითხვა ვერ მოვასწარი.

მაპატიე, აირინ!

_ პარასკევამდე, კლოდ.

რატომ პარასკევამდე? აჰ, მართლა! პარასკევს სასამართლოა.

_ პარასკევამდე, ფრედ.

განყოფილებებში გვანაწილებენ.

პალატაში ლოგინზე ვემხობი. ჩემს თავში ბურუსია.

კვირა. ორშაბათი. სამშაბათი. ოთხშაბათი. ხუთშაბათი. ხუთი დღე-ღამე. როგორმე უნდა გავძლო.

 10.

წმინდა ადგილი ცარიელი არ რჩება. ბერნსტაინის საწოლი ახალმა ავადმყოფმა დაიკავა. განყოფილებაში მისი მოსვლა ჩხუბით აღინიშნა. მესმოდა, როგორ ღრიალებდა და ღმუოდა იგი, როცა ცდილობდა, ხელიდან დასხლტომოდა სანიტრებს, რომლებმაც მიმღები პალატიდან მოიყვანეს. მე “ლაიფს” ვკითხულობდი და არ მინდოდა პალატიდან გასვლა. ლარიმ ჯოკს უთხრა, მოემზადებინათ დამაწყნარებელი პერანგი. პალატებში მღელვარება მატულობდა; კონოლი დაიძაბა, ტუჩები აუთრთოლდა.

“დამაწყნარებელი” _ ეს სიტყვა ოცდახუთივემ იცის, იმანაც კი, ვისაც ჯერ არ დავიწყებია დედის სახელი.

დერეფანში მედიდურად მოაბიჯებს გორდონი.

განყოფილებაში მისი მკვეთრი ფალცეტი ისმის.

წესრიგი აღდგენილია; ახალმოსულს იზოლატორში ათავსებენ. იქვე ამწყვდევენ წყნარ პატ კანდინსკისაც _ უდროო დროს ჩაუვარდა ხელში გორდონს.

ლარი შურდულივით შემოვარდა პალატაში.

_ ნაცისტი, _ ილანძღება იგი, _ ნამდვილი ნაცისტი!

ამას იგი გორდონზე ამბობს.

ლარის მარცხენა ლოყაზე გრძლად გასდევს ახალი ნაკაწრი. ლარი მას ნერწყვით დასველებული ცხვირსახოცის კუთხით იზელს.

_ მიიღე? _ დავცინი მე; მინდა გავაბრაზო.

ამაო გარჯაა! ლარი ძალზე აღგზნებულია გორდონთან შეხლა-შემოხლითა და ახალბედასთან ბრძოლით, რომ კიდევ რამეზე მოახდინოს რეაგირება. ნაკაწრი ჩვენ თვალწინ სივდება, დასიებული ადგილი ფერს კარგავს.

_ უნდა გამოირეცხო, _ ვეუბნები მე.

კონოლის უკვე დიდი ხნის მომზადებული ყვირილი აღმოხდა.

ლარი ვერ ასწრებს ჩემთვის პასუხის გაცემას, სინანულთი იქნევს ხელს და ბილის საწოლზე ჯდება.

_ გეყოფა, ბილი, _ ამშვიდებს იგი, _ რა მოგივიდა?

კონოლის ტუჩები ისევ უთრთის.

_ ი-იქ…

_ იქ ყველაფერი რიგზეა.

კონოლი ატირდა. ეს კარგია _ შეტევა დამთავრდა.

დერეფანში გორდონი ჯოკს ტუქსავს. ლარი ჩემს ლოგინზე გადმოჯდა და ყურს უგდებს. იჭმუხნება. ამბობს:

_ შენ მართალი ხარ: გორდონი მაინც არარაობაა. მე მას ვაფრთხილებდი, რომ ტელევიზორი ბოლოს მოუღებს ავადმყოფებს. ერთი მხრივ _ ამინაზინი, ემოციების ჩახშობა; მეორე მხრივ _ მკვლელობებით სავსესაშინელებათა სერია”. ჯანმრთელთა ნერვებიც კი დაუშვებლად გადაიტვირთებაბერნსტაინი თუ არა, მაშინ ვინმე სხვა აღმოჩნდებოდა მის ადგილზე. გორდონმა ეს გვიან გაიგო და ახლა გაცოფებულია.

