Home რუბრიკები საზოგადოება ვინ აფინანსებს “ისლამურ სახელმწიფოს”

ვინ აფინანსებს “ისლამურ სახელმწიფოს”

786

“ისლამურ სახელმწიფოს” მეტი სამხედრო შესაძლებლობები აქვს, უფრო მდიდრები არიან, აკონტროლებენ ტერიტორიას და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, ისინი გაცილებით დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, ვიდრე “ალ-ქაიდა”. 

ადამიანების გატაცებით მილიონობით დოლარი აქვთ გამოძალული. “ისლამური სახელმწიფოყველაზე მდიდარი ტერორისტული ორგანიზაციაა მსოფლიოში”, _ ამბობს ერაყში ამერიკის სამხედრო ოპერაციის დაგეგმვის ერთერთი მონაწილე დევიდ კილქულენი. მისივე თქმით, “ისლამური სახელმწიფოსმიერ ერაყისა და სირიის ოკუპირებულ ქალაქებში ვხედავთ, როგორ ითავსებენ ისინი სახელმწიფოს უამრავ ფუნქციას. ისინი, ჩვენებურად რომ ვთქვათ, “გულებისა და გონების მოგებისსტრატეგიას ახორციელებენ, აგროვებენ გადასახადს, ამუშავებენ მაღაზიებსა და საცხობებს, ბავშვებს სკოლაში სიარულის საშუალებას აძლევენ, აწარმოებენ სასამართლო მოსმენებს, მართავენ საავადმყოფოებსა და სხვა საზოგადოებრივ სამსახურებს”. და მართლაც, საიდან და როგორ ფინანსდებაისლამური სახელმწიფო”? _ ამ კითხვით ახალგაზრდა პოლიტოლოგ გიორგი მდივანს მივმართეთ.

_ “ისლამური სახელმწიფო” გიგანტური სინდიკატია. ამ ორგანიზაციის ფინანსური აქტივები დაახლოებით 2 ტრილიონ დოლარს შეადგენს; ყოველწლიური შემოსავალი მერყეობს 2-დან 3 მილიარდ დოლარამდე. მართალია, ზუსტი ბუღალტერია არ არსებობს, მაგრამ ეს რეალური ციფრებია.

“ისლამური სახელმწიფოს” წარმოშობაზე არ ვისაუბრებ, რადგან ყველამ ვიცით, რომ “ალ ქაიდას” ქვედანაყოფიდან წარმოიშვა, მაგრამ ისე მომძლავრდა, რომ დღეს აქვს ყველა სამინისტრო, მათ შორის, წყლის სამინისტროც, რაც იმის დასტურია, რომ ის სახელმწიფოს ყველა ნიშანს იძენს.

2012_2013 წლებში, ანუ საწყის ეტაპზე “ისლამურ სახელმწიფოს” “საქველმოქმედო” შემოწირულობებით აფინანსებდნენ, ძირითადი დამფინანსებლები იყვნენ: საუდის არაბეთი, ყატარი და განსაკუთრებით ქუვეითი. ერთ-ერთი ბიზნესმენი, ვინმე ალ-მტეირი, რომელიც ამერიკელების მოკავშირე იყო, “ისლამური სახელმწიფოს” ყველაზე დიდი დამფინანსებელი გახლდათ. ის თითოეულ ტერორისტს 2500-დან 3000-დოლარამდე თანხას უხდიდა, ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობს. ალ-მტეირი ამერიკულ პრესასთან დაუფარავად საუბრობდა: თუ თავის დროზე შემეძლო ამერიკასთან მეთანამშრომლა ერაყის წინააღმდეგ, ახლა რატომ არ შეიძლება ვითანამშრომლოალ ქაიდასთანბაშარ ასადის დასამხობად?!”

