Home რუბრიკები საზოგადოება “დემონტრაკია” ევროპულად ანუ ჰეროდე ევროპაში აღსდგა

“დემონტრაკია” ევროპულად ანუ ჰეროდე ევროპაში აღსდგა

686

ევროპის მამაცი შვილები ოდესღაც ქვეყნებსა და კონტინენტებს იპყრობდნენ; დღეს კი მათი შთამომავლობა გამოწყობილია ქუჩის ქალის მთავარ ატრიბუტში _ მინი ქვედაკაბაში. ერთნაირსქესიანთა ქორწინების ოფიციალურად დაშვება, მათ მიერ ბავშვების აყვანა, ნორმალური ადამიანისთვის საყვარელი სიტყვების _ დედისა და მამის ყაზარმული შტამპებით _ მშობელი ნომერი ერთითა და მშობელი ნომერი ორით _ შეცვლა, პირწავარდნილი ჰომოსექსუალების ღვთისმსახურებად კურთხევა და სხვა მრავალი ჭირი მიგვითითებს, რომ ქრისტემ ევროპა მიატოვა.

არც ისე დიდი ხნის წინათ ყველა ჯურის ლიბერალი, “სამართალდამცველი” თუ “არასამთავრობო” ერთხმად იფიცებოდა, “უმცირესობების” დაუცხრომელი სექსუალური ფანტაზიები ეხება მხოლოდ სრულწლოვანებს, რომლებიც საკუთარ თავსა და ქმედებებზე აგებენ პასუხსო. მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ტოლერანტობისქომაგები მოპოვებულით ვერ დაკმაყოფილდნენ და თავისი სექსუალურპოლიტიკურირიტუალებისმსხვერპლად აირჩიეს საზოგადოების ყველაზე დაუცველი ნაწილი _ ბავშვები! მკითხველისთვის, ალბათ, ცნობილია, რომ უამრავი ქართველისთვის სათაყვანებელ გერმანიაში, ამ ქვეყნის ხელისუფლების სრული მხარდაჭერით, კანონის ძალით, სკოლებში დაინერგა ადრეული სქესობრივი აღზრდის პროგრამა. აქედან გამომდინარე, ის მშობლები, რომლებიც თავის შვილებს არ გაუშვებენსექსუალური აღზრდისგაკვეთილზე (და ეს უმსგავსობა, სხვათა შორის, სავალდებულო შესასწავლი საგანია ყველასთვის, განურჩეველად ასაკისა) დაჯარიმდებიან 250-დან ათას ევრომდე. იმ შემთხვევაში კი, თუ მშობელი უარს იტყვის ჯარიმის გადახდაზე, მას ორი კვირიდან ორმოც დღემდე გამოამწყვდევენვირის აბანოში”.

ზნეობის ზეობით ვერ დაიკვეხნის ვერც გერმანიაზე უფრო კეთილმოწყობილი, მდიდარი და გალაღებული ნეიტრალური შვეიცარია. ჩემმა თანაკურსელმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, ამჟამად ამ მთიანი ქვეყნის მოქალაქემ, ფსიქოლინგვისტმა ანდრია სემჩენკომ გამომიგზავნა საკმაოდ საინტერესო საბუთი. რამდენიმე წლის წინათ ევროკავშირის მითითებით და შვეიცარიის ჯანდაცვის სახელმწიფო სამმართველოს დაკვეთით, შეიქმნა “კომპეტენტური ორგანო”, რომელმაც შეიმუშავა და გამოაქვეყნა პროგრამა სათაურით: სექსუალური განვითარების პედაგოგიკის საფუძვლები და სკოლა”. თუ ამ “საფუძვლებს” ყურადღებით წავიკითხავთ, უთუოდ მივალთ დასკვნამდე: ბიბლიური მეფე ჰეროდე, ჩვილთა დახოცვით რომგაითქვასახელი, ამკომპეტენტურიორგანოს წევრებთან შედარებით, თუ ფრთიანი ანგელოზი არა, უწყინარი ადამიანია, რადგან ჰეროდემ ფიზიკურად მოსპო უმანკო ბავშვები, ესენი კი მათ სულიერად კლავენ, რაც გაცილებით მძიმე დანაშაულია!

