Home რუბრიკები პოლიტიკა ვახტანგ მაისაია: ადვილი შესაძლებელია, რომ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების ეპიცენტრმა ჩვენკენ გადმოინაცვლოს

ვახტანგ მაისაია: ადვილი შესაძლებელია, რომ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების ეპიცენტრმა ჩვენკენ გადმოინაცვლოს

629

2015 წლის 30 სექტემბერს, გაეროს 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტის შემდეგ, მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დადგა: რუსეთის ფედერაციამ “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვა გადაწყვიტა და ეს გადაწყვეტილება უმალვე აღასრულა.

ორი წლის წინათ მსოფლიოს 35 ქვეყანაისლამური სახელმწიფოსწინააღმდეგ გაერთიანდა კოალიციაში, რომელსაც საქართველო 2014 წლის სექტემბერში შეუერთდა, თუმცა ტერორისტების წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ღონისძიებები კოალიციას არ განუხორციელებია, უფრო მეტიც, ზოგიერთი პოლიტოლოგი იმასაც ამბობს, რომ აშშ ხელს უწყობდაისლამური სახელმწიფოსგაძლიერებას. 2015 წლის 13 ნოემბერსისლამური სახელმწიფოსწარმომადგენლებმა საფრანგეთში ტერაქტი მოაწყვეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა რუსეთის პრეზიდენტს კოალიციაში შესვლა შესთავაზა, მაგრამ რუსეთის თანხმობა ვერ მიიღო, რადგან რუსეთს ამ კოალიციაში აშშის კარნახით უნდა ემოქმედა. 2015 წლის 24 ნოემბერს თურქეთის ავიაგამანადგურებლებმა რუსული ბომბდამშენისუ-24” ჩამოაგდეს, რამაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაძაბა. პრეზიდენტმა პუტინმა ეს ფაქტი ზურგში დარტყმად შესაფასა და შესაბამისი ზომების მიღებაც დაიწყო. დღეს მსოფლიოს ყურადღება სწორედ ამ ორი ქვეყნისკენ არის მიმართული. შექმნილი ვითარება სახარბიელო არ არის საქართველოსთვისაც, რადგან, როგორც პოლიტოლოგები ამბობენ, რუსეთსა და თურქეთს შორის დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაზე პირდაპირ აისახება. რა საფრთხის წინაშე დგას საქართველო? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია გვესაუბრება.

_ რა საფრთხის წინაშე დადგა საქართველო მას შემდეგ, რაც რუსეთთურქეთს შორის ვითარება დაიძაბა?

_ ვითარება მართლაც დაძაბულია, რადგან რუსეთის პრეზიდენტი სანქციების ამუშავებაზე გადავიდა და, ფაქტობრივად, უარს ამბობს თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან მოლაპარაკებაზე. მართალია, ბელგრადში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ხვდებიან, მაგრამ ეს არის შეხვედრა შეხვედრისთვის.

რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდება, როგორც პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, ზურგში დარტყმის ტოლფასი იყო. შესაძლოა, რუსეთის თვითმფრინავებმა საჰაერო სივრცე დაარღვიეს, მაგრამ, როდესაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ასეთი რამ მიღებულია, მით უმეტეს, თუ ქვეყნები მოკავშირეები არიან და აკეთებენ ერთ საქმეს, ანუ საერთო მტრის წინააღმდეგ იბრძვიან.

რუსეთმა გარკვეულ ტერიტორიებზე საკმაოდ მძლავრი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები განალაგა, კონტრზომების მიღებას აპირებენ ამერიკელებიც. ისინი საზღვაო ბაზირების ავიაგამანადგურებლებს გამოიყენებენ, რომლებსაც რადიოელექტრონული ბრძოლის ჩამხშობი ელემენტები აქვთ. ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის, ამაზე ჟურნალისტები საუბრობენ, მაგრამ მთავარია, რუსეთმა ზომები უკვე მიიღო.

რუსეთთურქეთის ბრძოლას ისტორიული ფესვები აქვს, ამიტომ მათი დაპირისპირება შეიძლება სწრაფად აალდეს, მიუხედავად იმისა, რომ მათი ურთიერთობა ბოლო პერიოდში თბილი იყო _ მათ ერთმანეთთან ფინანსური ურთიერთობები ჰქონდათ. თურქეთი რუსი ტურისტებისგან წელიწადში სამ მილიარდ დოლარს იღებდა, გარდა ამისა, 2014 წელს რუსეთმა თურქეთს 27,3 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მისცა, თურქეთი რიგით მეორე პარტნიორი იყო. ასე რომ, დარტყმები ორივე მხარისთვის საკმაოდ არასასურველია.

მაგრამ რუსეთისთვის ეროვნული ინტერესების დაცვა უპირველესი ამოცანაა, ეს მის სამხედრო დოქტრინაში წერია, ამიტომ უკან არ დაიხევს.

რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება პირდაპირ აისახება კავკასიაზე, რადგან ამ ორი ქვეყნის დაპირისპირების არეალი ყოველთვის კავკასია იყო. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ რეგიონში მყიფე სიტუაციაა. კავკასიაში მდებარეობს რუსეთის სამხედრო ბაზა, კერძოდ, გიუმრიში, რომელიც აუცილებლად გაძლიერდება. თურქეთს საქართველოს საზღვართან ახლოს ჰყავს განლაგებული მეორე და მესამე საველე არმიები 200 ათასი ჯარისკაცით, ხოლო რუსეთის 250-ათასკაციანი სამხედრო ქვედანაყოფები დგანან გუდაუთაში, ცხინვალსა და გიუმრიში, ამას აუცილებლად უნდა დავამატოთ სომხეთის, როგორც რუსეთის მოკავშირის, შეიარაღებული ძალები. ასე რომ, ჩვენს საზღვრებთან რუსეთთურქეთის ძალთა ბალანსი თანაბარია, რაც საფრთხის წინაშე გვაყენებს, რადგან ადვილი შესაძლებელია, რომ ეპიცენტრმა ჩვენკენ გადმოინაცვლოს.

