Home რუბრიკები პოლიტიკა აშშ-ის სამხედრო დაზვერვის ექსშეფი: რუსეთმა კარდინალურად შეცვალა ვითარება სირიაში. ვაშინგტონმა მოსკოვთან უნდა...

აშშ-ის სამხედრო დაზვერვის ექსშეფი: რუსეთმა კარდინალურად შეცვალა ვითარება სირიაში. ვაშინგტონმა მოსკოვთან უნდა ითანამშრომლოს

490

“ჩვენ გვჭირდება მოსკოვთან კონსტრუქციული თანამშრომლობა. რუსეთმა სამხედრო მოქმედებები დაიწყო სირიაში და ამან ძირფესვიანად შეცვალა ვითარება”

“ვაშინგტონმა აუცილებლად უნდა ითანამშრომლოს მოსკოვთან. “ისლამურ სახელმწიფოზე” გასამარჯვებლად უნდა მოიძებნოს და განადგურდეს ამ რადიკალური დაჯგუფების ხელმძღვანელობა, აგრეთვე, გადაიკეტოს ფინანსური წყაროები”, _ განაცხადა აშშ-ის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა შეფმა მაილ ფლინმა.

“რუსეთის მოქმედებამ სირიაში კარდინალურად შეცვალა ვითარება. აშკარაა, რომ “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-მა თანამშრომლობა უნდა დაიწყოს რუსეთთან”, _ განაცხადა აშშ-ის დაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა გერმანული გამოცემა “შპიგელისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“ჩვენ გვჭირდება მოსკოვთან კონსტრუქციული თანამშრომლობა. რუსეთმა სამხედრო მოქმედებები დაიწყო სირიაში და ამან ძირფესვიანად შეცვალა ვითარება”, _ განაცხადა მაიკლ ფლინმა და აღნიშნა, რომ პარიზის ტერაქტების შემდეგ, რომლებმაც 130 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა დახმარება სთხოვა როგორც ვაშინგტონს, ისე მოსკოვს.

ფლინის აზრით, “ისლამური სახელმწიფოს” დასამარცხებლად მხოლოდ ავიადარტყმები საკმარისი არ არის.

“ჩვენ ვერ შევძლებთ მტრის დამარცხებას საჰაერო სივრციდან. “ისლამური სახელმწიფო”, პირველ რიგში, დაკავებული ტერიტორიებიდან უნდა განიდევნოს, შემდეგ უზრუნველვყოთ უსაფრთხოება და სტაბილურობა. ლტოლვილები კი სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ. ბუნებრივია, ეს არ მოხდება სწრაფად, მაგრამ  აუცილებლად უნდა მოვძებნოთ და გავანადგუროთ “ისლამური სახელმწიფოს” ზედა ეშელონები, დავანგრიოთ მათი ქსელი, გადავკეტოთ მათი ფინანსური წყაროები და დავრჩეთ იქ, ვიდრე სიმშვიდე არ დაისადგურებს”, _ განაცხადა ფლინმა.

სირიაში 2011 წლიდან გრძელდება შეიარაღებული კონფლიქტი, რომელსაც, გაეროს მონაცემებით, 220 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სირიის სამთავრობო ძალებს სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფების “ბოევიკთა” რაზმები უპირისპირდებიან. ყველაზე მეტად აქტიურობენ ექსტრემისტული დაჯგუფებების _ “ისლამური სახელმწიფოსა” და “ჯებჰათ ან-ნუსრას” მებრძოლები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here