გავეცნოთ ამ “კომპეტენტური ბიძიებისა და დეიდების” ტვინის ნაჟურის რამდენიმე პუნქტს:

ოთხი წლის ბავშვმა უნდა შეისწავლოს: თავისი სასქესო ორგანოები, როგორც ახალი სიამოვნების წყარო; ორგაზმის მსგავსი რეაქციების გამოწვევა, როგორც შედეგი შეგნებული და განმეორებადი მასტიმულირებელი მოძრაობებისა ტანზე, ასევე, გენიტალიებზე. ხუთი წლისამ _ თამაშების პრაქტიკა. ბავშვმა უნდა ითამაშოს სხვადასხვა როლი, მათ შორის, ოჯახში ორ დედასა და ორ მამასთან. ილაპარაკოს სიყვარულსა და სქესობრივ კავშირზე. მომავალში ამპროგრამასდაემატება შემდეგი: ნებისმიერი სექსუალური ურთიერთობა არ არის რაღაც არაბუნებრივი ქმედება იმ შემთხვევაში, თუ მასში მოქმედ პირებს ერთმანეთის მიმართ არ აქვთ პრეტენზიები და ნებისმიერი სექსუალური ორიენტაცია, მათ შორის, ჰომოსექსუალიზმი, ბისექსუალიზმი და ტრანსვესტიზმი ისეთივე ბუნებრივია, როგორც ჰეტეროსექსუალიზმი”. როგორც ხედავთ, სქესობრივი აღზრდა საბავშვო ბაღებში მიმდინარეობს ისეთივე დიდი გაქანებით, როგორც სკოლებში.

მოზარდებში “კომპეტენტური ორგანოს” მიერ ვრცელდება “სპეციალური ლიტერატურა”, სინამდვილეში კი გარყვნილების ინსტრუქცია. აი, რას ურჩევენ “კომპეტენტურები” პატარა მოსწავლეებს:

პირი შენს სახეზე, საშო _ შენი გენიტალიების რაიონში არის გამოქვაბული, რომელშიც შეგიძლია დაპატიჟოპენისიდა სხვასტუმრებიდა მათთან ითამაშო”. ხსენებულიინსტრუქციაკიდევ მრავალ რჩევას იძლევა ანალური სექსის თაობაზე, ასევე, თუ როგორ შეიძლება დაიყოლიო მეგობრები სექსზე. შემდგომ მიდის განმარტებები, რომ სექსი უსიყვარულოდ ნორმალურია, რომ სექსში არავითარი შეზღუდვა არ არის, რა თქმა უნდა, თუ მასში მონაწილე პირები თანახმანი არიან.

რა შედეგი მოაქვს ასეთ სქესობრივ “აღზრდას”? ფულსა და პრივილეგიებზე გაუყიდველი ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების მტკიცებით, ბავშვები და მოზარდები ნაადრევად დაიწყებენ აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას, სადაც სექსი უსიყვარულოდ ჩვეულებრივი ამბავია და, სადაც სექსი ისეთივე ჩვეულებრივი რამ იქნება, როგორიცაა, მაგალითად, ხელის ჩამორთმევა ან ტელევიზორის ყურება. მშობლების აღზრდა დაკარგავს ფასს!

ამ “პროგრამაში” წერია მხოლოდ ბავშვის უფლებაზე, მიიღოს სექსუალური სიამოვნება, მაგრამ კრინტიც არ არის დაძრული მშობლის უფლებებზე. გამოდის, რომ ბავშვი აღარ ეკუთვნის მშობლებს, ბავშვი ეკუთვნის სახელმწიფოს და მხოლოდ მან იცის, რა უფლებები უნდა ჰქონდეს ჩვილსა და მოზარდს.