ეს ინტერვიუ “ნიუ იორკ თაიმსში” დაიბეჭდა, თუმცა აშშ-ის მთავრობიდან დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ამ ტერორისტულ დაჯგუფებას ხშირად ადარებენ “ალ ქაიდას”, მაგრამ “ისლამური სახელმწიფო” გაცილებით ჩამოყალიბებული და სტრუქტურიზებულია. “ისლამური სახელმწიფო” არის პირველი ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება და გაყიდვა დაიწყო. მოგეხსენებათ, ეს რა რთული პროცესია.

ისლამური სახელმწიფოსშემოსავლების წყაროები ჯგუფებად შეიძლება დავყოთ: ნავთობითა და ბუნებრივი აირით ვაჭრობა, ანტიკური ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობა (მოგეხსენებათ, ისინი სირიის ტერიტორიაზე უძველეს ნაგებობებს ანადგურებენ), სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობა, რომელშიც შედის ქერი, ხორბალი, სიგარეტის კონტრაბანდა, ჰეროინი, ნარკოტიკებიისინი, ასევე ვაჭრობენ ადამიანებით, ანუ მონებით და სასარგებლო წიაღისეულით. “ისლამური სახელმწიფოსყოველდღიური შემოსავალი მილიონობით დოლარია, თანაც ეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა მასზე იერიში მიიტანა, მანამდე გაცილებით მეტი იყო.

“ისლამური სახელმწიფოს” ძირითადი “სპონსორები” არიან საუდის არაბეთი და თურქეთი. სწორედ ისინი ასაღებენ მათ ნავთობს. თურქეთში არის სახელმწიფო კომპანია “არამკო”, რომელიც ახორციელებს “ისლამური სახელმწიფოს” ნავთობის დიდი ნაწილის შესყიდვას და ეს ყველაფერი ნიუ იორკის ტრანზაქციების მეშვებით ხდება. “არამკო” კი არის “ბრიტიშ-პეტროლიუმის” პარტნიორი. ისლამური სახელმწიფოსმიერ ნავთობის ყიდვაგაყიდვის ოპერაციებს, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ვაშინგტონი აკონტროლებს. “ექსოილმობაილიარის ფირმა, რომელიც თავის დროზე როკფელერებმა დააარსეს, დღეს ეს ფირმა ყატარის მფლობელობაშია და სწორედ ყატარიდან და საუდის არაბეთიდან ხორციელდება ნავთობის შეძენა.

ყატარი რუსეთის შემდეგ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა, რომელმაც ამ ჩემპიონატის ჩასატარებლად 200 მილიარდამდე დოლარი უნდა დახარჯოს, თუმცა უცხოურ პრესაში უკვე წერენ, რომ იქ მომსახურე პერსონალს ცუდი ანაზღაურება აქვთ და იქ მიმდინარე მშენებლობებს გაუსაძლისი პირობების გამო 150-დან 300 ადამიანი შეეწირა. ეს ინფორმაცია ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ყურადღებას არავინ ამახვილებს და დარტყმის ობიექტი მაინც რუსეთია.

“ისლამურმა სახელმწიფომ” რამდენიმე ნავთობსადენზე დივერსიული აქტები განახორციელა, შემდეგ კი ახალი მარშრუტები გაიყვანა თურქეთისა და საუდის არაბეთის მიმართულებით. ამჟამად სანავთობე მარშრუტი ფუნქციონირებს კირკუკიდან ჯეიჰანში. ჯეიჰანიდან კი ნავთობი ტანკერებით გადააქვთ ისრაელში და საუდის არაბეთში. აღნიშნულ რეგიონში ძირითადი მოთამაშე იყო კომპანია “პალმალიშიფინგი”, რომლის მფლობელი გახლდათ ვინმე მუბარიზ გურბანოღლუ _ თურქულ-ებრაული წარმოშობის მილიარდერი, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” ნავთობის 30%-ის შესყიდვას ახორციელებდა თურქეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს კომპანია ჩაანაცვლა “ბიემზი-ელთიდიმ”, რომლის მფლობელიც არის ნეჯმედინ ბილალ ერდოღანი _ თურქეთის პრეზიდენტის ვაჟი. ნავთობის ტრანსპორტირება ჯეიჰანიდან ხდება.

