Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკულმა გამოცემებმა სუს-ის მიერ “ისლამურ სახელწიფოსთან” სავარაუდო კავშირისთვის 4 პირის დაკავებაზე სტატიები...

ამერიკულმა გამოცემებმა სუს-ის მიერ “ისლამურ სახელწიფოსთან” სავარაუდო კავშირისთვის 4 პირის დაკავებაზე სტატიები გამოაქვეყნეს

642

ამერიკულმა გამოცემებმა Wall Street Journal-მა და New York Times-მა სუს-ის მიერ “ისლამურ სახელწიფოსთან” სავარაუდო კავშირისთვის 4 პირის დაკავებაზე სტატიები გამოაქვეყნეს. 

საქართველოში “ისლამურ სახელმწიფოსთან” შესაძლო კავშირის გამო ოთხი პირის დაკავება მსოფლიოს მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. New York Times -მა გამოაქვეყნა “ესოშიეითედ პრესის” მომზადებულ მასალა, სადაც მოყვანილია სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილის, ლევან იზორიას განცხადება დაკავების დეტალების შესახებ.

ლევან იზორიას თქმით, 11 საცხოვრებელი სახლი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გაჩხრიკეს. ამოღებულია ისლამური სახელმწიფოს დროშა, საბრძოლო მასალა და DVD დისკები. სტატიაში აღნიშნულია, რომ დაკავებულები გურიის რეგიონიდან არიან, სადაც ბევრი მუსლიმი ცხოვრობს. გამოცემა ასევე წერს, რომ აქამდე დაკავებების უმეტესობა უკავშირდებოდა პანკისის ხეობას, სადაც ეთნიკური ჩეჩნები ცხოვრობენ.

Wall Street Journal-მა კი საქართველოს შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეომასალა ატვირთა. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here