_ რაიმე უსიამოვნება ხომ არ ელის? _ ვეკითხები.

_ საეჭვოა, _ მეუბნება ლარი, _ ეს ხომ ფასიანი საავადმყოფო არაა. შეიძლება ძალიან გაბრაზდეს პოლკოვნიკი ან ბერნსტაინს ჰყავდეს გავლენიანი ნათესავები.

_ არა მგონია, რომ ჰყავდეს.

შაბათს ბერნსტაინის ძმა ვნახე. ის დარბაზში იდგა დაბნეული და გორდონს უსმენდა. უფროსი ბერნსტაინი რაღაცით კონოლის დედასა ჰგავს. როგორც ჩანს, ადამიანები, რომლებიც ცუდად იკვებებიან და ბევრს მუშაობენ, ერთმანეთს ჰგვანან. ღატაკთა მსგავსებაა.

_ ძმობილო, _ რაღაც უცხო ხმით ამბობს ლარი, _ შენ, მახსოვს, ამბობდი, რომ იცნობდი ჯო თეკერს? ახალმოსულს სწორედ ასე ჰქვია. ნახე, იქნებ სწორედ ის არის?

ახალმოსული იზოლატორშია.

ეს ჯოა.

ძველი ჯოს აჩრდილი, მისი ლანდი.

იგი ვერ მცნობს. სიცხიანი თვალებით იყურება ჩემს თავს ზემოთ, ძლივს ატრიალებს “უღლით” შებოჭილ კისერს.

_ ჯო! _ ვეძახი.

_ თავი დაანებე, _ მეუბნება ლარი, _ ის ვერ გაიგებს.

ჯოს წვერი ძალზედ გაზრდია. ძლიერ დანაოჭებული სახე შეშუბებია. დამაწყნარებელი პერანგიდან გამხდარი, ყვითელი ფეხისგულები გამოსჩრია; სხეული ერთიანად ეკრუნჩხება.

_ შუქი… _ ლუღლუღებს ჯო. _ მტკივა… მილიონობით მზე… არაა საჭირო!

ლარიმ დერეფანში გამათრია.

_ კლოდ, _ მეუბნება იგი შეშფოთებით, _ გონს მოდი, კლოდ. წამოდი, წამალს მოგცემ.

მას თითქმის თრევით შევყავარ კაბინეტში. მენზურას მთლიანად მივსებს.

_ დალიე.

ვისკი.

პირი ჩამწვა, მაგრამ ნელ-ნელა გონს მოვდივარ.

_ კიდევ დალიე, _ მოღუშული მეუბნება ლარი.

_ რა დაემართა?

_ კორსაკოვის ფსიქოზი.

_ ცუდია ეს?

_ უიმედოა შეუქცევი მოვლენებითა და პროცესებით.

ლარი ფრჩხილით წკიპურტსა ჰკრავს მენზურას.

_ ვისკიმ მოუღო მას ბოლო. ანამნეზშია: ორჯერ თეთრი ცხელება, თვითმკვლელობის მცდელობანი. სვამს ორმოცდახუთი წლიდან. აგვისტოდან თუ…

_ არაა საჭირო, _ ვამბობ, _ ვიცი, როდიდანაცა სვამს.

არაფრის ახსნა არ მჭირდება. ყველაზე კარგად ვიცი, რომელი დღიდან და საათიდან დაიწყო მან სმა. ექვსი აგვისტო, საღამოს ათი საათი. ამ წუთამდე ჯოს ერთი წვეთიც არ დაულევია. ის კათოლიკე იყო. ფრონტზე ფიცი დადო, არ დაელია ომის დამთავრებამდე.

…ექვს აგვისტოს ჩამოაგდეს “გალეული”.

კაპელანმა დაუნიმ ჯოს უთხრა, რომ ის გმირია. იმ საღამოს კაპელანი ჩვენთან ერთად სვამდა. იგი ჯოსდამრტყმელ კორპუსსეძახდა. თითოეულმა ჩვენგანმა 6 აგვისტოს იმდენი ადამიანი დახოცა, რომ მთლიანად შეცვალა კორპუსი თავისი დარტყმის ძალით. ჯომ დაუნის არამზადა უწოდა.

_ წავიდეთ აქედან, _ თქვა ჯომ.