“ისლამური სახელმწიფოსთვის” უდიდესი ფინანსური წყაროა ბუნებრივი აირი, რომლის გაყიდვითაც ყოველწლიურად 490 მილიონამდე დოლარის შემოსავალი აქვს.

“ისლამური სახელმწიფო” სასოფლო-სამეურნეო პროდუქციითაც დიდ სარგებელს ნახულობს, რადგან სირიისა და ერაყის ის ტერიტორია, რომელიც “ისლამურმა სახელმწიფომ” ხელში ჩაიგდო, განთქმულია ქერისა და ხორბლის მოსავლით. ტერორისტების ყოველწლიური შემოსავალი სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან 200 მილიონ დოლარს აღწევს. ამაში შედის კონტრაბანდული სიგარეტიც.

ისლამურ სახელმწიფოსუზარმაზარი შემოსავალი აქვს ანტიკური ხანის ნივთების გაყიდვიდანაც. უძველესი ქალაქი პალმირა ხელოვნების ნიმუში იყო, თუმცა მისგან აღარაფერი დარჩა. სწორედ პალმირადან ამოღებული ნივთების გაყიდვით დიდძალ ფულს შოულობენ. ერთერთი ნივთი, დათვის ფორმის ფიგურა, 60 მილიონ დოლარად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ასეთი პრაქტიკა თავის დროზე ამერიკელებმა დანერგეს, როდესაც ბაღდადის მუზეუმებიდან ნივთები გაჰქონდათ და ყიდდნენ.

ზუსტად არავინ იცის, რა ფასად იყიდება უძველესი ნივთები, მაგრამ ცნობილია, რომ თითოეული ნიმუშის საბაზრო ფასი 10-დან 70 მილიონ დოლარამდე მერყეობს.

“ისლამურ სახელმწიფოს” აქვს ფინანსთა სამინისტრო და შესაბამისად _ მოსაკრებლებიც. ბუნებრივი აირის გადასახადი 200 დოლარია, რომელსაც ყველა იხდის, განსაკუთრებით კომერციული ინტერესის მქონენი, რომლებსაც აქვთ საშემოსავლო გადასახადები, გადასახადი აქვთ ფულის განაღდების შემთხვევაში. თითოეულ სატრანზიტო მანქანაზე საბაჟო მოსაკრებელი აქვთ 800 დოლარი.

ტერორისტებმა 2014 წელს დაიწყეს საკუთარი ვალუტის მოჭრა, რომელიც ოქროს შეიცავს. 1 დინარის ფასი 139-140 დოლარია. “ისლამურ სახელმწიფოსხაზინა თურქეთის ტერიტორიაზე ჰქონდა, ქალაქ გაზიანთეფში. მოგვიანებით თურქებმა ეს ბანკი გააუქმეს.

ტერორისტებისთვის ძალიან დიდი არა, მაგრამ კარგი შემოსავლის წყაროა ქალებით ვაჭრობა. 15-დან 20 წლამდე გოგონა 150 ევრო ღირს, რაც მეტია წლოვანება, მით უფრო მცირდება ფასი. 60 წლის ქალბატონი 10 ევრო ღირს.

ამ საზარელი ფაქტის შესახებ ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები წერდნენ, მაგრამ დიდი ყურადღება არავინ მიაქცია.

საინტერესოა, მათ მიერ სასარგებლო წიაღისეულის დამუშავება, რადგან ეს რთული პროცესია. “ისლამური სახელმწიფოს” წარმომადგენლები წიაღისეულს კუსტარულად ამუშავებენ. ისინი აქტიურად არიან დაკავებულები ფოსფატის დამუშავებით და აქედან მათი წლიური შემოსავალი 50 მილიონი დოლარია. აქვთ ცემენტის წარმოებაც.

მოგეხსენებათ, ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული ქვეყნის ხელისუფლებისთვის, მაგრამ სათანადო რეაგირება რატომღაც არ ხდება. როგორც ჩანს, მსოფლიოში ტერორიზმის წახალისება მიმდინარეობს.

ჩაიწერა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here