რა თქმა უნდა, “კომპეტენტური ორგანოსმიერ შეთითხნილდოკუმენტშიარაფერია თქმული ზნეობაზე. ღირსებას, თავმდაბლობას, თვითშეკავებას, ძლიერი მოსიყვარულე ოჯახის შექმნას თანამედროვეჰეროდებიანაცვლებენ თავაშვებულობით, თავისუფალი შეუზღუდავი სექსით და .. ხოლო, თუ არ იარსებებს ძლიერი ოჯახი, არ იარსებებს ძლიერი სახელმწიფო. სწორედ ეს არის იმ შავბნელი ძალების მიზანი, რომლებიც ასეთპროგრამებსთავს ახვევენ კაცობრიობას. მათი აზრით, ზნეობა წარსულს ჩაბარდა. დღეს ადამიანი აღარ არისსოციალური, ცოცხალი არსება, რომელსაც აქვს სული, გრძნობები და ინტელექტი”. დღეს ადამიანი მხოლოდ მომხმარებელია, ბავშვი კი _ “სექსუალური არსება”, მაშასადამე, აქვს მოთხოვნასექსუალურ აღზრდაზე”.

2011 წლიდან შვეიცარიაში დაიწყეს სექსუალური აღზრდის პროგრამის დანერგვა საბავშვო ბაღებში და სკოლებში. ისევე, როგორც გერმანიაში, თითოეულმა ბავშვმა მიიღო ე.წ. სექსუალური ჩემოდანი, მასში მოთავსებული ნივთებით, რომლებიც გააცნობენ ბავშვს, რა არის სექსი. ამ ნივთებში მთავარი “მარგალიტია” “ნაწარმოები” სათაურით: ჩემი პირველი განმარტებითი წიგნი”. ლიტერატურის ეს “შედევრი” გათვლილია, არც მეტი, არც ნაკლები, ხუთი წლის ბავშვზე!.. “წიგნი” ილუსტრირებულია. მაგალითად, “ევას კოსტიუმში” (ანუ შიშველი) გამოწყობილი “დეიდა აგნესა” პრეზერვატივს უკეთებს “ადამის კოსტიუმში” გამოწყობილ “ძია ლარსის” (არ აგერიოთ საქართველო-რუსეთის საზღვარზე არსებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან) აღგზნებულ ასოს. “ღრმაშინაარსიანი” ტექსტიდან ვგებულობთ: “როდესაც კაცი და ქალი განსაკუთრებულად კარგად და აღგზნებულად გრძნობენ თავს, “ძია ლარსს” შეუძლია მოათავსოს თავისი სასქესო ორგანო “დეიდა აგნესას” საშოში; და თუ საშო სველია, ხოლო ასო _ მკვრივი, ამის გაკეთება ძალიან ადვილია”.

ვიდრე ამ უმსგავსობას, მეტიც _ სატანიზმს დაამკვიდრებდნენ შვეიცარიის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, მშობლებმა და მასწავლებელთა ასოციაციამ მოაწყვეს მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციები და მიტინგები, მაგრამ ტრაგიკომიკურ ვითარებას გადააწყდნენ: ფოსტამ უარი თქვა პეტიციის გაგზავნაზე იმ მიზეზით, რომ პეტიციაში არის პორნოგრაფიული ნახატები, რაც ამაზრზენიაო. არადა, ეს ილუსტრაციები ამოღებული იყო საბავშვო წიგნებიდან და მოზარდების დამხმარე სახელმძღვანელოებიდან.

საყურადღებოა, რომ ამ .. პროგრამის დანერგვა არ იყო შვეიცარიელი პოლიტიკოსების მსჯელობის საგანი, მასზე მასმედიაც დუმდა. ესპროგრამაშვეიცარიას მზამზარეულად მიაწოდა ევროპის პარლამენტმა. ასეთი ბედი, ადრე თუ გვიან, ელის ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, განურჩევლად. არის ცნობები, რომ ამ სისაძაგლეს ფარულად ნერგავენ საქართველოშიც. ჯერჯერობით ფარულად გადიან .. ტრენინგებს მომავალი ქართველისექსაღმზრდელები”. არ მოგვწონს? _ არა უშავს, დაგვიცხრება ემოციები, შევეჩვეთით. ამაზე იზრუნებენ ქართული ტელეარხები _ ევროპულიდემონტრაკიისიდეების თავდადებული პროპაგანდისტები.