თითო ბოთლი ვისკი ავიღეთ და ჩვენს კარავს მივაშურეთ.

კარვის კალთა გადაწეული იყო; ბნელ ცაზე ვარსკვლავები ციმციმებდა. ჯო ლაპარაკობდა:

_ და მაშინ მიუგო მას პეტრემ: აი, ჩვენ დავტოვეთ ყველაფერი და შენ გამოგყევით, რა გველის ჩვენ? ხოლო იესომ უპასუხა მათ: სიმართლეს გეტყვით, რომ თქვენ, ჩემი მიმდევრები, როცა ძე ხორციელი თავისი დიდების ტახტს მოიპოვებს, დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელთა თორმეტი შტოს გასასამართლებლად. და ყოველი, ვინც დატოვებს სახლში ან ძმებს, ან დებს, ან მამას, ან დედას, ან ცოლს, ან ბავშვს, ან მიწას ჩემი სახელის სადიდებლად, მიიღებს ასმაგად და მარადიულ სიცოცხლეს დაიმკვიდრებს.

ჯო ძლივს ატრიალებდა ენას.

_ ეს სახარებაა, კლოდ, გესმის? ჩვენ ყველაფერი დავტოვეთ და წავედით. ახლა ჩვენ ვასამართლებთ იმ თორმეტიდან ერთერთ შტოსმარადიული სიცოცხლე! ჰა! მიმიფურთხებია მისთვის. ჩვენ მთელი ქალაქი დავწვით. სად არის ღმერთი, თუკი იგი ასეთ მხეცობას დაუშვებს? შვებულება აიღო? თუ ზემოდან გვიყურებს და ჩვენს მიწიერ მწუხარებებზე?

ღამით ის დიდხანს წრიალებდა და არ მაძლევდა დაძინების საშუალებას. დილით დამშვიდობების გარეშე წავიდა საზღვაო ქვეითებთან და საღამოს უკვე გალეშილი მთვრალი იყო. პოლკოვნიკმა ბრძანა, კომენდატურაში ჩაემწყვდიათ იგი.

მე ჯო კარავში შევიყვანე და ნიშადურის სპირტი მივეცი. ღამით მას გული აერია.

დღისით მწყობრში დაგვაყენეს და გენერალმა სპაატსმა მედლები გადმოგვცა.

სპაატსმა თქვა:

_ “ენოლასადასთრეით ფლეშისეკიპაჟებმა თავიანთი სახელები ცივილიზაციის ისტორიაში ჩაწერეს. მე მშურს თქვენი

_ შეიძლება ადგილები გავცვალოთ, _ თქვა ჯომ.

სპაატსმა თავი ისე დაიჭირა, თითქოს ნათქვამი არ გაუგია.

_ თქვენი დედები იამაყებენ თქვენით… დაიშალეთ!

კარავში ჯომ თქვა:

_ საბედნიეროდ, მე ობოლი ვარ.

გამაცოფა მისმა ტონმა.

_ შენ წუწუნა ხარ! _ ვუთხარი, _ მოსმენაც გულისამრევია.

_ კარგი ერთი, _ თქვა ჯომ, _ წავიდეთ ბარში, მაიორო. ჩვენთან სან-ფრანცისკოში დასაფლავებაზე რომსა სვამენ. აქ იგი არ არის _ დავლიოთ ვისკი, ყოფილხართ სან-ფრანცისკოში, მაიორო?

_ მომეშვი, _ ვუთხარი მე.

_ მაშასადამე, არ ყოფილხართ. ამაოდ. ჩამოდით ჩემთან, როცა ყველაფერი ეს მორჩება. ხამანწკების დაჭერას გასწავლით. ოკლენდთან ახლოს არის ერთი კარგი ხამანწკების თავთხელი.

ჯოს ვუსმენდი და აირინზე ვფიქრობდი. მას უყვარდა ხამანწკების ჭერა. ლუსისაც უყვარდა: პატარა კუსავით დახოხავდა ქვიშაზე და ნიჟარებს ჩიჩქნიდა. ერთხელ ნიჟარამ თითი დაუწეწკა. ლუსი არ ტიროდა, გაკვირვებული უყურებდა უცნაურ ქვას, ასე მწარედ რომ იკბინებოდა, და ჩემგან ელოდა ახსნა-განმარტებას.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here