Home რუბრიკები ბლოგი რადიკალ ისლამისტური ორგანიზაციები

რადიკალ ისლამისტური ორგანიზაციები

724

ნაწილი  2

„ალ ქაიდა“ და მასში შემავალი ორგანიზაციები

პანისლამიზმის  ანუ  მსოფლიო  ხალიფატის შექმნის  იდეა ახალი არ არის, ახლო აღმოსავლეთში.  ახლად  წარმოქმნილი „ისლამური სახელმწიფომდე“    თანამედროვე ისტორიაში „ალ ქაიდა“ ატარებდა  გლობალური ჯიხადის  იდეების პროპაგანდას . ოსამა ბენ ლადენმა,  მსოფლიო ტერორისტული ქსელის შემქმნელმა, თავის იარაღად რადიკალურ ისლამისტური თეორია აიღო, რამაც ის რამდენიმე თაობა რელიგიური ფანატიკოსის სულიერი მამა გახადა.

ფორმირების შექმნის ისტორია

ფორმირება შეიქმნა 1988 წელს ავღანეთში  და თავის დროშის ქვეშ გააერთიანა სსრკ-ს წინააღმდეგ მებრძოლი ბოევიკები. ახლად შექმნილმა ორგანიზაციამ განახორციელა რამდენიმე ტერორისტული აქტი მთელი მსოფლიოს მაშტაბით , მათ შორის  ამერიკის შეერთებული შტატების სალჩოზე კენიასა და ტანზანიაში 1998 წელს , ადენის ყურეში ამერიკული გემის აფეთქება 2000 წელს.  2001 წლის 11 სექტემბრის ნიუ ორკის   ტერაქტის შემდეგ აშშ-მ გამოუცხადა ომი ტერორიზმს და ამ საბაბით  დაიკავა ავღანეთი. „ალ ქაიდას ხემძღვანელობა იძულებული გახადა ავღანეთიდან  ჩრდილოეთ პაკისტანში გადასულიყო  რომელიც მაშინ ტერორისტული ორგანიზა-ცია „თალიბანის“ კონტროლის  ქვეშ იმყოფებოდა. 2011 წლის მაისში აშშ-ს სპეცნაზმა ლიკვიდაცია გაუკეთა ოსამა ბენ ლადენს რომელიც პაკისტანის ქალაქ აბბოტტაბატის  ერთ ერთ კერძო სახლში იმალებოდა .   ბენ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ „ალ ქაიდას“ სათავეში მოვიდა მისი ერთ ერთი ყველაზე  ერთგული თანამებრძოლი აზ ზავახირი . ორგანიზაციამ გაიარა ფორმირების  რამდენიმე ეტაპი :პატარა ბირთვიდან   ძლიერ ტერორისტულ ორგანიზაციამდე,  უამრავი ფილიალებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

ტერიტორიული  გავრცელების არეალი

თავიდან  ავღანეთში „ალ ქაიდა“ იყო მკაცრად ერარქიული. მაგრამ კოალიციის ძალების  ავღანეთში შეჭრის შემდეგ ისინი იძულებულები იყვნენ სხვადასხვა ქვეყანაში გადასულიყვნენ, რასაც ორგანიზაციის დეცენტრალიზაცია მოყვა.  მართალია ახალ ქვეყნებში ჯიხადისტები  იქაურ ტერორისტულ ორგანიზაციებს უერთდებოდნენ  მაგრამ ავღანურ ცენტრთან    კავშირს მაინც არ კარგავდნენ, თუმცა მათი კოოპერაცია დაბალ დონეზე  მიმდინარეობდა. ასე შეიქმნა 2004 წელს ერაყში  ორგანიზაცია „ალ ქაიდა შუამდინარეთში“, ფორმალურად შეინარჩუნა რა კავშირი ავღანურ ცენტრთან ,  დამოუკიდებელ პოლიტიკის გატარება დაიწყო.

2006 წელს „ სალაფიტური ქადაგების და ბრძოლის ჯგუფი“-ს ბაზაზე შეიქმნა დაჯგუფება  „ალ ქაიდა ისლამურ მაგრიბში“  რომელიც ძირითადად ალჟირში მოქმედებდა . რომლის კისერზეც მრავალი ტერაქტია ალჟირის  დედაქა- ლაქში. ამ ორგანიზაციის ბევრი ბოევიკი ასევე მონაწილეობას იღებდა მალის კონფლიქტში 2012-13 წლებში სადაც გახსნილი ქონდათ  უამრავი საწვრთნელი ბაზა და

იარაღის მომარაგების წყაროები .ამით ისინი ცდილობდნენ შეეზღუდათ დასავლეთის გავლენა შრდილოეთ აფრიკაში და ჩამოეგდოთ დასავლეთის მიმართ ლოიალური რეჟიმები რათა  იქ დაემყარებინათ  შარიათის კანონებზე დამყარებული  მმართველობები . ალჟირის „ალ ქაიდას „ ძირითად ბირთვს შეადგენენ არაბები რომლებიც ავღანეთის ომის გამოცდილება აქვთ . მათ სტრუქტურებში არსებობს  რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ბირთვი რომლებიც „ცენტრისგან“ დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს.