გასათვალისწინებელია აჭარის ფაქტორი. ჩვენს მიწაზე არიან რადიკალურად განწყობილი თურქული ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც თითქოს ანკარას არ ექვემდებარებიან, მაგრამ ეს მხოლოდ არაფორმალურად.

პოლიტოლოგები და სამხედრო ექსპერტები ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ თურქეთმა, შესაძლებელია, დარდანელისა და ბოსფორის სრუტეები გადაკეტოს და ხელი შეუშალოს რუსეთის სამხედრო ტრანზიტს სირიაში. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ კავკასია და, კერძოდ, საქართველო, მოვლენების ეპიცენტრში მოექცევა. საქართველოს გავლით სირიაში მოხვედრა უფრო მომგებიანი და იაფია. თუ რუსეთმა საქართველოს ამ გზის დათმობა მოსთხოვა, მაშინ დასაფიქრებელია ამერიკისა და თურქეთის რეაქცია ჩვენი ქვეყნის ქმედებაზე.

_ როგორ შეაფასებთ საქართველოს ხელისუფლების პოზიციას არსებულ ვითარებაში? ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ, ხოლო პოლიტოლოგები თვლიან, რომ დუმილი საუკეთესო გამოსავალია

_ რუსეთთან ცუდი ურთიერთობა გვაქვს, დაპირისპირებულები ვართ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ბოლოდროინდელი საგარეო-ეკონომიკური მიმართულებების დადებითი შედეგი. ამიტომ თავის შეკავება მართლაც გვმართებს. ასევე უნდა მოვიქცეთ თურქეთთანაც. ის ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა და ამიტომ დუმილი ყველაზე კარგი გამოსავალია, ოღონდ მოკლევადიან პერსპექტივაში. გრძელვადიანში კი აუცილებელია ერთი რომელიმე ქვეყნის პოზიციაზე დგომა. საქართველო უმძიმეს ვითარებაშია.

_ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო. “ისლამურ სახელმწიფოშიმებრძოლი ოთხი ქართველი ახალგაზრდა გვემუქრებოდაჩვენი ქვეყნის ძალოვანმა სტრუქტურებმა საფრთხეების წინააღმდეგ გეგმა შეიმუშავეს. იცნობთ თუ არა ამ გეგმას და თუ იცნობთ, არის კი საიმედო?

_ გეგმას არ ვიცნობ და, საერთოდ, თუ არსებობს, არც კი ვიცი. ეს გეგმა არავის უნახავს, არც ფორმალურ და არც არაფორმალურ შეხვედრაზე. ამაზე არავის უსაუბრია. ხელისუფლება პროფესიონალებთან არ თანამშრომლობს. ღონისძიებები, რომელთა დეკლარირებაც ტელევიზიით მოხდა, თავდაცვისთვის უმნიშვნელოა, ხელისუფლების მიდგომა პრობლემისადმი კი _ არასერიოზული. ტერორისტებს, რომლებიც საქართველოს გამოყენებას შეეცდებიან, ეს სასაცილოდაც არ ეყოფათ. “ისლამურმა სახელმწიფომ” საქართველო არ ჩათვალა სერიოზულ მოწინააღმდეგედ, რაც კარგია, თუმცა ცუდია, რომ სერიოზულად არ აღგვიქვამენ.

_ დავუშვათ, საზღვრები დავიცავით და ტერორისტებს საქართველოში შემოსვლის საშუალება არ მივეცით, მაგრამ დაცულები ვართ შიგნით? ვინმემ იცის, რამდენ გაურკვეველი საქმიანობის ადამიანს მიანიჭა მოქალაქეობა ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა?

_ ეს ნამდვილად დიდი პრობლემაა. ზუსტად არავინ იცის, ვის და რამდენს უბოძა სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა. როდესაც სააკაშვილისდროინდელ ელიტურ კორუფციაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი სწორედ ეს თემაა. სააკაშვილმა ტერორისტული ორგანიზაციებიდან მიიღო თანხები და ამის გამო გადაწყვიტა, რომ მათი წევრებისთვის საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერიგებინა. მიშა ფულის გამო დედასაც გაყიდის.

ყურადსაღებია და იყო ყოველთვის სააკაშვილის ურთიერთობა სპარსეთის ყურისა და არაბული სახელმწიფოების რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რისი დადასტურებაც “ლაფანყურის ოპერაციაა”. სამწუხაროა, რომ ამ ოპერაციის გამოძიებას საშველი არ დაადგა. ამ საქმის გამოუძიებლობამ, შესაძლოა, ცუდი შედეგი მოგვიტანოს. გავრცელებულ ვიდეოებში საუბარი ამაზეც იყო. ტერორისტებმა ლაფანყური შეგვახსენეს.

დღის წესრიგიდან არც ელიტური კორუფცია მოხსნილა, სააკაშვილისიანები ახლაც თანამდებობებზე სხედან, უფრო მეტიც, ისინი დაწინაურდნენ.

_ და მაინც, როგორ შეაფასებთ საქართველოს ამჟამინდელ მდგომარეობას?

_ საქართველოს მდგომარეობა რთულია, ეს სირთულე საშუალოზე მაღალ დონეზეა.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here