მათ კი, ვისაც ჯერ კიდევ აქვს ილუზიები ევროპულ მორალზე, გავაცნობთ ერთ მეტად დამაფიქრებელ დოკუმენტს, დათარიღებულს 2010 წლით. ეს “ნივთმტკიცება” ერთობლივად შეიმუშავეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ევროპულმა ბიურომ და ჯანდაცვის სფეროში განათლების ფედერალურმა ცენტრმა (BZgA). დოკუმენტის სახელწოდებაა სექსუალური განათლების სტანდარტები ევროპაში”. აი, ისიც:

“0-4 წლამდე ბავშვს, აუცილებელია, მიაწოდოთ ინფორმაცია:

* სიყვარულის ნაირსახეობაზე;

*საკუთარი სხეულის შეხებისგან მიღებულ სიხარულისა და სიამოვნების განცდაზე, თვითდაკმაყოფილებაზე ადრეულ ასაკში;

*ფიზიკური სიახლოვისგან მიღებულ ნეტარებაზე.

4-6 წლამდე ბავშვისთვის უნდა გაგრძელდეს ინფორმაციის მიწოდება:

*საკუთარი სხეულის შეხებისგან მიღებულ სიხარულსა და სიამოვნებაზე; თვითდაკმაყოფილებაზე ადრეულ ასაკში;

*სექსუალურობის მნიშვნელობაზე და გამოხატვაზე;

* სექსუალურ შეგრძნებებზე;

*ერთნაირი სქესის წარმომადგენლების მეგობრობასა და სიყვარულზე (იგულისხმება ჰომოსექსუალიზმი _ ავტ.);

* ოჯახის სხვადასხვა კონცეფციაზე”.

6-9 წლამდე ბავშვს _ შემდეგი ინფორმაცია:

*სექსზე მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში (ინტერნეტის ჩათვლით).

* “მისაღები სექსის” გაგება (ურთიერთშეთანხმებით, თანასწორი, შესატყვისი ასაკისთვის და პირობებისთვის. ღირსების პატივისცემა).

9-12 წლამდე _ შემდეგი ინფორმაცია:

*პირველ სექსუალურ გამოცდილებაზე;

*სიამოვნებაზე, მასტურბაციაზე, ორგაზმზე”.

15 წლამდე ბავშვს _ შემდეგი ინფორმაცია:

*სექსზე, როგორც უფრო მნიშვნელოვანზე, ვიდრე სქესობრივი კავშირი;

*ბიზნეს-სექსზე (პროსტიტუცია, დასაჩუქრება სექსისთვის უმნიშვნელო თანხით, ასევე, რესტორანში, ღამის კლუბსა და სხვა გასართობ დაწესებულებაში დაპატიჟებით), პორნოგრაფია, სექსუალური დამოკიდებულება.

ყველაფერ ამას ჩვენს საზოგადოებაში ნერგავენ: UNICEF-, შხამიანი სოკოებივით მომრავლებული არასამთავრობო ორგანიზაციები, ფონდები და, რა თქმა უნდა, უცხოელიკონსულტანტებითავისიტრეინინგებით”…

მოამზადა

გიორგი კორძაძემ

1 COMMENT

  1. martla rom agshfotebulıvar amıs gagebıt martla ro satanasan gvaqvs saqme martla rom shemezlos chemıxelıt mıvaxrchob aset adamıanebs yvelam gavertıandeet erı da berı da aset adamıanebs vebrzolod tundat tundaw ukanasknel sısxlamde gmerto gvıshvele es ra wavıkıtxe asetı ramebıs akrzalvıs uflebaasaw ar gvazleven shemashfotvelı ambavıa vwuxvar

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here