ასევე გაძლიერდა სომალში მოქმედი „აშ  შაბაბის“ დაჯგუფება რომელშიც  ძირითად ბირთვს ასევე  შეადგენს ავღანეთში მებრძოლი  უსამა ბენ ლადენის ორგანიზაციის  ვეტერანები.ეს ორგანიზაცია ითვლება „ალ ქაიდას „ ძირითად და ყველაზე ძლიერ  დასაყრდენად აფრიკაში,  რომლის წევრებიც სულისჩამდგმელები იყვნენ ტერორისტული აქტების არა მარტო სომალიში არამედ კენიაში, უგანდასა და ჯიბუტში. 2013 წელს დაჯგუფება  ნაირობის სავაჭრო ცენტრში შიჭრა  რომლის დროსაც   110 კაცამდე დაიღუპა და 200 -მდე დაიჭრა.ძირითად მიზნად „ალ შაბაბის „ ლიდერები ასახელებენ აღმოსავლეთ აფრიკის იმ ნაწილის განთავისუფლებას სადაც ეთნიკური სომალელები ცხოვრობენ და იმ ტერიტორიაზე  შექმნან ისლამური სახელმწიფო   დამყარებული სალაფიტიზმის პრინციპებზე .

ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა „ალ კაიდას“ ცენტრთან  აქვს რადიკალ ისლამისტურ ორგანიზაცია „ალ ქაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე“,  რომელიც შეიქმნა 2007 წელს და რომელსაც სათავეში უდგას ოსამა ბენ ლადენის თანამებრძოლი ნასირ ალ-ვახიში . მისი ავტორიტეტის ამაღლებას  და „ კარიერულ „წარმატებას ხელი შეუწყო   ნომერ პირველ ტერორისტთან მეგობრობამ .“ალ ქაიდას „ სათავეში  ალ ზახარის მოსვლის შემდეგ მისი გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა   საერთაშორისო ტერორისტულ ქსელში. ჟურნალი  «Inspire»  რომელიც გამოდის საუდის არაბეთში,  „ალ ქაიდას“ პატრონტაჟით არა ერთხელ მოუწოდა ტერაქტებისკენ მსოფლიოს ყველა იმ ქვეყნის წინააღმდეგ რომლების საერთაშორისო სარბიელზე ისლამურ ტერორიზმს ბრძოლა გამოუცხადა.  შედეგად  მოყვა ტერორისტული აქტები  ამერიკის საელჩოზე იემენში 2008 წელს . ხოლო ყველაზე გახმაურებული ტერაქტი რომლიც განახორციელა დაჯგუფებამ იყო  ჟურნალ „შარლი ებდოს „ ჟურნალისტების დახვრეტა  პარიზიც ცენტრში 2015 წლია იანვარში. ცოტა ხანში დაჯგუფების ლიდერები და მათ შორის ლიდერი ალ- ვაშიხი ლიკვიდირებული იქნა ანტიტერორისტული  კოალიციური ძალების საჰაერო დაბომბვის შედეგად   

თუ გადავხედავთ   ურთიერთობების  დინამიკას   „ალ ქაიდას „  და მის რეგიონალურ ორგანიზაციებს შორის ბოლო  10 წლის   განმავლობაში,დავინახავთ  რომ მათმა გავლენამ დაიკლო როგორც რეგიონალური ისე გლობალური მაშტაბით რასაც ხელი შეუწყო : ერთი,  ერაყში გავლენის შმცირებამ, მეორე, არაბული გაზაფხულების სერიამ, მესამე, შიგა დაჯგუფებური შუღლმა. მაგრამ ბოლო მოვლენების ფონზე  რომელიც მიმდინარეობს ისლამურ სახელმწიფოებში შესამჩნევი გახადა „ალ ქაიდას და მასთან ასოცირებული სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციების მომხრეთა რიცხვის საგრძნობი მატება რაც იძლევა იმ დასკვნის საფუძველს რომ ”  ალ ქაიდა“ ისევ რჩება ისლამური ტერორიზმის ერთ ერთ ძლიერ დაჯგუფებად.

დაჯგუფების დაფინანსების წყაროები

 

გლობალური ჯიხადის ახალი ცენტრის  „ისლამისტური სახელმწიფოს“ სახით შექმნის შემდეგ კიდევ უდრო დაეცა  „ალ ქაიდას“ შესაძლებლობები . თუ გავითვალისწინებთ ჯიხადის წარმოების პრინციპიალურ განსხვავებებს „ალ ქაიდასა „ და „ისლამუირ სახელმწიფოს შორის „ დავინახავთ  რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ძირითადი უპირატესობა ფინანსურ მოდელშია . განსხვავებით აბუ ბაქარ ალ ბაგდადისგან  რომელმაც  წარმატებით შეძლო ამოეღო გადასახადები,   ამოეღო და გაეყიდა  სასარგებლო წიაღისეული მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებიდან რითაც საკმაოდ მობილური ფინანსური საფუძველი შეექმნა  ჯიხადის საწარმოებლად  ,  „ალ ქაიდა“  ისევ ძირითადად სპონსორთა შემოწირულობებით არსებობს რომელსაც იღებდა და იღებს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან .  ამიტომ დამოკიდებულება გარე მოთამაშებზე  და მათ   მიერ გამოგზავნილ დაფინანსებაზე   დაყრდნობა, დღევანდელ მსოფლიოში  თანხების  გადაადილების შეზღუდვის გთვალისწინებით, არის  „ალ ქაიდას“ერთ ერთი ყველაზე დაუცველი ადგილი

ვიქტორ ცაავა 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here