Home რუბრიკები პოლიტიკა დასავლური კოალიციის მორიგი “შეცდომა”

დასავლური კოალიციის მორიგი “შეცდომა”

499

სააგენტო “ფრანს პრესის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო კოალიციის ძალებმა, აშშ-ის მეთაურობით, პროვინცია დეირ ეზ-ზორში სირიის არმიის საბრძოლო მასალების საწყობი დაბომბეს. დაიღუპა სირიის არმიის 4 ჯარისკაცი, დაიჭრა _ 16.

ფრანგული სააგენტო ამტკიცებს, რომ კოალიციის ჯარებმა სირიის არმიის საწყობი შეცდომით დაბომბეს, მაგრამ ეს შეცდომა პირველი ხომ არ არის?

აშშ, თავდაპირველად, ბომბავდა უდაბნოს და ვერ ამჩნევდა რეალურ მიზნებს. შედეგად “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა თითქმის აასრულეს დასავლეთის ოცნება _ დაამხეს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმი.

სირიის არმიის საწყობის დაბომბვამდე ამერიკელებმა “შეცდომით” დაბომბეს ორგანიზაციის “ექიმები საზღვრებს გარეშე” ჰოსპიტალი ყუნდუზში (ავღანეთი), ახლახან კი ფრანგულმა თვითმფრინავებმა გაანადგურეს წყლის გამწმენდი ნაგებობა სირიის ქალაქ ალეპოში, შედეგად უწყლოდ დარჩა 3,5 მლნ ადამიანი.

საერთოდ კი, ძნელი წარმოსადგენია, ასეთი ტექნიკური შესაძლებლობების მქონე დასავლური სამხედრო კოალიციის ძალებმა როგორ უნდა დაბომბონ ობიექტები “შეცდომით”.

სხვათა შორის, პროვინცია დეირ ეზ-ზორი საკვანძო ადგილია, რომელიც აკავშირებს “ისლამური სახელმწიფოს” დედაქალაქ რაკას ერაყის იმ ტერიტორიასთან, რომელსაც “ბოევიკები” აკონტროლებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here