Home რუბრიკები პოლიტიკა ნატო ჩერნოგორიის მაფიას უჭერს მხარს

ნატო ჩერნოგორიის მაფიას უჭერს მხარს

491

ნატომ თავის 29-ე წევრად ბალკანეთის ქვეყანა ჩერნოგორია მიიწვია. დასავლეთმა, რომელიც გამუდმებით მიუთითებს სხვა ქვეყნების დემოკრატიული ღირებულებების დაცვაზე, არად ჩააგდო, რომ ჩერნოგორიის პრემიერმინისტრ მილო ჯუკნოვიჩის პოლიტიკას საერთო არაფერი აქვს დემოკრატიასა და კანონიერებასთან. 

არსებობს ბევრი სამხილი, რომლებიც მიუთითებს, რომ პირადად ჯუკანოვიჩი და მისი ოჯახის წევრები გარეული არიან მაფიოზურ გარიგებებში. ლაპარაკია არა მხოლოდ “ჩვეულებრივ” კონტრაბანდაზე, რომლითაც ბალკანეთზე ვერავის გააკვირვებ, არამედ ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაზე, მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნები ამაზე თვალს ხუჭავენ. მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, მეზობელ სერბეთს ზღვაზე გასასვლელი არ ჰქონდეს და ჩერნოგორიის საზღვაო ყურე ნატომ გააკონტროლოს.

ჩერნოგორიის პრემიერის კრიმინალური წარსული დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი კოზირია. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ხომ ისეთი წევრები სჭირდება, რომლებსაც ამა თუ იმ საკითხზე საკუთარი აზრის გამოხატვის ეშინიათ და ხმას მხოლოდ “ზევიდან” მითითებით აძლევენ. ჯუკანოვიჩს კი კრინტის დაძვრის ნებისმიერი მცდელობისას წარსულში ჩადენილ ცოდვებს გაუხსენებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here